Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    142.481

Entries in this blog

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ მოზარდის ქცევები რადიკალურად იცვლება

ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ.   რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით მოვისმინე მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა ქალი თავის ნაცნობს საკუთარ მოზარდ შვილზე შესჩიოდა, შინიდან გასვლა არ უნდაო. სულ რაღაცის შიში აქვს, შეღამებულზე თუ ბრუნდება სახლში, სულ აქეთ-იქით იყურება, ვინმე არ მიჰყვებოდეს და დღისითაც ჰგონია, რომ ქუჩაში ვიღაც ფოტოს უღებსო. რომ ვეკითხები, რისი გეშინიაო, მეხუმრება, ფოტოებს იმიტომ მიღებენ, ორგანოების დონორად ვუ

რას გვპირდება კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და რა მნიშვნელოვანი პუნქტი ამოქმედდება ნოემბრიდან?

ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე.   საქართველოში, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომლის დამუშავება და განხილვა, 10 წელია მიმდინარეობს და საბოლოო წერტილი ორი თვის წინ დაესვა. ეს კანონი მომხმარებლების პოზიციებს მეწარმეებთან შედარებით, ვისთანაც დავის მოგება ყოველთვის ჭირდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. იმის გამო, რომ მა

რამდენად რეალურია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღრიცხული მონაცემები

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 29 მარტს მიიღო კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომელიც ძალაში 1 ივნისს შევიდა, ხოლო 1 ნოემბრიდან, მისი აღსრულება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა. ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადებების მიღება და განხილვა 1

რა გზები არსებობს ქუჩის ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად და რას აკეთებს სახელმწიფო

წინასაახლწლო დღეებში მთელი საქართველო შეძრა მიუსაფარ ძაღლზე იმერეთში, კერძოდ, ბაღდათის რაიონში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, რის შედეგადაც, კეთილი ადამიანების დიდი მცდელობის მიუხედავად, დაზიანებული ცხოველი მოკვდა. ამ ამბიდან მოკლე დროში, უკვე ნაახალწლევს, მეორე სასტიკმა ფაქტმა აახმაურა მთელი საზოგადოება, როცა ჩვენმა თანამოქალაქემ მარნეულში საკუთარი ძაღლი ცემით მოკლა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ იმ ვიდეოკადრებით გახდა ცნობილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მალევე, სოციალურ ქსელში სასტიკა

პუტინს სასტუმრო-კომპლექს ,,ბიჭვინთას" საკუთარ რეზიდენციად გადაკეთება სურს

მას შემდეგ, რაც ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. აფხაზების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმრო-კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს, ან თუ გაიყიდება, ადგილობრივმა პირმა იყიდოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო აგარაკის სახელით ცნობილი სასტუმრო რუსეთს გადაეცემა, მით უმეტეს, უსასყიდლოდ. სწორედ ამიტომ, 20 ივლისს ოჩამჩირის რაიონის მკვიდრებთან

ოკუპირებული აფხაზეთი - რუსეთის მოქალაქეების უკანონო მაინინგის ოაზისი

აფხაზები ახალ წელს შესაძლოა უშუქოდ შეხვდნენ   ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების გამო, არსებული ელექტროსადგურები დატვირთვას ვერ უძლებს და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რაც შესაბამისად, მოსახლეობის უშუქოდ დარჩენას იწვევს. ქვესადგურების განსატვირთად და ადგილზე შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროსისტემაში, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იქნებოდა, სოხუმისთვის ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებინათ. ამიტომაც, გასულ ოქ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ჭორები ვრცელდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება, თუმცა გუშინ, 22 მარტს გულირიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავრმა ექიმმა ზურაბ აჩბამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსის მზგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა ფაქტი უარჰყო და აჩბას განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. ,,

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადა

მოწოდება #დარჩისახლში აფხაზეთშიც ამოქმედდა   კორონავირუსით ინფიცირებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მთავრობა მკაცრ ზომებს მიმართავს და 25 მარტიდან 7 აპრილამდე კარანტინს აცხადებს. ამის შესახებ დადგენილებას ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა. ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში იკრძალება ხალხმრავალი ღონისძიეების გამართვა, ყოველგვარი ექსკურსია და ტურისტების მიღება. დაიხურება საზ.კვების ყველა ობიექტი, საკოლმეურნეო და

ნინო ახობაძე: ფეისბუკში ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედის სურვილის გათვალისწინებით, ექიმი თერაპევტი გახდა. სოციალურ ქსელში მის სტატუსებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარ აზრს ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აწვდის, წერის თავისებური სტილიც აქვს და ზოგჯერ, ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება. ასე იკმაყოფილებს ჟურნალისტობაზე ვერახდენილ ოცნებას. კარგა ხანია, წიგნის გამოცემაც გადაწყვიტა

მწარე 7 ნოემბერი და ოცნება ზაზა ბეგაშვილზე

ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ამსახველი კადრები ვნახე და გონებაში კიდევ ერთხელ დამიტრიალდა ის საშინელი დღე, რომლის სიმწარეც საკუთარ თავზე მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნიე. იმ დღეს განცდილზე უარესი კი მეორე დღეს, ტელევიზიით მოსმენილი და ნანახი შეფასებები და აქციის მონაწილეების მიმართ ჩინოვნიკთაგან გამოთქმული ბრალდებები იყო. მათ სიტყვებს, მათ სახეებს, სიძულვილით ანთებულ მათ თვალებს ვერაფერი დამავიწყებს. საერთოდ, ნოემბრის ის 5 დღე არა

მცირედმორწმუნეთა რწმენა და ცრურწმენა

აღდგომის წინა დღეებში რამდენჯერმე დავიწყე ამ წერილის წერა, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე. ხან საკუთარი ტონი ზედმეტად კატეგორიული მეჩვენა, ხან - დიდაქტიკური, ხან - ცინიკური, მაგრამ ახლა დავწერ და არ წავშლი, რადგან რომელ ჟანრს და მიმდინარეობასაც არ უნდა მიეკუთვნოს ჩემი ნაწერი, საკუთრი მოსაზრება მაინ უნდა გაგიზიაროთ. თუ უფლისადმი რწმენა და სიყვარული, უმეტესად ეკლესიაში სიარულით, წირვაზე დასწრებითა და ყველა მართლმადიდებლური რიტუალის შესრულებით გამოიხატება, მაშინ დიდად დასაკვეხნი არაფე

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევებში საქართველო, სტაბილურად, ისევ დაბალ ადგილზეა

,,მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან სასარგებლო რჩევებს არ ისმენს ინტენსიურად, ვერასდროს იქნება თანამედროვე" ,,თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია"  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 კვლევის მიხედვით, წაკითხული ტექსტის გააზრებაში საქართველოს მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა და მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონში მოხვდა. ტესტი 15 წლის მოსწავლეე

მიხეილ სააკაშვილი, გულშემატკივარი თუ პოპულისტი?

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ათასობით ემიგრანტის საქართველოში ჩამოყვანის ,,ნებართვას“ დაჟინებით ითხოვს. ის აცხადებს, რომ მზად არის ,,ორგანიზება გაუკეთოს“ და სამშობლოში დააბრუნოს მის ფარგლებს გარეთ მყოფი 10 ათასი ადამიანი, ხელისუფლება კი უარს ეუბნება. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ავიარეისების დასანიშნად და მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩვენი მხარის თანხმობა კი არა, იმ ქვეყნის მესვეურებთან შეთანხმებაა საჭირო, სადაც

მზით და ქრიზანთემებით სავსე შაბათ-კვირა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნახველები არც სხვა დღეებში აკლია, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეწვია. ხალხმრავლობის მიზეზი  ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უცვლელ ტრადიციად იქცა და ყოველ შემოდგომაზე ტარდება. სტუმრების სიმრავლე ბოტანიკურის შესასვლელში, სალაროებთანვე იგრძნობდა, ბილეთის რიგში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მრავლად შეკრებილიყო. ყველას ჩემსავით იმ ადგილისკენ მიეჩქარებოდა, სადაც თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა. გზ

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

რა მდგომარეობაა საჯარო სკოლების საპირფარეშოებში? სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ჩემს ბლოგში, თბილისის ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე საჯარო სკოლებში არსებული ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დარღვევაზე მოგახსენეთ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა საპირფარეშოს და მის მიმდებარედ მდგარ აუტანელ სუნს, რის გამოც მოსწავლეებს არათუ საპირფარეშოში, სკოლის შენობაში შესვლაც კი ემძიმებოდათ. რა თქმა უნდა, მშობლები აქტიურად ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და დირექტორსაც ვაწუხებდით პრეტენზიებით და სამეურ

მანანა ერქომაიშვილი: როცა არც წიგნი ვარგა, არც პროგრამა და არც - მასწავლებელი, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს

არის საკითხები, რომელზეც რამდენიც არ უნდა წერო და ილაპარაკო, სათქმელი მაინც არასდროს ილევა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ასეთი მუდმივად განსახილველი თემა ქართული განათლების სისტემაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 ხელმძღვანელი გამოიცვალა, რომელთაგან ყველა გვპირდებოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში აღმოიფხვრებოდა აქამდე არსებული ყველა პრობლემა, გასწორდებოდა ყველა ხარვეზი, გადაიხედებოდა სასწავლო პროგრამები, შეიცვლებოდა სახელმძღვანელოები, გაუმჯობესდებოდა სწავლ

კიკვიძის ბაღის მცველები, ონიანი და გვრიტიშვილის სამართალი

ამ ტექსტის დაეწერა ერთი კვირით ადრე მინდოდა, როცა კიკვიძის პარკში "სამართალდამცავ" გოგა ონიანის "ბრძოლაი საკვირველი"-ს ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო, აქამდე ვეღარ დავასრულე. ახლა კი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ იმ დღეზე, როცა ეგ ამბები მოხდა.   მართალია, კადრებში არ ვჩანვარ (თუ არ ჩავთვლით წამიერ გაელვებას, ჩემი სტაფილოსფერი ქურთუკით), რადგან სულ კამერების უკან ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებ

ისინი რუსულ ფაზლს არ მოერგნენ და მსოფლიოს გული უკვე მოიგეს

,,გადაფხეკ რუსს და მიიღებ მონღოლს."   უკვე ორი კვირაა, ლამის, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ სამყაროში ყველაზე დიდ ბოროტებას, ომს... ვუყურებთ, როგორ ესხმის თავს ევროპის შუაგულში მდებარე ერთი სახელმწიფო მეორე, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ანადგურებს მის ქალაქებს, ეკლესია-მონასტრებს, სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ვუყურებთ უკრაინელი ხალხის გასაოცარ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ და ორმაგად გვიმძიმს მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, რაც საქართველოს უახლეს ისტორიას გვახსენებს და იმ იარებს გვ

ის, რაც აქამდე არავის უთქვამს

(ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი, რომელიც ბიჭებმა ხელს გამოაყოლეს)   ძაღლთაპირი ის სიტყვაა, რომელიც ყველას გაგვიგია და ალბათ, ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანიც, ვისაც ასე დავახასიათებდით. მეც ბევრი უგვანი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ არავის ისე არ მიესადაგება ეს სიტყვა, როგორც თენგიზ კიტოვანს. ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა მასზე, მაგრამ ის, რაც მე უნდა ვთქვა, მგონი არავის უთქვამს. დღეს თავი გმირად რომ მოაქვს და ბედავს კიდეც, ვინმე ხმამაღლა დამოძღვროს, ეს იმის ბრალია, მისთვის მთელი

ირაკლი არაბული: როცა სურსათი არასათანადო პირობებში იყიდება, მისი ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების ყველანაირი რისკი არსებობს

საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ბევრი ბიზნესოპერატორი არსებობს, რომელთა მიერ მომზადებული პროდუქციის ნაირსახეობა ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში გვხვდება. ყველა მათგანის ეტიკეტზე შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას, რომელშიც მოცემულია მწარმოებლის ვინაობა, პროდუქტის შემადგენლობა და მისი ვარგისიანობის ვადები. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთაგან ძალიან ბევრმა არ იცის, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან, მაგალითად, ნამდვილი რძისგან დამზადებული არაჟანი და მისი მსგავსი რძის შემცველი პროდუქტი; ნამდ

თურქეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარების დაგვიანებაში ადანაშაულებს, ერდოღანი კი მათ დაპატიმრებით ემუქრება

,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?" ,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ."     ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა,

თაროზე შემოწყობილი კანონები

ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა და თქვენც უნდა გაგიზიაროთ. მაინტერესებს, თუ არსებობს სადმე, სხვაგან, განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ამათუ იმ საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის აღსრულებაზე არც მისი მიმღები ზრუნავს და მით უარესი, არ არსეობს უწყება, რომელსაც ამ კანონის დარღვევაზე რეაგირება ევალება? ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენ რომ ვართ, ამის დამადასტურებელი ფაქტები, სამწუხაროდ ბლომად გვაქვს. შორს რომ არ წავიდეთ და ბევრი არ ვილაპარაკოთ, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პიროტექ

თავის მართლება ლოგიკის გარეშე, ძირგამოთხრილი მთაწმინდა და უკეთესის მოლოდინში მიღებული უარესი შედეგი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს,  ყოველ მონაკვეთში ახალი, მაღალსართულიანი კორპუსის ჩადგმის პროცესს და მისგან გამოწვეულ სამშენებლო ხმაურს თუ დანაგვიანებას თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ადამიანები, იძულების წესით კი მიგვაჩვიეს, მაგრამ არც იმდენად, რომ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის დამახინჯებაზე ხმა არ ამოვიღოთ. საქმე ეხება მთაწმინდის ფერდობზე, მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის გვერდით მშენებარე მრავალსართულიან კორპუსს, რომელიც არა მარტო არსებ

ზღვა, რომელიც შორია...

ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან    სოხუმი სასტუმრო ,,რიწა"  სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ)     პორტი     ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა"  ღია კაფე-რესტორანი, მდება

ზურაბ დათუაშვილი: ჭაობი ყველას აწყობს. ჭაობი მათი არსებობისთვის გარანტირებული სივრცეა

რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს შანსი...   როგორც იქნა, ქართული სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა ოპოზიციის წევრებიც არიან. ამდენდღიანი მითქმა-მოთქმის, ქილიკის, ერთმანეთის კრიტიკის და წავლენ-არ წავლენ, ვინ წავა, ვინ ვის დაემდურება, ვინ ვისთან დაჯდება ან არ დაჯდებას მარჩიელობის შემდეგ, თითქოს, შვებით უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ ახლა იმის შიში გვაქვს, იქ ისე არ მოიქცნენ, უკრაინელების გასაშველებლები გახდნენ... უკვე, რამდენი წელია, ქართვე
×
×
  • შექმენი...