დემოკრატიის საფუძველი თვითმმართველობაა. ეს უკვე დიდი ხანია იციან იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხმა და ნიშნულმა მწვერვალს თუ არა, ოპტიმალურ ნიშნულს მაინც მიაღწია. დღეს ჩვენშიც ბევრს საუბრობენ თვითმართველობის სისტემის აქტუალობაზე და მასზე გადასვლის აუცილებლობაზე. წლებია, საზოგადოებაში ყალიბდება და მწიფდება აზრი, რომ თვითმმართველობა ეს გაცილებით კომფორტული, დემოკრატიული და პრაგმატული ცხოვრების წესია და ქვეყნის ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, წესებს,
გასული კვირის მთავარი და აქტუალური მოვლენა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად გასვლა და საზოგადოებრივ სექტორში შესვლის გადაწყვეტილება და ზვიად კირტავას ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლიდან გამოსვლა იყო. მორჩა! აღსრულდა - მართლა წავიდა... ამიერიდან ის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეაო, თქვა მარგველამ.. უკაცრავად, მთლად ასე არ უთქვამს - „დღეს ბიძინა ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი“ - ასეთია ციტატა. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პრეზიდენტი კაცია მარგველა, როგორ გინდა, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო
მთავარია, ადამიანებს სწორად დაანახო სოფლის ხიბლი, მათი საკუთარი შესაძლებლობები და მიანიშნო მიზნისკენ მიმავალი სწორი გზა აგრარული სექტორის ძველი და ახალი პრობლემები, შეღავათიანი აგრო- სესხი, ახალი საწარმოები, ექსკლუზიური, საავტორო პროდუქტები, დაწყებული რეფორმა და ქართული სოფლის პერსპექტივა. თემები, რომლებზეც „ქრონიკა+“-სთან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი საუბრობს, რომელსაც ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის წევ
18 ნოემბერს საქართველოში სულ სხვანაირი ორშაბათი გათენდა. უმიხეილო და მიხეილის მრევლისთვის დიდად უხეირო ორშაბათი. ორშაბათი, რომელიც მიხეილის ოფიციალურმა თანამეცხედრემ შაბათ-კვირას გამოიტირა, - ვარდები არ არიანო!.. ეი, სანდრა რულოვს-სააკაშვილისავ, ვარდები მოითხოვე ჰოლანდიაში. ჩვენთან მოიქეცი მაღალი რანგის ეჭვმიტანილის ცოლივით. თუ გაგვიმართლა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა „პატიმრის პატრონის“ რანგში გიხილეთ, მერე შევეცდებით გაგიგოთ - როგორც კანონის წინაშე თანასწორებმა, ეგებ მოვახერხოთ და
როცა „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თავისი წვერით და “მჭმუნვარე გამომეტყველებით” ეკლესიის მსახური მეგონა. მერე ვიკითხე „საერთო მეგობრებში“. „დამამშვიდეს“ - არაა სასულიერო პირი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი, წესიერი კაცი და კარგი პოეტიაო... მეგობრის რჩევით , მისი რამდენიმე ლექსის წაკითხვამაც მომიწია. მომეწონა და გამოვხატე. მერე თავისი პირველი კრებულის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, კრებული ავტოგრაფით მაინც მერგო. მერე დავმეგობრდით. ასე, უნებურა
„ვარდოსან–ფრიადოსანი“ ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები პერიოდულად ფეთქდება და ისეთ გამოცდილ, ნასროლ–ნაომარ საზოგადოებასაც კი აგდებს მოულოდნელობის შოკში, როგორიც ომის ვეტერანებია. ერთ–ერთი მათგანი სულ ახლახანს მოვიდა მოქმედებაში – ვეტერანთა ნაწილს, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით და სრულიად მოულოდნელად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა. ამ სუბსიდიის გარდა ვეტერანებს უამრავი პრობლემა აქვთ და უახლოეს წარსულში მათი განხილვის პერსპექტივაც კი არ არსებობდა. წინა ხელისუფლების დამოკიდებულებ
