ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.
როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
“მანივალის რეკომენდაციებით
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია.
ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან „გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა”, აღელვების ნიადაგზე კი თვითდაზიანება სცადა.
ომბუდსმენი წერს, რომ „საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია”. მისი თქმით, დაკავებულმა კონსულტაცია ფსიქოლოგ
საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინ
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია.
სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლებ
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლება
28 მაისს გიორგი გახარია შეხვდა ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მნიშვნელობასა და არჩევნების დაცვის აუცილებლობაზე ელაპარაკა. შეხვედრას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშ
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა.
ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებე
ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა.
ამ დროისთვის, განცხადებას 134 ადამიანი აწერს ხელს.
გთავაზობთ განცხადებას სრულად.
ქართველო
ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააშორა ევროინტეგრაციის გზას.
საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.
ნეტგაზეთი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს და მოუწოდებს მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია.
პუბლიკა
მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას.
პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
„ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე
ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ახლა წყება და დარწმუნებულები იყავით, ერთად გავაფორმებთ ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლების მძიმე დასასრულს.
ახლა მთავარი, რაზეც ძალები უნდა გავაერთიანოთ არის არჩევნების დაცვა, არჩევნებს თუ ვერ დავიცავთ ყველა გზა იკეტება.
ანა ბუჩუკური.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/297367273467699/
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე საქართველოს დროშით
გაზიარება
იხ. კომენტარები
ბეჭდვა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას:
„ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არავის მოუტანს სარგებელს. თითქმის არავის“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პ
პარლამენტმა დღეს, 28 მაისს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო.
კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგი იყო.
კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება
ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე.
“იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი
ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება.
როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგ
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.
თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.
ამის შემდეგ კენჭისყრაზე
საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალში დაკავებული ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები — ალბერტ ზარაქუა და ვიანორ აბშილავა — გაამართლა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუდევრობაში და 50 000 რუბლის ჯარიმის სანაცვლოდ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე, ერთი წლით აეკრძალ