Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საარჩევნო ცისარტყელა, ანუ ფერიცვალების გავლენა უახლეს ქართულ პოლიტიკაზე

პოლიტიკა ისტორიის უნიფორმააო ამბობენ. ისტორია ქმნის სტილს, მოდას, ხოლო მოდა, თავის მხრივ, პოლიტიკური სარჩულების კერვითაა დაკავებული. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, ფერიცვალება დღეს, სულაც არ მეხალისება პოლიტიკაზე ფიქრი და მის ოღრო-ჩოღროებში კირკიმალობა, მაგრამ სხვა გზა რომ არაა? რატომღაც, ამ ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკის გარდა სხვა არც არაფერი ხდება. ანდა, უბრალოდ საჭიროა ასე - ყველაფერი პოლიტიკის ნაწილად აღვიქვათ. ვისთვისაა საჭირო და რა მიზნით, ეგ კითხვები სხვაგან გადაამისამართეთ.

katya

katya

"დიდი ლუპების" ბიზნესი, ანუ სინკა–ლილა & სინგა–პური

მერე ვიღაც იკითხავს, რატომ გაწყდნენ ჩვენში გუგულებიო?! იკითხავს, თან არც შერცხვება... მეტიც! ამის მკითხველმა, შეიძლება, არც გვაციოს, არც გვაცხელოს და პირდაპირ პრეზიდენტობის კანდიდატების მსურველებში ჩაეწეროს. სია, იცოცხლე, იმხელაა, ფურცლის მეორე მხარეს გადავიდნენ უკვე. ამდენი “მოხალისე” თუ იყო საქართველოში, ვინ იფიქრებდა?!. მაგრამ ყირგიზებმა მაინც გვაჯობეს – იქ 83 ჰყოლიათ ეგეთი. თუმცა, ყირგიზები ამომრჩევლებითაც ჩვენზე მეტნიც არიან კაცო... ერთი სიტყვით და ორი გაგებით, აღარ არსებობს თვითშე

katya

katya

კოჰაბიტაციის შავი ხვრელი, პრაიმ–მერი და „პრავის კაჩავი“ ნაცურად ანუ, არაკაცურად

რუსეთი, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ონანიზმს და მზესუმზირის ჭამას აკრძალავს თავის ე.წ. „დუმაში“. ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ნათელმხილველები ასე შორსმჭვრეტელნი ვერ არიან, მაგრამ მსგავსი შეზღუდვების დაწესება თან წინსწრებით, ჩვენებურ პარლამენტშიც შეიძლებოდა. თუ ნათელების და მხილველების არ გჯერათ, აგერაა პატივცემული კახიშვილი და იმას დაუჯერეთ – "დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენი

katya

katya

სისტემური და საკანონმდებლო ხარვეზების „მკურნალობა“ კოსმეტიკური მეთოდებით, ანუ ნაციონალური აჩრდილი „სოციალური მომსახურების სააგენტოში“

2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ადამიანები გამოცდილ კადრად ითვლება შესაბამისი აგიტაცია–პროპაგანდისთვის. ისინი 9 წლის მანძილზე ზოგი ნებით, ზოგი დავალებით და იძულებით, აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ერთი, ანუ მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერებას ემსახურებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა მოქნილი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მარტივად არეგულირებდა ხალხის განწყობას, დამოკიდებულებას. გასცემდა დამსახურ

katya

katya

დანაპირები პურის, დაგეშილი ყურის და გაგორებული კოჭის კვალდაკვალ

ასე იყო თუ ისე, კიდევ ერთი ივლისურ–თბილისური კვირა გადავაგორეთ. საუზმე–სადილ–ვახშამზე საკამათოდ ვერ ვიცლიდით, იმდენი სხვა რამ გვქონდა გასაყოფი. ბოზბაშ–ჩიხირთმას ახლა ტელეეკრანიდან თუ მიირთმევს საზოგადოების უმრავლესობა, პური და სანახაობა ელექტრონულმა მედიამ პირდაპირი გაგებით გაიგო და ყველა არხზე დილა–შუადღეს ისეთი ჭამა–სმაა გაჩაღებული, უნებურად ფანჯრებს ხურავს ხალხი, სუნმა რომ არ შეაწუხოსო. პოლიტიკისგან გამონთავისუფლებულ ეთერში თუ ვინმე პულტით მოხეტიალე მაგ გადაცემას გადააწყდება, ეჭვი არ მეპარე

katya

katya

აღმოჩენილია ახალი ტიპის სამალავები

ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა ,,საქართველოს გზის" თავმჯდომარე თემურ მურვანიძესთან   ,, არის სამალავები ცოცხალი ძალისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია...ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით იყოს გარკვეული ტიპის საწყობები და სამალავები, ამის შესახებ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მაგრამ უნდა იცოდნენ შესაბამისმა სტრუქტურებმა....ამ სამალავების შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა არაფერი იცოდნენ, ანუ არ იყო ოფიციალური სამალავების სიაში...ეს