ჯერ იყო და, მგონი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა პროკურორმა მიგვატოვა. ასეო–ისეო, მეო კი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ მეტი აღარ შემიძლიაო. გაანახევრა კაცი ამ უღმერთო კოაბიტაციამ. სულ გრადუსებში და მილიმეტრებში გადახრილ–გადმოხრილი სამართლის გზით ატარეს. რაც შეეძლო და შეაძლებინეს, გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეაძლებინეს, იმის არგაკეთებაზე ვინ ეტყოდა საყვედურს? თუმცა, გია ცაგარეიშვილმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება პროკურატურის მიმართ. ერთი წაესლუკუნებინა უმრავლესობის შეხვედრაზე, ამდენ უკმაყოფილებას
აი ასე! მიყვარხართო, ხალხოო! ცოტა მოძველებული მეთოდი კი აირჩია - პირდაპირ (ვითომ) ეთერში სიყვარულის ახსნა, მაგრამ ქალაქში ბილბორდების გაკვრას, ფანჯრების წინ ცეცხლოვანი გულების დანთებას და კიდევ ათას გოიმობას, ისევ ეგ ჯობდა. ტელევიზია მაინც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებაა. ეგ ჯერ კიდევ პროხოროვს ეწერა თავის „ ჟურნალისტიკის საფუძვლებში“. კი უნდა სიყვარულს მალვა , მაგრამ მერე ცხენების პარვაშიც რომ დადონ ბრალი? ისე, არ გეწყინოს მიშიკო და, მაინც მაგარი გოიმობა გამოგივიდა, შენ დედას ვფიც
ვისაც შეხება აქვს საბაჟოსთან, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს 4 ფერის დერეფანი. ამ ფერთა გამაში თუ „შუქნიშანში“ გარკვევა არც ისე რთულია. რთული მწვანეზე გავალაა, მაგრამ მომგებიანი და „საპატიო“. ყვითელი – დოკუმენტალური შემოწმებაა, ცისფერი – ტვირთის ადგილზე გაფორმება დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე, თუმცა გადამოწმების ერთ თვიანი უფლებით. მწვანე – აბსოლუტური ნდობის გამომხატველია იმპორტიორის მიმართ, ანუ ყველანაირი შემოწმების გარეშე დოკუმანტაციის გაფომება. წითელი – ყველაზე მძიმე დერეფანი,
ეს კვირა საქართველოში ისეთი ორშაბათით დაიწყო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი ორშაბათობა საერთოდ ვერ იგრძნო. უმცირესობამ, იგრძნო,მაგრამ, არ შეიმჩნია, დანარჩენებმა რაც იგრძნეს, ისიც გაატარეს.. მოკლედ, ისეთი არჩევნები ჩავატარეთ, ამომრჩევლის სიხალვათის მიუხედავად, აწი აქეთ გვეხვეწოს შესვლაზე ევროკავშირმაც, ნატომაც და... „ბუტკასთან“, როგორმე გავერკვევით... აპატურაიმ შეგვაქო, გაერომაც, ევროკავშირმაც... ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებით კოალიცია ”ქართული ოცნები
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეები რჩება და ამ არჩევნების შედეგებით ირიბად თუ პირდაპირ დაინტერესებული საზოგადოება გადასულია მოლოდინის რეჟიმში. ამ რეჟიმის შეუცვლელი ატრიბუტია პროგნოზები, არგუმენტები, ვარაუდები და ობიექტური რეალობის სუბიექტური ანალიზი. „ქრონიკა +“ –მა არჩევანი სიტუაციის ობიექტურ შეფასებაზე „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ, კახა კახიშვილზე გააკეთა. – კახა, მოდი, საუბარი საპრეზიდენტო ტელედებატებით დავიწყოთ. რამდენად დაგაკმაყოფილა მისმა ფორმატმა, კანდ
მოისვენე, თორემ მოგასვენებ!ანუ, მე შენ პენსიით უზრუნველგყოფ!