ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს.
„გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე აირჩია.
აღნიშნულ პოზიციას ის 5 წლის ვადით დაიკავებს.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. იგი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას დისც
ჩხოროწყუში გამოძიება გრძელდება იმ მიზეზების დასადგენად, რომლის გამოც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და ამ მომენტში ხიდზე მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იმსხვერპლა. ავარია 27 ივლისს მოხდა.
გუშინ, დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, დაბა ჩხოროწყუში 75-მეტრიანი რკინის ხიდის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სამშენებლო მასალით - ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა. სატვირთო მდინარეში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი, 42 წლის ბადრი კალანდია. გარდაცვლილი კომპანია „ნიუ პასაჟში“ მუშაობდ
“რატომ ხდება ისე, რომ უკონტროლო მიგრაციის პროცესში სარგებელს იღებს რუსი, ხოლო საქართველოს მოქალაქე რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ეპითეტები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუჩაღა “ოცნებამ” და ამასთან, ისტორიულ მტერს არქმევს მეგობარს.
მილიონ ორასი ათასი ადამიანი სახელმწიფოს რომ მიმართავს და თავს წარმოადგენს უკიდურესად ღატაკ ადამიანად, ითხოვს დახმარებას - ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც “პრაგმატული” პოლიტიკის შედეგია რუ
როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“?
მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
ის, რაც ახლა მოლდოვაშ
თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გლდანში მოხდა. ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შსს-ს. უწყების კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
netgazeti
უკრაინელ მოფარიკავეს ოლგა ხარლანს, რომელმაც რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპონატზე დისკვალიფიკაცია გაუუქმეს და 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ადგილი მისცეს.
ოლგა ხარლანმა მილანში ტურნირზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსული რუსი მოფარიკავე ანა სმირნოვა ანგარიშით 15-7 დაამარცხა, რის შემდეგაც მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და სანაცვლოდ დაშნა მიუშვირა.
ხელის ჩამორთმევაზე უარის შემდეგ უკრაინელი მოფარიკავე ტურნირიდან მოხსნეს. თუმცა შემდეგ ოლგა ხარლანს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტე
ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი Zа Россию მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სან
ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ „ოცნება", იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე.
გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას და
დღეს სტრატეგიული პარტნიორობა ამ მოცემულობაში unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? რას ითვალისწინებს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს?,- ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი.
როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი.
მისივე თქმით, ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა,
”ის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ცალსახაა, რადგან დიდ ეკონომიკურ ბაზართან გვაქვს საქმე. თუმცა უცნაურად გაჟღერდა ტერმინი - სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით. ვინ გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა? რისთვის არსებობს პარლამენტი და კონსტიტუცია, ჩვენი ისტორიული არჩევანი? რა ხდება? კურსს ვცვლით ჩვენი ქვეყნის საგარეო სტრატეგიული პარტნიორობის?”
ანა ბუჩუკური, პარტია "სა
"ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა.
ბათუმელები, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. უმძიმესი სეზონია ჩვენი ქალაქისთვის. რუსებმა იყიდეს ბინები, გახსნეს კაფეები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები... ტაქსებიც კი მათი ჰყავთ...
ეს არ გვეყოფოდა, ახლა ჩამოდიან და ოკუპანტობაში აქეთ გვადანაშაულებენ
“გახარიას ფორმულა არის ძალიან მარტივი - ნაცებმა და ქოცებმა ჯამში ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. ამისთვის ჩვენი პრაგმატული ინტერესია, ჩვენი გუნდის გარდა, გაძლიერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
მე არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ე.წ. “ნეგატიურ რეიტინგზე”, რომელზე საუბარიც არავის სიამოვნებს - როცა მოქალაქეებს ეკითხებიან, რომელ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას, ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ “ნაცებს” და “ქოცებს” არასოდეს მისცემენ ხმას. რაც შეეხება გიორგი გახარია
"რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვის გაპროტესტება ქაჯობაა და მაგალითად ირაკლი კობახიძე როდესაც გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა ეს იყო “სვეცკობა”? რუსეთი რასაც აკეთებს და თან დიდწილად გამოსდის, არის, რომ საქართველო აქციეს სხვადასხვა მომსახურების, სერვისის მიღების ცენტრად. ხან კრუიზი შემოვა, ხან ვიღაცა ქორწილს გადაიხდის ვინც დასანქცირებულია დასავლეთში და ამის თავიდან ასარიდებლად ფაქტია ქართული ოცნება ვერაფერს და არაფერს აკეთებს."
ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთ
ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც ჩვენ ვართ ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა უნდა გამოიყენოს რომ რაიმე სარგებელი ნახოს, ამაში არაფერია საორჭოფო და საშიში. ეს არც გვესწავლება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - გახარიას ხელმოწერაა.
მაგრამ "სტრატეგიული პარტნიორად" ჩინეთის ტრანსფორმაცია რას ნიშნავს? ამჟამინდელ, კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ პარტნიორებს ვანაცვლებთ? ჩინეთის სახელმწიფოებრივი მოდელი, ჩინური დემოკრატია უნდა ავაშენოთ საქართველო
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დანიშვნას, იტყობინება კონგრესის ამ პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტია.
რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.
დანიგანი 1992 წლიდან მუშაობს აშშ-ის საგარეო უწყებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ავსტრიაში, თურქეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში. იკავებდა სხვა
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.
ის დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ - უკრაინის ომში დაღუპულ
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს, უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაქირავებული პირების აყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხი
არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მას შემდეგაც, რაც ოკუპანტებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან განვდევნით, მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს იმ გიჟების ავადმყოფურ ფანტაზიას, რომლებიც ქმნიან ასეთ გეგმებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვეუბნება, რომ უნდა გ
ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტ
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის ს
საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
ნეტგაზეთი
საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომელ გოგა რაზმაძის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და მისი განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა ანუ უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავება.
რა ხდება?
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის დაფიქსირების გამო. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა