საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს ბრალი. უწყება მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
პირებს შორის, რომლებსაც დღეს ბრალი წაუყენეს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინ
ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.
„მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ ალტ-ინფოს ჯგუფისა და მის მიღმა მ
ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება, რომელსაც დღემდე ეძებენ.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 19 წლის გიო
“ჩვენი მიზანია ქართული “ოცნების” ხელისუფლებიდან ისე გაწევა, რომ “ნაც.მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს, რადგან ეს ორი პარტია ფაქტობრივად ერთმანეთს ასაზრდოებს. მინიმალური რესურსებით ამ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ 2021 წელს და დიახ ეს მიზანი მიღწევადია საპარლამენტო არჩევნებზეც.
დღეს ჩვენ პარტიებთან ტექნიკური გაერთიანება არ გვჭირდება, არ გვაქვს ამის ელექტორალური პრობლემა, რომ ბარიერი გადაილახოს.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
3625
ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
“შესაძლოა უახლოეს პერიოდში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ.
ამ მიზნით “ეფესბეს” “სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი” საოკუპაციო კონტინგენტის პირად შემადგენლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების თითქოსდა მომზადების და ელექტროსადგურის დაცვის შესახებ ინფორმა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8819 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8935 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
იპნ
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო პოლიგონს. ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე ხანძრის გამო დაკეტილია საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. ხანძრის გამომწვევ მიზეზს აქსიონოვი არ ასახელებს.
მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, 250
"ყველა კვლევებით, გიორგი გახარია, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერია".
აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი გადაცემაში "მთავარი აჭარაში“
359846200_579255611042981_3264690013925701114_n.mp4
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 2:38 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.
რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, 04:54 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში ქალაქ დმანისთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
იპნ
იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში 41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიააში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში - 45 გრა
მსუბუქად რომ ვთქვა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია და წერტილი! - მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ არ შეიძლება 24/7-ზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი ეს იყოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
ბუჩუკურის შეფასებით, „ქართული ოცნება" სწორედ ამით იკვებება და ურჩევნია, სააკაშვილზე ილაპარაკოს, ვიდრე იმაზე, თუ რატომ გაუშვა საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა იმისა, რომ ნატო-ს სამიტზე პროგრესს მი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.
აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. "როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა",
ფრანგი მსახიობი და მომღერალი - ჯეინ ბირკინი, 77 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბირკინი აქტიურად ეხმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს და სიმღერაც კი ჩაწერა ჩეჩნურ ენაზე, რომელსაც შემდეგ თავის კონცერტებზე ასრულებდა. ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა ჯეინ ბირკინი ყურადღების მიპყრობას ჩეჩნეთის ომსა და ჩეჩნების ცხოვრებაზე.
პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა 16 ივლისს გარდაცვლილ
”ჩვენთვის წითელი ხაზი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ ამ პარტიებს არ აქვთ მომავლის რესურსი, რაც ორივემ ბევრჯერ დაადასტურა.
ჩვენს გუნდი მუშაობს იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მომავალი არჩევნები იმიტომ, რომ “ოცნებას”არჩევნების გაყალბება უკვე აქვს დაწყებული.
ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე. პოლიტიკა ბიზნესი ან მათემატიკა არ არის. ამ ხელოვნურ გაერთიანებებს ფიზიკურად არ მოაქვს შედეგი და ეს ბევრჯერ ვიხილეთ.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვი
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, დარწმუნებული არაა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
ევროპარლამენტარის თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს მას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ განაცხადა.
ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული საკითხია.
„ცხადია, რ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტო
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან.
მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად მოხდეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან
თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ.
ლუკა ლაცაბიძეს ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა ეძებდა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.
პუბლიკა
რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს".
სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფ
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს და ამ კუთხით გასული წელს აჯამებს.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
ამასთან, TDI აღნიშნავს, რომ
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება.
ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას:
აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უ
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ.
სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინა
გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! - ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ! გაიხსენეთ, როდესაც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის გამყარება დასჭირდა, ვინ დაეხმარა მათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
ბუჩუკურის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ როდესაც "ქართულ ოცნებას" უჭირს, მას ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას