Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

21 / 11, 2009 10:44

 

აფხაზეთში 7 რუსული ტელეარხის ტრანსლირება სავალდებულო გახდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, შესაბამის განკარგულებას სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოაწერა ხელი. განკარგულებაში დასახელებული ტელეარხები მაყურებლისთვის უფასოდ უნდა გავრცელდეს.

ჩამონათვალში შემდეგი არხები შევიდა – აფხაზეთის “სახელმწიფო ტელერადიოკომპანია”, რუსული ტელეარხი “კულტურა”, რუსეთის საინფორმაციო არხი, რუსეთის ტელევიზია, პირველი არხი, ტელეარხი “ენ-ტე-კა”, ტელერადიოკომპანია “ყუბანის ახალი ტელევიზია”, ტელეარხი “ენ-ტე-ვე” და ტელეარხი “პეტერბურგი-მეხუთე არხი”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

21 / 11, 2009 14:47

 

 

 

საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ განუცხადა, ლაბორატორიულად დადასტურებულია ვირუსის კიდევ 13 ახალი შემთხვევა. ყველა გამოვლენილი ფორმა მსუბუქი სიმძიმისაა.

მისივე თქმით, რეგისტრირებულთა შორის უკვე სჭარბობს ვირუსის ადგილზე გავრცელების ფაქტები. კერძოდ, ახალი შემთხვევებიდან 2/3 ავადმყოფიდან გადავიდა, 1/3-ის შემთხვევაში კი, ვირუსი ევროპის ქვეყნებიდან შემოვიდა.

ცანავას განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევები მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პაციენტებს უტარდებათ. კერძოდ, ბავშვებს, ორსულებსა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, მთიან ყარაბაღში ომი განახლდეს

 

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, მთიან ყარაბაღში ომი განახლდეს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს, მიუნჰენში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც ხვალ სომეხ კოლეგას შეხვდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თუ მიუნჰენის შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რეგიონში შესაძლოა, ომი განახლდეს.

“თუ ეს შეხვედრა უშედეგო იქნება, ჩვენი იმედები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ამოიწურება და ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ დაგვრჩება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, აზერბაიჯანის მიწა ომის გზით დავიბრუნოთ”, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში მილიარდები დახარჯა შეიარაღების მოდერნიზაციისთვის.

“ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებდით, რომ არ გამოვრიცხავთ შეიარაღებული კონფლიქტის ვარიანტს. სრული უფლება გვაქვს, ჩვენი მიწა ომის გზით დავიბრუნოთ. საერთაშორისო სამართალი ამის უფლებას გვაძლევს”, - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღის საკითხზე წინა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ შეხვედრა, რომელიც ხვალ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან არის დაგეგმილი, გადამწყვეტია.

“ეს უსამართლობა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ ახლა მშვიდობიან პოზიციაზე ვდგავართ და ამ მოლაპარაკებებშიც ამიტომ ვმონაწილეობთ. ჩვენ 15 წელზე მეტია, დათმობაზე მივდივართ”, - განაცხადა ალიევმა.

ალიევის კომენტარი დღეს რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შალვა ნათელაშვილი: "სააკაშვილმა დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველო სამ ნაწილად დაშალა, დარჩენილი ტერიტორია კი კოლონიად გადააქცია"

14:27 - 23.11.2009

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე, საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ტერიტორიული ვითარება კატასტროფამდეა მისული, რაც მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველოს სახელმწიფო სამ ნაწილად დაშალა, დარჩენილი ტერიტორია კი კოლონიად გადააქცია. "6 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა სახელისუფლებო კორუმპირებული ძალების და უცხოური ცენტრების დამხარებით, მასობრივი ფსიქოზისა და წმინდა გიორგობის ამაღლებული დღესასწაულის ანტიქრისტიანულად გამოყენებით, ძალადობრივი ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. მიითვისა ძალაუფლება, რასაც დიქტატის, ძალადობის, რეპრესიების უსასტიკესი მეთოდების, არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირების, ბიზნესისა და მედიის დატყვევება-დაკაბალების საშუალებით ინარჩუნებს", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა და მსოფლიო თანამეგობრობას რეჟიმზე ზეწოლის ბერკეტების გაძლიერებისაკენ მოუწოდა. "ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, გააძლიეროს ზეწოლის ბერკეტები, რათა სააკაშვილის რეჟიმმა სისხლისღვრის გარეშე დათმოს უზურპირებული ხელისუფლება". "ლეიბორისტულ" პარტიაში დღეს ჟურნალისტებს 2003 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული პრეკონფერენციების საარქივო ვიდეომასალა წარუდგინეს, სადაც შალვა ნათელაშვილი მოსალოდნელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ საფრთხეებზე საუბრობს.

