Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვინ იმღერებს 2 ივნისის აქცია-კონცერტზე | სია

„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – 2 ივნისს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება. აქცია-კონცერტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მხარდასაჭერად და ჯარიმების თანხის შესაგროვებლად გაიმართება. ვინ იმღერებს აქცია-კონცერტზე: გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი; შოთა საგანელიძე; Moku Moku; წერილი; Kordz; Mechanical Rainbow; ლექს სენი & თი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰ

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება - ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხ

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს სავარაუდოდ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ერთი ხელის მოსმით თავისუფალ სიტყვას ჩაახშობდა არჩევნების წინ, გააჩუმებდა არასამთავრობო სექტორს და მედიას - თუმცა ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო (ვიდეო)

"ივანიშვილს სავარაუდოდ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ერთი ხელის მოსმით თავისუფალ სიტყვას ჩაახშობდა არჩევნების წინ, გააჩუმებდა არასამთავრობო სექტორს და მედიას. ეს ორი აქტორი დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს და მან გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ ველი მათგანაც მოესუფთავებინა და არჩევნებს ასე შეხვედროდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო."    ნათია მეზვრიშვილი, პარტი

იოსელიანი: კანონის მიღება სერვისების შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადო

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს შესაძლოა პრეზიდენტმაც მიმართოს

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ა

კანონზე დასკვნა ჯერემი მაკბრაიდს არ დაუწერია – ODIHR-ის პასუხი “ოცნებას”

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული.

ენმ: ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, დაზიანებულია ინვენტარი, მონაწილეობდა ასამდე თავდამსხმელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა.   პუბლიკა

დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმო

მიხეილ სარჯველაძე - დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება - ჩვენი მიზანია, მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში. „1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებ

ანა ბუჩუკური - რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, განახლებული ძალებით დაიწყო ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს მოქალაქეების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა (ვიდეო)

რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, განახლებული ძალებით დაიწყო ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს მოქალაქეების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2028738634194292/

სტოლტენბერგი: ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს

„უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ: რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წ

New Lines Magazine: ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა

ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა. რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება. საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა,  როგორც NATO-ს ინიციატივა,

ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა. „როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. პრაღაში, ნატოს საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტეს

პრემიერი - პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა. „პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში

გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი - შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს

გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი.    შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს.   https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZX8LYTu3zGgaPXa1EKwZQ79zgX66oxL5wxOlM9v0kl_j-ow/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3RmqwrYlvGRCRwb-uv29s78Ngi0BARajaKgRkKVpgaQwyC6DqG635QpHE_aem_AYbnFB6NQDIWugTnjs_5wElT-F0cH9H62traAneA-S0Ox1vCyDtXHmmxXddNKuXcb2LlTpQb2hHbqV9z6EpbCIJT&pli=1

ნინო წილოსანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა

ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია. „საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვ

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:   აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:        

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალ

რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების  ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს. ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და  ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია. „ევროპა ნოსტრ

კახაბერ ქემოკლიძე - "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე  იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით

"ოცნების" ზოგიერთი გულწრფელი მხარდამჭერისთვის რომ გეკითხათ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურებაო. თან ისე მტკიცედ და სხარტად გიპასუხებდნენ გეგონება ყველაზე “ზე-გამჭვირვალე” პარტიის, მთავრობის და მათი ბელადის მმართველობის ქვეშ გვეცხოვროს მთელი ეს ბოლო წლები… "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე  იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით.    სახელმწიფოს ინტერესები, კონსტიტუცია, საგარეო ორიენტ
×
×
  • შექმენი...