სპეციალური საგამოძიებო სამსახურს განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეებს შეისწავლის.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 20 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა.
საგამოძიებო სამსახური წერს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
ამის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს! ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულს!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
იპნ
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს.
„21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები - ვოლგოდონსკი, ენგელსი - რუსეთის ფედერაცია)“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეც
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამით ფრენას ვერც ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 შეძლებს.
სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი შსს-ს 12 მარტს გადაეცა. ის ჯერ ქვეყანაში ჩამოსული არ არის. გომელაურის თქმით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
კითხვაზე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 2023 წლის აგვისტოში, შოვში ადამიანების გადარჩენა, H 145 საქართველოში რომ, ყოფილიყო, შს მინისტრი ამბობს, რომ არა.
„ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, იქ ყველას გადავარჩენდი
ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
„ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანს
რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვი
ის, ვინც აინიცირებს [რეზოლუციის პროექტს], 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფორმალურად ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ის, ვინც აინიცირებს, 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც
„თბილისელებმა უკვე იციან, რომ გახარიას გუნდი - პარტია „საქართველოსთვის“ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების დამატებას სთავაზობს, მათ შორის, მეტროს გაფართოებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, ლილოსა და გლდანის მიმართულებით, ასევე რუსთავი-თბილისის დაკავშირებას მიწისზედა მეტროთი.
10 დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა, რაც ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დღევანდელი „ოცნების“ მმარ
ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა.
„საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის
„ოცნების" ხელისუფლების უარი მეტროს გაფართოებას.
პარტია საქართველოსთვის / For Georgia სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისს 15 მეტროსადგურს პირდება, მათ შორის, მეტროს - დიდ დიღომში
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს.
გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ.
გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“.
ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ ა
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 7.5 მილიონი ლარი გამოიყო.
მთავრობის განკარგულებას, რომელიც 18 მარტს გამოიცა, პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
ამავე განკარგულებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თანხის გადარიცხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით,
“ოცნებას” და კალაძეს, რომელსაც მე-7 წელია ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი ვერ შეუკეთებია, რა თქმა უნდა, მეტროპოლიტენის განვითარების და ახალი მეტროსადგურების აშენების არც უნარი აქვს და არც სურვილი, რადგან, მრავალმეტრიანი ავტობუსებიდან, ალბათ, უფრო მარტივია ატკატების მიღება!"
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ვიქტორ წილოსანს პასუხობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი.
უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთ
გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ოკრესტრთან ერთად დაუკრავს. ამის შესახებ BBC Shows წერს.
კონცერტი 16 აპრილს ჩატარდება. გიორგი გიგაშვილი ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.
ორკესტრს ახალგაზრდა იტალიელი-თურქი დირიჟორი ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების, ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები.
გიორგი გიგაშვილი გასულ წელს BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბ
ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება.
იპნ
პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პ
პარტია „საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ურბანული ლაბორატორია“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი საუბრობენ თბილისში გადაადგილების პრობლემებზე, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქუტურულ გამოწვევებზე, მეტროსადგურების ეფექტიანობაზე.
ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები
ვიდეო:
თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა.
“თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინე
"დღეს ყველაზე ნათლად ჩანს "ოცნების" შიშები, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ 60 %იანი მხარდაჭერა აქვთ და ამის პარალელურად ცესკოს სრულად იქვემდებარებენ პარტიულ ვერტიკალში."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
"დღეს სახეზე გვყავს შიშებით შეპყრობილი ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ ფასად ეცდება ძალაუფლების გახანგრძლივებას. მათ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან, საქართველოს საზოგადოების დაქვემდებარებას ვერ შეძლებენ, თუ კი საზოგადოება იქნება ფხიზლად და არჩევნებზე იქნება აქტიური."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745133737757016/
პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
პლენარულ სხდომაზე კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“.
ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი - ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კა