 

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...99&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი მედვედევი - რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სოხუმსა და ცხინვალს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა აღიარებს

 

კრემლი სხვა სახელმწიფოებს არასოდეს არ სთხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ ამ ქვეყნების აღიარება მოსკოვისთვის კარგი იქნებოდა.

რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ბელორუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მედვედევი პროვოკაციად აფასებს საუბარს, თითქოს ამ საკითხებთან დაკავშირებით ბელორუსზე ვიღაც ზეწოლას ახორციელებს და ბელორუსი რუსეთს ამავე საკითხებში თავისთვის უკეთეს პირობებზე ევაჭრება.

“არ დავმალავ, რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ახალ სუბიექტებს რაც შეიძლება მეტი ქვეყნა აღიარებს. ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკეთ შეძლებდნენ თავის თავისა და ეკონომიკის განვითარებას, ცხოვრებისთვის უკეთესი პირობების შექმნას”,_ აღნიშნა მედვედევმა, რომლის მტკიცებითაც, ამის მუხედავად, მოსკოვი ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევას არ აპირებს, ვინაიდან ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები თავად გადაწყვეტენ, აღიარონ თუ არა ეს ტერიტორიები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, რაც მათი საშინაო საქმეა”.

მედვედევმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რთული არჩევანი იყო, მაგრამ “რუსეთს ამ ნაბიჯზე წასვლა საქართველოს აგრესიამ აიძულა; რუსეთი იძულებული იყო, დაეცვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები თავისი მოქალაქეები”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სომხეთმა შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს

 

 

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში, სომხეთმა შესაძლოა, მისი დამოუკიდებლობა აღიაროს ან დახმარების შესახებ სპეციალურ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სამველ ფარმანიანმა განუცხადა.

“რეგიონში ვითარების ესკალაცია კონფლიქტის ყველა მხარისთვის ცუდი იქნება, მაგრამ სომხეთი ამ პრობლემების მიმართ ნეიტრალური ვერ დარჩება”, - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ თუ აზერბაიჯანი ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, სომხეთი მოქმედების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

მისივე თქმით, სომხეთმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ამ დრომდე იმიტომ არ აღიარა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის ხელი არ შეეშალა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

”ენდი გარსიას 50 მილიონს თუ გადაუხდი, გიჟ მარინაზეც გადააღებინებ ფილმს”

18:19 24.11.2009

 

იმაზე, თუ რას ფიქრობენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში სააკაშვილის ხელისუფლებაზე; ვინ ლობირებს აშშ-ში საქართველოს ხელისუფლებას; ვინ სჭირდება მოკავშირეებად ობამას ადმინისტრაციას და არის თუ არა ჩარეული აშშ-ს ხელისუფლება აგვისტოს ომზე ფილმის გადაღების საქმეში, სადაც მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია თამაშობს.

პრესა.გე-ს მწერალი ირაკლი კაკაბაძე ესაუბრა, რომელიც ახლახანს საერთაშორისო პენკლუბისა და ოქსფამ ნოვიბის კომიტეტის პრემიის ლაურეატი გახდა. 2009 წელს მსოფლიო მასშტაბით, ეს პრიზი ხუთ ადამიანს გადაეცა. ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთი მათგანი და ამასთან, ამ პრიზით დაჯილდოვებული პირველი ქართველი მწერალია.

 

შეიცვალა თუ არა ჩვენი ქვეყნისადმი და ასევე, კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, აშშ-ს ადმინისტრაციის შეცვლით?

ირაკლი კაკაბაძე: რა თქმა უნდა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უკანასკნელ ხანს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ სიმპათიები სულ უფრო და უფრო მცირდება. სამაგიეროდ, იზრდება შენიშვნების რაოდენობა. გასული წლის აგვისტოს ომის ავანტიურამ და შესაბამისად, უკვე ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის გამოქვეყნებულმა დასკვნამ, მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

 

1991-93 წლების შემდეგ, საქართველოს საგარეო პოლიტიკას ასეთი კრიზისი არ ჰქონია. სააკაშვილთან ლაპარაკის მსურველი ძალიან ცოტაა. მას არავინ იღებს და არც ამერიკაში ეპატიჟებიან. რეალურად სააკაშვილმა, 2008 წლის აგვისტოში თავისი ქმედებებით რუსეთს მოუმზადა ყველაზე უფრო ხელსაყრელი გარემო, საქართველოს მთლიანი ოკუპაციისთვის. სხვათა შორის, პუტინს რომ წამოსცდა - ჩვენ ვაპირებთ საქართველოს შემოერთებასო, ეს არ არის მთლად ხუმრობა, რადგან სააკაშვილის ქმედებებმა რუსეთს საქართველოში პირდაპირი აგრესიისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა.

 

როგორი ურთიერთობები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან - დისტანციური, ახლო?

- გამიჭირდება ამის ზუსტად თქმა, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი ახლო აღარ არის, როგორც ჯორჯ ბუშის დროს იყო, რაც მგონი ერთი შეხედვითაც აშკარაა. ამ ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა, რადგან სიმძიმის ცენტრი ავღანეთისა და პაკისტანისკენ ინაცვლებს. ბუშის დროს მთავარი მოქმედების არეალი, ახლო აღმოსავლეთში იყო. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლიც (გეოგრაფიული თვალსაზრისით) ბუნებრივად მცირდება. ახლა ამერიკას ახლო მოკავშირეებად უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი უფრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, რესურსების გარკვეული ნაწილიც ბუნებრივია, იქით გადაინაცვლებს.

 

საქართველოს ერთადერთი კაპიტალი, ამ შემთხვევაში, დემოკრატიული სისტემაა. აი, სწორედ ამ იმპერატივზე უნდა აიგოს ქართული პოლიტიკა, მომავალში. ”პატრიოტობანას” თამაშისა და აგენტების ძებნის ნაცვლად, საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ეს ერთადერთი სტრატეგიაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა კატასტროფას ააცილოს. სააკაშვილის მიერ არჩეული მილიტარიზაციის კურსი, ვფიქრობ, კრახით დამთავრდება და სჯობს ამას თვითონ სააკაშვილიც მიხვდეს, რაც შეიძლება მალე და შემოატრიალოს პოლიტიკა მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

 

კონკრეტულად ვინ ლობირებს სააკაშვილის ხელისუფლებას ამერიკაში (აქვე იქნებ ისიც დააკონკრეტოთ, როგორი გავლენა აქვთ ლობისტებს ობამას კარზე)?

- სააკაშვილი პიარში უდიდეს თანხებს ხარჯავს. როგორც მითხრეს, ამ მიზნით, რამდენიმე საზოგადოებრივ ურთიერთობათა და სამთავრობო ურთიერთობათა ფირმა ჰყავს აყვანილი. ადრე თუ ამ საქმეს რენდი შუნემანი აკეთებდა, ახლა რესპუბლიკური ფირმები, დემოკრატიულებმა შეცვალეს. როგორც ამერიკულ პრესაში დაიწერა, ამ საქმეს ბატონი დენიელ კუნინი ხელმძღვანელობს, რომელიც ვერმონტის ყოფილი დემოკრატი გუბერნატორის შვილი და დემოკრატიული პარტიის წრეებში საკმაოდ ცნობილი კაცია.

