უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი.
"დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა,
ოპოზიციას წინასწარ განსაზღვრული კლიშე აქვს, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას პრორუსული უწოდონ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს მცდელობაა, რომ „რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულოს ხელისუფლება“.
"ეს ადასტურებს ჩვენი ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხებისადმი, როდესაც
9 წლის წინ რუსული აგრესია ყირიმში დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში დააბრუნებენ.
“ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ.
„კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგან
რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი უკვე დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღის განმავლობაში.
შესაბამის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 თებერვლამდე, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს ასევე 3381 ტანკს (+6 გასულ დღეს), 6615 ჯავშანტექნიკას (+6), 2380 საარტილერიო სისტემას (+7), 475 მრავალჯერადი გასროლის რაკეტას. 247 - საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 - თვითმფრინავი, 288 - შვეულმფრენი,
მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად.
27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს.
“მიგრანტებს შორის რამდენიმე დაღუპულია და დაახლოებით 40 გადარჩენილი“, - დაწერა იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნულმა დეპარტამენტმა.
საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა.
გემი, რომელსაც სავ
ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება. ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა სა
კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგ
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს, როგორც სამშენებლო კომპანიებისა და კონტრაქტორების, ასევე უძრავი ქონების მფლობელთა მიმართაც.
6 თებერვლის სტიქიამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რასაც მხოლოდ თურქეთში 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური პარტიები კი პრეზიდენტის ადმი
მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“ყველა უკრაინელი დაიღალა ომისგან, ხოლო დაღლილობისგან - ემოციებია და ისინი უნდა ვაკონტროლოთ ყველამ, მათ შორის მეც. ხანდახან ბევრი რამის თქმა გინდა, მითუმეტეს, როდესაც გაქვს სათქმელი. მაგრამ ყოველ უკრაინელ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს დღეს - მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს. ეს არის - პუტინი და მთელი მისი "რ
ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა.
როგორც ის აცხადებს, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას!“.
,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მო
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელია.
ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა.
ჯილდო ,,ოქროს დათვი“ დაიმსახურა რეჟისორ ნიკოლას ფილიბერის ფრანგულმა დოკუმენტურმა ფილმმა ,,ადამანტზე,“ (On Adamant). ფილმი მოგვითხრობს პარიზის უნიკალურ ფსიქიატრიულ კლინიკაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, სენის ნაპირზე მცურავ შენობაში მდებარეობს. მისი პრემიერა კინოფესტივალის ფარგლებში 24 თებერვალს შედგა.
საუკეთესო რეჟისურისთვის ,,ვერცხლის დათვი“ ფრანგ რეჟისორს ფილიპ გარელს გადაეცა, დრამისთვის ,,გუთანი,“ ხოლო მთავარი როლისთვის ფილმ
კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკ
კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგი დადუნ
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600- ზე მეტი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის ცნობით, 612 ეჭვმიტანილიდან 184 დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, შენობის მფლობელები და მმართველები.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი ნაბიჯები ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებაა და შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთის აგრესიისგან აღარაფერი დარჩება.
,,დღეს ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი დამტკიცდა. ცხადია, ეს უკანასკნელი პაკეტი არ იქნება. სანქციები გაგრძელდება მანამ
პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხის სურვილები მათი მთავრობების ქმედებებს არ ემთხვევა.
„როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხ
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.
ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
„ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მო
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი დაიჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში თვითონვე დააარსა.
მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართა მამულის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს. დებულების თანახმად, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო პირს ენიჭება „გმირობის ჩადენისთვის“. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რა გმირობა ჩაიდინა რამზან კადიროვმა.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების სახელით და საკუთარი სახელით, გულწრფელად გილოცა