უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტა
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას სა
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემს. თითქმის იგივე ვითარებაშია “ქართული ოცნებაც” მათ არასდროს აირჩევდა გამოკითხულთა 30%.
გამოკითხულთა 18% მხარს არასდროს დაუჭერდა “პატრიოტთა ალიანს”, 15% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერენ მხარს “ალტ-ინფოს”. გამოკითხულთა 14% მხარს “ევროპულ საქართველოს” არ დაუჭერს.
კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI – ის ო
ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მიზეზი კი ტრავმის შემდეგ არსებული ტკივილებია.
Prime Time
ნახეთ კადრები ↓
2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა.
„არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელ
NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა და უკრაინის პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას.
„ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს გვესხმიან. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვე
რუსეთში მხოლოდ 120 „ისკანდერია“ დარჩენილი და თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოყენებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, - აცხადებენ უწყებაში.
თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნო
ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა.
ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გა
„ქართუ“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება - საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც „ქართუს“ მიერ გაკეთებული არაერთი სხვა საქმეა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
“როგორც “ტვ პირველმა“ განაცხადა, გნოლები, ხოხბები და ქათმები ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. დაატყვევა მუხებით, მოაქცია ბადის ქვეშ და მიწები მიიტაცა, რაც რბილად რომ ვთ
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენციაც, რომ კიდე დიდხანს ვემსახუროთ ჩვენ ხალხს. მე თუ მკითხავთ, მე მგონია, რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პროგრესნიუსი
ჩემი მონაცემებით, ბესო ალავიძეს სურს რა, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, დაემთხვა ეს არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ფაქტობრივად ცდილობენ, გამოიყენონ ბესო ალავიძე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძის თქმით, ბესო ალავიძის განცხადებები აბსურდულია.
„ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა გახდეს სკანდალური, ვინაიდან აბსოლუტურად არის აბსურდული. ბესო ალავიძემ სხვადას
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა.
ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავის
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ.
„მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტ
უკრაინული მედიის ცნობით, მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, კერძოდ საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან და კონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე.
როგორც უკრაინულ მედიას ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, 6 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კომპანიის აქციები იძულების წესით გადავიდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, მათ შ
ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფ
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა.
მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირ
ბათუმის მერია გეგმავს, გამარტივებული შესყიდვით, 968 387 ლარად შეიძინოს საახალწლო ნაძვის ხე. შესაბამისი ხელშეკრულება 2022 წლის 4 ნოემბერს დაიდო საქალაქო ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს “აჭარგანათებას“ შორის.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ღირებულება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, გადასახადებს მოიცავს. ასევე, ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრის უნდა იყოს და ის მიმწოდებელმა დამკვეთს 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბაროს.
გამარტივებულ შესყიდვის აუ
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.
წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ.
როგორც შავი ზღვის სტრა
გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს, - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
მისივე განცხადებით, 100 საუკეთესო სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით.
"მათთან ერთად მეც ვიქნები. გარდა ამისა, 100 საუკეთეოს სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია გალფის და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, გან