”დღეს არის ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს უდგას არჩევანი, ან პოლიტიკურად აქტიური პოზიცია დაიჭიროს, ოღონდ ისე არა, რომ „ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, ან „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ერთპარტიული მმართველობა გაინაღდონ, ან კოალიცია შექმნან.
არა! ან უნდა დაიკავოს ამისგან განსხვავებული პოზიცია, ან წავიდეს ამ ქვეყნიდან. სხვა ალტერნატივა არ არის. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ალტერნატივის შეთავაზება შეგვიძლია და მივესალმებით სხვასაც, ვინც ამ ალტერნატივას შესთავაზებს.”
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.
ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.
„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს,
გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.
ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში.
„აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა – ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მარიამ ორი კილოგრამით გააუმჯობესა.
ავტორი -
ნატო-უკრაინის საბჭომ დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას “ნატო-უკრაინის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი სხდომის ჩატარებისთვის”.
“მივესალმებით ალიანსის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან დაგმობას. სულ რაღაც ორი კვირის წი
სამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, თანდათან წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ.
სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენი დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, - წერს მალიარი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტ
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და საელჩოს თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციად აფასებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებ
როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს: ზოგს – დიდი, ზოგს – შედარებით პატარა, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მოკავშირეა.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევით დაწყებული, რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებით დასრულებული. ნაცვლად იმისა,
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან.
„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში 2023 წლის 26 ივლისს, ღამის ორ საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.
ინფორმაციის მიღებიდან საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამირდალეზას ადმინისტრაციასთან.
დაახლოებით ღამის სამ საათზე, როგორც
მზიურთან 25 ივლისს მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოეტი დავით გაბისკირია.
რაც შეეხება დაჭრილს, ის ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესპარტნიორებს შორის მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
netgazeti
იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრების თქმით, შემოდგომიდან აქონდროპლაზიის მქონე რამდენიმე ბავშვი საჭირო მედიკამენტით მკურნალობას დაიწყებს.
დღეს საბჭოს წევრებსა და მშობლებს შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ აქონდროპლაზიის მართვის სახელმწიფო პროტოკოლს საბჭომ მხარი დაუჭირა და ახლა საჭიროა მხოლოდ მინისტრის ხელმოწერა.
„ბიუჯეტი და თანხები არსებობს, შემოდგომაზე ეს მედიკამენტი ჩვე
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ე.წ. ქოლცენტრების საქმე.
„მუნიციპალურ დონეზე „ოცნების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის უკვე იმდენი ფაქტია, პარლამენტშიც. აი, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს. "ქოლცენტრები" არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშ
- ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც".
- აი, ზუსტად ამიტომ, ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა აიღოს.
- ერთი - ფიზიკური მოძალადეა, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიურად ძალადობს ხალხზე.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარია-ს კომენტარი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე წყალტუბოში.
363312993_285974534017843_569188933663166599_n.mp4
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.
მისივე თქმით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება.
"ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია", – განაცხადა ვოდემ.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმ
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია.
როგორც დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.
„ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეც
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გა
გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი.
ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“
უკრაინაში ომის დაწყებიდან, დაახლოებით ბოლო 17 თვეში რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა, 3 071 პირს კი აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულს მოწმობს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟასვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული ინფორმაცია.
კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს.
საბერძნეთში, იტალიაში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით - ევაკუირებულია.
BBC-ის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლება როდოსიდან, კორფუდან და ევიადან ევაკუირებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს.ტყის ხანძრებს იტალიაც ებრძვის. ხანძრების გავრცელების გამო, სიცილიის ხელისუფლებას ცოტა ხნით პალერმოს აეროპორტის დახურვა მოუწია.
BBC-ის ინფორმაციით, დღის
უკვე რამდენიმე დღეა, საბერძნეთის არაერთ რეგიონში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. დღეს, 25 ივლისს, ქალაქ კარისტოსთან ხანძრის ქრობისას სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე, სულ მცირე, 2 ადამიანი იყო.
ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა რეგიონიდან და კუნძულიდან მიმდინარეობს ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია. ხანძრის გამო ზოგ აეროპორტში შეფერხებულია ავიარეისების შესრულება.
მიუხედავად რთული პირობებისა, კომერციული ავიაკომპანიების ნაწილი მაინც ასრულებს ავიარეისებს,
უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს.
კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543].
საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვე
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.
"ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებ