Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    186.443

Entries in this blog

რა გზები არსებობს ქუჩის ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად და რას აკეთებს სახელმწიფო

წინასაახლწლო დღეებში მთელი საქართველო შეძრა მიუსაფარ ძაღლზე იმერეთში, კერძოდ, ბაღდათის რაიონში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, რის შედეგადაც, კეთილი ადამიანების დიდი მცდელობის მიუხედავად, დაზიანებული ცხოველი მოკვდა. ამ ამბიდან მოკლე დროში, უკვე ნაახალწლევს, მეორე სასტიკმა ფაქტმა აახმაურა მთელი საზოგადოება, როცა ჩვენმა თანამოქალაქემ მარნეულში საკუთარი ძაღლი ცემით მოკლა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ იმ ვიდეოკადრებით გახდა ცნობილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მალევე, სოციალურ ქსელში სასტიკა

რამდენად რეალურია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღრიცხული მონაცემები

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 29 მარტს მიიღო კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომელიც ძალაში 1 ივნისს შევიდა, ხოლო 1 ნოემბრიდან, მისი აღსრულება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა. ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადებების მიღება და განხილვა 1

როგორ რეაგირებს შრომის ინსპექცია მოქალაქეებისგან შესულ საჩივარზე ანუ სამკვირიანი ბრძოლის დასასრული

12 სართულიანი საცხოვრებელი კორუსი, რომლის ფოტოსაც თავშივე გთავაზობთ, თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე, ყოფილი სტადიონის და ამჟამად ბავშვთა გასართობი პარკის გასწვრივ შენდება. მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და გეგმის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. მართალია, კორპუსის დანარჩენი სამი ფასადი ბოლომდე დასრულებულია, მაგრამ ამ ერთ მხარეს ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო. თუმცა ჩემი სათქმელი კორპუსის ჩაბარების ვადებს სულაც არ უკავშირდება და

ვის უნდა მივმართოთ, თუ ავტოტრანსპორტი ქვეითთა გადაადგილებას აფერხებს ან ტროტუარზეა გაჩერებული

თბილისის ქუჩებში შექმნილ საცობებზე სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების გამოთქმა და თანდართული კომენტარებით, სხვადსხვა ადგილიდან ამ ფაქტის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება აღარავის უკვირს. საცობების მხრივ, ვითარება დედაქალაქში განსაკუთრებით დღესასწაულების ან უამინდობის პერიოდში მწვავდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ავტომანქანების სიმრავლის, გზების გამტარუნარიანობის შემცირების თუ უპასუხისმგებლო მძღოლების გამოისობით, სანუგეშო მდგომარეობა არც სხვა დღეებში გვაქვს. ბუნებრივია, ეს პრობლემა მძიმედ აისახება

როგორ დაიკარგა კონტროლიორის მიერ ავტობუსიდან ჩაყვანილი 10 წლის ბავშვი და რატომ არ აჯარიმებენ უბილეთო მგზავრობისთვის ეგრეთწოდებულ ,,მეტადონშიკებს“

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით. მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით. მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპ

მზით და ქრიზანთემებით სავსე შაბათ-კვირა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნახველები არც სხვა დღეებში აკლია, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეწვია. ხალხმრავლობის მიზეზი  ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უცვლელ ტრადიციად იქცა და ყოველ შემოდგომაზე ტარდება. სტუმრების სიმრავლე ბოტანიკურის შესასვლელში, სალაროებთანვე იგრძნობდა, ბილეთის რიგში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მრავლად შეკრებილიყო. ყველას ჩემსავით იმ ადგილისკენ მიეჩქარებოდა, სადაც თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა. გზ

თურქეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარების დაგვიანებაში ადანაშაულებს, ერდოღანი კი მათ დაპატიმრებით ემუქრება

,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?" ,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ."     ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა,

სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვა და მწვადსა და გიდს შორის გაკეთებული არჩევანი

სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალური გახდა სასკოლო ექსკურსიების თემა. საგულისხმოა, რომ ვისაც ექსკურსიისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ან ორი თვით ადრე არ დაუჯავშნავს, მის დასაქირავებლად დღეს შეიძლება ორმაგი ფასის გადახდაც მოუწიოს, ვინაიდან გამართული და ბავშვების გადასაყვანად მზადმყოფი ტრანსპორტის შოვნა არც ისე ადვილია. სატრანსპორტო მომსახურება მოსწავლეთა მშობლებს ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მას  ექსკურსიის სხვა ხარჯებიც ემატება და ს

ქართული საპენსიო რეფორმის მომავლის შესახებ კვლევამ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობის ნაცვლად კითხვები გააჩინა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 31 მარტს კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის თემაც ,,ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი”იყო. ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ითქვა, რომ კვლევის მიხედვით ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა. ესაა: საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა; განთავსების რისკიანობა და საპენსიო კანონის ცვლილებები; საპენსიო ასაკი და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების გ

რატომ გვიანდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამაშრომლებისთვის ხელფასების მომატება და რა თანხას ჰპირდებიან მათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებსა და სხვადასხვა სეგმენტში ხელფასების მატებაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც დაადასტურა, რომ  ბაგა-ბაღის პერსონალის ანაზღაურება, 100 ლარის ოდენობით, წლის დასაწყისიდანვე მოიმატებდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ აღნიშნული

გიორგი მელაშვილი: ამ კანონს ჩვენი ხელისუფლებისთვის თავის ტკივილის გარდა არაფერი სიკეთის მოტანა არ შეუძლია

საქართველოს პარლამენტის მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებულმა კანონმა და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქციები უკვე გამოიწვია. მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო გაფრთხილება, რომ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ხელს შეუშლიდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე მათთან პარტნიორულ ურთიერთობებსაც. ამას დაერთო ვენეციის
×
×
  • შექმენი...