Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'რჯული'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. რა არის სიკეთე? რა არის ღმერთი? რა არის ბუდა? ღმერთი კეთილია? ბუდა კეთილია? შეიძლება რომ ღმერთს ეზიზღებოდეს ლგბტ? თუ ღმერთს ეზიზღება ლგბტ ის ბოროტია? ბუდას ეზიზღება ლგბტ? რატომ ეზიზღება რელიგიას ლგბტ? ვინ არიან ასტრალური პარაზიტები? რატომ უნდა იყოს ადამიანი მაინც და მაინც ჰეტეროსექსუალი? საიდან ვიცით რომ ჰეტეროსექსუალობა = ნორმა? ლესბოსელი არ შეიძლება იყოს ჯივანმუქტა? ეზოთერიკა და ლგბტ შეუთავსებადია? რატომ? იცით რა არის სექსუალობა? რატომ ითვლება ჰეტეროსექსუალობა ერთადერთ ნორმად? საიდან მოდის ჰომოფობია? რა არის მოსეს რჯული? რა არის ზოროასტრის რჯული? რა არის ბრაჰმანისტური რჯული? რატომ ამტკიცებენ ზოგიერთები რომ ტანტრა არ ცნობს ლგბტ-ს? რატომ აღიზიანებთ ლგბტ ადამიანები ღმერთებს? ღმერთებში ლგბტ არ არიან? რატომ მიიჩნევს რელიგია, რომ ლგბტ არის ცოდვა? საიდან მოდის ეს? შეიძლება რომ კეთილ ღვთაებას უნდოდეს ჰომოსექსუალის მოსპობა? ლესბოსელის მოკვლა ან ცემა არაა აჰიმსას კანონის დარღვევა? რას ნიშნავს აჰიმსა? ძალადობა ლგბტ-ზე არაა ძალადობა (ჰიმსა, ვიჰინსა)?? სიყვარული არ ნიშნავს ყველას სიყვარულს და მიტევებას? ღმერთი არის იდეალური? ბუდა არის იდეალური? შეიძლება რომ იდეალურ არსებას ან წმინდანს ეზიზღებოდეს განსხვავებული სექსუალობის ან ეროვნების ადამიანი? რა არის იდეალური სული? ადვაიტას პოზიციიდან რა მნიშვნელობა აქვს სექსუალურ ორიენტაციას? თუ მატერიალური კოსმოსი არის ილუზია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს იმას არის ადამიანი ლგბტ თუ ჰეტერო? რატომ უნდა უშლიდეს ხელს გასხივოსნებაში ლესბოსელს მისი ლესბოსური სექსუალობა? რატომ? მეცნიერებამ (ბიოლოგიამ) დაადგინა რომ არსებობს მინიმუმ 12 სექსუალური ორიენტაცია, მაშინ რატომ არ იღებენ ამას რელიგიები და რატომ ამბობენ რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთი "ჭეშმარიტი" ორიენტაცია – ჰეტეროსექსუალობა? რა არის ცოდვა? რატომ შორდება გეი უფალს? რატომ არ უყვარს გეები უფალს ან ბუდას? რაში აინტერესებს ან უფალს ან ბუდას ადამიანის სექსუალობა? ლგბტ = ცოდვა? ეს როგორ მუშაობს? რატომ ჰეტეროსექსუალობა არაა ცოდვა? რატომ ზღუდავს რელიგია სექსუალობას? იცის რელიგიამ რა არის სექსუალობა? რის საფუძველზე ამტკიცებენ რელიგიურები რომ ლგბტ არის ცოდვა რაც აბრაზებს ღმერთს (ღმერთებს)?? თუ ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა ანომალია და ცოდვაა, მაშინ რატომ არსებობენ? თუ სანსარა ბოროტებაა, მაშინ საიდან გაჩნდა და რატომ არსებობს? რატომაა ჰედონიზმი ცუდი? რატომ არ სურს ღმერთს რომ ადამიანი იყოს ბედნიერი და თავისუფალი?
  2. როცა წერ "სასტიკად უნდა ისჯებოდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მსგავსი გარყვნილება" და თან ეფუძნები მოსეს რჯულს მოცემულს მსუბუქად რომ ვთქვათ არც ისე პოზიტიური ძალების მიერ, ხვდები მაინც რომ ამითი ნეგატიური სულების ანუ ასტრალური პარაზიტების წისქვილზე ასხამ წყალს? როგორ? დასჯა რას ნიშნავს? იმას რასაც არაბულ სამყაროში და ნაწილობრივ ჩვენშიც აკეთებენ! რას? ფიზიკური ზიანის მიყენება + ფსიქოლოგიური ზიანი! ეზოთერიკა რა დონეზე არ უნდა გესმოდეს რომ აბრეხვებდე უნდა დავსაჯოთო?! ტანჯვისას ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას – "გავახას"! მილიონმეერთედ ვამბობ უკვე! ეს ასტრალური პარაზიტები კიდევ იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიით! ანუ რას ქადაგებ?! რომ გამოვაძღოთ დაჩეხილი ლგბტ ადამიანების სულების ხარჯზე + ჩვენი ზიზღის ენერგიით ეს პარაზიტები? მაგის გარდა ბევრი საუბრობს ლუციფერზე და მის აჯანყებაზე, "რჯულზე", ქალის "როლზე" და ადამზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ სექსიზმი ანუ ქალის დაკნინება მოსეს რჯულში მოდის ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა ჩვენს მზის სისტემაში იაჰვე და სხვა არქონტები არ იყვნენ! როცა ეს 7 პარაზიტი ახამოტმა თავისი სამეფოდან კერძოდ კი მეხუთე განზომილებიდან პანღურით ისროლა, ესენი მოვიდნენ დედამიწისეულ კოსმიურ სივრცეში და დაიპყრეს ეს კოსმოსი! მთვარე = ედემი! როცა იაჰვე მოვიდა მთვარეზე მოუხდა ბევრი ბრძოლა აბორიგენების დასამორჩილებლად და ბოლოს ერთ ერთი პრინცესა სახელად ნოკანიელი ცოლად მოიყვანა და ცხადია იძულებით! ეს ქალღმერთი გახდა მისი შვილების ანუ "ანგელოზების" დედა! იაჰვე ყოველმხრივ აჩმორებდა ნოკანიელს და სხვა მოსახლეებს, ეს ვერ აიტანა ლუციფერმა და აჯანყდა, მაგრამ მომხრეებთან ერთად იძულებული გახდა გაქცეულიყო და შეექმნა ცალკე სამეფო დედამიწის ცენტრში მეოთხე განზომილებაში! საბოლოოდ იაჰვეს სიგიჟემ ნოკანიელის სიცოცხლეც შეიწირა რამაც საბოლოოდ გაამწარა ლუციფერი და მისი ძმები და დები! ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი რომელთანაც იაჰვემ შურის და ეჭვიანობის გამო წააჩხუბა შტერი ადამი და კიდევ უფრო გაამყარა სექსიზმი! მოსეს რჯული და აბრაამის რჯული იყო საბოლოო აგური რომლითაც დასრულდა სექსისტური მონოთეისტური ტირანიის მშენებლობა თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ ცრუ წინასწარმეტყველს – მუჰამედს! ამ ინფორმაციას ადასტურებს ოკულტური (თეოსოფიური) და ლუციფერიანული ლიტერატურა! გონს მოდით როცა ძალმომრეობისკენ მოუწოდებთ ვინმეს!! სოდომს და გომორას როცა ახსენებ არც ის უნდა დაგავიწყდეს რომ მათი ნანგრევები კარგა ხანი ნაპოვნია და იცით რა აღმოაჩინეს მაგ "დაწყევლილ" ადგილზე? ბირთვული რაკეტის აფეთქების კვალი! რადიაქტიული იზოტოპი ქსენონ 129 და ბიოლოგიური შხამი კალიუმ 40! ეზოთერულ წყაროებში ნათქვამია ის რაც დაადასტურა მეცნიერმა ივან ფილიმონენკომ, ათასწლეულების წინ დედამიწის ადამიანები ცხოვრობდნენ 106750 წელი რადგან სხეულში კალიუმ 40 მხოლოდ 0,14 გრამი ჰქონდათ! რა, "უფალმა" სოდომი და გომორა ბირთვული ბომბით ააფეთქა?! მაშინ რა ღმერთია ეს? პალეოკონტაქტის თეორია მაგონდება რომელიც გვეუბნება რომ ეს "მისტიკური არსებები" რელიგიებში უბრალოდ უცხოპლანეტელი ასტრონავტები არიან რომლებმაც დააბოლეს პრიმიტიული ადამიანები! მაგის გარდა აღმოსავლურ სწავლებებში არის პირდაპირი მინიშნება იმაზე რომ სამყაროში არსებობენ ბოროტი სულები – მარები, რომლებიც იკვებებიან ტანჯვის ენერგიით! ბერძნები და გნოსტიკოსები მათ უწოდებდნენ კაკოდემონებს და არქონტებს, ირანელები არიმანის დევებს, იაპონელები მაგაცუჰის. ნათქვამია რომ არსებობს სამი სახის თვითკონტროლი: 1) მანუ გუპტი – გონების კონტროლი 2) ვაჩანა გუპტი – სიტყვების კონტროლი და 3) კაია გუპტი – სხეულის კონტროლი, რათა დაიცვა აჰიმსას ანუ არაძალადობის კანონი. თუმცა თვითონ ინდოელებსაც კი ეშლებათ და უშვებენ შეცდომებს. ისინი ხშირად არასწორად განმარტავენ კონტროლის იდეას და ივიწყებენ აჰიმსას კანონს. როცა დასჯაზე საუბრობ და ივიწყებ აჰიმსას ინდურ კანონს მაგრამ არ გავიწყდება მოსეს უფლის სასტიკი ანტიადამიანური რისხვა, ჩათვალე რომ სულიერი დეგრადაციის გზას ადგახარ. ნუ კვებავ მარებს შენი ნეგატივით. მოსეს ტიპის ადამიანები კი თავიდანვე მარების ანუ მაგაცუჰის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და არიან. ჰომოფობია = რეპრესიული "მორალი", ეს კი მოდის ასტრალური პარაზიტებისგან (არქონტებისგან) გახსოვდეთ ეს! ასტრალური პარაზიტები ყველა რელიგიაში იჭრებოდნენ და წამლავდნენ მათ დებდნენ რა სულიერ სწავლებებში მონურ ფსიქოლოგიას და ანტილიბერტინისტურ ანტისექსუალურ ჰედონოფობიას და სექსოფობიას. იცოდეთ სექსუალური ლიბერტინიზმი ეზიზღებათ პარაზიტებს! იძახით რომ რელიგიებში ლგბტ ადამიანებს ცოდვილებად თვლიან? ჯერ ერთი აბრაამის და მოსეს რჯული პარაზიტების შექმნილია მთლიანად. ხოლო დანარჩენი სწავლებები 55% დამახინჯებულია მათ მიერ! შეუშვით თავში!!! აი ეს კი უკვე სრული კრეტინიზმი და მარაზმია. როგორ შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებას ამბობდე და მეორე მომენტში ასეთი ნონსენსი დააბრეხვო?? მოდით ავხსნი: დიონისური ელინიზმის, გნოსტიკური ლიბერტინიზმის და ტანტრიზმის მიხედვით სექსუალური თავისუფლება ადამიანისთვის არის მთავარი. სექსუალობის ლიბერტინისტურობას მტრობენ მხოლოდ ასტრალური პარაზიტები, რეფტილოიდები, ნაცრისფერები და მათი აგენტები. კუნდალინი შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით მათ შორის ლგბტ ფორმითაც, ამის გარდა გნოსტიკოსებმა (ლიბერტინისტებმა), ტანტრისტებმა და დიონისიანელებმა შესანიშნავად იციან რომ სექსუალობის დათრგუნვისას ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას და სწორედ ამ ნეგატივით იკვებებიან არქონტები (უმდაბლესი ვარსკვლავური სულები) ანუ ასტრალური პარაზიტები. რაც შეეხება სოდომს და გომორას; თუ არ იცი რას წერ სჯობს ვაფშე ნუ წერ! ეზოთერიკი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ბიბლიაში ჯერ ერთი საუბარია 7 ელოჰიმზე + ქრისტე. მაგის გარდა ის 7 ელოჰიმი არიან კიდეც ასტრალური პარაზიტები და ჩვენი მონათმფლობელნი. ჩვენ ვართ მონები. მართალია ადამიანთა წინაპრების გარკვეული ნაწილი შექმნეს ინდოევროპულმა და მეზოამერიკულმა ღვთაებებმა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ასტრალური პარაზიტების შექმნილია. თუ ლგბტ არის პათოლოგია, მაშინ ან არქონტებმა ან სხვა სულებმა რატომ შექმნეს ისეთი ადამიანები რომლებსაც გენეტიკაში ჰქონდათ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ომნისექსუალობა და ა.