Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი ილია მეორეს - ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება

ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რითაც სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელს ულოცავს. „გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია ჩვენი

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება. 1977 წლის 23 დეკემბერს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

მიხაილ პოდოლიაკი - პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს, ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ

პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. „პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს. რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავი

რომის პაპმა საშობაო მიმართვისას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში „უაზრო ომი“

რომის პაპის განცხადებით, მსოფლიოში „მშვიდობის შიმშილია“. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას აღნიშნა. ამასთან, ყოველწლიური საშობაო მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მოუწოდებს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, „ურბი ეთ ორბი“-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო. „მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და

ფრანს ტიმერანსი - პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს

პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერანსმა განაცხადა. „სანქციებს დიდი ეფექტი აქვს, ომი ძვირი ჯდება და პუტინმა უკვე წააგო. ის შეცდა უკრაინელების მდგრადობასთან დაკავშირებით. უკვე ვერავინ ბედავს, მას სრული სიმართლე უთხრას, მათ შორის, მისი არმიის მდგომარეობასთან დაკვაშირებით, რომელიც კორუფციულმა ოფიცრებმაა გაანადგურეს“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი კ

შალვა პაპუაშვილი - გახარია თუ ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ივანიშვილის მარიონეტობას, მაშინ გასცეს პასუხი კითხვას, მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად პრემიერ-მინისტრობისას

ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიას და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე, ეს ჩანს გამოკითხვებშიც, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვას დაუსვეს, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ივანიშვილის მარიონეტები და ივანიშვილი „ოცნებას“ კულისებიდან მართავს“. „ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები

ზელენსკის საშობაო მიმართვა: წელს სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ. "დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო

სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. „ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტე

ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ. „პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც  ეს კატალოგი შეიქ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არცერთ „კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა - ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი ბომბების თავშესაფარში

სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ, გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას განაცხადა. „სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შეიძლება ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შეიძლება ცარიელი სკამები იყოს. ჩვენი სახლები და ქუჩე

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნ

რომის პაპი - ჩვენს სამყაროში სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მეზობლებს, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ - იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში

მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, მამაკაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე აშკარა მითითებით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას განაცხადა. საშობაო ქადაგებაში პონტიფიკოსმა ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი დაგმო. „რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუ

თალიბანი ქალებს მუშაობას უკრძალავს ადგილობრივ და უცხოურ NGO-ებში

ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ. ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ. წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვიცაა. თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.   ავტორი - სალომე თორაძე

ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში წარდგენილი 38 შენიშვნიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეტესობა გაითვალისწინა

ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში წარდგენილი 38 შენიშვნიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეტესობა გაითვალისწინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "სენაკი საქართველოსთვის" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:     "წარმოგიდგენთ პროექტებს, რომლებიც მომავალ წელს ,,სენაკი საქართველოსთვის" ინიცირებითა და შუამდგომლობით შესრულდება:   - ინფრასტრუქტურული პროექტები  - ნოქალაქევში, ცენტრალური საავტომობ

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაულს ულოცავს

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს და ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. „ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა სა

როგორ შეაშინა ,,კაპუჩინოს სანაპირომ" ოჩამჩირელი აფხაზები

შემოდგომის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრნი სანაპიროზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის მოწმენი გახდნენ. ოჩამჩირის ცენტრალური და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების პლიაჟები საპნის ქაფის მსგავსი სქელი ფენით დაიფარა. ამ მათთვის უცხო და გაურკვეველმა სანახაობამ აფხაზების უმეტესობას გაკვირვებასთან ერთად შიშიც მოჰგვარა, ზოგიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ისინი ამბობდნენ, რომ ზღვამ საპნის ქაფის უზარმაზარი აბაზანა გაიკეთა, რომელშიც ზღვის ღმერთი ბანაობდა.    მსგავსი მოვლენა, მართალია ი

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა: „ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.     უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკ

პოდოლიაკი ირანის იარაღის ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში. მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები. კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთ

ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს შესაძლო თავდასხმებზე სადღესასწაულო დღეებში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში. "ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენ

ალექსანდრე სვანიშვილი: ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ საკრებულოს აშინებენ

,,დამოუკიდებლობა პასუხიმგებლობასაც ნიშნავს. თავად იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც შენ ხარ." მმართველი გუნდის მიერ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, სხვადსხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ბოლო ერთი კვირაა ქტიურად მსჯელობენ. ყველა მათგანი  თანხმდება იმ აზრზე, რომ აღნიშნული ცვლილებების პაკეტი სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტების იძულების მექანიზმი და მათი დაშანტაჟების მცდელობა.   საქმე ეხება კანონის ერთ-ერთ პუნქტს

თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილეს, ჰიკმეთ გაჯიევს ესაუბრა. სალივანმა მხარეებს მოუწოდა, განიხილონ ნაბიჯები, რომელიც შეარბილებს ორმხრივ დაძაბულობას და საფუძველს დაუდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე, ვხედავთ ტერორისტი სახელმწიფოს განზრახვებს და ვუპასუხებთ

ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. „ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი სახელმწიფოს მოქმედებების სხვ
×
×
  • შექმენი...