“მაშინ როცა 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან მკაფიოდ ეწერა საქართველოს ბმა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არსი. ეს ნიშნავს ევროპასთან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული პოლიტიკის შედეგების მიღებას. მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, ევროპული ცოდნის მოზიდვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სხვა.
ამ მოცემულობის ფონზე მე გულწრფელად ვწუხვარ, როცა “ოცნება”
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა.
ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან.
მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვ
ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნები წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ასეთი იყო საქართველოს 14 635 მოქალაქე, 2022 წელს კი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წელს აღნიშნული განაცხადების 7%
რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს. არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს შესახებ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მათ ის „ვარიანტი მიიღეს, რაც ევროკავშირმა უთხრა“.
„აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღე
ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე - როგორც ჩანს, ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს.
„„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ : ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდ
სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცს ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. გარდაცვლილი კობა მეფარიშვილია. მას ათზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეფარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხ
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ და
არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა.
"არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ
პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო.
დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა.
დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„პრემიერი ხაზს გაუსვამს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობას”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რიში სუნაკი გუშინ თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტ
18 ოქტომბერს რუსეთში დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“.
კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს.
მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთ
აშშ-ის საელჩო ლიბანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადონ გეგმა.
საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ.
„თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, რათა არ გამოგრჩეთ მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს შიდა უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ საელჩოში. უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება ისრაელის მიერ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა.
მან ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შ
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.
ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3.
კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა.
მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება.
„ქართუ
პარლამენტმა 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.
კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით.
საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გ
თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
"გუშინ „ოცნება" დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა. რუსული კანონი დაიწყეს და ბოლომე ვერ მიიყვანეს, იმპიჩმენტი დაიწყეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიზნებს ვეღარ ასრულებს."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
391640775_623543369854514_1753478420947875956_n.mp4
“თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
წაგებას, რომ მოგებად ასაღებს ის “ოცნება”, როგორ დაამთავრებს მმართველობას ამას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ძალიან კარგად ვნახავთ. როგორ დაამთავრა “ნაცებმა” გვახსოვს”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
393716763_872607851234001_399742530328523270_n.mp4
ქართულად გახმოვანებული ფილმების და სერიალების გათიშვის საკითხს, მგონი სერიოზულად არ აღიქვამს ეს ხელისუფლება. გასაგებია, ინტელექტუალური საკუთრება და კანონიერება. მაგრამ ვინმემ შესთავაზა სექტორს რაიმე სხვა გამოსავალი, ვიდრე სერვერების განადგურებაა? შესთავაზეს, რომ კანონის ფარგლებში მოეყვანათ საქმიანობა და სახელმწიფო დაეხმარებოდათ?
ქვეყანაში, ამდენი სახელმწიფო სუბსიდია რომ მიემართება, იმ ბიზნესების "დასახმარებლად" რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების საკუთრებაშია და სინამდვილეშ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.
ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებს ეწვევა.
დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მი