Jump to content
Planeta.Ge

რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში?


Recommended Posts

პატარა ხალტურების გარეშე წაგებაზე მოგიწევს მუშაობა, ანუ პატარა გაუფორმებელი რაღაცეების გაყიდვა მოგიწევს.

:dash2:

 

ერთი დღეც არ ვიმუშავებ ასე. თუ დავიწყებ რაიმეს, თავიდანვე ვიქნები შეგუებული, რომ 3 დღეში არ გავმდიდრდები და მეოთხე დღეს მოგებაზე წავალ. ეგ მიდგომა კლავს კაკრაზ ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას.

 

დაგლუქავენ ერთ ნახევარ წელიწადში, დიდ მაყუთებს აგახევენ და მაგის მერე მოგთხოვენ მინიმუმ 51% წილს, არადა დაგიჭერთ და დაგხურავთო გეტყვიან.

ეგ მოუვიდა ზუსტად მამაჩემს, ძალიან დიდ მაყუთებზე არ იყო საქმე, მაგრამ დაახლოებით ეს სიტუაცია იყო. დაჭერილიც არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მიატოვა და დღეს დურგალია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში

რომელშიც არ ჩაგეწილებიან ჩინოვნიკები და არ აგახევენ საბოლოოდ

 

ზონდერების დაპადიეზდება.

 

ეხლა უბრალოდ ვეძებ დაფინანსების წყაროს. აშშ-ს ლიბერალურ წრეებში ბიზნეს გეგმას ვატრიალებ და გრანტს ველოდები. როდესაც გავაკეთებ მერე შეგვიძლია საქმიანობის დაწყებაც.

 

გათვლილია 10 საშტატო ერთეულზე. აქედან 2 ფარული წევრი, ანუ რომელსაც იცნობს მხოლოდ გრანტის გამცემი და მათი ამოქმედება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ჯგუფის დანარჩენი 8 წევრიდან რომელიმე აღმოჩნდება შსს-ს გამცემი და დააჭერინებს ჯგუფს ეს 2 უცნობი წევრი მივა გამცემის ოჯახში და ყველას დახოცავს.

 

მოკლედ დარჩენილი 8 ადამიანიდან 2 უნდა იყოს მძღოლი და თან მოთალთვალე, რომლებიც უთვალთვალებენ ზონდერებს და შეადგენენ მათი გადაადგილების გრაფიკებს, ასევე ინფორმაციას მოაგროვებენ მოსახლეობისგან ამა თუ იმ უბანში გამოაშკარავებული ზონდერის შესახებ. დარჩენილი 6 წევრიდან ერთი იქნება ჯგუფის უფროსი, რომელიც დაგეგმავს დაპადიეზდებებს და უშუალოდ მონაწილეობას მიიღებს ოპერაციებში, ხოლო 5 მუშა ჯანიანი მცემელ-მტყეპელი.

 

მე მჯერა, რომ ამ ბიზნესში მთავრობა ვერ ჩაგიწილდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი რისი ბიზნესიც შეგიძლია მართლა გააკეთო არის ის, რომ მაღაზია გახსნა, ოღონდ ერთი პირობით - ამათი შემოტანილი საქონელი უნდა დადო და ყიდე რამდენიც გინდა, თუ გინდა მილიონები აკეთე.

შენი რამის შემოტანა თუ გინდა ჯერ ხო გააჩნია რა შემოგაქვს, მაგალითად ბენზინს, სიგარეტს, შაქარს, მარილს და ეგეთ რაღაცეებს არ შემოგატანინებენ და სხვა რამე, რასაც შემოგატანინებენ თუ იმდენი გაყიდე რო იმის შემოტანილს დიდ კონკურენციას ვერ უწევ, ანუ ვთქვათ მაქსიმუმ 5000-10 000 გაქ თვეში მოგება თავიდან არ მოგაქცევენ ყურადღებას და მერე ესე წელიწადში 2-ჯერ რეგულარულად შეგაწუხებენ, როგორც მაგალითად კიდობანს, პასაჟს და ლილოს მოვაჭრეებს აწუხებენ...P.S. გაითვალისწინე, რომ პატარა ხალტურების გარეშე წაგებაზე მოგიწევს მუშაობა, ანუ პატარა გაუფორმებელი რაღაცეების გაყიდვა მოგიწევს. დიდი ფულის კეთება თუ დაიწყე ეგრევე ყურადღებას მიიპყრობ, დაგლუქავენ ერთ ნახევარ წელიწადში, დიდ მაყუთებს აგახევენ და მაგის მერე მოგთხოვენ მინიმუმ 51% წილს, არადა დაგიჭერთ და დაგხურავთო გეტყვიან.

