Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ოკუპირებული ცხინვალი თბილისის ,,ცხელ თავებს" აფრთხილებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი კურატორების მიერ პროვოცირებული შიდაპოლიტიკური კრიზისი შეიძლება, მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, საშიში აღმოჩნდეს. „ამას ადასტურებს მომიტინგეების ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრად გასცდა საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისთვის, სამხრეთ ოსეთისა

აშშ-ში გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინო 26 კომპანიამ წარადგინა

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „Vinexpo New York“-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამასთან ერთად, „Vinexpo New York“-ში

თბილისის აქციების ფონზე, ბჟანიამ ძალოვან სტრუქტურებს პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა. შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ნოდარ ავიძბა; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ სავჩენკო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარ

რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო. ,,ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ ,,ფერადი რევოლუცია" ემუქრება.“ - წერს ვოლოდინი Telegram-ზე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ლიკვიდირებულია 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 158 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1010 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3 458 ტანკს, 6 762 ჯავშანმანქანას, 2 483 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 257 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვ

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯო ბაიდენი: ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან

პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო

ევროსასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2023 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია, სადაც 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე სასამართლო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელ

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა. „მადლობელი ვარ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქა

ჯონ კირბი: მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა

მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა, მეტი რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ The Hill-ის ჟურნალისტთან კომენტარში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. „მათ საშუალება ჰქონდათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ. მ

სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე იუწყება. „მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებისთვის,” - წერს ზურაბიშვილი.

Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე

ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.

სპალეტი: - კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა

იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს. სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა. მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია. პუბლიკა

ელეონორა არჩაია - არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. “არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, რო

IDFI: 2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 24%-ით გააუარესეს - რომელია ყველაზე დახურული და ღია უწყებები

2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია. ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. რაც შეეხება ყველაზე ანგარ

სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს

დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის

უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წე

ანა ბუჩუკურის ჩართვა Deutsche Welle -ზე (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: "რამდენიმე წუთის წინ Deutsche Welle -ზე. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის!", - წერს ანა ბუჩუკური.  332189072_158000687117434_4926562113538278110_n.mp4

NGO-ები აცხადებენ, რომ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას და ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, 2015 წლიდან როგორი იყო მათი თანამშრომლობა პარლამენტთან და რა რეფორმები განხორციელდა პროექტის ფარგლებში. მათი თქმით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაობს. „რეფორმები

მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი

112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ

მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ტექნიკური

თავდაცვის სამინისტრო - ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; „თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექ

დიმიტრი პესკოვი რუსეთის მოქალაქეებზე - უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ. „არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს ა

დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა. კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“. პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩ
×
×
  • შექმენი...