 

ის ქართულად კარგად ლაპარაკობს, საქართველოში წლები აქვს გატარებული და საკმაოდ ჭკვიანია. დენიელი დაახლოებით 40 წლისაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დენიელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და სააკაშვილიც დიდ ფულს ხარჯავს, ამ პიარკამპანიაში, მაინც ვფიქრობ, რომ მისი საქმეები ცუდად მიდის. ახლა ამ ჰოლივუდის ფილმშიაც დიდი ფული ჩადო, მაგრამ საქმეს, არც ეს უშველის. ამ შემთხვევაში, რეალური პოლიტიკის შეცვლის გარდა, საქმეს არაფერი უშველის.

 

როგორ უყურებენ ობამას ადმინისტრაციაში სააკაშვილის ხელისუფლებას - როგორც ბუშის პროექტს, როგორც ძალას, რომელსაც მომავალი აქვს, თუ საერთოდ, დიდად არ ადადრდებთ?

- ვფიქრობ, ახლა ვაშინგტონში საქართველოსთვის აღარ სცალიათ; საქართველო პირველი პრიორიტეტი აღარ არის, როგორც ბუშის დროს იყო.

 

თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ, ბაიდენი აქედან, რომ დაბრუნდა, როგორი შინაარსის საჯარო განცხადება გააკეთა, საქართველოში სტუმრობაზე - სააკაშვილის მხარდამჭერი, თუ პირიქით - თქვა, რომ სააკაშვილმა პოტიომკინის სოფელი მოუწყო?

- სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რამე თუ თქვა. მგონი არც არაფერი უთქვამს. ვფიქრობ ეს უბრალოდ ზრდილობის გულისთვის გაკეთებული ვიზიტი იყო, რომლითაც ამერიკამ საქართველოს დაუდასტურა, რომ ის მეგობარი ქვეყანაა.

 

რა ინფორმაცია გაქვთ იმ ფილმზე, რომელსაც ამერიკელები აგვისტოს ომზე იღებენ?

- არ ვიცი ვის ფულით იღებენ ამ ფილმს. ამბობენ რომ თვით სააკაშვილმა დადო 50 მილიონ დოლარამდეო, მაგრამ ამის ზუსტი დასაბუთება არ მაქვს.

 

რას ნიშნავს ამ ფილმის გადაღება, და სააკაშვილის როლის შემსრულებლად ისეთი ცნობილი მსახიობის მოწვევა, როგორიცაა ენდი გარსია - ეს არის მხარდაჭერის გამოხატულება, ამერიკის მხრიდან, პოლიტიკის ნაწილი, ორივე ერთად, თუ რა?

- ამერიკული კაპიტალიზმის პირობებში, ჰარლინს და ენდი გარსიას 50 მილიონ დოლარს თუ გადაუხდით, გიჟ მარინაზეც გადააღებინებთ ფილმს და მის როლსაც ათამაშებთ. აქ ფულზე თითქმის ყველაფერი იყიდება. ამით განსხვავდება კაპიტალიზმი საბჭოთა მოდელისგან. ამიტომაც ეს ფილმი ამერიკის პოლიტიკური წრეების არანაირ ინტერესებს არ გამოხატავს.

 

ესაა ვიღაცის დაკვეთით გაკეთებული სურათი - როდესაც ფილმი გამოვა, შევიტყობთ დამკვეთი ვინაა. თუ სააკაშვილზე კარგი იქნა, ესე იგი ფული მისი გადახდილია, თუ ცუდი - ესე იგი მისი მოწინააღმდეგეების. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არაფერ შუაშია.

 

როგორ მოიქცევა ობამას ადმინისტრაცია აქ ჩატარებული არჩევნების გაყალბების შემთხვევაში - იტყვის, დემოკრატიული ელემენტები უფრო სჭარბობდაო, თუ პირიქით - რეალობას აღიარებს?

- არ ვიცი. მკითხაობა ძალიან ძნელია. მგონია, რომ ობამას ადმინისტრაციას უფრო ჯანმრთელი მიდგომა აქვს, ვიდრე ბუშისას.

