Search the Community
Showing results for tags 'სულთა გადასახლება'.
-
სამსარა (სანსარა) და ნირვანა (ნიბანა) ესენია არა კონკრეტული ადგილები სამყაროში, არამედ სულის (ცნობიერების) მდგომარეობა. სამსარა (სანსარა) ესაა წრებრუნვა სამყაროში, კარმული კანონის ზეგავლენით სხეულიდან სხეულში გადასახლება, არაკონტროლირებადი უნებლიე რეინკარნაცია. რეინკარნაციას განაპირობებს აფექტებით სავსე ცნობიერება და კარმა. არის პოზიტიური კარმა (დადებითი მოქმედებები), არის კარგი პირობები (რეინკარნაცია კარგ პირობებში), არის ნეგატიური კარმა (უარყოფითი მოქმედებები), არის ცუდი პირობები (რეინკარნაცია ცუდ პირობებში). აფექტები განაპირობებენ კარმას, კარმა - რეინკარნაციას. არაკონტროლირებადი რეინკარნაციის ანუ ცნობიერების სხეულიდან სხეულში გადასვლის მიზეზია: ავიდია (უმეცრება, სულიერი კანონების არცოდნა) და აჰამკარა (ასმიტა-შაკტი - ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი). თუ არ არის ავიდია და აჰამკარა, არ არის კარმა, არ არის კარმა - არ არის რეინკარნაცია. ნირვანა (ნიბანა) ნიშნავს შეწყვეტას, წრებრუნვის, სხეულიდან სხეულში ხეტიალის შეწყვეტას კარმის და აფექტების ანულირების გზით. ომ მანი პადმე ჰუმ
-
- ბუდა
- სულთა გადასახლება
-
(and 8 more)
Tagged with: