ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელში პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირის ღაზის სექტორში დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულ პალესტინელ პატიმრებს შორის 100-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის.
CNN-ის ცნობით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ბილ ბერნსის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც იმყოფებოდა დოჰაში, სადაც
დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე ე.წ კლანის მოსამართლე დიმიტრო გვრიტიშვილმა „ვეტინგის” საწინააღდეგო პრეზენტაცია ჩაატარა.
დიმიტრი გვტირიშვილმა ახსენა ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს” ეწინააღმდეგება.
გვრიტიშვილმა ასევე ისაუბრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ზოგ შემთვევაში კი მათი „ფეისბუქ-პოსტებიც” წარმოადგინა, რომლებშიც ასევე „კლანი” იყო გაკრიტიკებულ
მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
„ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო.
ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.
იპნ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი და “სხვა ნაძირლები” ცდილობენ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა “სხვას გადააბრალონ”.
“პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ, რაც გუშინ მოხდა. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს ადრეც ვნახეთ – აფეთქებული სახლები, ჩაცხრილვა და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუ
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მ
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ.
„წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის,
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ეს შ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა.
„ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
იპნ
"შინაარსობრივი განსხვავება "ნაც.მოძრაობასა" და "ოცნებას" შორის მიდგომებში, დამოკიდებულებებში დღეს აღარ არის."
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1443880706537899/
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ალექსნადრ ბორტნიკოვმა პუტინს შეატყობინა, რომ ის პირები არიან დაკავებულნი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში.
დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.
პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ.
რუსეთს მიუსამძიმრეს და ტერაქტი დაგმეს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
თავდასხმა დაგმო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რუს ხალხსა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
განცხადება ასევე გაავრცელა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ, რომელმაც თავდასხმას „საშინელი და მხდალი“ უწოდა.
მომ
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის თავიდან აცილებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან.
როგორც მესამე სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონფერენციის დღის წესრიგით პირველ საკითხად განსაზღვრულია „სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა“. სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმ
მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, -
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„ნანგრევების გაწმენდისას სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა რიცხვი ახლა 115 ადამიანს შეადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
„ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენე
ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია. ფილმმა ჯილდო მიიღო საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო სცენარისა და მონტაჟის კატეგორიებში.
დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს გაიმართა ციურიხში.
შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფილმები, რომლებიც შეიქმნა შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით. სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნით მოხვდა ელენე ნავერიანის ფილმი კონკურსში.
„შაშვი შაშვი
საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.
ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსა
„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს - პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
„საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნ
“წელს ხალხის სიცოტავე შესამჩნევი იყო, რადგან საბაგიროს ბილეთი, რომელიც 70 ლარი გახდა, ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც საკმაოდ ძვირია” – “ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ წლევანდელი ზამთრის სეზონი შეაჯამა.
„სეზონი არ დასრულებულა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ის აპრილამდე გაგრძელდება. გუდაურში მაღალმხარჯველი ტურისტების 90% სპარსეთის ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც ევროპაში სასრიალოდ წასვლას ისევ საქართველოში ჩამოსვლა ურჩევიათ.
პირდაპირ ევ
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა.
ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.
ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების
უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“რუსეთის მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტერორისტული ქმედებები მოხდა - მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არას
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა და დაავადებასთან ბრძოლას იწყებს.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიდლტონმა დიდი შოკი უწოდა დაავადების ტესტებით დადასტურებას, მაგრამ განაცხადა, რომ კარგადაა და ყოველდღე უფრო გაძლიერდება.
BBC-ის თანახმად, დეტალები სიმსივნის თაობაზე უცნობია, თუმცა კენსიგნტონის სასახლეში დარწმუნებული არიან, რომ პრინცესა სრულად გაჯანმრთელდება.
ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ ქიმიოთერაპიის დაწყებით სტადიაზეა.
“ყველას, ვინც ამ დაავადებას ე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 60-ზე მეტი ადამიანი.
„სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს“, — აცხადებენ კომიტეტში.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული 115 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი ბავშვია. 60 ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო განცხადებით ეხმაურება საქართველოში სასამართლო რეფორმის საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს.
პიტერ სტანოს განცხადებით, მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმა, რომელიც მათ შორის შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თანხვედრაში იქნება ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ანგარიშსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე.
მისივე თქმით, ეს ასევე