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ვერტმფრენების კატასტროფები

TOP 7 Fatal helicopter crashes | Horrible FOOTAGE   http://s48.radikal.ru/i119/1307/1f/86c973f21ce6.jpg     Ultimate helicopter crash compilation http://s55.radikal.ru/i149/1307/5e/dc0200caa2ae.jpg           Ultimate helicopter crash compilation # 2   http://s019.radikal.ru/i601/1307/ad/9a1d3dcc4a71.jpg     Ultimate helicopter crash compilation # 3 http://s017.radikal.ru/i440/1307/cb/9190982bfc63.jpg

Jesi Jekson

Jesi Jekson

მიხიულიუსის კალენდარი, საპოვნელა ოქტომბერში და „ძალადობა“ კოჰაბიტაციის სახელით!

ონორეზე არ ვგიჟდები, მაგრამ რომ თქვა – იქ სადაც ყველა კუზიანია, კარგი აღნაგობა სიმახინჯედ ითვლებაო, ძალიანაც მართალი იყო. სამაგიეროდ, მიყვარს გაბრიელი და მისი „პატრიარქის შემოდგომა“... და ისე ველი წლევანდელ შემოდგომას, როგორც არასდროს ... პარადოქსია, მაგრამ რეალური პარადოქსი – ძალიან ცოტას თუ ჭირდება დღეს მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს მართალი. სამაგიეროდ, უაზრო შემსრულებელსა და „საქმის მკეთებელზე“ ტაციაობაა. კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ უმადურობის ჟამი ჟამობს და უკიდეგანო ცნობისმოყვარეობისა. ნუ ხ

katya

katya

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ

უმნიშვნელოვანეს სეგმენტს ისევ "ნაციონალური უშიშროება" მართავს   ოქროს მედლის კანდიდატი იყო. მე–9 კლასიდან გამოვიდა და სწავლა სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა. წითელ დიპლომზე დაამთავრა. ერთი გამოცდა და ექიმი უნდა ყოფილიყო. გეგმები აირია – მამის ავადმყოფობა, პირადი ცხოვრება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, სამეგრელოს დარბევა, მამის ავადმყოფობა... უჭირდათ. ერთ დღესაც თბილისში გამოიქცა, კომისარიატში ფრონტზე გაშვება მოითხოვა, როგორც ექთანმა. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ნაწილში ომში გასაშვებად

katya

katya

ბედუკაძის თემა არა კბილაშვილის, არამედ ახალი ხელისუფლების მიმართ გამოწვევაა

,,გასაგებია, რომ ,,ნაციონალები" მოითხოვდნენ თავის ,,მესაფლავეზე" შურისძიებას, მაგრამ ამავე დროს, გააქტიურდა ,,რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი. თურმე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა შეცდომა დაუშვა, ბედუკაძე კი არ უნდა გაენთავისუფლებინა, ციხეში უნდა გამოემწყვდია, როგორც წამების ერთ–ერთი მონაწილე. ჟურნალისტები ამის თაობაზე ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილსაც ეკითხებიან...ის ამბობს, ამ საკითხს არ ვიცნობ, გავერკვევი და მერე გიპასუხებთო. ივანიშვილი სიტუაციაში მალევე ერკვევა და განცხადებას ავრცელებს, სად

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

სიბერის გემო და მარტოობის სუნი ფრაგმენტი სერიიდან – "ჩვენც დავბერდებით..."

ყავა შემოგველიაო, გაგვიცივდაო, დაგვიძველდაო... რაღაც ყველაფერი ერთად და ცალ–ცალკე ალბათ...ავირიე... სიცხის ბრალი არაა, ალბათ უფრო სიცხადის...   2 დღის წინ "მუსკომედიასთან" მეგობარს ველოდებოდი. 24–ე სკოლასთან შუახნის მამაკაცი და მის მხარზე მიყრდნობილი , დაქანცული უსაყვარლესი 10–12 წლის გოგონა შევნიშნე. მამაკაცს მუყაოზე კუსტარულად გაკეთებული ფოტო–კოლაჟი ქონდა მუხლებზე ჩამოდებული. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, გადავედი. ახალი არაფერი – მამა–შვილი ავადმყოფი ქალბატონის მკურნალობისთვის დახმარებ

