Jump to content
Planeta.Ge

Blogs

შარლ მიშელი - ევროკავშირი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ფინეთის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

ევროკავშირი მხარს უჭერს ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „მადლობელი ვართ ევროპის გარე საზღვრის დასაცავად ფინეთის ეფექტური ძალისხმევისთვის. რუსეთის მცდელობებს, მოწყვლადი მიგრანტები ინსტრუმენტებად გამოიყენოს, პასუხი მოჰყვება“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე. მიშელმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბექა ლილუაშვილი -  2021 წლის არჩევნებზე, წკიპზე იყვნენ, იმდენად ახლოს იყვნენ ხელისუფლების დაკარგვისგან, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში. 2024 წელს წკიპზე კი არ იქნებიან, დამარცხდებიან (ვიდეო)

სიმართლე ბარიერთან დაკავშირებით    ჩვენთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი კობახიძის აცახცახებული ხმაა, როდესაც 3 სიტყვიდან 2 სიტყვაში გახარიას ახსენებს    2021 წლის არჩევნებზე, წკიპზე იყვნენ, იმდენად ახლოს იყვნენ ხელისუფლების დაკარგვისგან, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში. 2024 წელს წკიპზე კი არ იქნებიან, დამარცხდებიან.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 402563617_311865255112502_4939904305281102

ბექა ლილუაშვილი -  წეღან ვნახე თემურ ალასანიას მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას (ვიდეო)

წეღან ვნახე ალასანიას განცხადება, მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას.    „ოცნება" თავიანთი პროპაგანდისტული რესურსის 99% პროცენტს გახარიას გაშავებაზე ხარჯავენ და 1%-საც არ აკეთებენ, რომ ნაცები დაამარცხონ და იცით რატომ? იმიტომ, რომ 2021 წელს „ოცნება" წკიპზე იყო ხელისუფლების დაკარგვის და ამის გამო სააკაშვილი ჩამოიყვანა საქართველოში. 2024 წელს წკიპზე აღარ

მიშა დაუშვილი - ჩვენი მიზანი არ არის ბარიერი გადავლახოთ და როგორმე პარლამენტში მოვხვდეთ, ჩვენი მიზანია “ნაცების” და “ოცნების” თანამშრომლური მმართველობა დავასრულოთ და სტატუს-ქვო შევცვალოთ, მიზანია სახელმწიფომ და მოქალაქეებმა გაიმარჯვოს (ვიდეო)

“ჩვენი მიზანი არ არის ბარიერი გადავლახოთ და როგორმე პარლამენტში მოვხვდეთ, ჩვენი მიზანია “ნაცების” და “ოცნების” თანამშრომლური მმართველობა დავასრულოთ და სტატუს-ქვო შევცვალოთ, მიზანია სახელმწიფომ და მოქალაქეებმა გაიმარჯვოს. ჩვენი პარტია 2024 წლის არჩევნების მიზნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, ხაზგასმით არცერთთან. არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, არც “ნაც.მოძრაობასთან” და არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება.”

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე, როცა გამოდის და 3 სიტყვაში 2 სიტყვას გახარიას ამბობს, ეს არის მისი შიშის ინდიკატორი

"კობახიძე, როცა გამოდის და 3 სიტყვაში 2 სიტყვას გახარიას ამბობს, ეს არის მისი შიშის ინდიკატორი. კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ 2021 წელს წკიპზე იყო „ოცნება”ძალაუფლების დაკარგვის, იმდენად წკიპზე იყო, რომ სააკაშვილის შემოყვანა მოუწიათ ქვეყანაში. ახლა შეიძლება ციხიდან გამოუშვან, მაგრამ ესეც აღარ უშველით." ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.  

ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ - არავის მათი სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ - "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" ავითარებს ნარატივს, თითქოს ოპოზიციური სპექტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო აპირებს გაერთიანებას, რაც სპეკულაციაა. „ბოლო ერთი კვირაა ვაკვირდებით, რ

გიორგი შარაშიძე - ჩვენ ვთვლით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა შეეხოს ყველა მოქმედ და მათ შორის პოტენციურ ოლიგარქს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა (ვიდეო)

“ჩვენ ვთვლით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა შეეხოს ყველა მოქმედ და მათ შორის პოტენციურ ოლიგარქს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა.” გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი.  402373773_357899193473171_5260775752259089742_n.mp4

გიორგი შარაშიძე - სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სწორედ ეს რეალობა, როდესაც კორუფცია ფაქტობრივად უსპობს განვითარების ყველანაირ შანსს ამ ქვეყანას (ვიდეო)

“სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სწორედ ეს რეალობა, როდესაც კორუფცია ფაქტობრივად უსპობს განვითარების ყველანაირ შანსს ამ ქვეყანას. “ გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი. გშ.mp4

გიორგი შარაშიძე - ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს შესწევს უნარი, რომ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამედ რეალურად შეძლოს საქართველოს შეუქცევად რელსებზე გადაყვანა (ვიდეო)

“კანდიდატის სტატუსით არაფერი არ მთავრდება, მხოლოდ იწყება სერიოზული მუშაობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს შესწევს უნარი, რომ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამედ რეალურად შეძლოს საქართველოს შეუქცევად რელსებზე გადაყვანა, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოო ჯამში გახდეს ევროკავშირის წევრი.” გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი. 402242924_374121725050634_38123005

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო : რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება. „ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა - ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი - ისრაელი - „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა. 48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი - დაკავებულია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მომღერალი კოსტა სანიკიძე. როგორც სანიკიძის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, მას ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე კვირის წინ სანიკიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მაშინ ეს ვერ მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრა

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა „ვარშავის თასი” მოიგო

19 ნოემბერს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ვარშავის თასი”. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, რის შედეგადაც, მათ თითქმის 40 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან ბრიტანულ წყვილს და მოიგეს ოქროს მედალი. ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინ

ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის - ანონსი

დღეს, 20 ნოემბერს, 12:00 სთ. სასტუმრო Hilton Garden Inn Riverview (მისამართი: თბილისი, იალბუზის ქ. #17, III სართული) გაიმართება ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის „ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები“ კვლევის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები, საპარლამენტო დეპუტატები; ასევე, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან

რაჭის პროტესტის მონაწილეებს მხარდასაჭერად თბილისში ჭიათურელი მაღაროელები ჩამოვიდნენ

რაჭის პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი რაჭის ტყეებზე ლიცენზიის კერძო პირისთვის გაცემის მოწინააღმდეგეების პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეუერთდნენ. ტარიელ მიქაცაძის თქმით, თბილისში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, თუ როგორ დააკავეს რაჭის პროტესტის მონაწილეები. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა მადლობა გადაუხადა მაღაროელებს და სხვებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ მათ პროტესტს. აქციას შეუერთდა მეტროს მუშ

საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, ზღვაზე კი შტორმი

20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოს

ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა - დაკავებულია ოთხი პირი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცვე

ჯო ბაიდენი - პუტინი და „ჰამასი“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან - ამერიკა არ დაუშვებს, ეს მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება. „პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის -

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კიდევ 100-ზე მეტ მოქალაქესა და 37 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია. მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები. ა

ინიციატივა, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება. "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება. “მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშ
×
×
  • შექმენი...