შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ, ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ის უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან გადაცემაში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზ
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ.
ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის.
BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები.
უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.
გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას.
ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში, კერძოდ, შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორს.
ასევე ცნობილია, რომ გერმანია ემზადება უკრაინას გადასცეს 5330-ი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვები და Iris-t SL
ევროკავშირის დროშის ჩმოგლეჯვისა და დაწვისთვის შსს-მ რამდენიმე პირი 1000-ლარით დააჯარიმა. მათი თქმით, დაჯარიმებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
„პუბლიკის” ინფორმაციით, უწყებამ ჯამში 5 პირი დააჯარიმა, მათ შორის არის ზურაბ მახარაძე.
ის პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი წინამძღოლია.
ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა 14 მარტს ჩამოგლიჯეს და შემდეგ დაწვეს.
პუ
13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება.
გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალის
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს.
BM.GE-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს,
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5832 ლარი ეღირება, ევრო – 2.7397 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1130 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5867 ლარი ღირდა, ევრო – 2.7520 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1234 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 მარტს ამოქმედდება.
ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
მოლდოვასა და საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი მათ კარზე არსებული საფრთხის წინააღმდეგ ახალი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი საქართველოში წარადგენს ახა
საქართველოს პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა გუშინ წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა.
„გუშინ წიგნთან დაკავშირებული საკითხი, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა,
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუ
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი აღშფოთებულია და ყოფილ მინისტრს ტყუილშა ადანაშაულებს.
დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდა შერცხვეს, რადგან მისი საქციელები არაფერში აღარ ჯდება.
დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.
ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავა
ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიას პოლიტიკურად ანგაჟირებული დასკვნების მოზმადებაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ფაქტობრივად, ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მისთვის არაფერს ნიშნავს.
მურუსიძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და კლანი არ არსებობს.
ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ კანონპროექტში სასამართლო პროცესების წინმსწრები გარანტიები არ არსებობს.
ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია,
გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან რა მიზანი აქვთ, მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" საქართველოს მარტოს, დაუცველს ტოვებს რუსული ოკუპაციის წინაშე.
„როცა კობახიძე და ღარიბაშვილი ჩვენს პარტნიორებს აკრიტიკებენ და ჯანსაღად კი არ აკრიტიკებენ, ლანძღვა-გინება ჰქვია ამას, ამით გვაშორებე
მერაბიშვილი ოცნების უბრალო საჩუქარი კი არ არის, ეჭვგარეშეა, კობახიძე, ღარიბაშვილი და მერაბიშვილი ერთი ოთახიდან იღებს ინსტრუქციებს., - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.
მისი თქმით, მერაბიშვილი ოცნების პროპაგანდას კვებავს.
"მან ჯერ ღარიბაშვილს მისცა ბანი, ახლა კობახიძეს. ოცნება პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს, მერაბიშვილი საპროტესტო მუხტის მიტაცებას.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება (შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას) და წერს: "აი ესე აწვდის ოცნება მოქალაქეებს ინფორმაციას! ამბობენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მათ აწყობს - იმ აქცენტებით, რომელიც რეალურად უმნიშვნელოა."
მისი თქმით, სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით
16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც უკრაინის დახმარების საკითხზე “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„“რამშტაინის“ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, უკვე მეათე შეხვედრა. საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები ჩვენი მეომრებისთვის, უკრაინის ცის დაცვა - ეს ყველაფერი განიხილეს. არის გადაწყვეტილებები. მადლ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ალბათობა დროებითი გამაგრების პირობებში არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერდს მუდმივი გამაგრება ექნება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, ეს არ უნდა მოხდეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ გაუმეორდეს, რადგან მას აღმოსაფხვრელად ზედმეტი ხარჯის გაწევა უწევს.
„რიკოთის პროექტი არის ურთულესი კონსტრუქციული გადაწყვეტილ
ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზრიშვილმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა არის სიმართლე და რ
მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
იპნ