Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის ფა

საგარეო უწყება - შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან

საქართცელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. "საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორ

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ

ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება. „ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს. „ჩვენ აღ

ლაშა ჟვანია - ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა - ბავშვები პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა. ელჩის თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში დაბრუნდა. ამასთან ელჩი აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან. როგორც ლაშა ჟვანიამ განმარტა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ახლა ისრაელში ხდება, მრავალი წლ

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – განახლებადი

შვიდი ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ და მძევლებიც აიყვანეს. ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაში აწარმოებენ ბრძოლებს. ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნო

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ ისრაელის მასშტაბით განხორციელებულ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს და ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს. „ევროკავშირი მოუწოდებს შეწყდეს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობისაკენ“, - აღნიშნულია გან

მიშა დაუშვილი - რის გადასაფარად გაახსენდა დღეს პაპუაშვილს კეზერაშვილი? ოცნების სასოწარკვეთილი მანევრები (ვიდეო)

რის გადასაფარად გაახსენდა დღეს პაპუაშვილს კეზერაშვილი? ოცნების სასოწარკვეთილი მანევრები.  მიხეილ დაუშვილი,  პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 387770522_339321075267206_2350925075688876261_n.mp4

ჯო ბაიდენი - ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული - მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შევთავაზოთ

დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს. „პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი

ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის, 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება

ვეხმაურებით 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა სისტემის მარცხის ნათელი გამოვლინებაა. სისტემის, რომელმაც ვერ და არ შეძლო ადრეულ ეტაპზე უმძიმესი დანაშაულის პრევენცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთა პი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება

ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ „ტელეგრამ” არხზე წერს. „ისრაელიდან საშინელი ცნობებია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა ტერორისტული შეტევების შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორიზმი არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.

ისრაელის ელჩი - მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის - ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად - ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად. „მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო. დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბი

სალომე ზურაბიშვილი - ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით - საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ

ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. „ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართვე

სად შეიქმნა ,,აფხაზური დრონების" ესკადრილია

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,გამარჯვების“ (აიააირა) დღე აღნიშნეს. ,,საზეიმო აღლუმზე“ ეგრეთწოდებულმა თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრონი წარადგინა. გუშინ, რადიო Sputnik-ის გადაცემა „Гражданин и начальник-ის“ ეთერში, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიქმნა ეს ესკადრილია.  „ჩვენ სახელმწიფოს მეთაურთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, შეგვექმნა უპილოტო საფრენი აპარატების საავიაცი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელში, საქართველოს საელჩო ხაზზეა მოქალაქეებთან - ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საგარეო უწყების განმარტებით, გრძელდება კომუნიკაცია ისრაელის შესაბამის სამსახურებთან. „საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამ

ოზურგეთელი “ფრედი მერკური“, რომელმაც ქუჩა და ინტერნეტსივრცე “აადუღა”

„დილა მშვიდობისა, საქართველოს!“ ეთერში ქუჩის მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი შესრულებით ქუჩა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო. “დილა მშვიდობისა საქართველომ” ექსპერიმენტი ჩაატარა და ნახა, როგორი ემოციებით შეხვდნენ  ღია სივრცეში ქუჩის მუსიკოს  დავით ვაშაყმაძეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ ვოკალისტს, ფრედი მერკურს ადარებენ. gurianews.com  

2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 63 ქართველი დაიბადა

აფხაზური მედია-კლუბის, ,,Апсны.Иахьа-ს“ ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში 523 ბავშვი დაიბადა. წარმოშობით, აქედან უმეტესობა, 319 - აფხაზი, 63 - ქართველი, 59 - სომეხი, 34 - რუსი, 48 ბავშვი კი სხვა ეროვნების წარმომადგენელია. ამასთან, ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში 562 ბავშვი დაიბადა.

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს

ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა. „დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ - ნათქვამია გალანტ

ნათია მეზვრიშვილი - 28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება

"28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება. ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა და ადრეულ ეტაპზე არ აღკვეთა - განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, შსს, პროკურატურა, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, სახელმწიფო, საზოგადოება." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.   

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენ

გიორგი შარაშიძე - გახარიას გუნდს, უფრო დიდი მიზანი გვაქვს, ვიდრე მხოლოდ "ქოციანობის" 11 წლის დასრულებაა (ვიდეო)

“ჩვენს გუნდს, გახარიას გუნდს, პარტია “საქართველოსთვის” უფრო დიდი მიზანი გვაქვს ვიდრე მხოლოდ ქოციანობის 11 წლის დასრულებაა. ჩვენ ნაც-ქოციანობის 20 წელი უნდა დავასრულოთ და ჩვენი მთავარი დღის წესრიგი სწორედ ამას ემსახურება. იმიტომ, რომ ის, რასაც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება” აკეთებენ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მომავალთან, კეთილდღეობასთან და ევროპულ განვითარებასთან. ერთადერთი, რასაც ემსახურება - არის საქართველოს წარსულში დაბრუნება და წარსულში დატოვება. სწორედ ამ მოჯა

ანა ბუჩუკური - სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს (ვიდეო)

კანდიდატის სტატუსი, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა „ოცნებას'' რუსულ კანონზე უკან დაახევინა. ვგულისხმობ მარტის აქციებს.  სტატუსზე ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ერთიან ევროინტეგრაციის პროცესს.  ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ანა ბუჩუკური - დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან (ვიდეო)

“დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4
×
×
  • შექმენი...