შ.?? ე.ი. თავად ჩაუდეს ხომ ეს გენეტიკაში?? დიახ! მაშინ რა არ მოეწონათ მათ ადამიანებში რომლებსაც თავად ჩაუდეს ეს გენებში?? აბსურდი არ გამოდის?? მაგის გარდა; იაჰვე – მთვარის ელოჰიმი არქონტი რომელმაც დაღუპა სოდომი და გომორა სხვა ელოჰიმებთან ერთად ვერ იტანდა ყოველგვარ ლიბერტინიზმს იმიტომ რომ მონურ მორჩილებას ითხოვდნენ! ასევე; რაბინთა სწავლებით სოდომი და გომორა ადამის და ვამპირესა ლილიტის ჰიბრიდული შთამომავლებით და გიგანტებით იყო დასახლებული. მიზეზი ეგ უფრო იყო. ლილიტიც ადამს გაექცა იმიტომ რომ ბოროტმა "ღმერთმა" იაჰვემ ცოლის წინააღმდეგ განაწყო (წაიკითხეთ "ბენსირას ანბანი"). მოსეს რჯული და "ძველი აღთქმა" რომელიც ახდენს ზოგადად სექსუალური ლიბერტინაჟის დემონიზებას მოცემულია ბოროტი სულების ანუ პარაზიტების მიერ. შეიგნეთ ეს. პარაზიტებს უბრალოდ სურთ დამონება ადამიანთა. ასევე, რას აშავებს გოგონა რომელსაც არ უყვარს ბიჭები და უყვარს გოგონა? აბსურდი არ გამოგდით?? რას ეკვეხებით სხვის პირადულში? თქვენ გაგებაში არ ხართ რა არის "ნორმატიული ზნეობა". რეფტილოიდებმა გაგაცურეს აშკარად. მარტივად შეიძლება რეფტილოიდების და არქონტების ამოცნობა ბრბოში. ის ვინც ქადაგებს სექსუალური ლიბერტინიზმის წინააღმდეგ, არქონტების მონაა. კარპოკრატე გნოსტიკოსი ამას ადასტურებდა. ბიბლიური იაჰვე უფალი არაა! ერიდეთ მოსეს რჯულს სადაც წერია რომ ლგბტ უნდა მოიკლას! ეგ მოსე ცრუ წინასწარმეტყველი იყო!
  3. პრაქტიკულად ყველა რელიგიას გააჩნია ეთიკურ-მორალური დირექტივები ანუ „მცნებები“ და ქრისტიანული ფუნდამენტალისტური მარაზმი არაა გამონაკლისი. არსებობენ სწორი (დჰარმული) რელიგიები, რომლებშიც კოლოსალური ეზოთერული სიბრძნეა და არასწორი (აბრაამული) რელიგიები – აღსავსე ფუნდამენტალისტური მარაზმით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პოსტმოდერნისტულ პროგრესულ ტენდენციებთან და რაციონალისტურ მეცნიერებასთან! ახლა ჩვენი მიზანია ქრისტიანული ბიბლიური „მცნებების“ კრიტიკა. იხილეთ ქრისტიანობის დირექტივები: 1. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. კომენტარი: უკაცრავად მაგრამ ისმის კითხვა; რატომ არ უნდა გავიჩინო ბიბლიური „მამაღმერთი“ იაჰვეს გარდა სხვა ღმერთები ანუ რატომ არ უნდა ავირჩიო პოლითეიზმი და არა ბიბლიური მონოთეიზმი? კი, მე მესმის რომ ქრისტიანულ სწავლებას აქვს თავისი „არგუმენტები“ იმის დასამტკიცებლად რომ თურმე ადამიანები ვალდებულნი არიან ეთაყვანებოდნენ მხოლოდ ბიბლიურ „ღვთაებას“, მაგრამ საიდან ვიცით რომ ის რასაც გვეუბნება ბიბლია არის რაციონალური ჭეშმარიტება და ლოგიკური ცოდნა? არსაიდან! იმიტომ რომ ბიბლიაში არაა არც რაციონალიზმი და არც ლოგიკა! მართლა, მითხარით ერთი, რითი სჯობია ბიბლიური „უფალი“ ვთქვათ – ბერძნულ ზევსს, ინდურ კრიშნას, სკანდინავიურ ოდინს ან იაპონურ ამატერასუს? ვთქვათ მე არ მომწონს ბიბლიური „უფალი“ და მომწონს და მეტიც, მიყვარს – ამატერასუ(იაპონური მზის ქალღმერთი)? უჰ, ძალიანაც მანაღვლებს ეხლა რომ ბიბლიურ „სამოთხეში“ ვერ მოვხდები! ვთქვათ საერთოდაც დემონები მიყვარს და ავირჩიე მათი გზა და მოვხვდი ჯოჯოხეთში, მერე რა? ნუთუ არ მაქვს უფლება არ ავირჩიო ეს ბიბლიური „ღვთაებრივი“ მონსტრი?! უკაცრავად, მაგრამ ბიბლიურმა „უფალმა“ მე ვერ დამარწმუნა, ჩემი ინტელექტი უფრო მაღლა დგას ვიდრე ეს ბიბლიური მარაზმი! და ბოლოს, თავად ამ „უფლის“ სიტყვებიდანვე ჩანს რომ ღვთაებრივ ბუნებას მარტო თავად არ ფლობს, ასე რომ მე ჩემი გზით მივდივარ! 2. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის. კომენტარი: ჯერ ერთი – მე მაქვს პიროვნული თავისუფლება და თუ მომეპრიანება გავიკეთებ კიდევაც ციურ და მიწიერ სხეულთა და არსებათა „კერპებს“ და ვეთაყვანები კიდეც! მეორეც – მე უარს ვაცხადებ შურისძიების პრიმიტიული ვნებით შეპურობილი ფსევდოღმერთის მხევალი გავხდე! მესამეც – მესამე და მეოთხე თაობებში უდანაშაულო ადამიანებს სთხოვს პასუხს მათი წინაპრების გამო?! ეს რა ბოროტი ხუმრობაა შავი იუმორის კოლექციიდან თუ რა?! მე უარვყოფ ამ სიდებილეს, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალისთვის არაფრად ღირს! 3. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი. კომენტარი: ბიბლიური „უფლის“ სახელი ჩემნაირი ინტელიგენტებისთვის არაფერს ნიშნავს და უკიდურეს შემთხვევაში ის შესაძლოა ვახსენო კიდეც და გავაკრიტიკო კიდეც მეცნიერული პოზიციიდან და რადგანაც მეცნიერება დაუმტკიცებელ რელიგიურ სიგიჟეზე მაღლა დგას, ამ მცნებასაც სანაგვეში ვაგზავნი! 4. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. კომენტარი: შაბათი დღე ხომ? უკაცრავად მაგრამ ეს ლეგენდა შაბათ დღეზე დაფუძნებულია უფრო ანტიმეცნიერულ ლეგენდაზე „ღმერთის“ მიერ მთელი მეტაგალაქტიკის (!) 6 დღეში შექმნის შესახებ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიის მიხედვით მცენარეები მზეზე ადრე შეიქმნენ „უფლის“ მიერ და ამას გარდა „დღე-ღამის“ მონაცვლეობა მზის გარეშე მიდიოდა!! და ახლა ნურავინ დამიწყებს პათეტიკურ ბუზღუნსა და ტლიკინს იმაზე, რომ „ღმერთს“ ყველაფერი შეუძლია! ჯერ ერთი ეს ასე არაა! და მეორეც მე უარს ვაცხადებ მივიღო ის რასაც მეცნიერება ვერ ხსნის და მის წესებში არ ჯდება!!! 5. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის. კომენტარი: მშობლების დიდი ნაწილი არის ფაშისტურ-სადისტური და ულტრაკონსერვატიული მიდრეკილებების მქონე გიჟები, რომლებიც ძალადობენ შვილებზე და არაფრად აგდებენ მათ პიროვნულ თავისუფლებას! ასეთი მშობლების მქონეს მტრები აღარ გჭირდება! და მეორეც – დედამიწა მე „უფალმა“ კი არა 14 000 000 000 წლის წინ დიდმა აფეთქებამ და მატერიის ბუნებრივმა ევოლუციამ მომცა! 6. არა კლა. კომენტარი: კი, ნებისმიერი სიცოცხლე წმინდაა და წარმოადგენს სულიერ საგანძურს, მაგრამ ის ადამიანები (და არა მარტო ადამიანები), რომლებიც ამას არაფრად აგდებენ და ფეხებზე იკიდებენ არ იმსახურებენ სიცოცხლეს და ასეთები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით! ასე რომ „არა კლა“ არ მოქმედებს ყოველთვის, არის მომენტები როდესაც უბრალოდ უნდა ჩააძაღლო სადისტი მანიაკი და მორჩა! სექსუალური მანიაკები, სერიული მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, რელიგიური ფუნდამენტალისტები, მილიტარისტი მეცნიერები, ტერორისტები (მაგ. ჯიჰადისტები) და მათი მსგავსი მონსტრი სადისტები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით და არა ციხეში მყუდრო ოთახში გამოკეტვით და დღეში სამჯერადი კვებით! მართალია სიცოცხლე წმინდაა, მაგრამ ყველა არ იმსახურებს მას! ისინი ვინც მე არ მლანძღავენ, არ მაგინებენ, არ მცემენ, არ მწყევლიან და არ ცდილობენ ჩემ შეჭმას ან შუბლში ტყვიის დაჭედებას ჩემთვის მტრები არ არიან და მათ მიმართ მე მხოლოდ თბილ გრძნობებს განვიცდი რადგან ესენი არიან მშვიდობის მომხრენი, ზოგადად მშვიდობიანი არსებები იმსახურებენ კეთილ მოპყრობას, მაგრამ სიცოცხლის ყოველგვარი აგრესიული ფორმა, რომელიც უმიზეზოდ ესხმის თავს სხვას და ცდილობს ზიანის მიყენებას ჩემი აზრით კარგავს უფლებას იცოცხლოს! გააჩნია სიტუაციას, ვსო! 7. არ იმრუშო. კომენტარი: ჯერ ერთი გააჩნია რას თვლი „მრუშობად“, მეორეც – სექსუალურობა და ჰედონიზმი ბოროტება არაა და არის ადამიანის სავსებით ბუნებრივი ინსტინქტი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვმრავლდებით და ვიღებთ სიამოვნებას რაც აგრეთვე სრულებით ბუნებრივია! მესამეც – მე არ ვარ ვალდებული დავემორჩილო კონკრეტულ რელიგიურ წესებს რომლებსაც არავითარი იურიდიული ძალა არ აქვთ და ზღუდავენ ბუნებრივ ინსტინქტებზე დაფუძნებულ პიროვნულ თავისუფლებას! და ბოლოს – ქალკედონიის მეოთხე საეკლესიო კრებამ 451 წელს „,ორგაზმი“ მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადა და ქალი, რომელიც შემჩნეული იქნებოდა „ორგაზმის“ განცდის დროს, მას სჯიდნენ „გაძუყვნით“ ანუ სახალხოდ წამოხდიდნენ კაბას და ტრაკზე დასცხებდნენ „როზგს“! იმდენად შესძულდათ ქალებს ორგაზმი,რომ შვილებსაცკი ფსიქიურად ინვალიდებად ზრდიდნენ ანუ ქმართან არ გაბედო და არასოდეს არ გამოამჟღავნო სექსის დროს სიამოვნებაო! ასე იზრდებოდნენ „ინვალიდი“ თაობები და დღემდე ასე გრძელდება! ქართველი ქალების 90-% სექსი შინაგანად სძულს და მხოლოდ იმიტომ „აძლევს“ კაცს, რომ ის კაცი მას „უყვარს“! (ეს არის დაკანონებული პროსტიტუცია, როცა რაღაცის გამო ჟიმაობ)! და თქვენ გგონიათ ყველა ქართველი ქალი ასეთი „ფსიტიანი მშიშარა“ იყო? ნურას უკაცრავად! იყვნენ უშიშარი, ნამდვილი ვნებიანი ქალები,რომელბიც ჩუმად მასტრუბირებდნენ და ,,ორგაზმს"აღწევდნენ! და როცა უნდოდადთ ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ესურვათ-მას მიმართავდნენ ასე:გისურვებ,,ქალურ ბედნიერებასო'! აი აქედან გაჩნდა ეს უნიკალური სურვილი,რომელსაც სუფრაზე ეუბნებოდნენ ქალებს,,ვნებიანი"ქალები და ზუსტადაც, რომ „ორგაზმს“ უწოდეს „ქალური ბედნიერება“ და არა ქმარშვილის ყოლას,როგორც ეკლესია უჩიჩინებს დღემდე ქალებს! ადამიანებს ისევე როგორც სხვა ცოცხალ არსებებს აქვთ უფლება დაიკმაყოფილონ სექსუალური სურვილები და მიიღონ სიამოვნება!!! 