Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ნატა საბანაძე - საქართველო არის საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე და ყველა საერთაშორისო გარანტია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებს, არის მოსაძებნი და შესაქმნელი

"საქართველო არის საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე და ყველა საერთაშორისო გარანტია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებს, არის მოსაძებნი და შესაქმნელი."   ნატა საბანაძე - გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი; საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow) ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/934260031686989/

ანა ბუჩუკური - მოვუწუდებთ ხელისუფლებას - რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა და ნუ დაელოდებით არჩევნებს, შიმშილობენ ეს ბავშვები!

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში - შიმშილისგან. -         ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ბავშვთა მალნუტრიცია ქვია. -         ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკვების დეფიციტის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ამ მდგომარეობას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ. -         ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და ხშირად იწვევს კოგნიტური განვითარების შეფერხებას (დაბალ მ

გახარია - საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა შეფასებაზე ივანიშვილის და მისი პარტიის კორუფციული ინტერესების დასაცავად

გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის 14 მარტის ანგარიშზე: “ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ხსნის „მიზეზებს“, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტი-კორუფციული ქსელი დატოვა 2023 წელს. ოცნებას არ უნდოდა საერთაშორისო შეფასებაში მოხვედრილიყო ელიტური/პოლიტიკური კორუფციისთვის მის მიერ ანთებული მწვანე შუქი და უარი ნამდვილ ანტი-კორუფციულ რეფორმებზე. საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი

იენს სტოლტენბერგი - საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ, ნატო-სკენ - ამავე დროს უნდა გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. „რა

სალომე ზურაბიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც

ენტონი ბლინკენი - 2024 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია - დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ

2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს. „მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი

მიშა დაუშვილი - "ოცნება" მძიმე საკანონმდებლო ჩარევებით ცდილობს სრულად დაიქვემდებაროს ცენტრალური საარჩევნო კომისია

"ოცნება" მძიმე საკანონმდებლო ჩარევებით ცდილობს სრულად დაიქვემდებაროს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, ეს "ოცნების" სტილი გახდა და გააკეთეს ის, რომ ცესკოს სრულად გააკონტროლებენ. 2024 წლის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, იმის ნაცვლად, რომ ცესკოს მაღალ ლეგიტიმაციაზე და რეპუტაციაზე ზრუნავდნენ, მის მიმართ ნდობას აქრობენ."      მიშა დაუშვილი.

"აჩი და თინი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან" - ახალბედა პოლიტიკოსი გახარიას პარტიიდან და ნათესაური კავშირი ცნობილი ფეხბურთელის ოჯახთან

გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ძმებ არ­ვე­ლა­ძე­ებ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. მა­შინ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი ძმე­ბის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს, მოც­ვის ბა­ღებს სტუმ­რობ­და. მალე გა­ხა­რი­ამ სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის შექ­მნა და ყო­ველ­დღი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი ექ­სპრე­მი­ე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ. ასე­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან აჩი არ­ვე­ლა­ძე იქ­ნე­ბო­და.

ბექა ლილუაშვილი - ისეთი ქალაქები, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, ქვეყნის მთლიან ეკონომიკას უნდა ექაჩებოდეს წინ, ამის ნაცვლად, კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლული

"ისეთი ქალაქები, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, ქვეყნის მთლიან ეკონომიკას უნდა ექაჩებოდეს წინ, ამის ნაცვლად, კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლული. არც ერთი მერისგან ან მმართველი რგოლისგან არ მოგვისმენია ისეთი ამბიციური პროექტები, როგორიცაა ახალი მეტროს ხაზები თბილისში, ტრამვაი ბათუმში,რასაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, რადგან მათ ურჩევნიათ მოკლევადი პროექტები, საიდანაც მარტივად იშოვიან კორუფციულ ფულს."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ. დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის

ანა ფოტიგა - 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა, ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება

სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. ფოტიგას თქმით, 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს იმისთვის, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა. „ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება. სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება“, – წერს ფოტიგა.  

საქართველოს საგარეო უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადე

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის 97%-მა ხმა პუტინს მისცა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა. რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და “ახალი ხალხის” კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 1%, ხოლო რუსეთის ლი

ნონა წოწორიას თანახმად, მოსამართლე თევზაძემ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა

სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია უარყოფს ქართველი მოსამართლის, ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერების (ე.წ. ვეტინგი) შემოწმების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავეს. როგორც ნონა წოწორია აცხადებს, პირიქით, მან იმ გენპროკურორის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ზემოხსენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დააკავა “ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩ

ქართულის სწავლაში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ – ზიადინ ჰუსეინლის ამბავი

ზიადინ ჰუსეინლი ერთ-ერთია იმ ეთნიკური აზერბაიჯანელებიდან, რომლებმაც ქართული ენის სწავლისთვის ფული გადაიხადა  1+4 პროგრამაში, რათა შემდგომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.   ამიტომ 2024 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ფაქტობრივად იცრუა, როცა ტყუილი უწოდა იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენის სწავლებაში თანხას იხდ

მსხილაძე: საარჩევნო კოდექსის პარლამენტის ვერსიით მივიღებთ ერთპარტიულ ცესკოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუ პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მმართველი პარტიის ვერსისას დაამტკიცებს, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დღეს, 18 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. გიორგი მსხილაძემ მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას არ გავაგრძელებთ

კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ გან

გაერო - თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირების შესახებ კანონპროექტზე მხარდაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - მოვუწოდებთ პარლამენტს, ცვლილება არ დაამტკიცოს

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია “საგადასახადო კოდექსში“ თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდ

გახარია მოსალოდნელ სიურპრიზებზე, ოპოზიციაში გადაჯგუფებებზე, აფხაზეთზე (ვიდეო)

გახარია მოსალოდნელ სიურპრიზებზე, ოპოზიციაში გადაჯგუფებებზე, აფხაზეთზე. ვიდეო:   

ალან ალბოროვი - "სამხრეთ ოსეთი" რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მოსკოვთან განიხილავს

"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და

იენს სტოლტენბერგი ხვალ საქართველოს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ხვალ, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა
×
×
  • შექმენი...