ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს.
პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.
გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დ
ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად დღეს საკუთარი ფული სტკივა, ამიტომ დაერია მოქალაქეებს. 750 000 ლარს შეადგენს მხოლოდ ერთ დღეში დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმის ჯამური თამხა, იმ მოქალაქეების, რომელთა შემოსავალს ჯარიმა 10 ჯერ აღემატება.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
"როდესაც შენ გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ შენ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში?"
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1315858989463964
24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა
მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანია პარტიის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
როგორც ლილუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად ფინანსდება „ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე“.
„ტელეკომპანია „იმედი“ მორიგ ჯერზე ცდილობს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების შეცდომა
"დღეს თუ საქართველოს მიმართ არსებობს განცდა, განწყობა ან მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის და აქ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკვე თითქმის მე-3 თვეა ქუჩაში დგანან, მათ შორის ის სანქციები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ საკითხებში და რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/29038968105694179
„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან.
ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ.
„გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმები
"დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!"
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1134264634904377
"ყველაფერი რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, ღალატია საგარეო კურსის ცვლილება, ღალატია კორუფცია, ღალატია ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის ქმედებებზე რომ ხმას ვერ იღებენ, ღალატია კონსტიტუციის დარღვევა, კონკრეტულად 78-ე მუხლზე ხაზის გადასმა და ღალატია ადამიანებზე სისტემური ძალადობა."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/971348307920207
„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადვოკატმა ოფიციალურად მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
პარტია მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლზე, რაც დევნას გულისხმობს.
17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.
შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული.
“შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წ
არავინ ამ მთავრობას არ აღიარებს, არალეგიტიმურები არიან, ზუსტად ამიტომ აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მათ როგორც პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ელაპარაკებოდნენ ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ და რუსთაველზე მდგომი ადამიანების სათქმელს აჟღერებდნენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო.
უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის შეცვლას ითხოვდნენ.
სააპელაციო სასამართლომ საქმე წარ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ინარჩუნებს საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
როგორც გახარიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნა, მისი მიზანია, მიიღოს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებმა მის პარტიას არჩევნების გზით მიანიჭეს და არ გახდეს დამოკიდებული კერძო ფინანსურ ჯგუფებზე.
„ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. მე ამ მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ პოლიტიკ
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს.
ამის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა.
კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ოპერატორს. ისინი ამბობენ რომ პოლიციელები არიან, თუმცა ამის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნიათ.
„ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს ს
ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.
მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღლად" და განაცხადა, რომ "ქართული ოც
გერმანელი ევროპარლამენტარი, ევრონესტის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა:
გიორგი გახარიაზე, მის დაბრუნებისთანავე განხორციელებული თავდასხმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი შეხვედრების შემდეგ, არა მხოლოდ მასზე ზეწოლის მცდელობაა, არამედ აგრეთვე აგრესიული და მტრული გზავნილია მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისადმი, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს უჭერს მხარს! სოლიდარობა გიორგი გახარიას!
https:/
- ბიძინა ივანიშვილია "რეჟიმი", მის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება და ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება ივანიშვილის კისერზეა, სხვა ადამიანები კი უბრალოდ შემსრულებელი მარიონეტები არიან.
- გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.
"მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1163332311806222
"თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1688612108760452
ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3918985555011233
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს.
გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვ