Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    142.507

Entries in this blog

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 3 ახალი ათონი თავისი პირველყოფილი ბუნებით და არე-მარეებით აფხაზეთი ხომ მთლიანად მიწიერი სამოთხეა, მაგრამ ამბობენ, რომ სილამაზით გაგრას ამ სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვინაიდან, ისე მოხდა, რომ ვერც ერთ  ჩასვლაზე, გაგრის და ბიჭვინთის მონახულება ვერ მოვახერხე, დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის ახალი ათონი რჩება.   ამ ულამაზეს პატარა მიწის ნაგლეჯზე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ზღვა, მთა, ტბა, მდინარე, პარკი, ხელოვნური ჩანჩქერი, მსოფლიოში ცნობილი მღვიმ

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ მოზარდის ქცევები რადიკალურად იცვლება

ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ.   რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით მოვისმინე მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა ქალი თავის ნაცნობს საკუთარ მოზარდ შვილზე შესჩიოდა, შინიდან გასვლა არ უნდაო. სულ რაღაცის შიში აქვს, შეღამებულზე თუ ბრუნდება სახლში, სულ აქეთ-იქით იყურება, ვინმე არ მიჰყვებოდეს და დღისითაც ჰგონია, რომ ქუჩაში ვიღაც ფოტოს უღებსო. რომ ვეკითხები, რისი გეშინიაო, მეხუმრება, ფოტოებს იმიტომ მიღებენ, ორგანოების დონორად ვუ

რეზო აფხაზავა: ენის შესწავლა ჩვენს სკოლებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია

ამ ენაზე აგრესიული პროპაგანდისა და ნეგატივის გარდა არაფერი მოდის ჩვენამდე და რისთვის უნდა ისწავლონ?   მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, საჯარო სკოლებში მოსწავლეები ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის შესწავლას პირველი კლასის მეორე სემესტრიდანვე იწყებენ, ხოლო მეხუთე კლასიდან ემატებათ მეორე სავალდებულო უცხო ენა, რომელსაც თავადვე ირჩევენ. უფრო სწორედ, ორ ან სამ უცხო ენას შორის მათ არჩევანი სკოლამ უნდა შესთავაზოს, რის შემდეგაც მოსწავლეები, თავიანთი სურვილის

27 თებერვალს ლვოვში, სუხიშვილების კონცერტზე უნდა წავსულიყავით, ბილეთები ნაყიდი გვქონდა

ბილეთები გვქონდა კომედიურ წარმოდგენაზე: ,,რა სურთ ქალებს?“ ახლა მე ზუსტად ვიცი, რა უნდათ ქალებს და ბავშვებს... კაცებსაც... მშვიდობა ჩვენს მშობლიურ უკრაინაში.   ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუკ-გვერდზე გვერდის ადმინისტრატორმა უკრაინის მოქალაქეებისთის მარტივი კითხვა დასვა: რას გეგმავდით ომამდე ერთი დღით ადრე? კითხვას ასობით ადამიანმა გასცა პასუხი. წერენ, რომ ზოგი საკუთარი ან შვილის დაბადების დღის აღსანიშნად ემზადებოდა, ზოგი - სახლის სარემონტო მასალების ყიდვას აპირებდა, ზოგი ნაკვეთ

სასტუმრო-ბიზნესი ქართულად, ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ“ და უმაშველებო პლიაჟი

ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა. მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევებში საქართველო, სტაბილურად, ისევ დაბალ ადგილზეა

,,მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან სასარგებლო რჩევებს არ ისმენს ინტენსიურად, ვერასდროს იქნება თანამედროვე" ,,თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია"  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 კვლევის მიხედვით, წაკითხული ტექსტის გააზრებაში საქართველოს მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა და მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონში მოხვდა. ტესტი 15 წლის მოსწავლეე

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 2 პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული. როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰ

არათუ ღამისთევის საკითხი იყო გათვალისწინებული და ორგანიზებული, ექსკურსიის მარშრუტიც კი წინასწარ არავის დაუგეგმავს