–ასეთი მზრუნველი ფრაზით დაიწყო გასული კვირა „მაღალ ქართულ პოლიტიკაში“ და იქვე ღრმა ჩასუნთქვით დასრულდა... იდებატეს.. ყოველ შემთხვევაში, გადაცემას ასე ერქვა და დეკორაციაც, თითოს შესაბამისი იყო. მოდებატე კანდიდატთა შერჩევის წესს ნუ იკითხავთ, აზრი არ აქვს, მაინც არავის აქვს პასუხი. სამაგიეროდ, ქართული დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი მორიგი და რიგითი „ჩათვლა“ გაჩნდა... ვის ჩაეთვლება კვირის ბოლოს რეალურად, ნურც იმას გამახმოვანებინებთ. ითქ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ როცა ასე ხდება, მაშინაც კი ხდება რაღაც, რამაც შეიძლება აზრი გამოგათქმევინოს, გადაწყვეტილება მიგაღებინოს და არჩევანიც კი გაგაკეთებინოს... ზოგჯერ ოცნებებიც ხდება ან რეალიზდება. მთავარია, მიზნობრივი აუდიტორიის და გასაღების ბაზრის პოვნა.. ოცნებაზე თანაც, ახდენის პერსპექტივით, მოთხოვნა ყოველთვისაა... დიდი დეფიციტური რამაა ახდენილი ოცნება. სამაგიეროდ მისი შეძენის მსურველია უხვად, ანუ პროდუქტი ისევ აქტუალური და მოთხოვნადია, ბაზარი - გაუჯერებელი. ახლა
თუ ბოლო თვენახევრის მანძილზე თბილისის ქუჩებში უგზო–უკვლოდ მოხეტიალე ენერგიულ, ჭაღარა წვერიან მამაკაცს და გამუდმებით მომღიმარ ქალბატონს გადააწყდით ცნობისმოყვარე, უცნაური სხივიანი გამოხედვით და უფრო ცნობისმოყვარე კითხვებით, ჩვეულებრივი უცხოელი ტურისტები არ გეგონოთ. ეს ის წყვილია, 2007 წელს გეგმიური შვებულება რომ გაატარა არაგეგმიურად, ასევე, ყოვლად არაგეგმიურ საქართველოში. მაშინდელი აქ გატარებული 5 კვირით ისე აღფრთოვანდნენ, რომ 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და დაწერეს წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე
ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის აღორძინების და განვითარების პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად აღიქმებოდა ქვეყანაში 1 აპრილიდან მიმდინარეობს. კალენდარული შემთხვევითობა სამწუხაროდ არასასიამოვნო დამთხვევაში გადაიზარდა. ზოგისთვის ეს პროექტი თავისი პერსპექტივით საპირველაპრილო ხუმრობად იქცა, ზოგისთვის – თავის მოტყუების მცდელობად. თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, ყველაფერი გეგმიურად და პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ჩვენი ყოველდღიურობის ერთ–ერთი აქსიომაა – სტატუსი უნდა სტატუსობდეს საზოგადოებაში და არა სოციალურ ქსელში... ცნობილი და რეიტინგული გამონათქვამების „ქალი ვიცი ქუხნაში“ და „შედი ქალო ბუტკაში!“–ს ფონზე, ეგ აქსიომა კი არა, სრულუფლებიანი და კანონიერი სიბრძნეა, თუ ჭეშმარიტება არა. კოაბიტურად ვეჩვევით და ვეგუებით, ვახერხებთ კიდეც, ახალი ტერმინოლოგიის ათვისებას და მის დანერგვა–გატარებას ცხოვრებაში. მაგალითად? როგორც იქნა განგვიმარტეს "მაღალი ეშელონებიდან", რა და როგორ ყოფილა ყბადაღებული „მიჯირყვნის“ სწორი
ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ერთი ცნობილი, საკმაოდ პროგრესული, რუსული ვოკალური ჯგუფისასევე ცნობილი სიმღერა იყო, ახალ–ახალ მოსახვევებზე მღეროდნენ სიახლეების და ცვლილებების მოლოდინში და ძრავის ღმუილში. სიმღერაში ის „სიბრძნე“ იდო, სანამ არ მოუხვევ, ვერ გაარჩევ რა გელოდება მოსახვევს იქით, თუმცა, მოხვევა მაინც ღირს, თუ არ გაგიმართლა, კიდევ ერთ გამოცდილებას მაინც შეიძენ და კოლექციას გაამდიდრებო. ჩვენ, ქართველები, მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ურემს ვაბრუნებთ ხოლმე. ანდაზაში კი ისეა სიტუაცია მოცემული,
პოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა... ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი, ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი, საფრანგეთის მოქალაქე ფრანგული დიპლომატიური განათლებით და ქართული ხასიათით. ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამორჩეული ფიგურაა, მისი, როგორც სახელმწიფო მოხელის მართვის სტილი, ვერაფრით მოერგო "ნაციონალური" ელიტის ანტურაჟს. იყო პირველი, ვინც ქართულ პოლიტიკაში ქაჯების არსებობა გაასაჯაროვა, თუმცა, ახლაც თვლის, რომ მათი უმრავლესობა არსად წასულა..
