Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კალაძე: უამრავი დრო არსებობდა, ტაქსის მძღოლებს მათთვის მნიშვნელოვანი ლიცენზია აეღოთ

თბილისის მერი, კახა კალაძე აპლიკაციის მოსარგებლე ტაქსის მძღოლების პროტესტს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რათა კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა) – ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობ

გვრიტიშვილი „ვეტინგზე“: მათ უნდათ ისეთი მოსამართლეები, წინასწარ მიცემულ დავალებებს რომ შეასრულებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი „იმედის კვირაში“ ვეტინგის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ამბობს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოზე კონტროლის მოპოვებაა. ის იხსენებს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელის აშშ-ის საელჩომ პროექტიდან მოხსნა და ამბობს, რომ სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მსურველებს ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები არ სჭირდებათ. ამავე სიუჟეტში მოსამართლე ამტკიცებს, რომ ალბანეთში ვეტინგმა სისტემის პარალიზება გამოიწვია. დიმიტრი გ

ოდესაში რუსების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია

შაბათს ოდესაში ოკუპანტების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია – ორი ბავშვის ცხედარი ნანგრევებში გუშინ ღამით იპოვეს. დაღუპულთა შორის არიან 8 და 10 წლის ბავშვები, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილი. რუსები ოდესას 2 მარტს დაესხნენ თავს – დრონების სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსი. მომდევნო დღეს ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა. პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი უწყებაში დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ელჩის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სავარაუდოდ, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, რუსული მედიის ცნობით, გერმანელი სამხედრო ოფიცრები უკრაინის მხარდაჭე

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით,

გახარია საკუთარი პარტიის რეიტინგზე, ოპოზიციაზე, ივანიშვილის და ოცნების ცვეთაზე (ვიდეო)

#5 ეპიზოდი: გახარია საკუთარი პარტიის რეიტინგზე, ოპოზიციაზე, ივანიშვილის და ოცნების ცვეთაზე    

პარლამენტთან ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია - „მინდა ვიცოცხლო“ გამართეს

„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სახელწოდებით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით, ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის. ასევე, ისინი ჯანდაცვის ს

"ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და გადასარჩენად რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც" - რას ჰყვება სოფელ საზანოს ტრაგედიისას დაღუპული გოგონების მასწავლებელი

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მდი­ნა­რე ძუ­სა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. მათ შო­რის არი­ან გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში სტუმ­რად ჭი­ა­თუ­რი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბი ელე­ნე შუ­კა­კი­ძე და ნინო კენ­ჭოშ­ვი­ლი არი­ან. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს გო­გო­ნე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი, სოფო ჩუ­ბი­ნი­ძე ესა­უბ­რა: "გო­გო­ნე­ბი ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო­ში სწავ­ლობ­დნენ. სა­

„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - „რომ მოაშენო, მერე ვიღაცამ დენით მოსპოს, ხომ არ ივარგებს?!“

„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას თევზის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, რესურსის ათვისება შესაბამისად არ ხდება. როგორც თემურ ტყემალაძე განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რეგიონებში ტბორების რაოდენობა მომრავლდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.   „ასათვისებელია კიდევ წყალსა

საფრანგეთიდან 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს - 2024 წლიდან დეპორტაცია კიდევ უფრო გახშირდება

საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს. 2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 2020-2

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს მიერ უგულებელყოფილი ყოველი ტერორისტული თავდასხმა, რუსეთს საშუალებას აძლევს განაგრძოს მკვლელობები - ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, უპასუხოს რუსეთის აგრესიის ყველა გამოვლინებას, რადგან უკრაინელი ბავშვები რუსეთის ფედერაციის სამიზნეები ხდებიან. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო ოდესადან, სადაც რუსებმა დრონებით საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა განახორციელეს. ”ჯერჯერობით დაფიქსირდა 10 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სამი ბავშვი: მარკი, რომელიც სამი წლის გახდებოდა, ელიზავეტა, რომელიც რვა თვის

ნათია მეზვრიშვილი - საჯარო სამსახურით გამდიდრებას ჰქვია კორუფცია

"საჯარო სამსახურში 14 წლიანი მუშაობის შემდეგ (საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე) ჩემი „კაპიტალია“ 10 წლიანი სესხით შეძენილი 60კვ.მ. ბინა. საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერი მუშაობით კაპიტალი ვერ გროვდება. საჯარო სამსახურით გამდიდრებას ჰქვია კორუფცია." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. 

სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს დედის დღესთან დაკავშირებით თაიგულები მიართვეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს. ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს. „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 7 ლელო დადო და ანგარიში 43:5 დამთავრდა. რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირი) იპნ

ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი. დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი. რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

ეიფელის კოშკთან საავტომობილო გზები საფეხმავლო ზონად გადაიქცევა

პარიზში, ეიფელის კოშკთან არსებული საავტომობილო გზები შესაძლოა, საფეხმავლო ზონად გადაიქცეს. ინიციატივით ქალაქის მერი, ანნ იდალგო გამოდის. მისი პროექტის მიხედვით, ეიფელის კოშკსა და ტროკადეროს სანაპიროს შორის მთელი სივრცე ავტომობილებისგან გათავისუფლდება. ყოფილ სამანქანო გზებზე ხეები დაირგვება და პარიზის გულში დიდი პარკი შეიქმნება. იდალგო ამ პროექტს 2018 წლიდან უჭერს მხარს. თუმცა, მისი განხორციელება იმ საფრთხის გამო შეფერხდა, რომ გზების ჩაკეტვა ქალაქის სხვა უბნებში საცობებს გამოიწვევდა.

როგორია საპენსიო ასაკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პენსიაზე გასვლის ასაკი განსხვავებულია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უახლესი მონაცემების გამოყენებით, ევროპის უმეტეს ქვეყანას საპენსიო ასაკი ერთნაირად აქვს განსაზღვრული. თუმცა, მაინც არსებობს განსხვავება 1 ან 2 წელს შორის. მაგალითად, თურქეთში და ბელგიაში მამაკაცი პენსიაზე გადიან 61 წლიდან, ხოლო ქალები საშუალოდ 60 წლის ასაკში. როგორც პოლონეთში, ავსტრიაშიც ოფიციალური საპენსიო ასაკია 60 წელი ქალებისთვი

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს. იპნ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დააკავეს 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბ

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს

რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს. უკრაინის მედიის ცნობით, ოდესაში მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ჯერ ისევ ეძებენ ადამიანებს. არის მსხვერპლი. ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე შვიდი დაშავდა. ხარკოვის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.   publika

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი - კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. „ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესია
×
×
  • შექმენი...