Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მიხეილ სარჯველაძე - ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული არაერთი ვალდებულების შესასრულებლად იყო წარდგენილი ინიციატივები, რომელთა მიღებაშიც ოპოზიციის ჩართულობა ნულოვანი იყო

ბრიუსელში მიმდინარე კომიტეტის სხდომის მნიშვნელობაზე მეტყველებს ორი ფაქტი, ასოცირების დღის წესრიგის და 12 პუნქტის შესრულება ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, ეს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე. „იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული თითოეული მიმართუ

ანდერს ფოგ რასმუსენი - ალიანსის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს

ალიანსის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს. რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანების ნაბიჯებს ან უსაფრთხოების გარანტიას, „არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალური ზომები მიიღოს“. „ცნობილია, რომ პოლონეთი ძალიან ჩართულია უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი კიდევ უფრო

"საქართველოსთვის" - ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული

პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში  ბოლო დღეებში მომხდარ კიდევ ერთ ფემიციდის შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების

სალომე ზურაბიშვილი - გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში, საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადელ ხალხს თანადგომას უცხადებს. ზურაბიშვილი კანადაში ძლიერი ხანძრების შესახებ „ტვიტერზე“ წერს. „გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი. კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება

დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ. „კომიტეტის სხდომის ფარგლებში გა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის "წითელმა ჯვარმა" და გაერომ, უკრაინის დახმარების შესახებ თხოვნებს ან იგნორირება გაუკეთეს ან დიპლომატიური ფორმულირებით უარი განაცხადეს. “ხალხი, ცხოველები დაიღუპნენ. დატბორილი სახლების სახურავებიდან ხალხი დამხრჩვლებს ხედავს. ხერსონის ოლქ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია. „ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული“, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რ

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. უწყების ცნობითვე, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარ

მედია - ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. „კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში. ამასთან, სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს დახმარების აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა

ემანუელ მაკრონი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე - საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს. უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს. "პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებშ

მთავრობა ხუციშვილის წარდგენას კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით - მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით. გიორგი მსხილაძემ აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ხელმძღვანელის დანიშვნას. „ოცნების“

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა. როინ მეტრეველი 83 წლისაა. აქამდე, 2013 წლიდან, იგი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ასევე იყო პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004). საბჭოთა დროს მუშაობდა პარტიულ სტრუქტურებშიც, ასევე იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტორი. ნეტგაზეთი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურა მუშუქია დაიღუპა. ის დონეცკის ოლქში დაბომბვას ემსხვერპლა. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნეტგაზეთი

პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებ: ხერსონში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის მსხვერპლის შესახებ“, — დაწერა ოლეშკის მერმა ევგენი რიშჩუკმა ფეისბუქზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი. მისი თქმით, საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. რიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქი 90%-ით არის დატბორილი, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის

მალიარი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 7 ივნისს, განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე წინ წაიწიეს 200-დან 1100 მეტრზე. მალიარის თანახმად, მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და თავს უყრის რეზერვს. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის რეგულარული არმია, კერძო სამხე

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, საქართველო რეგიონში მიმდინარე მოვლენების რეალურ სურათს ისევ ამახინჯებს

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მილანა წვიჟბამ, ადგილობრივი კორესპონდენტების თხოვნით, კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ განვლილ პერიოდში ,,საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რუსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა.“ აფხაზური უწყება საქართველოს ხელისუფლების მსგავს გა

რუსებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავიანთი დანაყოფები 5 -15 კმ-ით უკან დახიეს

კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს. ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს. როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დრო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა. უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს „სულ მცირე 100 000 ადამიანი“ ცხოვრობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა „ათობით ათასამდე“ დავიდა. შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ

გია ვოლსკი - იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად

იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე. ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".   „ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტ

ტექნოლოგიური კატასტროფა უკრაინაში - ხერსონის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული კატასტოფის შედეგად, ხერსონის ოლქში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს ეძებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ დღეს, 7 ივნისს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. იმ  უკრაინელებს, რომელთა ნათესავებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ტიმჩენკომ ურჩია, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

შსს - სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები

შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში საქართველოს ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა. ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს. თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება. ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული. საერთაშორისო თეატრ

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
×
×
  • შექმენი...