katya

katya

სააკაშვილი ბათუმის ,,შერატონში" არ შეუშვეს

,,რაც ბიძინა ივანიშვილი ყვარლიდან გამოლანძღა, მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აჭარაში იმალება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიტპატიმრები კვერცხებით რომ დახვდნენ, იმის მერე გარეთ მხოლოდ ღამის 3 საათზე გამოდის ველოსიპედითო. სამართალდამცავებმა კვერცხების სროლის მცდელობა მშვიდობიანი ფორმით აკრძალეს, არც არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ უცემიათ. წყარო იმასაც გვეუბნება, რომ აჭარის მთავრობას, ცენტრალური მთავრობის დავალებით, მიშა სააკაშვილის ბუღალტერისთვის უთქვამს: ამიერიდან "შერატონსა" თუ სხვა სასტუმრ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში ამერიკის ელჩი აქტიურად მონაწილეობს

ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან   ,, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ოპოზიციას არ შექმნის, ამიტომ ამბობს, მე კოალიციაში მაქვს საამისო რესურსიო. მიდის გარე ძალების აბსოლუტური იგნორირება. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებს ამერიკის ელჩი წყვეტს. ბიძინა ივანიშვილს მეტი გამოსავალი არა აქვს. ეყოლებათ ,,ნაციონალები" კიდევ 3 წელი და 3 თვე პარლამენტში, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ, ყველაფერს თითზე იხვევენ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ლევან ბეჟაშვილს და ნათია მოგელაძეს დაიჭერენ

ინტერვიუ უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილთან   ,,კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაული გამოიკვეთება,ვინც იყო დამკვეთი სახელმწიფოს მხრიდან, ვინც რიცხავდა თანხებს, ვინც იღებდა და ანაწილებდა და ვინც აშენებდა პარლამენტს. ასე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში და დაისაჯოს ამ უმსგავსოების გამო. პარლამენტის შემთხვევა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რა ჯაჭვურად იყო დამნაშავეთა წრე ერთმანეთთან გადაბმული კორუფციის მიზნით... ლაშა თორდიას განცხადებ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

თბილისის ბიუჯეტიჭამიების რუსთავური ვესტერნი და ნაციონალური პრაიმერის „წარმატებული “პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

რემარკი ხომ გახსოვთ? ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ისაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეჩვევიო... შეჩვევა სახიფათოა! ზოგჯერ შეჩვევა კლავს კიდეც. კლავს გრძნობებს, სიყვარულს, ტკივილს, იდეებს, კლავს იმედს... ჩვენ, დედამიწელები, მშობლიური მზის სისტემიდან, სხვა გალაქტიკებს, „გაცნობის მიზნით,“ სიგნალებს ვუგზავნით სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე მხოლოდ რაღაცის გამო დასჯილთა სასოწარკვეთილი ხმები აღწევს. რომ ვუფიქრდები, ძალიან დამთრგუნველია სამყაროში ეულად არსებობის

katya

katya

,,ნაციონალებს" ევროსაბჭომ ცივი წყალი გადაასხა

ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან   ,, ევროდეპუტატებში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბოლო კადრებმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა სამალავებში, ციხის კადრებმა არჩევნები მოიგო, ხოლო ადამიანების გაუპატიურებისა და სასტიკი მოპყრობის ბოლო კადრებმა თავდაყირა დააყენა ევროსაბჭოში ვითარება. კომიტეტის მოსმენაზე, ფაქტობრივად, ,,სახალხო პარტიის" გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენლებმა, უარი თქვეს საქართველოს მონიტორინგის საკითხის განხილვაზე. საოცარი რამ მოხდა, კომიტე

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის!

გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის! ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, სადღეგრძელოების, ანდაზების და სიმღერის მასშტაბებში გვიყვარს მთაც, ბარიც, ტყეც, ღრეც, მიწაც, წყალიც, სავარგულიც და უვარგულიც, ანუ ის, ყველაფერი, რასაც ფრაზა „მშობლიურო, ჩემო მიწავ!“ აერთიანებს. კანონი ამბობს, რომ ტყე ეროვნული საგანძურია. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. ვინ კითხულობდა კონსტიტუციას , „ტყე შეუნახე შვილებსაო!“ მამებს რომ ა