როგორია, 45 დამშეული ადამიანი რომ მოგადგება კარზე, დაუპატიჟებლად?   სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მინისტრის ინიციატივას ზოგი იწონებს, ზოგი კი - დასცინის და ორივე მხარე, პოზიციას საკუთარი არგუმენტებით ამყარებს. მე შევეცდები, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებული ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომლის თანამონაწილეც პირადად ვიყავი. დანარჩე

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 1  აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყ

როდის აღდგება ტობა ვარჩხილის ტურისტული მარშრუტი?

რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მკვიდრმა, ფოტოხელოვანმა, რომან თოლორდავამ, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ,,დღეს, არც მეტი არც ნაკლები, 10 ივლისი გახლავთ, მთელს ქვეყანაში შუა ტურისტული სეზონია. ხობისწყლის ხეობის მთავარი ტურისტული მაგისტრალი კი ჩახერგილია ნაშალი მასალით და გზაც დაკეტილია. დიახ, მეგობრებო, ის გზა, რომელიც სახელ

მანანა ერქომაიშვილი: როცა არც წიგნი ვარგა, არც პროგრამა და არც - მასწავლებელი, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს

არის საკითხები, რომელზეც რამდენიც არ უნდა წერო და ილაპარაკო, სათქმელი მაინც არასდროს ილევა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ასეთი მუდმივად განსახილველი თემა ქართული განათლების სისტემაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 ხელმძღვანელი გამოიცვალა, რომელთაგან ყველა გვპირდებოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში აღმოიფხვრებოდა აქამდე არსებული ყველა პრობლემა, გასწორდებოდა ყველა ხარვეზი, გადაიხედებოდა სასწავლო პროგრამები, შეიცვლებოდა სახელმძღვანელოები, გაუმჯობესდებოდა სწავლ

ზღვა, რომელიც შორია...

ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან    სოხუმი სასტუმრო ,,რიწა"  სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ)     პორტი     ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა"  ღია კაფე-რესტორანი, მდება

ავტოავარიების რიცხვის შემცირების ფონზე გაზრდილია ავარიებში დაღუპულთა რიცხვი

როდესაც მძღოლს ზუსტად ეცოდინება, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩება, დარღვევებსაც უკლებს და საჭესთანაც მეტად მობილიზებული იქნება.   2022 წლის იანვარ-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა - 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე ასაკის 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო ტრავმა 408 მოზარდმა მიი

ვხედავთ საქართველოს აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან - კონსტანტინე კოჩიევი

ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ჟენევის დისკუსიებს მიენიჭოს ის მნიშვნელობა, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა.   ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მისი ფორმატის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, შესაძლოა მომავალ კვირას, 7 ივნისს შედგეს. ამის შესახებ დისკუსიის მონაწილე უცხოელმა დიპლომატებმა დღეს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის 55-ე რაუნდი დეკემბერში გაიმართა. მხარეე

აჯარიმებს თუ არა უსამართლოდ ავტოტრანსპორტის მფლობელებს ,,თბილისის პარკინგი"

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა. 2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ბიუჯეტში 2 000 680.30 ლარი შევიდა. 2023 წელს 4 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 269 %-ით გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ

შალვა ტაბატაძე: თუ დიპლომებს ვჩუქნით, რომ მერე კარგი სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ, ეს უკვე მახინჯი სისტემაა

მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება   საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა. ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორ

რატომ უწევთ შშმ პირთა მშობლებს (მხარდამჭერებს) ბიუროკრატიასთან გამუდმებით ბრძოლა და წრეზე ტრიალი

,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ" ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს. როგორც მისი მამიდაშვილი,

