გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურე
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა. ასე გამოეხმაურა რაისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო.
თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრის 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, იბრაჰიმ რაისიმ 1979 წლის ისლამურ ევოლუციაზე ისაუბრა.
„მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაცით, გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არამხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია.
„მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს.
არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთ
როდესაც სამართალწარმოება ცნობილი პოლიტიკოსის ან მასმედიის წარმომადგენლის მიმართ მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აღქმა ბუნებრივია - ე.წ. რეზონანსული საქმეები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, ამგვარ ელფერს იძენს, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
გვრიტიშვილის თქმით,
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.
ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.
„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართვ
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს.
„ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტ
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება და ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა.
მისივე თქმით, 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რი
კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება. ამის შესახებ წერენ სააგენტოები AFP, Reuters-ი და Bloomberg-ი.
სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ დღეს, 4 ნოემბერს, აშშ-ში სამუშაო დღის დაწყების შემდეგ მიიღებენ ელექტრონულ წერილებს, სადაც მითითებული იქნება, რჩებიან თუ არა კომპანიაში სამუშაოდ. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 4 ნოემბერს არ მივიდნენ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია.
ამერიკელმა სენატორებმა, რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა და დემოკრატმა კრის კუნსმა, რომლებიც ხუთშაბათს კიევში ჩავიდნენ, 3 ნოემბერს პირობა დადეს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისთვის მომავალი კვირის შუალედური კონგრესის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. სენატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ" ძალიან პოზიტიური " მოლაპარაკებები ჰქონდათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
უკრაინაში ყოფნის დროს ამერიკელმა სენატორებმა დაათვალიერეს ასევე ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელზეც რუსეთმა ირანის მიერ მიწოდებულ
ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა.
"არ ვაპირებ, რომ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა.
იტალიის პოლიციამ კლუბ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუბრუნა მისთვის მოპარული ავტომობილი. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა Mini Countryman ნეაპოლიდან მოშორებით, კაზერტის პროვინციის ქალაქ ტრენტოლა დუჩენტაში, ქუჩაში იპოვეს. ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარცხელიას სახლთან მდებარე ავტოსადგომიდან ავტომობილი მოჰპარეს, იტალიურმა მედიამ 3 ნოემბერს გაავრცელა.
როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა სარეკორდოდ სწრაფად, 24 საათზე
ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ამასთან, ხარფუხის ქუჩაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.
რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში განადგურებულია 278 რუსული თვითმფრინავი, ავღანეთში კი განადგურებული იყო 118 საბჭოთა თვითმფრინავი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციისთვის სამარც
მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების გან
პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.
მათი განმარტებით, "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.
"ინიციატივა წარდგენილია:
ყვარელში
ახმეტაში
რუსთავში
გვარამიას პროცესზე - რომ ვთქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამიკვირდათქო, მოვიტყუები და მიზეზებს აღარ დავასახელებ. რა დღეშია მართლმსაჯულების სისტემა ამაზე არაერთხელ მისაუბრია, - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვის რა დამოუკიდებულება აქვს გვარამიას მიმართ, ნათელია, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას, სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.
„სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფო
„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა.
მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც.
„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტად,
ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ვაფრთხილებთ, რომ ვერავის დააბრალებთ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება თითოეული თქვენგანის კისერზე,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ ფასადურ ცვლილებებს ახორციელებს, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
"პარლამენტმა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილა ხელისუფლების მიერ ინი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა.
სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლ