სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია.
აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველი მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შარშან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ შეერთებულ ტატებში არ გაემგზავრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 27 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მოსამართლეებს უმასპინძლეს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა.
„მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით,
„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების პროტესტს. განცხადება მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ახალ რუსულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გუშინ თბილის
ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა, სადაც მმართველი საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე დამტკიცდა წესდება, მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.
კონფერენციის მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ხვედელიანი აირჩიეს. ასევე მმართველი საბჭო დაკომპლექტდა რუსთავის, თბილისისა და რეგიონების 15 წარმომადგენლისგან.
უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ერთი-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული.
“სიჯიუტემ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ბარიერების გარკვეულ
"დამოუკიდებლობის დღეს შეზლონგზე წამომოკოტრიალებული უფლებააყრილი მონისთვის ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ღირსების და სუვერენიტეტის დაცვა რომ ქაჯობაა ეს კი არ არის შემაშფოთებელი, არამედ ის, რომ ბიძინას უნდა მთელი საქართველო მონა ირაკლების ფსიქოლოგიით მოაწყოს - ჩვენში ეროვნული თავმოყვარეობის ნატამალი არ დატოვოს და ყველაფერი, რაც წმინდაა - სამშობლო, თავისუფლება, გმირების დაღვრილი სისხლი - გაგვიუფასუროს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია შიშებით უღირსი მონები მართო (ზუსტად ისე, როგორც ირაკლებს მარ
“რუსული გავლენები საქართველოში უფრო და უფრო მეტად ძლიერდება. ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ სავიზო რეჟიმი უნდა გადაგვეხედა და გაგვემკაცრებინა, რადგან მივიღეთ ათი ათასობით რუსი , რომელიც უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და კონკურენციაშია ჩვენს მოქალაქეებთან მომსახურებისა თუ ბიზნეს სფეროში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ლაინერით ბათუმში შემოვიდნენ, თუ მათ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი ეს ცალსახა საფუძველია, რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქარ
”ვინც დაინტერესებულია იმით, რომ 2024 წლის არჩევნებზე, გახარიას ფორმულის მიხედვით, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ, ასეთ ადამიანებთან გვაქვს კონსულტაციები.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
10000000_314186317698197_2790037636040189957_n.mp4
"დღეს ე.წ ,,რუსმა ტურისტებმა" მოგვაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, გერთვებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც ამ შეურაცხყოფის სიმბოლო - რუსული გემი დგას..."
აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი
363410698_967445824543464_1214162302948225870_n.mp4
ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა.
მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
იპნ
სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთანსაპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.
„ბახმუტის მიმართულებაზე ბახმუტის სამხრეთით თანდათან წინ მივიწევთ. ბრძოლები გრძელდება კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ანდრიივკის რაიონებში.
ბრძოლებს საკმაოდ სასტიკი ხასიათი აქვთ. მტერი ინტენსიურ ცეცხლს ხსნის“, - წერს მალიარი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის იერიშებს იგერიებენ.
მ
21 წლის ლაშა ჟღენტის საქმეზე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სამსახურში ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
„2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურ
დღეს, გამთენიისას, რუსეთის ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE ბათუმში ჩამოვიდა. გემს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და „ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირში ვართ“.
რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა ჩაწერეს.
კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია და რუსეთი ოკუპანტი არაა.
რუსი ტურისტების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ გააკეთებს კო
- ჩვენს მოქალაქეებს გაცილებით მძიმე სოციალურ ეკონომიკური გამოწვევები აქვთ, ვიდრე ის - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ადამიანს, რომელმაც არ იცის სესხი როგორ გადაიხადოს, შვილებს რა ჩააცვას, აბა ჰკითხეთ - მელია ჯობია თუ ხაბეიშვილი, ამ ბუღალტერიაში შესვლა უნდა თუ არა?”
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი
გადაცემის ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/834834054675961/
“ - რატომ არ უნდა აიღოს ოცნებამ და ნაცებმა ჯამში 50%? იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ დავინახეთ როგორ შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ კორუფციაშიც, ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც.
რა უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა? გამარჯვების ფორმულა პარტიებისთვის არის - იყოს ანგარიშგასაწევი ძალა ფონს გასასვლელად და მანდატის მოსაპოვებლად არ უნდა გადაიწეროს სხვა პარტიებისგან იდეები. თვითონ უნდა იყოს თვითმყოფადი და ორიენტირებული პარტიის გაძლიერებაზე, შესაბამისად არ ექნება პრობლემა გადალახოს 5%იან
ნატო-უკრაინის საბჭომ შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ალიანსის ცნობით, საბჭომ მკაცრად დაგმო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება და მისი მიზანმიმართული მცდელობები, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი ში
”დღეს არის ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს უდგას არჩევანი, ან პოლიტიკურად აქტიური პოზიცია დაიჭიროს, ოღონდ ისე არა, რომ „ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, ან „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ერთპარტიული მმართველობა გაინაღდონ, ან კოალიცია შექმნან.
არა! ან უნდა დაიკავოს ამისგან განსხვავებული პოზიცია, ან წავიდეს ამ ქვეყნიდან. სხვა ალტერნატივა არ არის. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ალტერნატივის შეთავაზება შეგვიძლია და მივესალმებით სხვასაც, ვინც ამ ალტერნატივას შესთავაზებს.”
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.
ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.
„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს,
გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.
ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში.
„აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა – ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მარიამ ორი კილოგრამით გააუმჯობესა.
ავტორი -
ნატო-უკრაინის საბჭომ დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას “ნატო-უკრაინის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი სხდომის ჩატარებისთვის”.
“მივესალმებით ალიანსის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან დაგმობას. სულ რაღაც ორი კვირის წი