რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.
„მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, ახლა ოპერაცია მელოდება.. მჯერა, ყველაფერი კარგად
„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი ინსტიტუცია პარტიულ ორგანიზაციად აქცია და მიაღებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი მოკავშირის და პარტნიორის დასაცავად სჭირდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც იცავ ოთარ ფარცხალაძეს, რომელზეც გეუბნებიან, რომ არის „ეფესბეს“ აგენტი, ამით საქართველოში რუსულ ინტერესებს იცავ.
„ჩვენმა მთავარმ
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება.
განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.
თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშ
“როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს სანქციებით, ჩვენთან ეროვნული ბანკი ისეთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესია. “
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384379946_829370871967238_2063525871438469904_n.mp4
საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტ
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”.
“ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა.
გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია.
რაც შეეხება გზის საფარს, მერიის
ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ. ამ სახლს მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორია აქვს.
გრიგორი ადელხანოვმა თბილისში ტყავის ფაბრიკული დამუშავება დაიწყო.
თბილისში ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან იწყება.
XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, მისი გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, “ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს.
„რაც შეეხება ეჭვებს, რა
„კლანი“, „კორპორატივიზმი“, „სისტემაში გაბატონებული გავლენიანი ჯგუფი“ – სასამართლოს სისტემაში არსებულ გავლენიანი ჯგუფის აღსაწერად კრიტიკოსები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ეპითეტებს იყენებენ.
საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ გავლენიან ჯგუფს დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა მას ეს მოსამართლის კარიერის დასრულების ფასად დაუჯდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას უარი უთხრა მოსამართლედ მუშაობის გაგრძელებაზე
ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.
ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი გამოეხმაურა ნათია თურნავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაშ
კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს.
როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა.
„ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა ა
პიანისტი გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხვალ, 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბონ.
აღნიშნული განცხადება პიანისტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა.
„ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
თურქეთში 78 წლის კაცი იმ ტყეში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, სადაც 12 000 ნერგი დარგო. თურქული მედიის თანახმად, უბედური შემთხვევა გუმუშჰანეს პროვინციაში, ქოსეს მუნიციპალიტეტში მოხდა.
სააგენტო DHA-ს მიხედვით, ომერ ბულუთი 30 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქმიანობდა.
მოგვიანებით ახალგაზრდობის ოცნება ძმასთან, აბდურრაჰმანთან ერთად აისრულა და მშობლიურ სოფელში 30 ჰექტარ მიწაზე 12 000 ნერგი დარგო. ძმებმა ამისათვის 500 000 ლირა დახარჯეს.
ტყეში, რომელსაც მოხუცი უვლიდა, 24 სექტემბერს
“თუკი „ოცნება“ შექმნის ამ საგამოძიებო კომისიას ამას გამოიყენებს „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთმანეთის პოლიტიკური დარტყმებისათვის, პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის და სამწუხაროდ სიმართლე ნაკლებად იქნება დადგენილი.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384314732_670079311764123_4384967619807042854_n.mp4
“ოცნებამ” უარი განაცხადა ანტიკორუფციული მექანიზმის დაჩქარებული წესით მიღებაზე, ამით ყველაფერი ნათქვამია.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ბქ.mp4
“თუ კი ვინმემ “ოცნებას” შეიძლება მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტის პროცესში ეს შეიძლება იყოს და სავარუდოდ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”. თავიდან თითქოს გამორიცხავდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო თავს დაესხნენ პრეზიდენტს, სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა განხორციელდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
დაუშვილი.mp4
“რუსული ბრძანება რატომ არის დღეს აქტუალური?! იმიტომ რომ ფარცხალაძე ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა. გარკვეული ვადით ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დატოვება ერთ-ერთი საფუძველია, რომ მოვითხოვოთ ეროვნული ბანკისგან ამ რუსული ბრძანების გაუქმება.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384346924_1038774167368200_8180424349915848413_n.mp4
საქართველოში ახალგაზრდების დაახლოებთ 38% გარკვეულწილად დაინტესებულია პოლიტიკით, უმეტესობა კი აცხადებს, რომ პოლიტიკით არ ინტერესდება.
ამასთან, რესპონდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ, უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით, ვიდრე საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ახალგაზრდები.
ეს მონაცემები აჩვენა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებულმა ახალგაზრდობის კვლევამ. ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2016 წ
ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
არსებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ.
გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
„წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლატვიელ კოლეგასთან ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურ