Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი გახარია - გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის - პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან - ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”. „ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ

შსს-ს ინფორმაციით, რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო

მოსამართლეები რესტორნის ტერიტორიას საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე ტოვებენ

მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ტოვებენ – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მათ აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით ჩასწიეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – იქ იმყოფებოდნენ აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც

„დანაშაულებრივი პროვოკაცია" - მედიებისა და ორგანიზაციების განცხადება მზია ამაღლობელის დაკავებაზე

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და მიუთითებენ, რომ მისი სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. გთავაზობთ განცხადებას სრულად: განცხადებას ხელს აწერენ: გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი; ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი; ლია ჩახუ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. არსებული ცნობებით, ადგილზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია

"სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან, პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა,”იზვინი ბრატ”, გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!" - რას წერს ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარის შესახებ?

რადგან ასეთი რეაქცია მოყვა ამიტომ თავს ვთვლი ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ ,უფრო სწორედ “ გაიჩალიჩა” ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული( ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს გია ჯვარშეიშვილს და მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს შშმპ უფლებათა აქტივისტს, გია ჯვარშეიშვილს, რომელიც მათი ცნობით, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მეორედ გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს. „2025 წლის 11 იანვარს, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი, კიდევ ერთხელ, ძალის გადამეტებით დააკავა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელის

ჯო უილსონი - გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი თვალს ადევნებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე. „გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ

მოსამართლე ხუჭუა: წვეულებაზე მიწვეული არ ვარ, ეს პირველი შემთხვევა არაა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მოსამართლეების წვეულებაზე, რომელიც რესტორან ბაბილოში იმართება, მიწვეული არ არის. ხუჭუას თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მოსამართლის მხრიად სულმდაბალი ქმედებები არ უკვირს. "მე ამ წვეულებაზე მიწვეული არ ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან იყო გარკვეული წლები, როცა დაპატიჟებული არ ვიყავი. თუ ეს ნამდვილად კორპორატიული შეკრებაა და არ მომიწვიეს, მე ამით არაფერი დამაკლ

SJC: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს: „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას. აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”

ვიკა ფილფანი - დაკავებულია მათე ცენტერაძე, ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელზეც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების მცდელობა

დაკავებულია მათე ცენტერაძე, ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელზეც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების მცდელობა. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/519836690508067

ომბუდსმენი - სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს - დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. „მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

თბილისში, რესტორანთან, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოსამართლეები შენობაში შეძახილების ფონზე შედიან

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ. “[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებუ

მზია ამაღლობელი პოლიციამ 353-1 პრიმა მუხლით დააკავა, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.  მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ პატიმრების გათავისუფლება გადის ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპრომისზე წასვლის და გაჩერების (ვიდეო)

ამ პატიმრების გათავისუფლება გადის ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპრომისზე წასვლის და გაჩერების. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1135812314554863

"გახარია საქართველოსთვის" - ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე - მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი!

"ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე. რეჟიმი აგრძელებს ახალგაზრდებზე ნადირობას. მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი!" პარტია "გახარია საქართველოსთვის".

ვიკა ფილფანი - ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი მოქალაქეების ხმას და მოთხოვნებს ვაწვდით მათ

ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი მოქალაქეების ხმას და მოთხოვნებს ვაწვდით მათ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ახალი არჩევნების თარიღი! ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/524787699884112

შსს-ში აცხადებენ, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.   იპნ

რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე დაკავებული შშმ აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მასთან არის მისი ადვოკატი. კლინიკის შენობასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა. ჯვარშეიშვილის მეგობრის თქმით, დაკავებული ნაცემია, თუმცა, ხელზე კვლავ ბორკილები ადევს, ხოლო ექიმები მას უხეშად ექცევიან. გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლი

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი

11 იანვარს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მისი მეგობრებისთის უცნობია, სად არის ჯვარშეიშვილი გადაყვანილი. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლიკა” ცდილობს დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას. ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც და

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი

ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. „ბათუმელების” ჟურნალისტის თქმით, ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. „ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ თქვა: ბათუმში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს სწორედ პლაკატების გაკვრის გამო. „ბათუმელების” ცნობით, თავდაპირველად ერთი ადამიანი – აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.

დავით დოიაშვილი - მოვითხოვთ, ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას!

მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვერასო

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს - თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეთ“. ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს. „როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავ
×
×
  • შექმენი...