სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
„ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.
"2006 წლიდან ათენში ვარ, ემიგრაციაში. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... " - რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა "იმერული ესკიზებიდან"
28 თებ. 2024
რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა "იმერული ესკიზებიდან", ნანა ქვათელაძე და რას ყვება "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში:
"მე 2006 წლიდან ათენში ვიმყოფები, ემიგრაციაში ვარ. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... იმერული
დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა ანუშაიტიტეს საქმეზე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი დაუმძიმეს.
თუ აქამდე ექსპერტს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი, ახლა სახელმწიფო ბრალდება მას ედავება საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობას, რითაც მართლმსაჯულებას ხელი შეეშალა. მუხლის ამგვარად გადაკვალიფიცირებას გოგონას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, “უფლებები საქართველო” ექსპერტისთვის ბრალის წარდგენის დღიდან ითხოვს.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მას შე
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი.
მეტელკინა და ბერულავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ გავიდნენ პირველ ადგილზე, ორივე პროგრამის ჯამში დააგროვეს 179.32 ქულა და 12,47 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს.
ამ სეზონში მეტელკინა/ბერულავასთვის ეს არის მეექვსე მედალი, რომელიც მოიგეს. იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ მოიპოვეს ფიგურული სრიალის ევროპის ჩე
1 მარტიდან საქართველოში კანონით იკრძალება უნებართვო სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების, SMS-ების გაგზავნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აწი ასეთი შეტყობინებები თქვენს ნომერზე ავტომატურად არ გამოიგზავნება.
რა უნდა ვიცოდეთ უნებართვო სარეკლამო SMS-ების აკრძალვაზე და რისი გაკეთება შეგვიძლია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავის „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ.
„ნეტგაზეთმა“ სიმონიშვილის პოსტიდან შეკრი
ნიჟნევარტოვსკის მკვიდრი ილკინ მელიკოვი, რომელმაც უშიშროების ძალების მხრიდან ცემის შემდეგ რუსეთისგან საქართველოს შეაფარა თავი, თბილისიდან გაიტაცეს, რუსეთში იძულებით დააბრუნეს და დააკავეს – ინფორმაციას რუსული გამოცემა The Insider ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მელიკოვს იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მან საზღვარი ნებაყოფლობით გადაკვეთა. The Insider წერს, რომ მელიკოვი ამჟამად ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მედიის ინფორმაციით, მელიკოვის თქმი
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები ძალაში 2025 წლიდან შევა.
„გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ამ ეტაპზე უცნობია.
დღესვე თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
იპნ
ერთწლიანი მაგისტრატურის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის შემუშავების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.
ბრძანება განსაზღვრავს 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის და 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.
ბრძანების მიხედვით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებისთვის იქნება
ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზ
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მათი ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.
პუბლიკა
„მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) მოუწოდებს პარლამენტს, დროულად დაიწყოს განხილვა ნოემბერში დარეგისტრირებული კანონპროექტისა, რომელიც ემიგრანტებისთვის ხმის ონლაინმიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
EECMD-ის ავტორობით და ოპოზიციის დეპუტატების ინიციირებით, 2023 წლის 21 ნოემბერს დარეგiსტრირდა კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესაძლ
მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობია, რომელ განყოფილებაში ჰყავთ ის გადაყვანილი.
მედიის ცნობით, სოკოლოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციის” შესახებ და მას, შესაძლოა, 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს.
Novaya Gazeta-ს ცნობით, მისი პროცესი პერკოვსკის სასამართლოში გაიმართება, თუმცა დრო უცნობია – მათივე განცხადებით, საქმე გამოცემის ერთ-ერთ მასალას ეხება
"მთავარი ავტორი ამ ამნისტიის პროექტის არის დამალული და ძალიან მალე ეს მთავარი აქტორიც გამოჩნდება და საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, რაზე არის ეს ამნისტია მორგებული. მთავარი საკითხი აქ პოლიტიკური თვალსაზრისით არის ორი, ერთი - მიხეილ სააკაშვილის ამნისტირება, მეორე, წინასარჩევნო ინტერესები. პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ ამნისტიის საკითხს, პარტია "საქართველოსთვის" მხარს არ დაუჭერს."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდე
"ამნისტიის წარმოდგენილი პროექტი არ ემსახურება ჰუმანურ მიზნებს. ეს არის ამნისტია, რომელიც ეხება მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა მრავალგზის მკვლელობა. ეს არის ამნისტია, რომელიც ეხება ნარკოტიკების რეალიზატორებს. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოხელეო დანაშაულების, მათ შორის, კორუფციის ამნისტიას.
საბოლოო ჯამში ეს არის ამნისტიის პროექტი, რომლის ავტორებსაც არ აქვთ გააზრებული რა კრიმინოგენული მდგომარეობაა საქართველოში ან პასუხისმგებლობის შეგრძნება გაუქრათ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე
"მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროს და საგამოძიებო სამსახურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ბალდის კანიონთან დაკავშირებული სავარაუდო სამოხელეო დანაშაული. ხელისუფლებამ კი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ, ყურად იღოს და გაითვალისწინოს ადგილობრივი მაცხოვრებლების რამდენიმე თვიანი სამართლიანი პროტესტი."
ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1044576836616560/
"სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ბალდის კანიონთან დაკავშირებით, ხოლო “ოცნების” ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
მინდა მოვუწოდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სანამ უფრო მძიმე შედეგი დამდგარა, დროულად ჩაერიონ აღნიშნულ საკითხში."
ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1355802328459187/
"პოლარიზაციის დაძლევა, როგორც მთავარი საკითხი 9 რეკომენდაციაში, სააკაშვილის გამოშვებით შეუძლებელია განხორციელდეს, რადგან ერთადერთი რესურსი დღეს, რაც სააკაშვილს გააჩნია არის რადიკალიზაცია და პოლარიზაციის გაღრმავება.შესაბამისად, საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1128117571526000/
"ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მკვეთრად გამოვრიცხეთ "ნაც.მოძრაობასთან" და "ოცნებასთან" კოალიცია და მკაფიოდ ვთქვით, რომ არჩევნებზე მივდივართ მარტო, არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. დანარჩენი პარტიები კი რას როოგორ აპირებენ გაურკვეველია."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/284709011306678/
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი და ძირეული რეფორმის შესახებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან მალე მოახდენს აშშ-ს მიერ კორუფციიისთვის დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფის სასამართლოდან დემონტაჟს!"
ზაზა თავაძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2595124305
ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ეუბნება „ოცნებას“ და მესამეს აკეთებინებს. სამწუხაროდ, ასეთი მოცემულობა შეიქმნა. ასეთივე მოცემულობა აქვს საგარეო და შიდა პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით დღეს "ოცნებას“.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1109059806962516/
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის კეთილსინდისიერების შემოწმება და მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა.
„ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი არ
თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის