Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'წარღვნა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. დაბადება თავი მერვე 1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. Бытие Глава 8 1 И вспомнил Бог о Ное, и о всех зверях, и о всех скотах, (и о всех птицах, и о всех гадах пресмыкающихся,) бывших с ним в ковчеге; и навел Бог ветер на землю, и воды остановились. კომენტარი: „გაიხსენა“???... რას ნიშნავს „გაიხსენა“????... რა ეს არსება ყოვლისმცოდნე ღმერთი არაა?? რა ყოვლისმოცდნე ღმერთს დაავიწყდა ნოე?... ჰმმმ... სიტყვები არ მყოფნის... დაბადება თავი მერვე 21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. 22. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. Бытие Глава 8 21 И обонял Господь приятное благоухание, и сказал Господь [Бог] в сердце Своем: не буду больше проклинать землю за человека, потому что помышление сердца человеческого – зло от юности его; и не буду больше поражать всего живущего, как Я сделал: 22 впредь во все дни земли сеяние и жатва, холод и зной, лето и зима, день и ночь не прекратятся. კომენტარი: უკაცრავად??... „მეტად აღარ გავანადგურებ-ო“??... და „აპოკალიფსი“ და „არმაგედონი“ რაღაა??... და საერთოდაც! თუ მიხვდა, რომ ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გული სულ მუდამ (ანუ არ უყვარს ღმერთისადმი მორჩილება და სულ ამბოხის ხასიათზეა), ფაქტობრივად რის გამოც მოსპო წარღვნით ყოველივე ცოცხალი, უკაცრავად მაგრამ საერთოდაც რატომ დახოცა ხალხი მაშინ??! ეს იდიოტიზმი არაა?! თუ ყოვლისმცოდნემ მანამდეც მშვენივრად იცოდა ადამიანის ბუნება, უბრალოდ რატომ არ გვაპატია და არ დააიგნორა „უკეთურება ადამიანთა გულისთქმისა“ (ე.ი. დაუმორჩილებლობა)?! რა კრეტინია???... დაბადება თავი მეცხრე 13. ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. 14. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა, 15. მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად. Бытие Глава 9 13 Я полагаю радугу Мою в облаке, чтоб она была знамением [вечного] завета между Мною и между землею. 14 И будет, когда Я наведу облако на землю, то явится радуга [Моя] в облаке; 15 и Я вспомню завет Мой, который между Мною и между вами и между всякою душею живою во всякой плоти; и не будет более вода потопом на истребление всякой плоти. კომენტარი: მოიცათ! რა მანამდე ცისარტყელა არ იყო?! შაყირობთ? ცისარტყელა ჩნდება წყლის ბუნებაში ბრუნვის ანუ ოკეანიდან აორთქლების და შემდეგ წვიმის სახით წამოსვლის შედეგად... რა მანამდე ეს არ იყო? გამოდებილდით სულ??!... და საერთოდ რას ნიშნავს ყოვლისმცოდნე ზეარსების მიერ ნათქვამი ეს სიტყვა „გავიხსენებ“? რა არაა ყოვლისმცოდნე ესე იგი??...
  2. აგერ უკვე 2000 წელია მსოფლიოში დომინირებს რეპრესიული ეგოცენტრული მორალი და მისი სახელია - ქრისტიანობა. მის წიაღში უამრავი განშტოებაა, მაგრამ არსი მაინც ერთია - რეპრესიული რეჟიმი და რეპრესიული ფსიქიკის გამოძერწვა. იმას რომ შევეშვათ რომ ნებისმიერი რელიგიური მორალი და დოგმა არის ანტიმეცნიერული პრიმიტივიზმი, თავად ის იდეა რასაც ამტკიცებენ ჯვაროსანი მორალისტები არის ენიგმატური პარადოქსი. რა იდეა? რა და თავისუფალი ნების კონცეპტი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ე.წ. "ღმერთის" ნებასთან. რატომ? მოდით გავიაზროთ: "ღმერთმა" შექმნა ადამიანი ხომ? დიახ. "ღმერთმა" ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, ხომ? დიახ. მერე ადამიანმა შეჭამა "აკრძალული ვაშლი", რომელმაც მისცა რაციონალისტური ცოდნა, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი, ასეა? დიახ. შემდეგ "ღმერთმა" დასაჯა ადამიანები "აკრძალული" ვაშლის შეჭმის გამო და კინწისკვრით ისროლა ედემიდან ხომ? დიახ. შემდეგ, დედამიწაზე ჩამოვიდნენ ანგელოზები, რომლებმაც უარყვეს ზეცა და ინდომეს მიწიერი სიყვარული ადამიანურ ასულებთან (ენოქის და სემიაზას აპოკრიფული წიგნების მიხედვით), ასეა? დიახ. ადამიანებმა დაიწყეს საკუთარ ჭკუაზე ცხოვრება და სიამტკბილობა, ასეა? დიახ. "ღმერთს" ეს "არ მოეწონა" და დატბორა დედამიწა, ყველა დაიხრჩო გარდა იმ ადამიანისა და მისი ოჯახისა, რომლის სახელიც იყო ნოე და რომელიც იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა არა ისე როგორც სურდა თავად არამედ ისე როგორც ეს "უფალს" უნდოდა, ასეა? დიახ. შემდეგ თავისუფალი ნების მქონე ადამიანებმა გადაწყვიტეს დიდი კოშკის და ქალაქის აშენება, ასეა? დიახ. და "უფალმა" ეს რომ დაინახა "გაბრაზდა" და არათუ დაანგრია ყველაფერი რასაც ისინი აშენებდნენ არამედ ენები აურია და მიმოფანტა დედამიწაზე, ასეა? დიახ. შემდეგ იყო ორი ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან "გარყვნილი და გაფუჭებული" ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ თავისუფლად, ასეა? დიახ. "უფალს ეს "არ მოეწონა" და ცეცხლით მოსპო ქალაქები, გადარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა თავისუფლად, არამედ ისე როგორც სურდა "უფალს", ასეა? ნუ... დიახ. შემდეგ "ჭეშმარიტი რწმენის ხალხი" საუკუნეების მანძილზე ძალადობრივად ავრცელებდნენ "ჭეშმარიტ რწმენას" და ხოცავდნენ ყველას ვინც მათ არ ემონებოდა, ასეა? ნუ... დიახ, ასეა. ყველა ადამიანი ვინც კი არ იცხოვრებს ისე როგორც სურს "უფალს" სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდება და დაიტანჯება, ასეა?? ჰმმმ... დიახ, ეს მართლაც ასეა. აქ მე მიჩნდება სავსებით ლეგიტიმური და გონივრული კითხვა მორწმუნე ქრისტიანთა მისამართით: უკაცრავად, მაგრამ გააფრინეთ სულ?! სად ხედავთ აქ "თავისუფალ ნებას" ჰა??! ანუ თქვენ გინდათ მითხრათ, რომ "უფალმა" მე მომცა თავისუფლება ("თავისუფალი ნება") და შემიძლია რაც მსურს ის ვაკეთო და ვიცხოვრო ჩემ ჭკუაზე... მაგრამ თუ იმას არ გავაკეთებ, რაც უნდა ზეციურ მამიკოს, სიკვდილის მერე წავალ სამარადისო სატანჯველში? ჰმ, უკაცრავად მაგრამ საღ ჭკუაზე ბრძანდებით? თამაშობთ გონებასუსტს თუ მართლაც ხართ გონებასუსტი? რანაირად არსებობს საერთოდ თავისუფალი ნება, თუ ის არ არსებობს? ხვდებით? საუკუნეების მანძილზე მორწმუნე ჯვაროსნები (ვგულისხმობ ქრისტიანებს) ავრცელებენ თავიანთ მორალს ცეცხლითა და მახვილით, არა? კი, ეს ასეა! დღემდე ასეა! ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ქრისტიანები ძალას არ იშურებენ რომ მოსპონ ყველა ვინც მათ მორალს არ იზიარებს, საუკუნეთა მანძილზე "უფალი" ფიზიკურად ანადგურებდა ყველას ვინც მას არ ემონებოდა (წაიკითხეთ ბიბლია!) და ზოგიერთებს კიდევ ჰყოფნით თავხედობა და ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ღმერთი" სიყვარულია?! მოიცათ! ზეციურმა მამიკომ შექმნა ხალხი, მისცა ნება თავისუფალი, მერე არ მოეწონა მათი თავისუფალი ცხოვრება და ყველა დატბორა და დაახრჩო იმის გარდა ვინც სხვებისგან განსხვავებით იყო მისი ერთგული მონა? ჰა?! და ეს "სწამთ" მილიონებს?! ნუ მგონი გასაგებია თუ რა არსებაა ეს "ღმერთი", რომელსაც ცნობილმა ბრიტანელმა ათეისტმა ბიოლოგმა - რიჩარდ დოკინსმა უწოდა: "განდიდების მანიით შეპყრობილი სადომაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე". მე მოვრჩი საუბარს, დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
  3. ტრადიციონალისტი ფუნდამენტალისტი ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ ბიბლიურმა მამაღმერთმა ერთხელაც დაინახა, რომ კაცობრიობა აივსო და გაირყვნა და გადაწყვიტა მისი განადგურება მსოფლიო წარღვნით, ფუნდამენტალისტების თანახმად მთელ დედამიწაზე მხოლოდ ნოე იყო მართალი და წმინდა კაცი, რომელიც ღმერთს ძალიან უყვარდა. ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟიშვილი: სემი, ქამი და იაფეტი, რომლებსაც ჰყავდათ ცოლები. ბიბლიურმა ღმერთმა ნოეს კიდობნის აშენება უბრძანა, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდა გადარჩენა, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ყველაფერ ცოცხალს დაღუპავდა, ღმერთმა აგრეთვე მას უბრძანა კიდობანში შეეყვანა ცოცხალი არსებების (ცხოველების) გარკვეული ნაწილი. ნოემ გააკეთა ის როგორც ღმერთმა უბრძანა, როდესაც წარღვნა დასრულდა ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან გამოვიდა, ნოემ ღმერთს სამადლობელოდ მსხვერპლი შესწირა და ასე დასრულდა მათი თავგადასავალი. მაგრამ ყველაფერი ეს საზარელი და ბინძური ტყუილია, რომელიც ფუნდამენტალისტმა ქრისტიანებმა შეთითხნეს, რათა ჭეშმარიტება დაემალათ და ჩაენაცვლებინათ იგი თავიანთი აბსურდული იდეებით, რომლებიც სამწუხაროდ დღესდღეობით ადამიანთა დიდ ნაწილს კვლავაც გულუბრყვილოდ სჯერა. ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დაღუპა ღმერთმა კაცობრიობა (და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე ზოგადად) წარღვნით, დაბადების წიგნის მეექვსე თავში ძალიან ბუნდოვნად არის ნახსენები კაცობრიობის ე.წ. „ცოდვები“, რაც კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. შუმერული მითოლოგიის თანახმად (რომლის დამახინჯებულ პლაგიატს წარმოადგენს ებრაული ბიბლიური მითოლოგია) მსოფლიო წარღვნა მოაწყო ადამიანთა ხმაურისაგან შეწუხებულმა ჰაერის ღმერთმა – ანუნაქმა ენლილმა. ენლილმა მოისურვა მთელი კაცობრიობის განადგურება, მაგრამ სიბრძნის და მეცნიერების ღმერთს – ანუნაქ ენქის შეეცოდა კაცობრიობა და განიზრახა მისი თუნდაც რაღაც ნაწილის გადარჩენა. ის გამოეცხადა შუმერის ერთ-ერთი ქალაქ-სახელმწიფოს მეფე ზიუსუდრას, ამცნო რომ ენლილი წარღვნით კაცობრიობის დაღუპვას აპირებდა, დაავალა აეგო კიდობანი (გემი), შესულიყო შიგ თავის ოჯახთან ერთად, შეეყვანა შიგ სხვადასხვა სახეობის ცხოველები და დალოდებოდა გლობალურ კატასტროფას. ებრაელებმა იმგვარად დაამახინჯეს შუმერული მითოლოგია, რომ ენლილისა და ენქის პერსონები გააერთიანეს. მსოფლიო წარღვნის შესახებ ებრაული მითი არის შუმერული ორიგინალის დამახინჯებული პლაგიატი და სხვა არაფერი. იუდაისტები და ქრისტიანები აცხადებენ, რომ „მოსეს ხუთწიგნეული“ (თორა) და მასში არსებული მითები, მათ შორის მითი წარღვნის შესახებ, დაიწერა „ღმერთის“ კარნახით და ჩაგონებით და რომ მას ანალოგი არ გააჩნია, მაგრამ სინამდვილეში, მეცნიერული კვლევების თანახმად ეს არის მტკნარი სიცრუე, დემაგოგია და კილაოზნიკობა. სინამდვილეში ებრაელებს ე.წ. „ღვთაებრივი კარნახით“ სულაც არ დაუწერიათ თავიანთი „მოსეს ხუთწიგნეული“, არამედ ყველაფერი რაც დაწერეს, შუმერებისგან და ბაბილონელებისგან გადაიღეს. ბიბლიაში წერია: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 5). „ინანა უფალმა რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად და შეწუხდა“ (დაბადება, თავი 6 , სტროფი 6). „თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ რომ გავაჩინე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 7). „მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 8). „ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 9). „შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეტი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 10). „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 11). „გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაეყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 12). როგორც ხედავთ დაბადების წიგნის ამ შვიდ სტროფში , რომლებშიც არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო კაცობრიობა წარღვნის წინ და რა ხდებოდა დედამიწაზე მაშინ, საერთოდ არ არის კონკრეტული ფაქტები იმაზე, თუ კონკრეტულად რა ხდებოდა მაშინდელი ადამიანების საზოგადოებაში, როგორ აზროვნებდნენ ადამიანები და რაში მდგომარეობდა მათი გარყვნილება და ღმერთისგან განდგომილება, მოკლედ რომ ვთქვათ კონკრეტულად რა დააშავეს ადამიანებმა, რისთვის დაისაჯნენ ისინი, ჩვენ ეს არ ვიცით ბიბლიის ამ სტროფებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე ფუნდამენტალისტი ქრისტიანების თითიდან გამოწოვილი ზღაპრები ამ ამბავთან დაკავშირებით სრული აბსურდია და არავითარ ყურადღებას არ იმსახურებს. ეზოთერიკასა და პალეოუფოლოგიაში არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე მოვიდნენ უცხოპლანეტელი