Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. „ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, - აცხადებს ბორელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში და ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში. „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ირანს კავშირი

პაპუაშვილი ოჩამჩირეში სამხედრო ბაზაზე რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს. პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ამაში მას სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დ

ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ ოპოზიცია პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს, რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან. რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი

მიშა დაუშვილი -  „ნაცებმა'' თავიანთ თავს მიხედონ და „ოცნების'' გაძლიერებას თავი დაანებონ (ვიდეო)

„ნაცებმა'' თავიანთ თავს მიხედონ და „ოცნების'' გაძლიერებას თავი დაანებონ." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 387767252_695320192507121_2389149787095071959_n.mp4

„საქსტატი“ - საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს. „საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება. „სოციალური

აშშ ადასტურებს ისრაელში ამერიკელების დაღუპვას

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ. ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7

ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, დასტურდება ორი ქართველი ებრაელის გარდაცვალება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდ

დიდია უსამართლობის განცდა - დირექტორთა კონკურსის მონაწილეები მინისტრს მიმართავენ

სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის ექვსი წევრი განათლების მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს. განცხადების ავტორები წერენ, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავეა უსამართლობის განცდა. „სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნ

ისრაელის საჰაერო ძალები - ღაზაში ღამით 500-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა. განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო ცენტრი „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი. შეგახსენებთ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა. იპ

მიშა დაუშვილი - ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა - რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს (ვიდეო)

“დღეს ყველაზე მთავარი ჩვენს ქვეყანაში არის უსაფრთხოების საკითხი. ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა. რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს. ოცნება კი ცდილობს იმპიჩმენტის საკითხით გადაფაროს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. “ მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387833185_580294170833724_8977370477246911512_n.mp4

გიორგი გახარიამ გორში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრა გამართა (ფოტოები)

გიორგი გახარიას შეხვედრა გორში - პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან:  

რა უჯდება საქართველოს კომბოსტოს იმპორტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თითქმის 60%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა. კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშ

ირანი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

ირანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“, - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში. მისიის მტკიცებით, „

გაერო - ღაზაში იძულებით გადაადგილებულია 123 000-ზე მეტი პალესტინელი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, - ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს. შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. ღაზას სექტორში დაახლოე

აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელ ჯგუფს გზავნის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, „რეგიონული შეკავების ძალისხმევის გასაძლიერებლად“. ჯგუფი მოიცავს აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდს USS Gerald R. Ford (CVN-78), Ticonderoga-ს კლასის მართვადი სარაკეტო კრეისერ USS Normandy-ს (CG 60), ასევე Arleigh-Burke-ის კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს: USS Thomas Hudner (DDG 116). ), USS Ramage (DDG 61)

ელეონორა არჩაია - ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უშედეგეოდ ითხოვს ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყოს ბიოთერმული ორმო ნარჩენებისთვის, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ ეკოლოგიურ გარემოს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ელეონორა არჩაიამ, ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელი დაათვალიერა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოს შემსრულებელს შეხვდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უშედეგეოდ ითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, ამასთან, მოსახლეობა ითხოვს, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყოს ბიოთერმული ორმო ნარჩენებისთვის, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ ეკოლოგიურ გარემოს.    ,,ბოლო დღეებში ჩატარებუ

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„სოლიდარობა ისრაელს!“ - ამ გზავნილით ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. „ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“, - აღნიშნულა თბილისის მერიის ინფორმაციაში, რომლითაც თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს. ipn

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა. "ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით", - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმებ

გიორგი გახარია - ჩვენი მთელი არჩევნების ლოგიკა იქნება, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ (ვიდეო)

ჩვენი მთელი არჩევნების ლოგიკა იქნება, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ.  გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  387865751_283249344595359_4908914085069773437_n.mp4

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილთა რიცხვებში ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 სერიოზულად არის დაჭრილი. იპნ

ისრაელის საგარეო უწყების ცნობით, ეგვიპტეში ისრაელის ორი მოქალაქე მოკლეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და ეგვიპტელი გიდი მოკლეს. დაჭრილია ერთი ადამიანი. BBC იტყობინება, რომ, სავარაუდოდ, პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა ტურიეტების ჯგუფს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ამჟამად დაკავებულია.   publika

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებით, იმპიჩმენტი პარლამენტში ღია კენჭისყრით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ოცნებიდან“ და „ხალხის ძალიდან“ აინიციირებენ რეგლამენტის პროექტს „რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მ
×
×
  • შექმენი...