8. არ იქურდო. კომენტარი: რაღა თქმა უნდა ქურდობა ცუდია და წარმოადგენს კრიმინალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მშიერმა ადამიანმა სნიკერსის შოკოლადის ან პურის მოპარვის გამო ციხეში ან საფლავში უნდა ამოჰყოს თავი! მეორეც – არსებობენ ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც არიან კორუმპირებულნი და ისე ოსტატურად იპარავენ გადასახადების გადამხდელთა ფინანსებს რომ არც კი ისჯებიან, აქვთ რა უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა და ავტორიტეტი! თუ ღარიბმა მაგრამ სამართლიანმა ადამიანმა მდიდარ კორუმპირებულ პოლიტიკანს ან ბიზნესმენს მოპარა რაღაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანი არის ცოდვილი და კრიმინალი და უნდა დაისაჯოს! ამას გარდა – არის შემთხვევები როცა ბოროტი ადამიანები უდანაშაულო ადამიანებს ქურდობაში დებენ ბრალს, ამას რაღა ვუყოთ? ასე რომ „არა იქურდო“ არის მცნება, რომელიც არაა აბსოლუტური კონსტანტა. 9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ. კომენტარი: ჯერ ერთი – ცრუ მოწმედ არა მხოლოდ შენი თვისტომის არამედ არავის წინაშე არ უნდა გამოხვიდე, იმდენად რამდენადაც მორალს რომ შევეშვათ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! მეორეც – თუ ცრუ მოწმედ გამოსვლა დაგეხმარება ბოროტმოქმედის დასჯაში და ეს არცერთ უდანაშაულოს ზიანს არ მიაყენებს და თუ კარგად გათვლი მოქმედებებს ისე რომ ტყუილი არ გამჟღავნდება, შენ გაქვს უფლება ცრუ მოწმეობისა, გააჩნია სიტუაციას. 10. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან. კომენტარი: მე ვეთანხმები იმას, რომ მოყვასის ცოლი, მსახური ან რაიმე სახის მატერიალური უძრავი ან მოძრავი ქონება არ უნდა მოიპარო და არ უნდა შეგშურდეს ისე, რომ ზიანი მიაყენო ე.ი. არ უნდა შეგძულდეს მოყვასი ისე, რომ იძალადო მასზე, მაგრამ ჯანმრთელი შური და ინტერესი შეიძინო იგივე რაც გააჩნია შენს მოყვასს და აგრეთვე გყავდეს მის მსგავსად ლამაზი ცოლი (ან ცოლები) და მსახურები, არის სავსებით ბუნებრივი და ამაში არაფერია ცუდი! ჯანსაღი შური არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა! ამგვარად ჩვენ დავადგინეთ ბიბლიური დირექტივების აბსურდულობა და მარაზმულობა.
  4. მსაჯულთა წიგნში, რომელიც შედის ძველ აღთქმაში, წერია იმის შესახებ, თუ როგორ ხოცავდნენ და იმონებდნენ ე.წ. „ღვთის რჩეული ერი“ ანუ ებრაელები (ისრაელიანები) სხვა ხალხებს ანუ მათი პრიმიტიული მონოთეისტურ-სადისტური გაგებით ე.წ. „წარმართებს“. მაგალითაც მსაჯულთა წიგნის პირველ თავში ნახსენებია თუ როგორ დახოცეს ებრაელებმა 10 000 ქანაანელი და ფერიზეველი, ხოლო მესამე თავში წერია თუ როგორ გაჟლიტეს 10 000 მოაბელი და ა.შ. მსაჯულთა წიგნში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ებრაელებს მათი „ღმერთისგან“ ჰქონდა აღებული ქანაანში და მის შემოგარენში მცხოვრები „წარმართი“ ხალხების დახოცვის ან აყრის „ნებართვა“. ბიბლიური „უფალი“ ებრაელებს აქეზებდა და შთააგონებდა არ მიეღოთ თავიანთ გარშემო მცხოვრები „წარმართების“ ღმერთები და დაენგრიათ მათი „წარმართული“ ტაძრები, დაემსხვრიათ მათი „კერპები“ და მოესპოთ მათი სამსხვერპლოები. ქანაანელები და სხვანი იმიტომ იყვნენ „ცუდები“ და „ბოროტები“ თურმე, რადგანაც „სხვები“ იყვნენ და ებრაელთა ციურ ეგომანიაკს არ უმღეროდნენ დითირამბებს. ბიბლიაში წერია: „იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?“ (მსაჯულთა წიგნი 1-1). „თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.“ “ (მსაჯულთა წიგნი 1-2). „უთხრა იუდამ თავის ძმას სიმონს: გამომყევი ჩემს წილხვდომილში, ერთად ვეომოთ ქანაანელებს. მერე მე გამოგყვები შენს წილხვდომილში. და გაჰყვა სიმონი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-3). „გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელები და ფერიზელები. ამოხოცეს ისინი ბეზეკში - ათი ათასი კაცი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-4). ბეზეკშივე შეეყარნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ და დაამარცხეს ქანაანელები და ფერიზელები.“ (მსაჯულთა წიგნი 1-5). „უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს.“ (მსაჯულთა წიგნი 1-6). „თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.“ “ (მსაჯულთა წიგნი 1-7). „შეუტიეს იუდიანებმა იერუსალიმს, აიღეს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-8). „მერე ჩავიდნენ იუდიანები მთის, სამხრეთისა და ბარის ქანაანელებთან საომრად.“ (მსაჯულთა წიგნი 1-9). „გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრებ ქანაანელებზე (უწინ ჰებრონს კირიათ-არბა ერქვა); დაამარცხეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-10). „იქიდან დაბირის მცხოვრებლებზე გაილაშქრა (უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა).“ (მსაჯულთა წიგნი 1-11). „თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.“ (მსაჯულთა წიგნი 1-12). „ღოთენიელმა, ქალების უმცროსი ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.“ (მსაჯულთა წიგნი 1-13). „ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისაგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,“ (მსაჯულთა წიგნი 1-14). „მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.“ (მსაჯულთა წიგნი 1-15). „მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 1-16). „გავიდა იუდა თავის ძმასთან სიმონთან ერთად. დაამარცხეს ცეფათის ქანაანელები, ააოხრეს ქალაქი და უწოდეს ხორმა (ნაოხარი).“ (მსაჯულთა წიგნი 1-17). „აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-18). „უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.“ (მსაჯულთა წიგნი 1-19). „მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.“ (მსაჯულთა წიგნი 1-20). „მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.“ (მსაჯულთა წიგნი 1-21). „იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.“ (მსაჯულთა წიგნი 1-22). „შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).“ (მსაჯულთა წიგნი 1-23). „დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.“ (მსაჯულთა წიგნი 1-24). „უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.“ (მსაჯულთა წიგნი 1-25). „წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე.“ (მსაჯულთა წიგნი 1-26). „მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.“ (მსაჯულთა წიგნი 1-27). „როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა.“ (მსაჯულთა წიგნი 1-28). „ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 1-29). „ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 1-30). „აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.“ (მსაჯულთა წიგნი 1-31). „ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-32). „ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 1-33). „ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.“ (მსაჯულთა წიგნი 1-34). „დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.“ (მსაჯულთა წიგნი 1-35). „ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.“ (მსაჯულთა წიგნი 1-36). „მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაელის სახლთან და თქვა: ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე.“ (მსაჯულთა წიგნი 2-1). „ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ!“ (მსაჯულთა წიგნი 2-2). „ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები.“ (მსაჯულთა წიგნი 2-3). „როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.“ (მსაჯულთა წიგნი 2-4). „ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი). მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს.“ (მსაჯულთა წიგნი 2-5). „დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა დაემკვიდრებინათ იგი.“ (მსაჯულთა წიგნი 2-6). „უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა.“ (მსაჯულთა წიგნი 2-7). „მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა,“ (მსაჯულთა წიგნი 2-8). „და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.“ (მსაჯულთა წიგნი 2-9). „მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა.“ (მსაჯულთა წიგნი 2-10). „უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს.“ (მსაჯულთა წიგნი 2-11). „დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.“ (მსაჯულთა წიგნი 2-12). „დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს.“ (მსაჯულთა წიგნი 2-13). „აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.“ (მსაჯულთა წიგნი 2-14). „სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი.“ (მსაჯულთა წიგნი 2-15). „დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.“ (მსაჯულთა წიგნი 2-16). „მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 2-17). „მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში.“ (მსაჯულთა წიგნი 2-18). „მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 2-19). „აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს,“ (მსაჯულთა წიგნი 2-20). „აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა,“ (მსაჯულთა წიგნი 2-21). „რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა.“ (მსაჯულთა წიგნი 2-22). „ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა, თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს.“ (მსაჯულთა წიგნი 2-23). „აი, ის ხალხები, აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანება, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო.“ (მსაჯულთა წიგნი 3-1). „მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდგომ თაობებს, რომლებიც უწინდელ ომებს ვერ შეესწრნენ:“ (მსაჯულთა წიგნი 3-2). „ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.“ (მსაჯულთა წიგნი 3-3). „სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს პირით რომ ამცნო მათ მამა-პაპას.“ (მსაჯულთა წიგნი 3-4). „ცხოვრობდნენ ისრაელიანები ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსეველთა შორის.“ (მსაჯულთა წიგნი 3-5). „ირთავდნენ მათ ქალებს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალებს მათ ვაჟებზე და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.“ (მსაჯულთა წიგნი 3-6). „უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშერებს.“ (მსაჯულთა წიგნი 3-7). „რისხვით აღიგზნო უფალი ისრაელის მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშთაიმს, არამის ორმდინარეთის მეფეს, და მორჩილებდნენ ისრაელიანები ქუშან-რიშთაიმს რვა წელი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-8). „მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.“ (მსაჯულთა წიგნი 3-9). „უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.“ (მსაჯულთა წიგნი 3-10). „დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.“ (მსაჯულთა წიგნი 3-11). „კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ამძლავრა უფალმა ისრაელზე ყეგლონი, მოაბის მეფე, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ისინი უფლის თვალში.“ (მსაჯულთა წიგნი 3-12). შემოიკრიბა მთელი ყამონი და ყამალეკი, დაიძრა, დაამარცხა ისრაელი და აიღო ფინიკ-ქალაქი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-13). „მორჩილებდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს თვრამეტი წელი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-14). „მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან.“ (მსაჯულთა წიგნი 3-15). „ორლესული ერთწყრთიანი მახვილი გააკეთებინა აჰუდმა და წამოსასხამქვეშ შეიბა მარჯვენა თეძოსთან.“ (მსაჯულთა წიგნი 3-16). „მივიდა და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს. ძალზე მსუქანი კაცი იყო ყეგლონი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-17). „როგორც კი ძღვენი მოართვეს, უკან გაისტუმრა ძღვენის მომტანნი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-18). „თავად გილგალის საკერპოდან გამობრუნდა და უთხრა: საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო! ბრძანა ყეგლონმა: ჩუმად! და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა.“ (მსაჯულთა წიგნი 3-19). „შევიდა აჰუდი მასთან. საგრილობელ ოთახში იჯდა, ცალკე რომ ჰქონდა ზემო სართულზე. უთხრა აჰუდმა: უფლის სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის! და წამოიმართა ტახტიდან ყეგლონი მის დანახვაზე.“ (მსაჯულთა წიგნი 3-20). „და როგორც კი წამოიმართა, გაიკრა აჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა.“ (მსაჯულთა წიგნი 3-21). „ვადიანად ჩაეფლო შიგ მახვილი და ქონმა გადაფარა ვადა, რადგან მუცელშივე ჩაატოვა მახვილი, რომელსაც მეორე მხარეს გაეწვერა.