ანგელოზები, რომლებმაც დედამიწაზე მოიტანეს უზარმაზარი ცოდნა და სიბრძნე, ისინი დაეშვნენ ჩვენს პლანეტაზე, ცოლად შეირთეს დედამიწელი ქალიშვილები, რომლებმაც ანგელოზებისგან შვეს ჰიბრიდები ანუ ნარევსისხლები, ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ ნიფილიმები. ეს არსებები იყვნენ გიგანტები და ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას და ინტელექტუალურ განვითარებას, ზოგიერთი ვერსიით ისინი ფლობდნენ ზებუნებრივ ფსიქიკურ ძალებს და გააჩნდათ კვანტური ტექნოლოგიების შექმნის უნარი. „როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 1). „დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 2). „ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგან სახელოვანი ხალხი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 4). ფუნდამენტალისტები ამტკიცებენ, რომ ღვთისშვილები ნახსენები დაბადებაში არიან სეითის შთამომავალნი, ხოლო ადამიანები კაენის შთამომავლები, მაგრამ ეს კრიტიკას ვერ უძლებს და წარმოადგენს აბსურდულ სიცრუეს. დაბადებაში გარკვევითაა ნახსენები ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული სიტყვა, „ღვთისშვილები“ და „ადამიანთა“, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთიშვილები ნახსენები დაბადებაში არ იყვნენ ადამიანები, აქ ცხადად არიან ერთმანეთისაგან გაცალკევებულნი „არა-ადამიანები“ ანუ „ღვთიშვილები“ და „ადამიანები“. ორი ებრაული სიტყვა ბიბლიაში, სიტყვა „ელოჰიმი“, რომელსაც ფუნდამენტალისტი ქრისტიანები თარგმნიან მხოლობითში და მამრობითი სქესის არსებით სახელად, როგორც „ღმერთს“ და „ბენ-ელოჰიმი“, რომელსაც ისინი თარგმნიან, როგორც „ღვთისშვილებს“, სინამდვილეში წარმოადგენენ ძველ იუდაისტურ და კაბალისტურ მისტიციზმში კოსმიური ენერგეტიკული არსებების იერარქიებიდან ორი იერარქიის სახელწოდებებს და სხვა არაფერს, „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ქალღმერთები“, ქალური სქესის არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში, ხოლო „ბენ-ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ქალღმერთების ვაჟიშვილები“, გამოჩენილი იუდაისტი მისტიკოსების, ებრაელი რაბინების, მოშე მაიმონიდის წიგნში „მიშნე თორა“ და იად-გა ხაზაკას წიგნში „იასოდა-გა თორა“ მოცემულია ენერგეტიკული (ზეციური) არსებების შემდეგნაირი იერარქიები: ხაიოტ ხა კოდეშები, აუფანიმები, არელიმები, ხაშმალიმები, სერაფიმები, მალახიმები, ელოჰიმები, ბენ ელოჰიმები, ქერუბიმები და იშიმები, ხოლო კაბალისტურ ტრადიციებში მოცემულია შემდეგნაირი იერარქიები: არელიმები, იშიმები, ბენ ელოჰიმები, მალაჰიმები, ხაშმალიმები, ტარშიშიმები, შინანიმები, ქერუბიმები, ოფანიმები და სერაფიმები. როგორც ვხედავთ, ელოჰიმები (არასწორად თარგმნილი როგორც „ღმერთი“) და ბენ ელოჰიმები (არასწორად თარგმნილი როგორც „ღვთისშვილები“), არიან ზეციური, კოსმიური, ენერგეტიკული ზეარსებები, რომლებიც იმყოფებიან კოსმიურ სივრცეში. ნიფილიმების შესახებ წერია ენოქის ძველ იუდაისტურ აპოკრიფულ წიგნშიც, ენოქის პირველ წიგნში (ენოქმა დაწერა 79 წიგნი). სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“ მოცემულია ტრადიციული ბიბლიური ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული ვერსია.სემიაზას წიგნის თანახმად ლუციფერი ანუ სატანა არის ბოროტი, უსამართლო, სასტიკი და ამპარტავანი შემოქმედი ცრუღმერთის წინააღმდეგ აჯანყებული სიკეთისა და სინათლის, თავისუფლებისათვის მებრძოლი ღვთაებრივი ანგელოზი და ჭეშმარიტი ღმერთი. სატანიზმის მიხედვით შემოქმედი არის ბოროტი, უსამართლო, სასტიკი და ამპარტავანი, ხოლო ლუციფერი ანუ სატანა კეთილი და ბრძენი, ლუციფერი არის სიბრძნის, ცოდნის, სიყვარულის და მშვიდობის ღმერთი. სატანიზმის მიხედვით სატანა-ლუციფერი იყო ის ვინც ზეციური ანგელოზების ერთი მესამედი გაანთავისუფლა ტირანი შემოქმედის დესპოტური კლანჭებისგან და ის ვინც კაცობრიობას მოუტანა ცოდნა (გველის სახით ედემის ბაღში და შემდეგაც არაერთხელ). სემიაზა და დანარჩენი 199 ანგელოზი ჩამოვიდნენ დედამიწაზე რათა ადამიანთათვის ცოდნა მოეტანათ და დემიურგის მზაკვრული კლანჭებისგან ეხსნათ. ეზოთერიკისა და სატანიზმის მიხედვით ბიბლიურმა დემიურგმა კაცობრიობა ნიფილიმების გამო დაღუპა, რადგანაც ადამიანები, ნიფილიმები და ანგელოზები ბიბლიურ დემიურგს აღარ ემორჩილებოდნენ.როდესაც ნოე კიდობნიდან გამოვიდა, მან სისხლიანი მსხვერპლი აღუვლინა ბოროტ დემიურგს, ბიბლიურ მამაღმერთს, რომელიც სინამდვილეში ბოროტი დემონია და არა ღვთაება. ნოემ მოკლა ცხოველების გარკვეული ნაწილი, დაანთხია მათი სისხლი და შეუკეთა სამსხვერპლო ცეცხლი, რაც ბიბლიურ დემიურგს ძალიან ესიამოვნა. „აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე“ (დაბადება, თავი 8, სტროფი 20). „იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი“ (დაბადება, თავი 8, სტროფი 21). დაბადების ამ სტროფებში პირდაპირ ჩანს ნოეს და მისი „ღმერთის“ ბუნება. ნოე არის მკვლელი, ხოლო მისი „ღმერთი“ საზიზღარი ტირანი და სადისტი. გნოსტიკურ ქრისტიანობაში, ჰერმეტიზმში, თეოსოფიურ მოძღვრებაში, ანთროპოსოფიურ სწავლებაში, ეზოთერიკაში, ოკულტიზმში და აღმოსავლურ დჰარმულ მოძღვრებებში (მაგ. ინდუიზმში, ჯაინიზმში და ბუდიზმში) ცოცხალი არსებებისათვის ზიანის მიყენება და მოკვლა ითვლება საზარელ უზარმაზარ ცოდვად. ბუდიზმში და ჯაინიზმში აჰიმსას ანუ არაძალმომრეობის, არაძალადობის დოქტრინა ყველაზე ძლიერად არის განვითარებული, ჯაინიზმი და ბუდიზმი მთელ მსოფლიოში ორად-ორი მოძღვრებაა, რომლებშიც აჰიმსას დოქტრინა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, ამ ორ სწავლებაში აჰიმსას იდეა ყველაზე მკვეთრად არის გამოხატული და ყველაზე კარგად და ცხადად არის გაგებული და აღქმული. ჯაინიზმისა და ბუდიზმის თანახმად აჰიმსას საპირისპირო ქმედება, ჰიმსა ანუ ძალმომრეობა, ძალადობა, ადამიანის ცნობიერებაში იწვევს ნეგატიური კარმული ენერგიის დაგროვებას, ცნობიერებაში დალექილი ნეგატიური კარმული ენერგიის გამო, ადამიანი იძულებულია განიცადოს რეინკარნაცია, გარდაცვალების შემდეგ, თავისი ნეგატიური კარმული