Jump to content
Planeta.Ge

Blogs

სამი თვის წინ, ვინ იფიქრებდა, რომ სიტყვა ,,კლასტერი" მალე ასე მშობლიურად იჟღერებდა?..

სამ თვეზე მეტია, სამყარო თავდაყირა დგას, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელი კაცობრიობა ისე დაგვიმორჩილა და დაგვიქვემდებარა, ყველანი მისი წესებით და ჩვენთვის აქამდე უჩვეულო რეჟიმით ვცხოვრობთ. არადა, იანვრის ბოლოს ვინმეს რომ ეთქვა, ძალიან მალე დადგება დრო, ლამის, მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმზე გადავა, საქართველოშიც საკმაოდ ხანგრძლივი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდება, ქალაქები ჩაიკეტება, ღამით ქუჩები დაცარიელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, ხელისუფლება ხალხ

რა სთხოვა კიევის მერმა თანამდებობაზე ახლადდანიშნულ მიხეილ სააკაშვილს?

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა. ახლადდანიშნულ ჩინოვნიკს, გუშინვე უჩვეულო თხოვნით მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მან სააკაშვილს სთხოვა, მოეგვარებინა ამორტიზებული ქარხანა ,,ბოლშევიკის“ მეხუთე სახელოსნოს საკითხი, სადაც დღეს მეორადი საქონელი იყიდება. ამის შესახებ კიევის მერმა ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილს პ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

რა შედეგებს მოუტანს საერთაშორისო ტურიზმს მთელ მსოფლიოში კორონავირუსი?

საერთაშორისო ტურიზმი შეიძლება 80 %-მდე დაეცეს, რაც მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 120 მილიონი სამუშაო ადგილის გაუქმებას გამოიწვევს. მოგზაურობის აკრძალვების გამო მსოფლიოს ქვეყნების დაკარგული შემოსავალი გაეროში 80 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი იუწყება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც გაეროს სტრუქტურული ერთეულია, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2020 წლის ბოლოსთვის, გასულ წელთან შედარებით, შეიძლება 58-78 % -ით შემცირდეს. ორგანიზაციის დასკვნ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ვინ არის ,,ის იდუმალი პიროვნება", მთელი მსოფლიო ერთი ვირუსით რომ დააშინა?

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც მოქალაქეთა სოცილაურ დისტანცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეინიშნება, დამშვიდების საფუძველი მაინც არა გვაქვს. სამი თვის განმავლობაში, ექიმების ყოველდღიური გაფრთხილებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოქალაქეების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით სოფლებში, რატომღაც, ჰგონია,

სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინაში ,,რაიმე“ თანამდებობაზე დაინიშნება

დღეს ზუსტად არავინ იცის, რა პოსტზე იმუშავებს მიხეილ სააკაშვილი ხვალ, თუმცა უკრაინული პრესა იუწყება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში მალე ,,რაიმე“ თანამდებობაზე დაინიშნება. ,,უახლოეს დღეებში ის მიიღებს თანამდებობას, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, თუ რა პოსტი იქნება ეს, ვინაიდან დანიშვნის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სააკაშვილი უკრაინაის ხელისუფლებას მუშაობაში დაეხმარება.“ - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინელ ჟურნ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

მცირედმორწმუნეთა რწმენა და ცრურწმენა

აღდგომის წინა დღეებში რამდენჯერმე დავიწყე ამ წერილის წერა, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე. ხან საკუთარი ტონი ზედმეტად კატეგორიული მეჩვენა, ხან - დიდაქტიკური, ხან - ცინიკური, მაგრამ ახლა დავწერ და არ წავშლი, რადგან რომელ ჟანრს და მიმდინარეობასაც არ უნდა მიეკუთვნოს ჩემი ნაწერი, საკუთრი მოსაზრება მაინ უნდა გაგიზიაროთ. თუ უფლისადმი რწმენა და სიყვარული, უმეტესად ეკლესიაში სიარულით, წირვაზე დასწრებითა და ყველა მართლმადიდებლური რიტუალის შესრულებით გამოიხატება, მაშინ დიდად დასაკვეხნი არაფე