“ (მსაჯულთა წიგნი 3-22). „მერე ტალანში გამოვიდა აჰუდი, გამოიხურა და ჩაკეტა ოთახის კარი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-23). „როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მისი მსახურებიც და, აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად შეიკეტებოდაო საგრილობელ ოთახში.“ (მსაჯულთა წიგნი 3-24). „კარგა ხანს უცადეს და, როცა ნახეს, არავინ აღებდა ოთახის კარს, კლიტე მოარგეს, გააღეს და რას ხედავენ: მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-25). „სანამ გონს მოეგებოდნენ, აჰუდმა სამშვიდობოს გამოაღწია, არავის გახსენებია იგი. გამოსცდა საკერპოს და თავი სეყირს შეაფარა.“ (მსაჯულთა წიგნი 3-26). „მოსვლისას ბუკსა ჰკრა ეფრემის მთაში, ჩამოიყვანა მთიდან ისრაელიანები და წინ წაუძღვა.“ (მსაჯულთა წიგნი 3-27). „უთხრა: მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელები, თქვენი მტრები! გაჰყვნენ და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და არავინ გაატარეს.“ (მსაჯულთა წიგნი 3-28). „ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს იმჟამად, ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა.“ (მსაჯულთა წიგნი 3-29). „დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-30). „მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.“ (მსაჯულთა წიგნი 3-31). მსაჯულთა წიგნში წერია, თუ როგორ დაესხნენ თავს დანის ტომელი ებრაელები ქალაქ ლაიშის მაცხოვრებლებს და დახოცეს ისინი: „დაეცნენ ლაიშში წყნარ და უზრუნველ ხალხს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.“ (მსაჯულთა წიგნი 18-27). ხედავთ რა ბოროტება და სიბრიყვე წერია? ხედავთ რა ბოროტებას ჩადიოდნენ ე.წ. „ღვთის რჩეული ერი“? თუ ხვდებით მაინც რომ ებრაელებმა უდანაშაულო ადამიანები უმოწყალოდ დახოცეს და ისე „დაიმკვიდრეს აღთქმული ქვეყანა“? აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, მას მერე რაც ებრაელები დასახლდნენ ქანაანში, ისინი კულტურულ და სოციალურ ურთიერთობაში შევიდნენ ქანაანის და მის შემოგარენში ცოცხლად დარჩენილ ხალხებთან, ცოლებს თხოულობდნენ მათგან და თავადაც ათხოვებდნენ მათზე ქალებს და აგრეთვე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა, ბიბლიური თვითგამოცხადებული „ღმერთისთვის“ რაღა თქმა უნდა ეს „ერესი“ და „ბოროტება“ იყო, ბიბლია ებრაელთა შესახებ მოგვითხრობს: „მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ“, მართლაც საინტერესო სიტყვებია, ვერაფერს იტყვი... მაგრამ უფრო საინტერესოა თუ როგორ სჯის „უფალი“ ებრაელებს და რას ამბობს, ის ბობოქრობს და გაიძახის: „აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა, რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა.“, ბიბლიური „უფლის“ ამ საქციელის შესახებ აგრეთვე წერია: „სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს“, უკაცრავად? რა ბრძანეთ?! რას ნიშნავს „რათა გამოვცადო ისრაელი“? რას ნიშნავს „სურდა გამოეცადა ისრაელიანები“ და რას ნიშნავს სიტყვა „ენახა“? ქრისტიანები და იუდაისტები ამტკიცებენ რომ მათი „ღმერთი“ ყოვლისმცოდნეა და იცის წარსული, აწმყო და მომავალი, ისინი ამტკიცებენ რომ მან მომავალი წინასწარ იცის! და უცბად გვხვდება სიტყვები: „სურდა გამოეცადა“? ეს რა ხუმრობაა? ხვდებით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი „ღმერთი“ იუდაისტებო და ქრისტიანებო „ყოვლისმცოდნე“ არ არის! აგრეთვე მინდა ავღნიშნო, რომ აქ არაერთხელ არის ნახსენები სიტყვები: „ვერ აჰყარა“ და „აჰყარა“, ეს სიტყვები არის ნახსენები „არაებრაელ“ ხალხებთან მიმართებაში, რომელთა დახოცვა თუ არა, განდევნა მაინც ევალებოდათ ებრაელებს, ჩამოთვლილი არიან ისრაელის წინამძღოლები „არაებრაელებთან“ ომში, მაგ. იუდა, ეფრემი, ზაბულონი და ა.შ. და იქვე ჩამოთვლილია ხალხები რომლებიც მათ „ვერ აჰყარეს“, ხვდებით ეს რას ნიშნავს? კარგი იქნება, თქვენს ქვეყანაში რომ მოვიდეს უცხო ხალხი და მოინდომოს თქვენი აყრა თქვენი საკუთარი მიწიდან? არა? ჰოდა არც ქანაანელებს და სხვა „არაებრაელებს“ ულხინდათ იმ დღეს, როდესაც ვანდალი და ბარბაროსი ებრაელები შეეთრნენ ქანაანში და დაიწყეს ყველაფრის თავდაყირა დაყენება! მსაჯულთა წიგნში (ბიბლიაში) ისიც არის ნახსენები, რომ ებრაელებმა დახარკეს და მონად გაიხადეს ქანაანელები და მოსაზღვრე ხალხები... ისინი, ვინც გადაურჩა მათი ურდოს შემოსევას...
×
×
  • შექმენი...