Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ცვლილება მიღებულია - ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი?

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარ

საქართველოში დაბრუნების შემდეგ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან მიგრანტი ქალები | კვლევა

ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა”, რომელშიც განხილულია გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, კანონმდებლობაში, პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაც

ონლაინ სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე ექიმმა პოლიციას მიმართა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, ორგანიზაცია იცავს ქალს, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნეა. ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს. PHR-ის ინფორმაციით 2024 წლის 5 მარტს ო

ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დაინიშნა. 8 თებერვალს ვლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა განცხადება, სადაც მან ისაუბრა ზალუჟნისთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ მთავარსარდალს მადლობა გადაუხადა ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისათვის. გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. პუბლიკა

აუდიტი - სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად - სამეურვეო საბჭოს როლი ეფექტიანი არ არის

სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფ

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. „ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის

აუდიტის სამსახური - სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსების მიზნით სამინისტრომ სკოლებს ჯამურად 6,694,993 ლარი გადაურიცხა, თუმცა "სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება, არ გ

მიხეილ დაუშვილი - „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი ასე თავისუფლად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში - გახარიას პრემიერობის დროს ის ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა

ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად "ოცნების" პასუხისმგებლობაა - "ოცნებამ" ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ასე მარტივად, ასე თავისუფლებად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, გიორგი გახარიას პრ

შვედეთი NATO-ს წევრი გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმიანება შვედეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ „შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის“.   უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნ

ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის მორიგი მაგალითია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოდესაზე რუსეთის თავდასხმას მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა. რუსებმა ოდესა გუშინ იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან. CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი მ

ნანა მალაშხია ახალგაზრდებს: თქვენ უნდა გვატაროთ თავისუფალი საქართველოს გზაზე

2023 წლის მარტის აქციების 1 წლისთავზე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს და „ბრძოლის, ერთიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის“ მადლობას უხდის. თავის მიმართვაში ნანა მალაშხია ხაზს უსვამს ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობას. მიმართვაში ნანა მალაშხია აღნიშნავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც და ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს. პუბლიკა

„მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიაზე შეღავათები რომ არსებობდეს, მთას ხალხი აღარ დატოვებს“ - ენერგეტიკოსი

ზემო სვანეთი საქართველოს მთიან რეგიონებს შორის ერთადერთია, სადაც ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სვანეთის მოსახლეობასთან სიტყვიერი შეთანხმების შედეგად, ფიზიკური პირები დენს უფასოდ იღებენ, კომერციული სექტორი კი მხოლოდ მინიმალურ თანხას იხდის. ამ შეღავათებს ფიზიკური პირების ნაწილი კრიპტო-მაინერების ასამუშავებლად იყენებს. ამის გამო, მესტიაში სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, რადგან ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარების გამო, ხშირად მოს

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისიდან გაიხსნება - რა ჯდება პროექტი?

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახული

რუსი მეღვინეები ქართულ ღვინოზე დაწესებული შეღავათის გაუქმებას ითხოვენ

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის გადასახადის 200 პროცენტით გაზრდა მოითხოვა.  ამის შესახებ RIA-ს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა.  “ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად”, – განაცხადა სააგენტოსთან პლოტნიკოვმა.  ასოციაციამ ასევე ინიციატივით გამოვიდა, გაუქმდეს საქართველოდან ღვინის იმპორტზე დაწესებული შეღავათიანი რეჟიმ

ეს არჩევნები ერთგვარად რეფერენდუმია - პრეზიდენტმა ახალგაზრდებს და დიასპორას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთი წლის თავზე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება აქციაზე გასული ახალგაზრდების დამსახურება იყო, წელს კი საქართველოს ევროპული მომავალი არჩევნებზე მისვლით წყდება. „მე მაქვს სათქმელი ახალგაზრდებისთვის, რომ რასაც იცავდნენ შარშან ქუჩაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად, დიდი ნაწილი იმ გადაწყვეტილების, რაც იქნა მიღებული წლის ბოლოს, არის მათი დამსახურება. ეს იციან კარგად, იგრძნეს თავიანთი ძალა და იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თ

„აფხაზეთთან კონფედერაცია" — რაზე ილაპარაკა დავით ხიდაშელმა გია ვოლსკისთან

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი „ქართული ოცნების” დეპუტატს, გია ვოლსკის საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეხვდა. ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი კადრები მოძრობა „დროამ” გაავრცელა. მათ შეხვედრას პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფეში პარტია “დროას” წევრები შეესწრნენ. „დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა; პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან; საქართველოს უმაღლესი პოლი

პრეზიდენტი: არჩევნების მიმართ უნდობლობა პირველი ნაბიჯი იქნება დესტაბილიზაციისკენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენების გამო „ოცნების“ კრიტიკას უპასუხა. პრეზიდენტმა მედიის ნაწილთან პრესკონფერენცია გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის ვეტო მომავალი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ნიადაგის მომზადებაა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ ოცნებობს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გახდეს, თუმცა მმართველი გუნდის სპიკერები თავად არიან ამ პარტიის განშტოებები. პრე

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული მეორედ გახდა

საერთაშორისო ქსელის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi, ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი მეორედ მოიპოვა. World Travel Awards-ის 31-ე ცერემონიას ბერლინმა უმასპინძლა. ცერემონიალი 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ათასობით ნომინანტი იღებს, რომლებიც კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და მიმართულებები.

კახა გოგოლაშვილი - საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და ევროკავშირის მოთხოვნებს - მიდგომა, რითაც ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეა დემოკრატიისთვის

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც ვენეციის კომისიის დასკვნას, ისე ევროკავშირის მოთხოვნებს. როგორც გოგოლაშვილმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, მიდგომა, რითაც აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა, არა მარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტშია დამაზიანებელი, არამედ, მთლიანად დემოკრატიისთვისაა საფრთხე. „ცვლილებები, რაც განხო

მეტროს 100-მდე ვაგონის შესაძენად 205 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს 100-მდე ვაგონის შესყიდვაზე 205 მილიონი ევრო გამოიყოფა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცა უფლება, მეტროს ინფრასტრუქტურის აღჭურვის — 97 ვაგონისა და სასწავლო სიმულატორის — სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „მსოფლიო ბანკის“ მიერ განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში. შესყიდვა 205 მილიონი ევროს (დღგ-ის გარეშე) ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან განხორციელდება. გასული წლის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,

რა წერია საქართველოზე ევროპის საბჭოს ანგარიშში პრესის თავისუფლებაზე

ევროპის საბჭო აქვეყნებს ევროპაში პრესის თავისუფლების შეფასების 2024 წლის ანგარიშს. დოკუმენტში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების უფლებრივ მდგომარეობას და პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარებაა მიმოხილული, საქართველოს შესახებაცაა საუბარი. დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება. ანგარიშის ავტორების თქმით, ის ქვეყანაში ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. ამა

უნგრეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხება. როგორც Reuters წერს, ეს დოკუმენტი შესაძლებლობას მისცემს შვედეთს, ალიანსის 32-ე წევრი უახლოეს დღეებში გახდეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იუნსონის განცხადებით ამ ნაბიჯს სტოკჰოლმისთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს: „საბედნიეროდ, ჩვენ გავხდებით ალიანსის წევრები და ეს მოხდება არა კვირებში, არამედ რამდენიმე დღეში“, — აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა. იუნსონის განცხადებით, შვედეთის NATO-ში გაწ
×
×
  • შექმენი...