 

 

ე.ი. გამოდის,რომ ნებისმიერ ნორმალურ ბიზნესში წილში ჩაგიჯდებიან და თუ კარგად შოულობ,შეიძლება აგახიონ კიდეც ხომ?

 

 

ნავთობი და ა.შ. მონოპოლიზირებული აქვთ დამატებით არა?

 

ტაშიი

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულიბარ ხარ სერიოულ ბიზნესს აზრი არ აქვს

პატარა ბიზნესები შეიძლება ავტო სამრეცხაო პროფილაქტიკა სასურსათო მაღაზია სამშენებლო მასალებით ვაჭრობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულიბარ ხარ სერიოულ ბიზნესს აზრი არ აქვს

პატარა ბიზნესები შეიძლება ავტო სამრეცხაო პროფილაქტიკა სასურსათო მაღაზია სამშენებლო მასალებით ვაჭრობა

 

 

კარგი კაცი ხარ,სიმართლეს რომ ბაზრობ. :)

 

მერე ეს კარგია ფრიდრიხ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მერე ეს კარგია ფრიდრიხ?

არ არის კარგი პირიქით ბიზნესი ვერ განვითარდება ამორჩევის პირობებში რაც საბოლოოთ ქვეყნის ბიუჯეტს ცარიელს დატოვებს და საპროცესო გარიგებებით შევსებული ბიუჯეტი და ქვეყანა განწირულია კისრის მოტეხვისთვის

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიწევს საქართველოს მაშტაბით სიარული სხვადასხვა ქალაქებში.

რასაც დავაკვირდი სულ 3 რამეა ყველა ქალაქში:

 

მაღაზია. ტოტალიზატორი(პოკერ კლუბი) და აფთიაქი.

 

 

სიიდან მეორემ დაღუპა მთელი საქართველო :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი75

ტოტალიზატორი

ტოტალიზატორებს წილი მიაქვთ ოფიციალური გადასახადების გარდა

 

 

 

ირაკლი75

აფთიაქი.

აფთიაქებს მონოპოლიზაცია აქვთ კურტანიძე ოქქრიაშვილი მაგათაც ოფიციალური გადასახადების გარდაა წილი მიაქვთ

კურტანიძე აუფ რა მაგარი კაცია 70$ დაიწყო ბიზნესი იმდენი მაგათი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის კარგი პირიქით ბიზნესი ვერ განვითარდება ამორჩევის პირობებში რაც საბოლოოთ ქვეყნის ბიუჯეტს ცარიელს დატოვებს და საპროცესო გარიგებებით შევსებული ბიუჯეტი და ქვეყანა განწირულია კისრის მოტეხვისთვის

 

 

კარგია სიმართლეს რომ ბაზრობ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ კანონიერად გააკეთებ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის ბიზნესი, სადაც წლიური ბრუნვა 100-200 ათასამდე არ ადის..