გადავა თუ არა ტურიზმის სფერო უცხოელების ხელში და რას გვიქადის ახალი კანონი, თუ მასში ცვლილებები არ შევიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოში 5,6 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდებიც ადასტურებენ, რომ წელს ნამდვილად ბევრი ტურისტი გვყავდა, თუმცა ამ გარემოებით დიდწილად ისევ უცხოურმა კომპანიებმა იხეირეს, რადგან ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ტუროპერატორები, გიდები თუ სასტუმროები მოემსახურნენ. საქართველოს ტურიზმის სფეროში უცხოური ტურისტული კომპანიების მომრავლება და ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია გამოწვეული

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 4 დრანდა, ოჩამჩირე, ილორი  სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე.   მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე ვიტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი

ვიტალი დარასელიას უზბეკმა გულშემატკივარმა 40 წლის წინ დადებული პირობა შეასრულა

ფეხბურთის უზბეკი გულშემატკივარი ოჩამჩირეში ჩავიდა, რათა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას საფლავი მოენახულებინა.   ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.   სააგენტოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე უკტაშ აზიზოვი, ახალგაზრდობიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდა თვალს. როგორც ირკვევა, აზიზოვი თბილისის ,,დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო ა

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

რა მდგომარეობაა საჯარო სკოლების საპირფარეშოებში? სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ჩემს ბლოგში, თბილისის ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე საჯარო სკოლებში არსებული ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დარღვევაზე მოგახსენეთ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა საპირფარეშოს და მის მიმდებარედ მდგარ აუტანელ სუნს, რის გამოც მოსწავლეებს არათუ საპირფარეშოში, სკოლის შენობაში შესვლაც კი ემძიმებოდათ. რა თქმა უნდა, მშობლები აქტიურად ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და დირექტორსაც ვაწუხებდით პრეტენზიებით და სამეურ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

დასკვნა ოღონდ, ნუ იქნება ომი!  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაგეგმილი მქონდა, დილით, ადრიანად გავსულიყავი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, საიდანაც 29 წლის წინანდელ, იმ ავბედით 27 სექტემბერს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მათი გარემოცვის წევრები ტყვედ აიყვანეს, ყვავილები მიმეტანა და ეროვნული გმირების ხსოვნისთვის ამით მიმეგო პატივი. მერე კი, შუადღისთვის რიწისკენ უნდა ამეღო გეზი და დაღამებამდე გაგრისა და ბიჭვინთის მონახულებაც უნდა მომესწრო... ისე მოხდა, რომ პირადული მ

მზით და ქრიზანთემებით სავსე შაბათ-კვირა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნახველები არც სხვა დღეებში აკლია, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეწვია. ხალხმრავლობის მიზეზი  ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უცვლელ ტრადიციად იქცა და ყოველ შემოდგომაზე ტარდება. სტუმრების სიმრავლე ბოტანიკურის შესასვლელში, სალაროებთანვე იგრძნობდა, ბილეთის რიგში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მრავლად შეკრებილიყო. ყველას ჩემსავით იმ ადგილისკენ მიეჩქარებოდა, სადაც თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა. გზ

ირაკლი არაბული: როცა სურსათი არასათანადო პირობებში იყიდება, მისი ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების ყველანაირი რისკი არსებობს

საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ბევრი ბიზნესოპერატორი არსებობს, რომელთა მიერ მომზადებული პროდუქციის ნაირსახეობა ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში გვხვდება. ყველა მათგანის ეტიკეტზე შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას, რომელშიც მოცემულია მწარმოებლის ვინაობა, პროდუქტის შემადგენლობა და მისი ვარგისიანობის ვადები. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთაგან ძალიან ბევრმა არ იცის, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან, მაგალითად, ნამდვილი რძისგან დამზადებული არაჟანი და მისი მსგავსი რძის შემცველი პროდუქტი; ნამდ

როგორ დაიკარგა კონტროლიორის მიერ ავტობუსიდან ჩაყვანილი 10 წლის ბავშვი და რატომ არ აჯარიმებენ უბილეთო მგზავრობისთვის ეგრეთწოდებულ ,,მეტადონშიკებს“

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით. მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით. მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპ
×
×
  • შექმენი...