ალექსანდრე ანქვაბი - კორონავირუსთან დაკავშირებით მოდუნების საფუძველი არ გვაქვს

islamic poetry quotes   ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზ მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, დაექვემდებარონ დაწესებულ შეზღუდვებს. ამის შესახებ მან სოხუმში დღეს გამართულ ეგრეთწოდებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ,,ჩვენ არ გვაქვს მოდუნების არავითარი საფუძველი. ვითარება ძალიან რთულია და დღევანდელი კეთილდღეობა შეიძლება ნებისმიერ წუთს დაირღვეს. სწორედ მაშინ დადგება საკითხი, არსებული რესურსებით შევძლებთ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას თუ ვერა? რა თ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მაისიდან სილამაზის და კოსმეტიკის სალონების მუშაობა აღდგება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შემოღებული კარანტინის რეჟიმი, მცირე გამონაკლისების გარდა, 15 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ სილამაზის და კოსმეტიკურ სალონებს შეზღუდვები 1 მაისიდან მოეხსნება, თუ ისინი სოხუმის მთავარი ეპიდემიოლოგის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და წესს დაიცვენ. ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 მაი

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შემთხვევაში, ქვეყნიდან სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევის შესახებ გააკეთა. კრავჩუკი გახარიას განცხადებას უკიდურესობად აფასებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. ამის თაობაზე მან უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა ,,112 უკრაინას“ კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ,,მე ვფიქრობ, ეს უკიდურესი ნაბ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შემთხვევაში, ქვეყნიდან სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევის შესახებ გააკეთა. კრავჩუკი გახარიას განცხადებას უკიდურესობად აფასებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. ამის თაობაზე მან უკრაინულ ინტერნეტგამოცემა ,,112 უკრაინას“ კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ,,მე ვფიქრობ, ეს უკიდურესი ნაბი

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ აფხაზურ პრესას ადგილობრივი ეპიდ.სამსახურის მთავარმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკმა აცნობა. არსებული მონაცემებით, გუშინ, 6 აპრილს გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს, რომელთა ანალიზების პასუხსაც დღეს ელოდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, ამ ორი პაციენტიდან, ერთ-ერთს კოვიდ 19-ის ინფექცია დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირები

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

მიხეილ სააკაშვილი, გულშემატკივარი თუ პოპულისტი?

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ათასობით ემიგრანტის საქართველოში ჩამოყვანის ,,ნებართვას“ დაჟინებით ითხოვს. ის აცხადებს, რომ მზად არის ,,ორგანიზება გაუკეთოს“ და სამშობლოში დააბრუნოს მის ფარგლებს გარეთ მყოფი 10 ათასი ადამიანი, ხელისუფლება კი უარს ეუბნება. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ავიარეისების დასანიშნად და მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩვენი მხარის თანხმობა კი არა, იმ ქვეყნის მესვეურებთან შეთანხმებაა საჭირო, სადაც

აფხაზეთში ექიმებს პაციენტების სიმპტომების დამალვას აიძულებენ

ექიმებმა პაციენტის სხეულის მაღალი ტემპერატურა არ უნდა ახსენონ, თავად პაციენტები კი მედიკოსებს სიმპტომებს უმალავენ.     ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობაში პანიკა და შიში ერთიორად გაიზრდა, ვინაიდან ინფიცირებული ქალი, სწორედ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია და ის საკუთარ სახლში, სხეულის მაღალი ტემპერატურით, 29 მარტს მოსკოვი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ფსოუდან 29 მარტს შემოვიდა

გასულ საღამოს ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ექიმების თქმით, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, თითქმის ყველა სიმპტომი აღენიშნება. Planeta.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ქალბატონმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 29 მარტს, სხეულის მაღალი ტემპერატურით გადმოკვეთა და გალში ჩავიდა. ის მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ცხელებას უჩიოდა. ავადმ

აფხაზეთში ახალი კორონავირუსი უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ გამოვლენილი არ არის

აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის არსებობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ ეთერში, აგუძერას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ განაცხადა და კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა . ,,თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ კორონავირუსი ჩვენთან არ არსებობს, გარწმუნებთ, ის უკვე აქ არის, უბრალოდ ჯერ არ გამოვლენილა. ის ფაქტი, რომ ფსოუს გამშვები პუნქტი დაკეტილია, არაფერს ნიშნავს, რადგან სრულად ჩაკეტილი

გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ოკუპირებულ გალის რაიონში, 28 მარტის საღამოდან, ღამის 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. სანქციების შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი 28 მარტს მოაწერა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ინალ ქუჩუბერიას თქმით, ეგრეთწოდებული ხელისუფლება იძულებულნი გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ბოლო პერიოდში ენგურის ხიდზე ღამით გადასვლის შემთხვევებმა იმატა. ,,მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის მთელი

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადა

მოწოდება #დარჩისახლში აფხაზეთშიც ამოქმედდა   კორონავირუსით ინფიცირებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მთავრობა მკაცრ ზომებს მიმართავს და 25 მარტიდან 7 აპრილამდე კარანტინს აცხადებს. ამის შესახებ დადგენილებას ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა. ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში იკრძალება ხალხმრავალი ღონისძიეების გამართვა, ყოველგვარი ექსკურსია და ტურისტების მიღება. დაიხურება საზ.კვების ყველა ობიექტი, საკოლმეურნეო და

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ჭორები ვრცელდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება, თუმცა გუშინ, 22 მარტს გულირიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავრმა ექიმმა ზურაბ აჩბამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსის მზგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა ფაქტი უარჰყო და აჩბას განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. ,,

დაძლევენ თუ არა ,,პრეზიდენტობის კანდიდატები“ აფხაზური ენის გამოცდას?

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული, ეგრეთწოდებული ენობრივი კომისიის წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ კანდიდატები, რომლებიც ,,რესპუბლიკის ხელმძღვანელის“ პოსტს უმიზნებენ, აფხაზურ ენაზე საუბარს, ხშირად, თავს არიდებენ. ამიტომ, აფხაზური ენის ცოდნის მხრივ, ისინი კანდიდატების მიმართ მოთხოვნების გამკაცრებას აპირებენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინ კოღონია ავრცელებს. მისი თქმით, ,,მომავალი პრეზიდენტი“, ვალდებულ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ინტერპოლის ყოფილ შეფს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთის ქალაქ ტიანცზინის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ შეფს მენ ჰუნვეის, კორუფციისა და თანამდებობის პირადი მიზნებით გამოყენების გამო, 13 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის გარდა, სასამართლომ მას 2 მილიონი იუანის ოდენობით, ჯარიმის გადახდაც დააკისრა. ბრალდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება არა აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ტიანცზინის საქალაქო სასამართლომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მენ ჰუნვეიმ აღიარა, რომ 2005-2017 წლებში, ქრთამის სახით 14, 5 მილიონი იუანი (2 175 0

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

აფხაზური მხარე ორმხრივ დიალოგზე საუბარს განაგრძობს

პარტია ,,ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა სერგეი შამბამ ქართულ მხარესთან აფხაზების შესაძლო მოლაპარაკების შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ,,საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტები დამყარდეს,“ აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას. ,,აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის ნათქვამი, რომ იმისათვის, რათა პოლიტიკური კონტაქტები დამყარდეს და ღირებული შედეგები მივიღოთ, აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და უარი ითქვას

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

მიშუსტინმა პუტინის რეკორდი ვერ მოხსნა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობის ხელმძღვანელად მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა ხმათა უმრავლეობით დაამტკიცა. ახლა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის წერილობითი თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ მიშუსტინი მედვედევის სამართალმემკვიდრედ დაინიშნოს. მან დუმის დეპუტატთა 383 ხმა მიიღო, თავი 41-მა შეიკავა, წინააღმდეგ კი ხმა არავის მიუცია. ,,თქვენ მხარდაჭერის რეკორდი ვერ მოხსენით.“ - ასე მიმართა, კენჭისყრის შემდეგ, მიხეილ მიშუსტინს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც გაიხსენა, რომ 2008 წე

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ოხლოკრატია, იგივე ბრბოს ბატონობა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს, ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია სმირი გამოეხმაურა და აფხაზ ჟურნალისტებს ესაუბრა. სოხუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას მან აღნიშნა, რომ დეჟავიუს შეგრძნება აქვს, ვინაიდან 2004 წლიდან, მათთან ხელისუფლების ცვლა სულ ერთი და იგივე მეთოდებით, ძალადობრივი გზით ხდება. ,,ამას გეუბნებით, როგორც მოქალაქე და როგორც ერთადერთი ქალი დეპუტატი, ეს ვითარება ძალიან მაშინებს და შეურაცხმყოფს. მე მინდა ვიცხოვრო

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

×
×
  • შექმენი...