Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ქალი გააუპატიურეს, პოლიცია კი საქმეს არ იძიებს ეფექტიანად - „საფარი“

ორგანიზაცია „საფარი“ ქალის გაუპატიურების საქმეზე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში მოითხოვენ,  ჩატარდეს ყველა  საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. მათივე თქმით, ორგანიზაციის  ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. ორგანიზაცია, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, მოი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214 524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო

„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს, ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობი

ბექა ლილუაშვილი - ცალკე აღებული „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ არსებობს... ნაც-ქოცური კარუსელი უნდა დამთავრდეს მომდევნო არჩევნებზე (ვიდეო)

”ცალკე აღებული „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ არსებობს, როგორც სახელისუფლებლო პარტია და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს „ოცნების“ გარეშე. ეს შემდგარი მოცემულობაა. ნაც-ქოცური კარუსელი, რომელიც ორივე მხარისთვის სარფიანი შეთანხმებაა, უნდა დამთავრდეს მომდევნო არჩევნებზე.”   ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 10000000_274494255201097_7780686750980229236_n.mp4

მეორე დღეა ზესტაფონში მდინარეში დაკარგულ 18 წლის ბიჭს ეძებენ

მეორე დღეა ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში 18 წლის ბიჭს ეძებენ.  არსებული ინფორმაციით, ახალგზარდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დღეა ბიჭის საპოვნელად სამაშველო სამსახურის მიერ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ფოტო: Georgian Travel Guide netgazeti

რუსმა მწერალმა შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა

პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook-ზე.  ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ვიქტორ შენდეროვიჩის უფლებადამცველიც მარია არხიპოვაც. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 ივლისს შეიტანეს. publika

ანდრეი ერმაკი - მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანს შიმშილი და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს - მათ ლტოლვილთა ნაკადები სჭირდებათ, რათა დასავლეთი დაასუსტონ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოდესასა და მიკოლაევზე რაკეტების და „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტერორისტი ქვეყანა უკრაინის სურსათის ექსპორტისგან დამოკიდებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მსოფლიოს მასშტაბით კი, ასეთი ადამიანების რაოდენობა 400 მილიონს აღწევს. მან ასევე ეფექტური მუშაობისთვის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს მადლობა გადაუხადა. „მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის ფედე

დმიტრო კულება - გაერო-ში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ - ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესანარჩუნებლად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გაერო-ში „სასწრაფო კონსულტაციებს“ მართავს. „ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ნიუ-იორკში სასწრაფო კონსულტაციებს ვაწარმოებ გაერო-ში ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ,“ - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“. მისი თქმით, რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეში აყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი

ჯოზეფ ბორელი - რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას - ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება

ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უ

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი თავდასხმა განახორციელა - ოდესასა და მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთი უკრაინას Shahed-ის დრონების გამოყენებით წუხელ კიდევ ერთხელ დაესხა თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თავდაპირველად მიკოლაივში გაისმა, შემდეგ კი - ოდესაში. საჰაერო ძალების ცნობით, მიკოლაივისა და ოდესის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებში.

სტიქიამ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის. ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები. სტიქიის ზონაშ

„მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა“ - Kolkhida Resort & Spa

რუსი ტურისტების მოსალოდნელი ბუმის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. ჰორეკა სექტორმა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების და რესტორნების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.   სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი ბიზნესის მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა. „ჩვენ სასტუმროში რუსი ტურისტ

"შემაშფოთებელია დელფინების ინფექციური დაავადებით შესაძლო დაინფიცირება... რისკი გაზრდილია უკრაინაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ" - ინფექციონისტის გაფრთხილება ზღავზე დამსვენებლებისთვის

ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი არ­ჩილ ჯა­ლა­ღო­ნია ზღვა­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. "ამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, და­მე­დო ეს პოს­ტი. ვფიქ­რობ, არ იქ­ნე­ბა ური­გო, თუ წა­ი­კი­თხავთ, რაც დავ­წე­რე, რად­გან ეს პოს­ტი, გარ­და ფაქ­ტე­ბი­სა, ზო­გა­დად ქცე­ვის წე­სია, ვი­საც ზღვა გიყ­ვართ, იმათ­თვის. თუ ნა­პირ­თან ახ­ლოს, არაღ­რმა წყალ­ში ცო­ცხალ დელ­ფინს შე­ამ­ჩნევთ, არ გა­იყ­ვა­ნოთ იგი ზღვა­ში. ისი­ნი ნა­პირ­ზე გა­მო­დი­ან მძი­მე ავა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია - რამდენი გამოიმუშავა ჩოგბურთელმა?

2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო. ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზ

ძევერაში გერმანიის მთავრობის დახმარებით სახლები შენდება დევნილებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახლები შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება. სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შენდება. განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის - ჩვენ არ გვეშინია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ. "რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმ

ზელენსკის თქმით, უკრაინა მარცვლეულის ტრანსპორტირებას რუსეთის გარეშე განაგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, განაგრძოს „მარცვლეულის შეთანხმების“ მოქმედება რუსეთის გარეშეც და საპასუხო სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს — თურქეთსა და გაეროს. ზელენსკის თქმითვე, მან უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, ოფიციალური სიგნალები გაუგზავნონ გაეროსა და თურქეთს, რათა უკანასკნელებმა დაადასტურონ, რომ მზად არიან ინიციატივის გასაგრძელებლად. რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეებ

ბაქომ უკრაინის დასახმარებლად 7.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის, განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. “ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”. ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდ

შალვა კერესელიძე ირაკლი ღარიბაშვილს - გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი შავლა კერესელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს: "- გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ. -  საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“

შალვა კერესელიძე - ის რომ თურმე ,,მთის დღეები“ საქართველოში უშუალოდ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მეორე წელია იმართება - ტყუილია

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“ საქართველოში თურმე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება“, - რაც ტყუილია.   "არ მინდოდა ამ საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ვფიქრობ არც უპასუხობა იქნება სწორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ თვალთმაქცურ ოფიციალურ განცხადებაზე", - აღნიშნავს შალვა კერესელიძე.   ,,შარშან დავიწყე

სენაკში ქუჩები და სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც და ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სენაკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე — მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ

ივნისში ყველაზე მეტი თანხა - 129 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.4%-ით ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 75.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.
×
×
  • შექმენი...