 

ანუ, პატარა ბიზნესებს არ ერჩიან, თუ კანონიერად გაქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა მორიდებით ვიტყვი, რომ რაღაც-რაღაცეები გამეგება ბიზნესის და რაც წინა პოსტში დავწერე ეგრეა. ერთი ძველი კომუნისტური პოლიტიკური ანეგდოტი გამახსენდა:

ჩერჩილი რუსეთში რომ იყო ჩართული ზამთრის სასახლეში ისვენებდა თურმე და მოსწონებია ძალიან, ჰოდა სტალინს ეუბნება თურმე, არ მომყიდიო? სტალინი ჩაფიქრებულა, თვალები მოუჭუტავს და უკითხავს, თქვენთან შუა თითს რომელს ეძახითო, ჩერჩილმა ანახა გრძელი თითი, აი ამასო. ჰოდა ჩვენ კიდევ აი ამასო და სამი თითის კომბინაცია უჩვენებია. აქაც ეგრეა. :)

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისეთზე გეკითხებით რომელშიც არ ჩაგეწილებიან ჩინოვნიკები და არ აგახევენ საბოლოოდ?. :)

ჩინოვნიკები არ აგახევენ მცირე ბიზნესს მაგრამ საგადასახადო უნდა გამოაძღო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

ერთი დღეც არ ვიმუშავებ ასე. თუ დავიწყებ რაიმეს, თავიდანვე ვიქნები შეგუებული, რომ 3 დღეში არ გავმდიდრდები და მეოთხე დღეს მოგებაზე წავალ. ეგ მიდგომა კლავს კაკრაზ ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას.

სამწუხაროდ ანალინგი სწორს ამბობს საქართველოში საერთოდ არ ხდება მცირე მეწარმეების ხელშეწყობა საგადასახადო სისტემაა ისეთი რომ ყველაფერი თუ თეთრად გექნა ვაერანაირ მოგებას ვერ ნახავ ვაჭრობის სფეროში, მომსახურების სფერომ შეიძლება გაქაჩოს

 

მცირე ბიზნესზე გამახსენდა ერთი ანეგდოტი: თუ გინდა საქართველოში მცირე ბიზნესის დაწყება მაშინ დაიწყე დიდი ბიზნესიტ და ერთ წელიწადში თავისით გახდება მცირე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ კანონიერად გააკეთებ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის ბიზნესი, სადაც წლიური ბრუნვა 100-200 ათასამდე არ ადის..

 

ანუ, პატარა ბიზნესებს არ ერჩიან, თუ კანონიერად გაქვს..

კომპიუტერში არის შეყვანილი ფირმები, ნუ ბუნებრივია, და ავტომატურად აწითლებს-

რაც იმას ნიშნავს რომ საგადასახადომ უნდა შეგამოწმოს, მოდიან, ლუქავენ მაღაზიას და რამდენიმე დღე გამოწმებენ, ნუ იმისდა მიხედვით თუ რამდენი საქონელი გაქვს,

თუკი რამე წესრიგში არაა ჯარიმა არის გაუფორმებელი საქონლის 1-5 ზე,

ანუ ხუთმაგ საფასურს იხდი,

საქ. მოსახლეობის მსყივდელობითი უნარიოანობა დაბალია, შესაბამისად ნაკლები საქონელი იყიდება

და მოგება რჩება ცოტა, ხოლო ასეთი გადასახადების პირობებში, რომელსაც თავისუფლად უძლებს ევროპული ბიზნესი, ქართველი ბიზნესმენი ვერ უძლებს,

როდესაც ვთქვათ საქმეში გაქვს ჩAდებული 200-300 ათასი დოლარი და თავად მუშაობ, ხოლო მოგება, ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ არის თვეში 2 000 დოლარი, ბუნებრივია რომ ადამიანი ფიქრობ გადსახადის დამალვაზე, ლეგალური მუშაობა ჩადებულ თანხასა გაწეულ მუშაობას და მოგებას შორის არის ძალიან მცირე

 

შევარდნაძის პერიოდში თუკი ბიზნესმენი საქმეში დებდა 200-300 ათას დოლარს,

ყოველთვიურად საშუალოდ რჩებოდ 10-15 ათასი დოლარი, ხო, ეს იმ პირობებში რომ თავადაც ვირივით მუშაობდა,

 

ეს, ისე, შედარებისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში?"

 

:givi:

 

ამ შეკითხვას ასე არ სვამენ, არამედ "რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში, თუ ნაცებს მისცემ?" :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...