აშშ-მა, გაერთიაებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას იაპონიის ქალაქ საპოროში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში მიაღწიეს.
ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ გამოიყენებდნენ შესაბამისი რესურსები და შესაძლებლობები თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეარყიონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე.
ბრიტანეთის მთავრობის
უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.
პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის ს
UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლისა“ და მის ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა ilmattino ავრცელებს.
ამის შესახებ თავად მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „კვარას დიდ გამოცდამდე დარჩა ორი დღე. მზად ვართ“.
ავტორი - მერაბ მამულაშვილი
აღდგომის დღესასწაულთან და საფლავთა კურთხევის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ.
ავტობუსის დროებითი მარშრუტები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძი
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და ტრადიციისამებრ სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოზეც.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოა. ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 17 აპრილს ეწვევა ერაყის დედაქალაქს, ბაღდადს - იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კულება განიხილავს პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, ვაჭრობის მოცულობის ზრდას და ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებში - ვკითხულობთ განცხადებაში.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აჰმად ალ-საჰაფის თქმით, კულებას ვიზიტის მიზანია გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და განხილულ იქნეს მიდგომები სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხთან.
თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგ
“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და რომ „დიდი შვიდეული“ ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„შარშან, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა : ზამთარში უკრანელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. ჩვენი მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას“, - აღნიშნა ბერბოკმა.
სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული MiG-29 ტიპის 13 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, მარტში სლოვაკეთი უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა და პირველი ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას მარტშივე გადასცა.
IPN
რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიიდან ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.
„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ - დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილ
პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.
აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე.
ცენტრალურ ევროპაში ლოგისტიკურმა პრობლემებმა მარცვლეულის მარაგების სიჭარბე და ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის მუშაკების პროტესტი და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომაც კი მოჰყვა.
პოლონეთის მმართველი კ
პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ აქეზებენ, სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებარებიან და მათ არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების უფლება, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალი ჯამადიმ განაცხადა.
„თავსაბურავის მოხსნის წაქეზების დანაშაული განხილული იქნება სისხლის სამართლის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ჰიჯაბის
ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.
შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უც
პირველად 300 წლის განმავლობაში კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა.
როგორც მედია წერს, ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა. ტაძართან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიცია შესასვლელში მოქალაქეების დოკუმენტებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა.
კიევ-პეჩერის ლავრაში სააღდგომო ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლე
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. გაცვლა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის წევრები.
„აღდგომა. ამ დ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წ
დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, „ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“.
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღ
აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა.
„ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ას
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ
ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვი
16 აპრილს ფინეთი აამუშავებს Olkiluoto 3-ის (OL3) სახელით ცნობილ ბირთვულ რეაქტორს, რომელიც უდიდესი იქნება ევროპაში - რაც გააუმჯობესებს ჩრდილოეთის ამ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.
OL3 დააკმაყოფილებს ფინეთის ელექტროენერგიის საჭიროების დაახლოებით 14 პროცენტს, და ამით შემცირდება იმპორტის საჭიროება შვედეთიდან და ნორვეგიიდან - აცხადებს სადგურის ოპერატორი.
ევროპის ქვეყნები მზარდ ძალისხმევას მოახმარენ თავიანთი ბირთვული ენერგიის მრეწველობის
დღეიდან, 15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც.
თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:
პენსიონერები;
იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
ომისა და თავდაცვის ძალების
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებაა.
ასოციაციის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
„მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.