დაბომბვაა ისეთი, გაგაგიჟებს კაცს!.. ხუმრობდნენ, ხულიგნობდნენ თუ დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, აგერ უსუმ 50 000–ის ზარალი კი დაუთვალა ზოგიერთებს. ზარალზე რომ არ იყვნენ, საგარეჯოს მაჟორიტარიც არ გამოცხადდებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციაზე ჯინსებით...ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ყველაფერს თავისი ეტიკეტი, ასეთი "წვრილმანებისთვის" კი ახლა მარტო ჩემისთანა მოცლილებს სცალიათ... გასულ კვირას მიწას მუცელი რამდენჯერმე ეძრა, მაგრამ ძვრა ვერ გვიყო, "მაგრათა ვდგავართ!"...
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია: მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ და რაც ყველაზე სამწუხაროა ამასი დამნაშავე თავად "ცივილიზებული" ევროპაა. გასული საუკუნის შუახანებში მათ მიერ დეკლარირებულმა და დაკანონებულმა, ხელოვნურად შექმნილმა "ადამიანის უფლებებმა" დღეს მიგვიყვანეს იქამდე, რომ ებრძვიან არა რომელიმე სახელმწიფოს, არ რომელიმე კონკრეტულად აღებულ იდეოლოგიას, არამედ თავად ქრისტიანობას მთელ ქრისტიანულ სამყაროს. თავის დროზე დე გოლმა საფრანგეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების
გვინდა თუ არ გვინდა მაინც ისეთ "ხაფანგში" გავყავით თავი, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს უკან ვერც მოვიხედავთ და ამიტომ იძულებულნი ვართ სულ წინ ვიყუროთ. წინ მძიმე თვე გველის. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი სხვებისაგაბ ძალიან მაღალი პასიურობით გამოირჩევა: საპრეზიდენტო კანდიდატები ფაქტიურად პასიურობენ. აბა რა უნდა დაერქვას მათ მოქმედებას ნება–ნება მოგზაურობას რეგიონიდან რეგიონებში თვეში ერთ ორჯერ და ამით ამოიწურა ყველაფერი, არც მასმედია არ უთმობს ამ თემას ძალიან დიდ დროსა და ად
ამ მასალის დაწყებას სხვაგვარად ვაპირებდი, რომ არა, ჯერ კიდევ ჩვენი პრეზიდენტის ერთი ცხელ–ცხელი ფრაზა – „ ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში." ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სააკაშვილს ვეთანხმები, გმირები ავტო- ფარეხებში არ უნდა ცხოვრობდნენ. გმირებს, ზოგადად, ომის ვეტერანებს, სხვაგარად აფასებენ თავმოყვარე ქვეყანაში. გმირთან ყველა ვალშია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდისთვის და მიწისთვის რისკავს ყველაზე შეუფასებელს – სიცოცხ
ცხოვრების დონეს მსოფლიოში, ხშირად, „ბიგ-მაკის“ ფასით აფასებენ , ჩვენთან - თბილისის ცენტრში "მოღვაწე" მეძავების მომსახურების ტარიფებით. მეძავები რა მოსატანი იყო ამ ზომაზე მეტად შეგრილებული ზაფხულის მიწურულს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახელ და რეპუტაციაშებღალული სტატისტიკის და მერყევი საზოგადოებრივი აზრის სეზონი გვიახლოვდება - ანუ არჩევნების სეზონი. „ოცნებიდან“ მომხრეების გადინებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწიაო, ამბობს ბურჯანაძე, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ქალბატონი იმერლიშვილი. მოკლ