საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა.
მათივე განმარტებით, მ
ცესკოს ვებ-გვერდზე ნელ-ნელა დაიწყო საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება. თითქმის ყველგან, მმართველი პარტია ოპოზიციას ჩამორჩება. საუკეთესო შედეგი „ოცნებას“, ამ მომენტისთვის [03:32, 27/10/2024] ბაქოს მეორე უბანზე აქვს – 96,58%.
ქვემოთ მოცემულია მხოლოდ იმ პარტიების მონაცემები, რომლებსაც ყველა უბანზე ერთი ხმა მაინც აქვთ. ზოგ უბნებზე ერთ ან მაქსიმუმ რამდენიმე ხმას სხვა პარტიებიც იღებენ.
მასალა პერიოდულად განახლდება.
აზერბაიჯანი (ბაქო, უბანი 4):
„კოალი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.
მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.
ორგანიზაციამ აღრიცხა მთელი რიგი დარღვევებისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. მათ შორის მარკირების წესების დაუცველობაა.
მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას
არჩევნების შედეგები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა.
„არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდი
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება.
„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“, – წერს იგი ტელეგრამში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 71% და „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.
2206 უბნის მონაცემებით, პარტიების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ — 53%
კოალიცია ცვლილებებისთვის — 11%
ნაციონალური მოძრაობა — 9,8%
ძლიერი საქართველო — 9
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
„როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. მაგრამ გულხედაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მან.
ოპოზიციური კოალიციებიდან არჩევნ
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმისმიცემა დასრულდა და შემაჯამებელი ოქმიც შედგა.
ოქმის თანახმად, უბანზე 1056 ამომრჩეველი გამოცხადდა. მმართველმა პარტიამ მათგან მხოლოდ 47-ის ხმა მიიღო, ანუ საერთო რაოდენობის 4,45%.
ჯამში, შედეგები ასეთია:
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477
„ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122
„ძლიერი საქართველოსთვის“ – 189
„გახარია – საქართველოსთვის“ – 110
„ქართული ოცნება“ – 47
„გირჩი“ –
ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ - აღნიშნა სიიარტომ.
მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩე
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა და შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და „აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდ
ნიუ-იორკში, სადაც არჩევნებში ხმის მისაცემად მრავალი ემიგრანტი მივიდა, 8 საათი დადგა, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო უბანი კენჭისყრისთვის უნდა დაიხუროს.
თუმცა, ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი რიგების გამო, მრავალი ადამიანი კვლავაც უბნის გარეთ, რიგში იდგა.
როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილიდან უყვებიან, მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრები გარეთ მყოფი მოქალაქეების აღწერას შეუდგნენ, რათა მათ უბნის დახურვის შემდეგაც ხმის მიცემა შეძლონ.
გარეთ, რიგში, ამ ეტაპზე დაახლოებით 300 ადამიანი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%.
შედეგად:
„ქართულ ოცნებას” მიღებული აქვს ხმების 54.2%;
კოალიცია ცვლილებისთის – 10.822 %
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 10.105%;
ძლიერი საქართველო – 8.758%;
გახარია საქართველოსთვის – 7.753%
პატრიოტთა ალიანსი – 2.45%;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.728%
პუბლიკა
,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის ბრძოლა ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდა.
თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
იპნ
სამმა ქართულმა ტელეარხმა – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „იმედმა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. ეს არჩევნების არც ოფიციალური და არც წინასწარი შედეგებია. ისინი მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს.
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მარტო ვერ შეკრავს – ასეთია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.
ამ ეგზიტპოლების თანახმად, ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიციამ ჯამურად უფრო მეტი მანდატი უნდა მოიპოვოს, ვიდრე მმართველმა პ
ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატია.
„ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და ზრდასრულობა… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” - წერს ზურაბიშვილი.
ipn
ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში - ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო.
„მაშინ,
გუშინდელი დღიდან მოყოლებული “ოცნებაში” იცოდნენ განაჩენი, რა ელოდათ და რაც უფრო გაუსწორებენ თვალს ამას, მით უფრო დიდ სიგიჟეებს გააკეთებენ. არ წამოვეგოთ ამას, არ შეგვეშინდეს და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1085701519799761/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი.
პუბლიკა
ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, - ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციამ ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო.
წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
„საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 1 ხმა;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 ხმა;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 2 ხმა;
„ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ხმა;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა.
კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშ
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 768 816 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 50,6%-ია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.
წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული
ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.
ნეტგაზეთი