 

რას საქმიანობთ ამერიკაში, რით არჩენთ ოჯახს?

- ამერიკაში დევნილის სტატუსი 1990-იან წლებში, ჯერ კიდევ ქართული სამოქალაქო ომის დროს მივიღე. მას მერე ვიყავი მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით - 1990-2000 წლებში. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და 2006 წლის ბოლომდე იქ ვიყავი. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი ამბები დატრიალდა, 2006 წელს ისევ ამერიკაში ჩამოვედით მე და ანა. პატარა ანდროც აქ გაჩნდა.

 

ახლა მე ვასწავლი ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერების სინთეზს, კორნელის უნივერსიტეტში და ანა ამავე უნივერსიტეტში, სადოქტორო დისერტაციას აკეთებს, საერთაშორისო სამართალში. საქართველოს მოქალაქეობა საჯაროდ დავტოვე, სააკაშვილის სამხედრო-პოლიციური რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად. სანამ ის იქნება ხელისუფლებაში, საქართველოს მოქალქეობის აღებას არ ვაპირებ.

 

მაქედან როგორი ჩანს აქ არსებული ვითარება?

- უკანასკნელ პერიოდში ისევ გააქტიურდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტები. საქართველოში ბევრი ადამიანია დაჭერილი. ჩემთვის ბევრი პატიმრის ამბავი გაურკვეველია. მე კონკრეტული ადამიანების ბედი მაინტერესებს. აგრეთვე – რატომ არ არიან დასჯილები სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელები? რატომ არის, რომ ახალაიაები ისევ ბოგინებენ, ქვეყანაში?

 

რატომ არის, რომ მერაბიშვილი არანაირ დანაშაულზე პასუხს არ აგებს? რატომ არის რომ სააკაშვილი პასუხს არ აგებს გასული წლის აგვისტოში რუსეთისთვის ქვეყნის დიდი ნაწილის გადაცემასა და მრავალი ადამიანის შეწირვაში? როგორც ბობ დილანი იტყვის, ამ კითხვებზე, პასუხი ჰაერშია და ქარს გაატანეს. მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს - უსამართლობა ყოველთვის ვერ იზეიმებს.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11020

 

გიჟი მარინა რომ ვიყო ამ მასტს ვუჩივლებდი და დიდ მაყუთს ავახევდი :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო დესანტის გადმოსხისთვის ემზადება

14:24 - 26.11.2009

"ქრისტიან-დემოკრატები" რუსეთის მიერ ფრანგული წარმოების ვერტმფრენმზიდის - "მისტრალის" შესაძლო შეძენას აპროტესტებენ და საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისა და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ ოუწოდებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები შეიარაღებაში არსებული "ხვრელების" ამოვსებას ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" შეძენით გეგმავენ. "შავი ზღვის შედარებით მცირე აკვატორიაში რუსეთს უკვე 7 დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავს განთავსებული და ფრანგული ვერტმფრენმზიდის შეძენისთვის ემზადება. ნათელია, რომ რუსული მხარე შეტევით ოპერაციას გეგმავს და საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო დესანტის გადმოსხისთვის ემზადება" - განაცხადა პარლამენტში გამართულ პრესკონფერნციაზე ლალიაშვილმა, რომელის ინფორმაციით, რუსეთს აღნიშნული კლასის მცურავი საშუალებები არასოდეს ჰქონია. დეპუტატის განმარტებით, "მისტრალით" შესაძლებელია სატანკო ბატალიონის გადაყვანა და ბორტზე 900 საზღვაო ქვეითის მიღება, რაც რუსეთის სამხედრო ფლოტს უპირატესობას მისცემს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ წერილს გაუგზავნის და მოითხოვს, რომ საფრანგეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა სახელმწიფომ აღნიშნულ გარიგებაზე უარი თქვას.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...39&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვლადიმერ პუტინი - თუ რუსეთი ფრანგული ვერტმფრენმზიდის შეძენას გადაწყვეტს, იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ ჩათვლის

28 / 11, 2009 11:51

 