დანალექებით განპირობებული, ადამიანი ფსიქიკური სხეულით იბადება ჯოჯოხეთში (ჯოჯოხეთის ერთ-ერთ სამყაროში), სადაც იგი რჩება რამოდენიმე საუკუნიდან რამოდენიმე მილიარდი წელი ჯოჯოხეთის დროით, მაშინ, როდესაც დედამიწაზე ამ დროს შეიძლება გავიდეს ერთი, ათი ან ასი წელი, ჯოჯოხეთში შეიძლება გავიდეს ათასი, ასიათასი, მილიონი ან მილიარდი წელი და ყველაზე დიდი ტრაგედია მდგომარებს იმაში, რომ ადამიანი იმ დონეზე გრძნობს ჯოჯოხეთში გატარებულ თითოეულ წამს, რომელიც აღსავსეა ტანჯვა-წამებით, რომ ჯოჯოხეთში გატარებული დრო უსასრულობად და მარადისობად ეჩვენება, მაგრამ ამასაც საბედნიეროდ აქვს დასასრული, როდესაც ნეგატიური კარმისგან განპირობებული დადგენილი სასჯელი ამოიწურება, ადამიანი ჯოჯოხეთიდან ამოდის კვლავ დედამიწაზე და ხელახლა იბადება ახალ ფიზიკურ სხეულში. ჯოჯოხეთში ყოფნა კი სრულდება, მაგრამ ხელახალი ფიზიკური განხორციელების შემდეგ ადამიანის ტანჯვა-წამება არ სრულდება, ის უბრალოდ მცირდება და მეტი არაფერი, ტანჯვა გრძელდება და ადამიანი ახალ ფიზიკურ ინკარნაციაშიც განაგრძობს კარმული სასჯელის მიღებას, ის კი თავისუფლდება ჯოჯოხეთისგან, მაგრამ კარმული სასჯელი არ იწურება, იმიტომ რომ კარმა განაგრძობს არსებობას. თუ ახალი ფიზიკური ინკარნაციის დროს ადამიანი განაგრძობს კარმის (ნეგატიური კარმის) დაგროვებას, ყველაფერი მეორდება, კარმული სასჯელის კასკადი უსასრულოდ გრძელდება, იქამდე სანამ ადამიანი არ განუდგება მატერიას, არ განახორციელებს ჯნანა-იოგას და ტანტრა-იოგას, მათი მეოხებით არ მიაღწევს სულიერ გასხივოსნებას და არ გახდება დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა, ზეგანღმრთობილი წმინდა ზეარსება, რომელმაც შეძლო და მოსპო საკუთარი კარმა. დჰიანა ბუდები და დჰიანა ბოდჰისატვები არიან გასხივოსნებული ზეარსებები, რომლებიც უკვე აღარ განიცდიან რეინკარნაციას და მეტი აღარასოდეს დაიბადებიან, არც ჯოჯოხეთში (ნეგატიური კარმით განპირობებული), არც ფიზიკურ კოსმოსში (დადებითი და უარყოფითი კარმის გამო), არც სამოთხეში (დადებითი კარმით განპირობებული). ჯაინისტური და ბუდისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ნოე არის ბოროტი და ცოდვილი ადამიანი, პირისხლიანი მკვლელი, სადისტი და არა მადლმოსილი და მართალი კაცი, როგორც ამას ბიბლია ამტკიცებს. ნოე ისეთივე ბოროტმოქმედი სადისტია როგორიც მისი „ღმერთი“. ბიბლიური ღმერთი ნოეს ეუბნება: „თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი“ (დაბადება, თავი 9, სტროფი 2). „ყველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ, როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს“ (დაბადება, თავი 9, სტროფი 3). ბიბლიური ღმერთი რომელიც არის სადისტი და ტირანი, აქ ნოეს და მის შთამომავლობას პრაქტიკულად აძლევს უდანაშაულო ცოცხალ არსებათა, ცხოველთა, ფრინველთა და ზღვის არსებათა ლეშის ჭამის უფლებას, ის აძლევს ნოეს და მის შთამომავლებს იმაზე კურთხევას, რომ მათ ინადირონ საბრალო ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებზე და სხვა ცოცხალ არსებებზე, გულგრილად და უმოწყალოდ მოკლან ისინი და ჭამონ მათი გამოშიგნული ლეში. ბიბლიური ღმერთი ნოეს და მის შთამომავლებს ეუბნება, რომ მათ აქვთ სრული უფლება და თავისუფლება იყვნენ ლეშიჭამია მკვლელები და ამითი ადამიანებს ნეგატიურ კარმულ მოქმედებებზე აქეზებს, რადგანაც მან, როგორც მატერიალური ვნებებისა და სურვილების მმართველმა ბოროტმა სულმა იცის, რომ კარმული ენერგიის დაგროვების შედეგად ადამიანები ჩათრეული იქნებიან რეინკარნაციის წრეში. ნოეს „ღმერთი“ აშკარად ჰიმსას (ძალმომრეობის) მომხრე შავბნელი არსებაა. ეს არის აჰიმსა-ვრატას (არაძალადობის, არაძალმორეობის, ზიანის არმიყენების აღთქმის) პირდაპირი დარღვევა რაჯასის (ვნების, აგრესიის) და ტამასის (უმეცრების) მოდუსების ზეგავლენით. ბიბლიური ღმერთი ქადაგებს იმას (უდანაშაულო პირუტყვთა კვლას და მათი ლეშის ხარბად ნთქმას), რასაც ჯაინისტები და ბუდისტები (და არა მარტო ისინი) აგერ უკვე 4000 წელია ებრძვიან და ცდილობენ დათრგუნონ. ჯაინისტები და ბუდისტები ცდილობენ არავის (არცერთ ცოცხალ არსებას) არ მიაყენონ ზიანი, სულიერად განიწმინდონ სათნოებაში, იყვნენ მოწყალენი და თანაგრძნობით აღსავსენი ყველა ცოცხალი არსების მიმართ და მიაღწიონ სულიერ გასხივოსნებას, რათა დაძლიონ რეინკარნაციის წრებრუნვა და გადავიდნენ ყოფიერების უმაღლეს განზომილებაში, ხოლო ბიბლიური ღმერთი ამის საპირისპიროდ ქადაგებს ძალმორეობას და მტაცებლობას, იგი ადამიანებს ურჩევს იმის საპირისპირო ქმედებების შესრულებას, რომლებსაც აქვთ ადამიანის რეინკარნაციის წრებრუნვისგან გამოსხნის უნარი და ამით პირიქით ითრევს უსასრულო გარდასხეულებებში, იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს მისგან თავის დაღწევაში. ბუდას განსხვავებით ბიბლიური „უფლისგან“ არ სიამოვნებს მოკლული ცხოველის გვამის სურნელი.
  4. 89 შეკითხვა ქრისტიანულ სამღვდელოებას და სამრევლოს ავტორი ღვთისავარ ჩაბრავა – თეოსოფი და სქოლასტიკოსი 1. ქრისტიანი და იუდაისტი სამღვდელოების და სამრევლოს მტკიცებით „ღმერთმა“ სამყარო არაფრისგან შექმნა. ისმის კითხვა: რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“? 2. სად მდებარეობს ეს არაფერი? 3. გააჩნია თუ არა დასაბამი და დასასრული ამ არაფერს, თუ იგი მარადიული, უსაწყისო და უსასრულოა? 4. რა ძალის მეოხებით „შექმნა“ „ღმერთმა“ სამყარო? 5. შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი? 6. დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური? 7. რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა? 8. როგორ მართავდა ქრისტიანების და იუდაისტების ბიბლიური „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც? 9. დაბადების პირველ სტროფში წერია: ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב, ინგლისურად ასეა: «B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths, რუსულად ასეა: «из вечносуществующей Сущности Боги сформировали двойные небеса», „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს“),სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება შუნიავადინი ბუდისტების - შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე. ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალ-ცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია. დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო? 10. სად იყო ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა? 11. რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო? 12. იყო თუ არა სხვა სამყარო ჩვენს სამყარომდე? 13. სად იყვნენ ანგელოზები სანამ გაჩნდებოდა სამოთხე? 14. სად იყვნენ ადამიანები სანამ გაჩნდებოდა სამყარო? 15. სად იყვნენ დემონები სანამ გაჩნდებოდა სამყარო? 16. როდის შეიქმნა სამოთხე? 17. ვინ შექმნა ჯოჯოხეთი? 18. თუ ჯოჯოხეთი ღმერთმა შექმნა, მაშინ რატომ? 19. რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული? 20. რატომ სწირავს ღმერთი ცოდვილებს ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვისათვის? 21. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამული ქრისტიანები ბიბლიაში არსებულ სიტყვა „ელოჰიმს“ მხოლობითში, როგორც ღმერთს და არა მრავლობითში, როგორც ღმერთებს? 22. რას ნიშნავს ბიბლიის პირველ წიგნში არსებული სიტყვები „ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრვოდა წ####ბს ზემოთ“? 23. რა ბნელი არსებობდა მაშინ? რა იყო ის „ბნელი“ და სად იყო? 24. რა იყო ის უფსკრული და სად იყო და ახლა სადაა? 25. რა არის „ღვთის სული და სად არის“? რას ნიშნავს „წ####ბს ზემოთ“ ანუ რა წ####ბზეა საუბარი ბიბლიის მეორე სტროფში? 26. რა ცამყარზეა საუბარი ბიბლიის პირველი წიგნის პირველ თავში? როდესაც წერია „გააჩინა ღმერთმა მყარი“, რაზეა საუბარი? 27. როდესაც წერია „გაყარა წ####ბი“ რაზეა საუბარი? 28. რატომ წერია რომ მცენარეები შექმნა ღმერთმა მესამე დღეს ხოლო მზე მეოთხე დღეს? ეს ხომ შეცდომაა? მცენარეები იკვებებიან მზის ელექტრომაგნიტური ენერგიით, მის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მაშინ რატომ წერია ასე? 29. რატომ ამბობენ „მორწმუნე ორთოდოქსი ქრისტიანები“ რომ ღმერთს შეუძლია ფიზიკის კანონების დარღვევა? 30. რატომ მეორდება სამყაროსა და ადამიანის შექმნის ისტორია ბიბლიის პირველ წიგნში ორჯერ? 31. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი ქრისტიანები ებრაულ სიტყვას ნეფეშ, ნახსენებს დაბადების წიგნის მეორე თავში, სადაც აღწერილია თუ როგორ შთაბერა ღმერთმა ადამს ეს „ნეფეშ“, როგორც სულს და არა ფსიქიკურ (ცხოველურ) საფშვინველს? 32. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას შემეცნება, ანუ შეცნობის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა და შეჭმა? 33. რატომ მოატყუა ღმერთმა ადამი და ევა, თუ შეცნობის ხიდან ნაყოფს შეჭამთ მოკვდებითო და რატომ დემაგოგობენ ამასთან დაკავშირებით ქრისტიანები? 34. რატომ დემაგოგობენ და ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ძველ აღთქმაში ნახსენებია წმინდა სამება და ამის დასადასტურებლად არასწორად რატომ თარგმნიან მას? 35. ბიბლიაში წერია რომ ადამმა მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობას თავისი სახელი დაარქვა, მას მერე რაც მთელი ცხოველთა სამყარო ედემის ბაღში მის წინაში წარდგა, ცხოველთა სამყარო შეიცავს 8 700 000 სახეობას, როგორ შეძლო ადამმა ყველა მათგანის ნახვა და აღრიცხვა? 36. როგორ წარდგნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის 8 700 000 სახეობის წარმომადგენელი ინდივიდები ედემის ბაღში ანუ როგორ დაეტივნენ ედემის ბაღში ყველანი? 37. რამდენი დრო დახარჯა ადამმა სახელების დარქმევაში? 38. როგორ წარდგენ ხმელეთზე მდებარე ედემის ბაღში ადამთან, მარილიანი მსოფლიო ოკეანის წიაღში მცხოვრები თევზები და დელფინები და ვეშაპები? თუ ქრისტიანები და იუდაისტები დაიწყებენ იმის მტკიცებას რომ ისინი ედემის გარშემო მდებარე მდინარეებით მივიდნენ ადამთან, მაშინ ისმის კიდევ ერთი კითხვა: მდინარეების მტკნარ წყალში როგორ შეძლეს მარილიანი წყლის წიაღში მცხოვრებმა არსებებმა არსებობა? 39. თუ თევზები და დელფინები და ვეშაპები ფრენით ან ხმელეთზე ფორთხვით მივიდნენ ადამთან? 40. საიდან გაიგეს მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებმა რომ ადამთან ედემის ბაღში უნდა მიბრძანებულიყვნენ? 41. და საერთოდ რა ენაზე საუბრობდა ადამი? 42. რა ასაკის შეიქმნა ადამი? 43. როგორ დაელაპარაკა გველი ადამსა და ევას თუ გველებმა საუბარი არ იციან და საერთოდ ადამიანური ინტელექტი არც კი აქვთ და რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები რომ გველში სატანა იყო შესული, როდესაც ეს ბიბლიაში საერთოდ არ წერია? 44. რატომ დაწყევლა ღმერთმა გველი „მუცელზე იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლეო“ თუ გველები ისედაც მუცელზე დახოხავენ? გველს მანამდე ფეხები ქონდა? 45. კონკრეტულად რა სახეობის გველმა აცდუნა ადამი და ევა? 46. იქნებ ადამი და ევა გველმა კი არა დრაკონმა აცდუნა? 47. რატომ მიიღო ღმერთმა მეცხვარე აბელის მიერ მირთმეული სისხლიანი ძღვენი; მოკლული ცხვარი და რატომ უარყო მიწისმუშაკი კაენის მიერ მირთმეული პურეული? რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები და იძახიან რომ კაენის ძღვენი ღმერთმა მისი ამპარტავნობისა და ქედმაღლობის გამო არ მიიღო, თუ ეს ბიბლიაში საერთოდ არსად არ წერია? 48. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები გიგანტების არსებობას, ბიბლიაში ხომ ბევრგან არიან ნახსენები გიგანტები ანუ ბუმბერაზები (რეფაიმები, ემიელები, ზამზუმიელები, ნიფილიმები, გიბორიმები)? 49. ბიბლიაში წერია რომ როდესაც დედამიწაზე გამრავლდნენ ადამიანები და შეეძინათ ქალიშვილები, ე.წ. ღვთისშვილები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეირთეს ცოლად ადამიანთა ქალიშვილები, რომლებმაც მათ უშვეს გიგანტები (ბუმბერაზები), ეზოთერიკის (ენოქის აპოკრიფული წიგნების) მიხედვით ეს ღვთისშვილები (ბიბლია, დაბადება, თავი 6, სტროფები 1–3) არიან დაცემული ანგელოზები, რატომ უარყოფენ ქრისტიანი დოგმატიკოსები ამას და ღვთისშვილებს უწოდებენ სეითის შთამომავლებს? 50. რატომ დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი, როდესაც ადამიანები არაფერს ცუდს არ აკეთებდნენ? 51. ბიბლიაში არაფერი წერია იმის შესახებ რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ბოროტი მიზნები ამოძრავებდათ, მაშინ რატომ ამტკიცებენ საპირისპიროს ქრისტიანი მღვდლები და რატომ აურია მათმა ღმერთმა ადამიანებს ენა? 52. რატომ დაღუპა ღმერთმა სოდომი და გომორა, როდესაც ისინი ცუდს არაფერს აკეთებდნენ და რატომ არის რომ სოდომელებსა და გომორელებს ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, პროსტიტუციასა და ნარკომანიაში და აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობაში დებენ ბრალს, როდესაც რეალურად ბიბლიაში არაფერი არ წერია კონკრეტულად? 53. რატომ ხოცავდა ბიბლიური ღმერთი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, ებრაელ ხალხს, მცირეოდენი უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაშიც კი და რატომ ვერ იტანდა იგი კრიტიკას და თავისუფალ აზრს? 54. რატომ აიძულებს ბიბლიური ღმერთი ადამიანებს მხოლოდ მის აღიარებას ჭეშმარიტ ღმერთად, და მხოლოდ მის თაყვანისცემას და რატომ ვერ იტანს იგი სხვა ღმერთებს და აცხადებს მათ ეშმაკებად? 55. როგორ გამრავლდა კაცობრიობა თუ ადამის, ევას, კაენისა და სეითის გარდა ქვეყნად არავინ იყო? 56. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები ატლანტიდის არსებობას? 57. რატომ აქვს იესოს მათეს სახარებაში და იესოს ლუკას სახარებაში განსხვავებული გენეოლოგია? 58. სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ქადაგებდა სინაგოგებში, კონსპიროლოგი მეცნიერები ამბობენ რომ იესოს ყავდა ცოლ–შვილი, ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები ამას უარყოფენ, მაგრამ სინაგოგებში ქადაგების უფლება ხომ არ ქონდათ უცოლშვილო მამაკაცებს? თუ იესოს არ ყავდა ცოლშვილი, მაშინ როგორ შედიოდა იგი სინაგოგებში (ტაძრებში), თუ ებრაული ტრადიციის თანახმად უცოლო და უშვილო მამაკაცს სინაგოგაში არ შეუშვებდა არავინ? 59. რატომ გამოეცხადა პირველად აღმდგარი იესო ქრისტე მარიამ მაგდალინელს, თუ ის მისი ცოლი არ იყო? 60. რატომ დაუდგინა ადამიანებს ღმერთმა ასოცი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა? 61. და თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წელი იყო ჯერ კიდევ წარღვნამდე, თუ წარღვნის შემდეგ ნოე და მისი შთამომავლები ასოც წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ? ცნობილია რომ წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, საერთო ჯამში კი 950 წელი, სემმა 620 წელი, აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, ისააკმა 180 წელი იცხოვრა, სარამ, აბრაამის ცოლმა იცხოვრა 127 წელი და ა.შ. რატომ მოხდა ასე? 62. ქრისტიანი მღვდლები ამტკიცებენ რომ ნოეს სამი შვილისგან: სემისგან, ქამისგან და იაფეტისგან, წარმოიშვა მთელი კაცობრიობა, სემისგან ებრაელები და არაბები, ქამისგან აფრიკელი ნეგროიდები და იაფეტისგან ევროპეიდები, კი მაგრამ, ვიღასგან წარმოიშვნენ ამერიკელი წითელკანიანი ინდიელები, ავსტრალიელი ავსტრალოიდები და აზიელი მონღოლოიდები? 63. ბიბლიის მიხედვით როდესაც აბრაამი თავის ცოლთან, სარასთან ერთად ეგვიპტეში წავიდა, იგი შეხვდა ფარაონს და მის ხალხს, აბრაამმა სარა თავის დად გაასაღა იმიტომ რომ ეშინოდა არ მომკლან ლამაზი ცოლის გამოო, ფარაონმა სარა თავის ჰარამჰანაში წაიყვანა და აბრაამს სარას ფასად საგანძური და მონები აჩუქა და როდესაც სქესობრივი კავშირის დამყარება მოისურვა აბრაამის ღმერთმა ფარაონს თავზე სასჯელი დაატეხა, ფარაონმა შესჩივლა აბრაამს რატომ მომატყუეო, ისმის კითხვა: რატომ დასაჯა „ღმერთმა“ ფარაონი და არა ლაჩარი და მხდალი აბრაამი რომელმაც ცოლი ფაქტობრივად გაყიდა? 64. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად სოდომ–გომორას მიდამოებიდან გადაიხვეწა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს რომ მათი მამის თესლის გაგრძელებას საფრთხე ემუქრებოდა და რადგან გარშემო არავინ იყო რომ ისინი დაეორსულებინა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს ლოტთან, თავიანთ მამასთან დაწოლილიყვნენ და მისგან დაორსულებულიყვნენ, მათ დაათვრეს ლოტი და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, ისინი დაორსულდნენ... ისმის კითხვა: რეალურად არ იყო მათ გარშემო არავინ? ნუთუ დედამიწაზე იმ დროს არავინ არ იყო? რატომ ქადაგებს ბიბლია ინცესტს და რატომ არავინ უყურებს ამ ბიბლიურ პასაჟს სერიოზულად? 65. ბიბლიაში (გამოსვლაში, რიცხვთა წიგნში, მსაჯულთა წიგნში და იესო ნავინის წიგნში) წერია რომ ებრაელებმა ჯერ მოსეს და შემდეგ იესო ნავინის და გედეონის თაოსნობით გაანადგურეს ათი ეთნოსი: მიდიელები, ქანაანელები, ხეთელები, ამონელები, ედომელები, მოაბელები, ფერიზეველები, იებუსეველები, გირგაშეველები და რეფაიმელები, მას მერე რაც ეს ხალხები მოსპეს ებრაელებმა დაიკავეს მათი ქვეყნები და შექმნეს თავიანთი სამეფო, ისმის კითხვა: ყოველივე ეს არის დიდებული და კარგი საგმირო საქმეები თუ ტერორიზმი და ფაშისტური გენოციდი? ქონდათ კი ებრაელებს ამ ხალხების მოსპობის უფლება? 66. რატომ არ არის ძველ აღთქმაში მოცემული იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სრული ისტორია? 67. რატომ დახოცა უმოწყალოდ და საოცარი სისასტიკით, ბიბლიურმა ღმერთმა ეგვიპტის უკლებლივ ყველა პირმშო? 68. რას ნიშნავს გამოსვლის წიგნში არაერთხელ ნახსენები ფრაზა: „გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს“ და თუ ბიბლიურ ღმერთს სურდა რომ ეგვიპტელებს გაეშვათ ებრაელები, რატომ უსასტიკებდა იგი გულს ფარაონს, იმის მაგივრად რომ მისთვის სიყვარული და მშვიდობა შთაეგონებინა? 69. თუ ბიბლიური ღმერთი არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე, იცის წარსული, აწმყო და მომავალი და აქვს ყველაფრის უნარი, რატომ არ გაანადგურა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე თავიდანვე, სანამ ადამი და ევა შეჭამდნენ მის ნაყოფს და დაარღვევდნენ მისთვის მიცემულ პირობას? ან რატომ არ შთააგონა ადამსა და ევას რომ არ მიკარებოდნენ ცნობადის ხეს? ან რატომ არ შეუცვალა ადამსა და ევას ცნობიერება და მეხსიერება იმწამსვე როგორც კი მათ დაარღვიეს აღთქმა და იგემეს აკრძალული ნაყოფი, ამის მაგივრად კი დაწყევლა? 70. რატომ არაფერი არ წერია ბიბლიაში, თუ საიდან და როგორ წარმოიშვნენ ანგელოზები? 71. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ დაუშვა მან სატანის და მისი მომხრე ანგელოზების განდგომა და დაცემა? 72. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისმცოდნეა და იცის წარსული, აწმყო და მომავალი, ესე იგი მან წინასწარ იცოდა რომ სატანა და ზეციური ანგელოზების გარკვეული ნაწილი მას განუდგებოდნენ და „დაეცემოდნენ“, იბადება ლოგიკური კითხვა: ბიბლიურმა ღმერთმა, სატანა და ანგელოზების ნაწილი, სპეციალურად იმისათვის შექმნა, რომ მომავალში ისინი აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ და დაცემულიყვნენ თუ არა? ანუ ბიბლიურმა ღმერთმა, თუ ის ყოვლისმცოდნეა, სატანა და ანგელოზთა ნაწილი, წინასწარ დააპროგრამა იმაზე, რომ მათ მოეწყოთ ამბოხი თუ არა? თუ მან იცოდა მომავალი ამბოხის შესახებ, რატომ არაფერი მოიმოქმედა? 73. თუ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ მოხდებოდა „ცოდვით დაცემა“ და ათასობით და მილიონობით ადამიანი ჯოჯოხეთში წავიდოდა გარდაცვალების შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ გაწირა ადამიანები ცოდვით დაცემისთვის და ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის? ესე იგი ღმერთმა სპეციალურად დაუშვა ადამიანთა ცოდვით დაცემა, რათა ჯოჯოხეთი ცარიელი არ დარჩენილიყო? 74. რატომ ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ იესო მეფე დავითის შთამომავალი იყო, თუ იგი არ გახლდათ დედამისის, მარიამის ქმრის, იოსების ხორციელი შვილი, არამედ სულიწმინდისგან უბიწოდ ჩაისახა? დავითის შთამომავალი იყო იოსები, მაგრამ თუ ლაპარაკია უბიწოდ ჩასახვაზე, რა კავშირშია დავით მეფესთან და მის შთამომავალ იოსებთან იესო? 75. წარღვნის დამთავრებისთანავე, კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, რატომ მოკლა ნოემ ცხოველთა ნაწილი და მათი გვამები შესწირა ბიბლიურ ღმერთს? ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა იყნოსა გვამების სუნი და ესიამოვნა, რატომ სიამოვნებს ბიბლიურ ღმერთს სისხლის სუნი და საერთოდ ღმერთია თუ არა იგი? 76. მოსეს ხუთწიგნეულში წერია, რომ ერთხელ მოსეს ხალხის ნაწილი, ვინმე დათანისა და კორახის თაოსნობით აუჯანყდა და მათ ეგვიპტეში დაბრუნება ინდომეს, მაგრამ მოსემ შესჩივლა თუ არა ეს „ღმერთს“ მან მყისვე გაანადგურა მეამბოხეები, აჯანყებულთა ქვეშ მიწა ჩაინგრა და ჩაიტანა ყველანი: კაცები, ქალები, ბავშვები და და პირუტყვი (რიცხვნი, თავები 16 და 17), ბიბლიის მიხედვით 700 კაცზე მეტი დაიხოცა იმ დღეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გააკეთეს ეს მოსემ და მისმა „ღმერთმა“? რატომ გამოიჩინეს ამგვარი მხეცური სისასტიკე? იქნებ შესაძლოა, რომ მოსეს „ღმერთი“ სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ შენიღბული დემონი? 77. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ უდაბნოში ხეტიალისას, ებრაელებს ძალიან მოშივდათ ხორცი და მათ დაიწყეს გმინვა და გოდება, იმ დროის გახსენება როდესაც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და მოსეს და მის „ღმერთს“ საყვედური გამოუცხადეს, ისურვეს რა უკან დაბრუნება (რიცხვნი, თავი 11, სტროფები 1–35), მოსემ ისინი არ გაუშვა, მოკლე დროში მოსეს „ღმერთმა“ მოუვლინა დამშეულებს ხორცი, ციდან ჩამოცვენილი მკვდარი მწყერების სახით, დამშეულებმა იწყეს შეგროვება და ჭამა, მაგრამ ჯერ მონელებული არ ქონდათ, რომ ბიბლიურმა „ღმერთმა“ დამშეულებს კეთრი შეყარა და ერთიანად გაავლო მუსრი დათვლილ წუთებში, ეს მშვენივრადაა აღწერილი ხუთწიგნეულში, სამღვდელოება და ბიბლია ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ეს სიხარბის გამო დაემართათ, მაგრამ რა შუაშია აქ სიხარბე და რა საჭიროა ეს დემაგოგია? როდესაც ადამიანები უბრალოდ იტანჯებოდნენ და დამშეულები იყვნენ და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ უდაბნოში, ხოლო მოსეს „ღმერთმა“ ჯერ ფუჭი იმედი მისცა და „გაახარა“ მშივრები, ხოლო როდესაც ხალხი ჭამდა, კეთრი მოსდო და მუსრი გაავლო და დახოცა ყველა: კაცები, ქალები და ბავშვები? რატომ?! საიდან ასეთი უსამართლო სისასტიკე?! 78. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ებრაელები ქანაანის დაპყრობის პროცესში იყვნენ, მათ იერიში მიიტანეს მიდიელებზეც და მოკლეს რა ყველა მამაკაცი, ქალები ტყვედ ჩაიგდეს და მათზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს, აიძულეს რა სექსუალური კავშირის დამყარება, მიდიანელ ქალებს ეყოლათ ბავშვები, მაგრამ როდესაც ეს მოსემ გაიგო, ის განრისხდა და ბრძანა მიდიელი ქალების შვილებიანად განადგურება, რაც ებრაელმა ჯარისკაცებმა შეასრულეს (რიცხვნი, თავი 31, სტროფები 1–54), ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინეს ებრაელებმა ასეთი ფსიქოპათური სისასტიკე უდანაშაულო ქალების და ბავშვების მიმართ, რომლებიც ისედაც ძალადობის მხვერპლნი იყვნენ? და ეს ხალხია „ღვთის რჩეული“?! ესე იგი „ღმერთმა“ მათ უდანაშაულო ქალების და ბავშვების მოკვლის უფლება მიანიჭა?! 79. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ებრაელებმა იპოვეს შეშის შემგროვებელი კაცი რომელსაც შეშა მიქონდა სახლში, მათ ის დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო როდესაც მოსეს და „ღმერთს“ დაეკითხნენ რა ექნათ, ორივემ ერთხმად შეშის შემგროვებელი კაცის მოკვლა ბრძანეს, რაც აღსრულდა კიდეც, რადგანაც იმ დღეს შაბათი იყო, „წმინდა დღესასწაული“, როდესაც „ღმერთმა“ უსაქმურობა ბრძანა (რიცხვნი, თავი 15 სტროფები 32–35), ისმის კითხვა რატომ მოკლეს ებრაელებმა უდანაშაულო კაცი და რატომ ბრძანა მოსეს „ღმერთმა“ მისი მოკვლა თუ იგი არის ღმერთი და არა შენიღბული დემონი? 80. გამოსვლის წიგნში წერია, რომ როდესაც მოსე დიდი ხნით განმარტოვდა მთაზე ე. წ. „ღმერთის“ წინაშე, ებრაელებმა ვეღარ მოითმინეს, ყელში ამოუვიდათ მოსეს ლოდინი და აარონს თხოვეს კერპების გაკეთება, აჯანყდა მხოლოდ ებრაელთა გარკვეული ნაწილი, მას მერე რაც „ღმერთმა“ დაინახა ეს, მან ხალხის მთლიანად მოსპობა გადაწყვიტა (ჭეშმარიტად საოცარი და უნიკალური შეუწყნარებლობაა „ღმერთისთვის“, ამჯერადაც მოსეს „ღმერთმა“ გამოავლინა თავისი ბარბაროსული და პირსისხლიანი ნატურა), მოსემ დიდი ხვეწნა-ვედრებით გადაათქმევინა მას ეს, მაგრამ მას მერე რაც მთიდან ჩამოვიდა, მოხდა არანაკლებ საზარელი ფაქტი, მოსემ შეკრიბა ლევიანები („ისრაელის ღმერთის“ პირადი მონები) და მათი მახვილით, იმ დღეს ამოხოცა და გაჟლიტა 3000 ადამიანი (გამოსვლა, თავი 32, სტროფები 1–35), ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ აიძულებს მოსეს „ღმერთი“ ადამიანებს მორჩილ თაყვანისცემას და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებას და რატომ ანადგურებს უმოწყალოდ იმ ადამიანებს რომლებსაც არ სურთ მისი თაყვანისცემა? რატომ გაჟლიტეს ლევიანებმა მოსეს თაოსნობით იმ დღეს 3000 ადამიანი?! 81. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ერთი ქალი აგინებდა მოსეს „ღმერთს“, ის კი შეიპყრეს და ქვებით ჩაქოლვის რიტუალით სიცოცხლეს გამოასალმეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გამოიჩინეს ებრაელებმა ასეთი სისასტიკე და რა უფლება ქონდათ მათ? 82. დაბადების წიგნის მეექვსე, მეშვიდე და მერვე თავებში ნახსენებია, რომ ნოემ ბიბლიური „ღმერთის“ ბრძანებით ააგო კიდობანი, რათა გადარჩენილიყო წარღვნას, მან კიდობანში შეიყვანა და დააბინავა თავისი სამი შვილი, სემი, ქამი და იაფეტი და მათი ცოლები, აგრეთვე მან „გამოარჩია“ დედამიწის ყველა პირუტყვიდან თითო წყვილი და ისინიც თავის მიერ აგებულ კიდობანში დააბინავა, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა; მეცნიერებამ დაადგინა, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებობს ცოცხალი არსებების არც მეტი არც ნაკლები 8 700 000 სახეობა, რომელთაგან 2 200 000 ცხოვრობს მსოფლიო ოკეანეში, ხოლო 6 500 000 ხმელეთზე (მათ შორის მცენარეთა 300 000 სახეობა), ხოლო მრავალი ათასი წლის წინ არსებობდა კიდევ უფრო მეტი სახეობა და აქ ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ დაატია ნოემ თავის კიდობანში, რომელიც ზომით მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ ტრანსატლანტიკურ გემ „ტიტანიკზე“ რამოდენიმეჯერ უფრო მცირე იყო, კერძოდ კი სიგრძით 300 წყრთა, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 30, ცხოველთა სამყაროს 17 000 000 წარმომადგენელი?! და ესეც იმ შემთხვევაში თუ არ მივათვლით მცენარეთა 300 000 სახეობას(!), თუ წარმოუდგენია ვინმეს, რამხელა უნდა ყოფილიყო კიდობანი, რომელიც 17 000 000 ინდივიდს დაიტევდა? და თქვენ გჯერათ რომ „ტიტანიკზე“ გაცილებით მცირე „გემმა“ და თან ისიც ხისგან გაკეთებულმა (თუნდაც ე.წ. „გოფერისგან“) დაიტია 17 000 000 ინდივიდი ნოეს ოჯახის ჩათვლით, თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ამჟამად ცოცხალი არსებების სახეობათა მხოლოდ სულ რაღაც 15% არის აღწერილი და აღრიცხული? თუ ჰიპოთეტიკურად, თეორიულად მათემატიკურად გამოვიანგარიშებთ, საერთო ჯამში შესაძლოა არსებობდეს არანაკლებ 59 500 000 სახეობა და ისიც მცენარეთა გამოკლებით, ხოლო მცენარეთა ჩათვლით 61 600 000 სახეობა და თქვენ კიდევ გჯერათ ნოეს ბიბლიური ისტორიის? კიდევ გჯერათ რომ ნოეს კიდობანი დაიტევდა 61 600 000 სახეობას ანუ 123 200 000 ინდივიდს?! 83. დაბადების წიგნში წერია რომ წარღვნა, მიმდინარეობდა პრაქტიკულად 10 თვე ანუ არც მეტი არც ნაკლები 300 დღე (დაბადება თავი 7, სტროფები 12–24, დაბადება თავი 8 სტროფები 1–5), მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არათუ 300 დღე, არამედ 30 დღეც კი ვერ გაუძლებდა ვერანაერი ხის ნაკეთობა წყალში და ისიც აბობოქრებულ და აზვირთებულ ოკეანეში ცურვას, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია (!), აქედან გამომდინარე რაც დაბადების წიგნში წერია შეცდომაა ან გაცნობიერებული სიცრუე, ისმის ლოგიკური კითხვა: მაშინ რატომ წერია ეს ბიბლიაში და რატომ არიან ადამიანები დაბადებაში ნოეს კიდობნის შესახებ მოცემული „მონაცემების“ სისწორეში ფანატიკურ სიგიჟემდე „დარწმუნებულნი“? 84. დაბადების წიგნში წერია, რომ ნოემ როდესაც წ####ბმა კლება იწყეს და წარღვნა დასრულდა, კიდობნიდან მტრედი გაუშვა რათა გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა, ორჯერ გაუშვა და მხოლოდ მეორედ გაუმართლა, მეორე გაშვების შემდეგ მტრედი ნისკარტში ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა კიდობანში (დაბადება, თავი 8, სტროფი 11), აქ აშკარად იმაზეა ლაპარაკი, რომ მტრედმა აღმოაჩინა მცენარე, ზეთისხილი არის მცენარე, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა: დაბადებაში წერია რომ წარღვნის დროს წყალმა დაფარა თვით ყველაზე მაღალი მთები (თავი 7, სტროფები 19–20), ამგვარ პირობებში კი მცენარეთა სამყარო სრულიად განადგურდებოდა და ვერანაირად ვერ გადარჩებოდა, ისმის ლოგიკური კითხვა: საიდან გაჩნდა ის ზეთისხილის მცენარე, რომელსაც მტრედმა მიაგნო? 85. რა სქესის არიან ანგელოზები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი ანგელოზებს? 86. რა სქესის არიან დემონები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი დემონებს? 87. რატომ წერია ბიბლიაში, რომ ქალს არ აქვს სწავლის უფლება(პავლე, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფები 34–35)? 88. რატომ წერია ბიბლიაში, რომ თუ ადამიანი უმეცარია სჯობს ბოლომდე უმეცრად დარჩეს (პავლე, 1 წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფი 38)? 89. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმისათვის რათა დედამიწაზე მომხდარიყო იმგვარი წარღვნა, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, სადაც წერია რომ წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთებიც კი, საჭირო იქნებოდა სამი მსოფლიო ოკეანის მასის წყალი, ისმის ლოგიკური და რაციონალური კითხვა: უპირველეს ყოვლისა საიდან გაჩნდა ამდენი წყალი და მეორე რიგში კი სადღა გაქრა წარღვნის შემდეგ ამხელა წყლის მასა?
×
×
  • შექმენი...