Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა RFE/RL-ის ვებსაიტი

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყირგიზული სამსახურის ვებსაიტი, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ უარი განაცხადა წაეშალა ვიდეორეპორტაჟი ტაჯიკეთთან საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ. ყირგიზეთის ინფორმაციის სამინისტრო 26 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ ეს ზომა გატარებულ იქნა პასუხად "სანდოობის არმქონე მასალებზე", რომლებიც "წინააღმდეგობაში მოდის ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან". სამინისტროს მხედველობაში აქვს, მისი თქმით, არაზუს

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში პოლონეთის სენატი “მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორ

იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ

არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი - ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელე

"ჩვენები სახლში არიან" - ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა: რას წერს ერმაკი?

ტყვე­თა მო­რი­გი გაც­ვლის შე­დე­გად, უკ­რა­ი­ნამ 10 ჯა­რის­კა­ცი და­იბ­რუ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­დრეი ერ­მა­კი "ტე­ლეგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს. "ჩვე­ნე­ბი სახ­ლში არი­ან. მო­ვახ­დი­ნეთ ტყვე­თა მო­რი­გი გაც­ვლა. მო­ვა­ხერ­ხეთ 10 უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­როს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა. მათ შო­რი­საა ერთი ოფი­ცე­რი, 9 რი­გი­თი და სერ­ჟან­ტი. 17:52 / 26-10-2022 ტყვე­თა მო­რი­გი გ

"ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს" - პესკოვი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რიში სუ­ნაკს არ მი­უ­ლო­ცავს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას, რად­გან დიდი ბრი­ტა­ნე­თი "არა­მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა". ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ცნო­ბის­თვის, რიში სუ­ნა­კი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ოფი­ცი­ა­ლუ­რად 25 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ნიშ­ნა.   შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თი ბრი­ტა­ნეთს არა­მე­გობ­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­ნი­ხი­ლავს. ოფი­ცი­ა­

რუსული მედია - რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნა ჩაატარეს

რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, სტრატეგიული შეკავების ძალებმა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს. რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნ

საქართველოში მცხოვრები უკრაინელები დახმარებას ითხოვენ

საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი პრემიერს დახმარებას სთხოვს. მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე თვეა, უშედეგოდ ელიან დაპირებულ ფულად დახმარებას. "გაირკვა, რომ ეს შემწეობა, გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ. მოგმართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვისაც ეს კითხვა ეხება. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, განიხილოთ შეღავათების საკითხი. თქვენ თვითონ გესმით, რომ

დაკავების საფრთხის გამო ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა

რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო, ამ ცნობას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ სააგენტოები ТАСС-ი და "База". ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს სახელმწიფო სააგენტო "РИА Новости-ც". არსებული ინფორმაციით, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა. დილით ჩხრეკა ჩატარდა სობჩაკის სახლში, რომელიც მდებარეობს

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხდება სანაპიროს დათვალიერებაც. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტ სატსუკს

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს, სიარჰეი სატსუკს, ბრალდებით, რომელსაც ბევრი უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პირობებში. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსამართლე სვიატლანა ბანდარენკამ განაჩენი გამოაცხადა 26 ოქტომბერს. პროკურორებმა გასულ კვირაში ითხოვეს სატსუკის დამ

სასამართლომ უკანონოდ ცნო გუგა გოგაძის გათავისუფლება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან

სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან რეორგანიზაციის პროცესში ამ სააგენტოს შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, გუგა გოგაძის გათავისუფლება და სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა - ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც გოგაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. გადაწყვეტილება გოგაძის უკანონო გათავისუფლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბერს მიიღო. 2022 წლის 23 მაისს საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გოგაძის მოთხ

როდის მოგვარდება მცხეთის ბაგა-ბაღების გათბობის საკითხი

,,საბავშვო ბაღში ბევრჯერ მიმიტანია ელექტრო ბატარეა, რათა ბავშვები არ გაყინულიყვნენ" არახალია, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სწორედ სასწავლო წლის დაწყების წინ ახსენდებათ ხოლმე და რემონტის გამო, სწავლის პროცესს ან დაგვიანებით, ან - ონლაინ-რეჟიმში იწყებენ. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ბაგა-ბაღების შენობებში მწყობრიდან გამოსული გათბობის სისტემების მოწესრიგებაა, არ

9 თვეში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ისევ საქართველოში რჩება - შსს-ს სტატისტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩება. მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა. დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).

მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, მმართველი გუნდი დღეს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკომისიის 12

მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი - სპორტულ ცენტრ „იმედის“ აღსაზრდელების კლინიკებში მოხვედრა სიცრუეა - მწვრთნელს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, ეს ადამიანი ალერგიულია

ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია, რომ მათგან არცერთს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა არ ჰქონდა, - ამის შესახებ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც სპორტულ ცენტრ "იმედში" მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, საქალაქო სამსახურის

კადიროვი უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და გამოდის მოწოდებით, მტრები დაწვან

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და იმუქრება, რომ მტერს ტყვედ კი არ აიყვანს, არამედ დაწვავს. "ჩვენი ტერიტორია არის არა მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინაა ჩვენი რუსეთის ტერიტორია", - აცხადებს კადიროვი ვიდეომიმართვაში.     კადიროვმა ისაუბრა უკრაინულ მხარეზეც, მათ "შაითანები" (ავი სულები) უწოდა

კობა გვენეტაძის თქმით, რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრაციამ ფასების ზრდას შეუწყო ხელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ, ქვეყანაში ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ინფლაციის შესამცირებლად ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას იყენებს, რაც ასევე ნიშნავს ათასობით სესხზე მაღალ პროცენტს. "რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა... რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, შემოსვლა რუსეთიდან და ბელორუსიდ

Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე. სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდი

აშშ-მა უკრაინას პირველად გადასცა NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ორი ერთეული

აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში. "რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა. აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარა

შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა

პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპ

თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სამი ობიექტი დაჯარიმდა, სამუშაოები შეჩერებულია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. „როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად

ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესა და დამსახურებულ ჟურნალისტს, ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი, განათლების მინისტრი, აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლა
×
×
  • შექმენი...