თუ რუსეთი ფრანგულ ვერტმფრენმზიდ “მისტრალის” შეძენას გადაწყვეტს, იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინამ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე, “მისტრალი” ხომ არ იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, პუტინმა უპასუხა - “ჩემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ შეიარაღებას შევიძენთ, იქ გამოვიყენებთ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით”.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთი საფრანგეთში “მისტრალის” ტიპის ერთი ხომალდის და ამავე ტიპის ოთხი ვერტმფრენმზიდის შეიძინას გეგმავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგული მხარე რუსეთს ლიცენზიას მისცემს და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

თუ გარიგება შედგა, საფრანგეთმა რუსეთს შესაძლოა, ვერტმფრენმზიდი შეიარაღებისა და რადარის გარეშე მიყიდოს. ვერმტფრენმზიდის ფასი 400-დან 500 მლნ. ევრომდე მერყეობს. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს ოთხი ხომალდის წარმოების ლიცენზიას, რაც გარიგების ფასს 1-1,2 მლრდ. ევრომდე გაზრდის.

რუსული სააგენტოები წერენ, რომ რუსულ-ფრანგულ გრიგებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს უკრაინამ, ბალტიისპირეთმა და საქართველომ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო შენაძენის გამო, რადგან ასეთი ხომალდების ბაზირების ადგილი მხოლოდ შავი ზღვა შეიძლება იყოს.

“შედეგების შესაძლოა, დამღუპველი იყოს. საინტერესოა, რაში სჭირდება რუსეთს ასეთი სადესანტო ხომალდი”, - განაცხადა ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალმა, ვლადიმერ ვისოცკიმ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა იმის შესახებ, რომ “მისტრალის” ტიპის ხომალდები რუსეთს შავ ზღვაში ეფექტური ოპერაციების ჩატარებისთვის აუცილებელია. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ხომალდს 40 წუთი სჭირდება იმ დავალების შესასრულებლად, რისთვისაც რუსულ ხომალდებს დღეს 26 საათი სჭირდებათ.

არსებობს მოსაზრებაც, რომ რუსეთს ხომალდები ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში, კონტინენტურ შელფზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის უსაფრთხოებისთვის სჭირდება, თუმცა რუსი ექპერტები ამ მოსაზრებას ნაკლებად იზიარებენ.

“მისტრალი” უნივერსალური სადესანტო ხომალდია, რომელიც ვერტმფრენმზიდსა და გემ-დოკს აერთიანებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ცუდად იზმორება ეს ბოზი

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში A/H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 177 შემთხვევა ფიქსირდება

29 / 11, 2009 11:34

 

საქართველოში A/H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 177 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შოთა ცანავამ განუცხადა.

ცანავას ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნული მონაცემებიდან დაინფიცირებულთა ყველა დიდი რაოდენობა - 15-დან 29- წლამდე მოქალაქაეები არიან.

ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ხვალ ექნება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიას შესაძლოა მხოლოდ 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა დასჭირდეს

 

29 / 11, 2009 12:57

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიას, რომელიც პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, შესაძლოა მხოლოდ 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა დასჭირდეს.

მხადამჭერების შემცირებული რაოდენობის დაფიქსირება ‘’საარჩევნო კოდექსის’’ ცვლილებების პროექტშია გათვალისწინებული, რომლის ინიცირებაც ბიუროს სხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კოდექსის მოქმედი რედაქციით, პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა. პარტია კი ვალდებულია 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 33-ე დღისა ჩააბაროს. ამის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური, წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას ცესკოს წარუდგენს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით კი, პარტიას, რომელსაც წარმომადგენელი არ ჰყავს პარლამენტში, 50 000-ის ნაცვლად, 30 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წადგენა მოუწევს.

იცვლება ვადებიც. Kკერძოდ, ცესკომ პარტიას მხარდამჭერთა სიის ნიმუშები არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა უნდა გადასცეს. პარტიამ კი მხარდამჭერთა სიები ცესკოს შესაბამის სამსახურს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 52-ე დღისა უნდა წარუდგინოს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...