Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ უკრაინას კარგი ამბები ელოდება

უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბირთვული ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგება ორი დღის შემდეგ აღდგა. ის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა. ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უ

კიევი: უკრაინის ჯარებმა შეძლეს რუსეთის იერიშების მოგერიება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი. ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახო

10 წლის შემდეგ ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" თავიდან გაიხსნა - თელავის მერიას მონტაჟი 35 000 ლარი დაუჯდა

თელავის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" 10 წლიანი პაუზის შემდეგ ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში განთავსდა. ძეგლის რესტავრაციისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა. ვაზს შემოხვეული ქალის მონუმენტი, რომელსაც ხელში ყურძნის მტევნები უკავია 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის დროს აიღეს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან აღარ დააბრუნეს. მონუმენტი დაშლილ მდგომარეობაში საწყობში ინახებოდა. ამას ადგილობრივების ერთი ნაწილის უკმაყ

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას გაუგზავნა 500 ენერგოგენერატორი, რათა დაეხმაროს მას ელექტრომომარაგების რეგულარული დარღვევის პირობებში. ამის შესახებ იტყობინება ევროპის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ოპერაციების მთავარი სამმართველო. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული,“ განაცხადა სააგენტომ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაგზავნეს ენერგორესურსები, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია

ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა

ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას“რესპუბლიკის” ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლე ალექსანდრ ნიკულინზე თავდასხმა 4 ნოემბერს, ქალაქ უგლეგორსკში მოხდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაშია. “ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”, - ნათქვამია ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ნიკულინი “უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლედ 2022

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა

უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პოლიტიკასა და ეკონომიკას, პოლიტიკასა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთობას. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო „ხუთ ქვეყანაზე მეტია“, რითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა. „პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღ

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მონახულების უფლება არ მისცეს

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია. „მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები შეზღუდული რაოდენობით, ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადავეცით

ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა.  როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა. „დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინა

ჯო ბაიდენი - „ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს

„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ახლა კი რა გვაწუხებს ჩვენ, ყველას: ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში… ამერიკაში აღარ არის რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“, – თქვა ჯო ბაიდენმა. ამასთან, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.   ავტორი - გივი ბარამიძე

„როიტერი“ - ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა

ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე, 130 კილომეტრზე იფრინა. ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულეს. წვრთნებში მონაწილეობას 240 სამხედრო თვითმ

"დაიკარგა ჩემი გიო, ბავშვს აქვს დეპრესია, გთხოვთ დაგვეხმაროთ პოვნაში" - სოციალური ქსელის მომხმარებელი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.  როგორც მანანა ხურციძე წერს, მის შვილს დეპრესია აქვს.  "ძალიან მიმძიმს ამის გამეორება, მაგრამ დაიკარგა ჩემი გიო, ბავშვს აქვს დეპრესია. გთხოვთ გადააზიაროთ და თუ ვინმე სადმე დაინახავთ დაგვირეკოთ. გასკდა გული, ამის გადატანა ისევ რომ გვიწევს. გთხოვთ დაგვეხმაროთ გიოს პოვნაში. 599885054; 591917161 დაგვირეკეთ."- წერს მანანა ხურციძე. 

ეროვნულმა არქივმა კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კინოკადრების მაღალი ხარისხის ელექტრონული ასლი შექმნა

რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. „სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა. სტუდიამ  ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვ

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას აღიქვამს როგორც ტყუილს და ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად აკეთებს ტერორისტული სახელმწიფო

რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის მშვიდობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო

უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთისა და გლობალური ისტორიის შესახებ რელიგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში. რუსეთის პრეზიდენტმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით [10 გრამი] ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოცემა სპუტნიკი წერს, მისი ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა და აფხაზური და ქართული პასპორტები. მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს

აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება. “საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო

დმიტრო კულება - უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს

უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, მიწოდების შეთანხმებები განხორციელების პროცესშია. „ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ტერიტორიიდან მათი უმეტესობის გამოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ipn

გიორგი გახარია - ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა

ეს ანა რობაქიძეა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ,  თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია პოსტს აქვეყნებს.      "ეს გამარჯვება არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველაფერი შეგვიძლია და ვერავინ შეძლებს ჩვენ დაკომპლექსებას, რომ ქართველები პატარა ერი ვართ და თავად არ შეგვწევს უნარი მსოფლიო კლასის ჩვენებისა ნებისმიერ სფეროში – ფეხბურთიდან ტექნოლოგიებამდე!

სოფო ხორგუანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე (ვიდეო)

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სოფო ხორგუანი. სტუმრად  "ჯორჯიან თაიმსში"  გადაცემაში "ტელეგრამი".  ererh.mp4

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებს არმიაში სამსახურის უფლებას აძლევს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშვებს იმ ადამიანების მობილიზაციას, რომელთაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ამ დროს კრემლი აგრძელებს უკრაინაში ომისთვის სამხედროთა შეგროვებას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ. 4 ნოემბერს მოსკოვში ახალგაზრდული და მოხალისეთა ორგანიზაციების წევრებთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა ქვეყანაში, 318 000 ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში, მათ შორის, პუტინის თანახმად, 18 000 მოხალ

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა - ვიზიტის თემებია: ომის დანაშაული და უკრაინასთან სამართლის სფეროში თანამშრომლობა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. dpa-ს თანახმად, გერმანელმა სტუმარმა 4 ნოემბერს კიევის რკინიგზის მთავარ სადგურზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ დღეს უკრაინის გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ." დღის წესრიგშია მოლაპარაკებები მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან. ყურადღება მახვილდება ჩადენილი ომის დანაშაულების გამო ეჭვმიტანილების სამართლებრივ დევნაზე, რაშ
×
×
  • შექმენი...