katya

katya

სა–ბრალონი, უ–ბრალონი და ბრალ–ეულნი ანუ ნაციონალური კაპიტალის სამარხები

ჰიუგო იმ შუაშია , რომ “საბრალონი” 20 წლის მანძილზე წერა... წერა და წერა ადამიანის დამცირებაზე იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ანუ „უბრალოა“, ქალის ზნეობრივ დაცემაზე გაჭირვების გამო და ბავშვების დაძაბუნებაზე უმეცრების ნიადაგზე... ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში მშიერი ბალღებისთვის პურის მომპარავი ჟან ვალჟანები საკმაოდ მომრავლდნენ. მომრავლდნენ მომპარავი და მოწყალების მათხოვარი პატარებიც. „კანონის დამცველების“ რიცხვის დაზუსტება უმადური საქმეა, ახლა ისე ხშირად ეჯახე

katya

katya

მომავალი პრემიერის კანდიდატურა არ განხილულა – ივანიშვილი ჯერ ფიქრობს

ინტერვიუ განათლების და მეცნიერების მინისტრთან, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატთან –გიორგი მარგველაშვილთან   ,, მესმის საზოგადოების სერიოზული შფოთი, მაგრამ მოდით, ამ ბუნებრივი შფოთვის შემდეგ დავიწყოთ ამ პროცესის რაციონალური გააზრება. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის არ იყო ახალი, რადგან ეს ბატონმა ბიძინამ დაახლოებით ორი წლის წინათ გაანდო საზოგადოებას თავის პირველ მიმართვაში. როგორც კი მიმართვა წავიკითხე, არ მიფიქრია, რომ ეს ადამიანი თვალთმაქცობს. მაშინაც მისი პოზიცია აღვიქ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ივანიშვილი სააკაშვილს დაიჭერს, ქვეყანას დაალაგებს და მშვიდად წავა

,,სააკაშვილისა და ,,ნაციონალებისთვის" ივანიშვილის განცხადება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ,,ნაციონალური ოცნების" დასაწყისი აღმოჩნდა, ვადაგასულმა პრეზიდენტმა გორიდან მუშტები დაგვიბრახუნა - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრევენციის მიზნით, დიახაც, ჩემი ბრძანებით იქმნებოდა შეიარაღებული დაჯგუფებებიო, მაგრამ ვიდეოკომპრომატები, რომელსაც ჩემი რეჟიმის დროს იღებდნენ, კასრში ამათ ჩადესო...ნაცებმა კი მუქარა მიაყოლეს, ბიძინა წავა და ჩვენ დავბრუნდებით და მერე ნახეთ, თქვენ რა დღეში ჩაგაგდებთო! მარსიდან გა

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ახალ მთავრობას პიარში უჭირს,– სააკაშვილის ლობისტები კი ძალიან ფუთფუთებენ

ინტერვიუ ევროპაში მოღვაწე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან   ,, ჯერ ერთი, ამერიკის კონგრესს არ მიუღია არანაირი რეზოლუცია, ეს იყო ერთი კონგრესმენის მიერ დაწერილი ტექსტი და შენ წარმოიდგინე, ამერიკის ელჩიც კი შეიყვანეს შეცდომაში. მეტსაც გეტყვი, როცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, თეთრმა სახლმაც კი გააკეთა განცხადება, – ამ ფორმის ტექსტს მხარს არ ვუჭერთო. სხვათა შორის, ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ მიშას ლობისტები ძალიან ფუსფუსებენ, ვაშინგტონშიც ფუთფუთი მიდიოდა, როცა ევროპარლამენტში კოვზი ნაცარში ჩა

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

ძალიან კომპრომატული საიდუმლო სამალავი, ტოლის მნახველი კოჭი და შიმშილდაძლეული პრეზიდენტის პრემია

ვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე და

katya

katya

მერაბიშვილის დამალული ქონება

ინტერვიუ უფლებადამცველ ლევან ჩიტაძესთან   ,, მოძრაობა ,,არას" ეგიდით ჩატარდა გამოძიება და ვანო მერაბიშვილის უძრავი ქონების შესახებაც გაირკვა რაღაცეები. მაგალითად, მერაბიშვილს ჰქონდა სიხარულიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი. ეს სახლი იყო სადავო, ის ვანო მერაბიშვილმა წაართვა კანონიერ მფლობელს. არჩევნების შემდეგ ამ სახლის მფლობელი დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა პრეტენზია კუთვნილ ქონებაზე. არა მხოლოდ უძრავ ქონებას ეხება საქმე. ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საჭიროებ

PLANETA_INFO

PLANETA_INFO

×
×
  • შექმენი...