საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - გან
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.
მომხდარზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.
რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში ", რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავს დაესხნენ გემებს, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
რუს
გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.
ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭ####ტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება.
დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ.
როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს
რუსს მესაზღვრეებს უკვე ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავთ და საქართველოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებ ოთხ დას. ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა დააკავეს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. გოგონები აგვისტოში ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. ამის შესახებ მათ შეატყობინეს კრიზისულ ჯგუფ IC SOS-ი, რომელიც გოგოებს დახმარებ
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა. უკრაინელი პოლიტიკოსებ
რუსეთის ფედერაციის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა, რომელთა დროც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
“რუსული შანტაჟის პრიმიტულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული, სასურსათო… “ბინძურ ბომბზე” გამოგონებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე… ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია. დამნაშავეების აგონიაა, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონ
ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ი
რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმ
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკ
რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს.
“ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები
ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
აზოვის მებრძოლ
საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუ
მედია აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს.
ამერიკული მედია მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ეძებდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ყვიროდა „სად არის ნენსი?!“. შემდეგ ის შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი დღეს შეიჭრა და
დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა.
ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა
28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას "თქვენს ქალაქში" სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა.
გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გამოცემის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენობას ქალ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.
კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად".
კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოები
საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით.
“თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტი უკვე მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა.
“ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რიში სუნაკი უკრაინაში გამართავს ვიზიტს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს?- ჩვენ უკვ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული მას მერე, რაც 28 ოქტომბერს, გამთენიისას, მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს.
პელოსის პრესმდივნის, დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს. ჰემილი დასძენს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომად