Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'მარქსი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. მე თავიდანვე შემიყვარდა ჟაკ ფრესკო და მისი "პროექტი ვენერა" და პრინციპში ახლაც მიყვარს, მაგრამ ამ პიროვნებამ დამანახა მთელი რიგი მინუსები ფრესკოს ტექნოკომუნისტურ სოციალურ პროექტში. ალბათ ფრესკოს მიმდევრები დღემდე ვერ ხვდებიან ამას. შემდეგი მინუსები: 1) სოციალისტები და კომუნისტები, მათ შორის ფრესკო და მისი მიმდევრებიც უარყოფენ კარმულ ფაქტორს ანუ მისტიკას 2) ისინი უარყოფენ გენეტიკურ ანუ ბიოლოგიურ ფაქტორს 3) ისინი გამოდიან პირადი საკუთრების წინააღმდეგ 4) ისინი ამტკიცებენ რომ ადამიანი უნდა იყოს უნივერსალი და გამოდიან ვიწრო სპეციალიზაციის წინააღმდეგ ეს ყველაფერი არის აბსურდი. ადამიანი ვერ იქნება უნივერსალი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ, თუნდაც გავხდეთ უნივერსალები, რა ერთ ადამიანს ერთდროულად 10 სამსახური უნდა ჰქონდეს? ეს აბსურდია. საჭიროა ვიწრო სპეციალიზაცია. აქ ვაწყდებით თავისუფალი ნების და ინდივიდუალობის ამბავს. პირადი საკუთრება უნდა არსებობდეს. რა ადამიანმა სპეციალურ ცენტრში ირბინოს ყოველ წამს თუ რაიმე ნივთი დასჭირდება? რატომ უნდა იყოს სხვადასხვა ნივთები საერთო სარგებლობის? ეს უაზრობაა. თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი ნივთები. საზიარო რომ იყოს ყველა ნივთი, ეს აბსურდია. რაც შეეხება კარმას და გენეტიკას, მემარცხენეები, მათ შორის ფრესკოს ხალხიც, უარყოფენ მათ! ეს აბსურდია! ისინი ამტკიცებენ რომ არსებობს მხოლოდ ფსიქო–სოციალური ფაქტორი და ამაზეა ყოველივე დაფუძნებული. ეს აბსურდია. არსებობს გენეტიკური ფაქტორი და კარმული ფაქტორი. გენეტიკა და კარმა ბევრ რამეს წყვეტენ. ფრესკოს მიმდევრებს არ გამოუვათ ხელოვნურად ადამიანების გადაპროგრამება. ეს იქნება არა უტოპია არამედ ცივი დიქტატი. არ იქნება თავისუფალი შემოქმედება. კონკურენციას რაც შეეხება, ის რაღაც დოზით საჭიროა, ფრესკოს ვეთანხმები იმაში, რომ სავალუტო სისტემა არ უნდა იყოს და რესურსები უფასო გახდეს ყველასათვის, მაგრამ მას მაინც აქვს პატარა შეცდომები. თანამედროვე მემარცხენეებს სჭირდებათ ეზოთერიკა და ტრანსჰუმანიზმი. სწორედ ამაშია პრობლემა. ისინი უარყოფენ ეზოთერიზმს და გენეტიკას, როგორც მეცნიერებას. ფრესკო და მისი მსგავსები უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იგნორს უკეთებენ გენეტიკას და უჯრედულ ინჟინერიას, ეს ცუდია. უტოპიის შექმნა შესაძლებელია. მესმის რომ ბევრს კომუნიზმზე ახსენდება საბჭოთა ეკონომიკის კრახი, მაგრამ არა, შესაძლებელია იდეალური კომუნისტური სისტემის შექმნა, ოღონდ მხოლოდ ეზოთერიზმის და ტრანსჰუმანიზმის დახმარებით. საბედნიეროდ არიან ისეთი მემარცხენეებიც რომლებიც იღებენ ტრანსჰუმანიზმს და ეზოთერულ ფილოსოფიას. დასკვნები თვითონ გააკეთეთ. სოციალური ფაქტორი ყველაფერს არ წყვეტს. არის სხვა ფაქტორებიც. იცოდეთ ეს! მემარცხენეები სრულიად უარყოფენ გენეტიკურ ფაქტორს. მემარჯვენეები უარყოფენ სოციალურ ფაქტორს. ეს ცუდია. ორივენი ტენდენციურნი არიან.
  2. პრაქტიკულად ყველა რელიგიას გააჩნია ეთიკურ-მორალური დირექტივები ანუ „მცნებები“ და ქრისტიანული ფუნდამენტალისტური მარაზმი არაა გამონაკლისი. არსებობენ სწორი (დჰარმული) რელიგიები, რომლებშიც კოლოსალური ეზოთერული სიბრძნეა და არასწორი (აბრაამული) რელიგიები – აღსავსე ფუნდამენტალისტური მარაზმით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პოსტმოდერნისტულ პროგრესულ ტენდენციებთან და რაციონალისტურ მეცნიერებასთან! ახლა ჩვენი მიზანია ქრისტიანული ბიბლიური „მცნებების“ კრიტიკა. იხილეთ ქრისტიანობის დირექტივები: 1. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. კომენტარი: უკაცრავად მაგრამ ისმის კითხვა; რატომ არ უნდა გავიჩინო ბიბლიური „მამაღმერთი“ იაჰვეს გარდა სხვა ღმერთები ანუ რატომ არ უნდა ავირჩიო პოლითეიზმი და არა ბიბლიური მონოთეიზმი? კი, მე მესმის რომ ქრისტიანულ სწავლებას აქვს თავისი „არგუმენტები“ იმის დასამტკიცებლად რომ თურმე ადამიანები ვალდებულნი არიან ეთაყვანებოდნენ მხოლოდ ბიბლიურ „ღვთაებას“, მაგრამ საიდან ვიცით რომ ის რასაც გვეუბნება ბიბლია არის რაციონალური ჭეშმარიტება და ლოგიკური ცოდნა? არსაიდან! იმიტომ რომ ბიბლიაში არაა არც რაციონალიზმი და არც ლოგიკა! მართლა, მითხარით ერთი, რითი სჯობია ბიბლიური „უფალი“ ვთქვათ – ბერძნულ ზევსს, ინდურ კრიშნას, სკანდინავიურ ოდინს ან იაპონურ ამატერასუს? ვთქვათ მე არ მომწონს ბიბლიური „უფალი“ და მომწონს და მეტიც, მიყვარს – ამატერასუ(იაპონური მზის ქალღმერთი)? უჰ, ძალიანაც მანაღვლებს ეხლა რომ ბიბლიურ „სამოთხეში“ ვერ მოვხდები! ვთქვათ საერთოდაც დემონები მიყვარს და ავირჩიე მათი გზა და მოვხვდი ჯოჯოხეთში, მერე რა? ნუთუ არ მაქვს უფლება არ ავირჩიო ეს ბიბლიური „ღვთაებრივი“ მონსტრი?! უკაცრავად, მაგრამ ბიბლიურმა „უფალმა“ მე ვერ დამარწმუნა, ჩემი ინტელექტი უფრო მაღლა დგას ვიდრე ეს ბიბლიური მარაზმი! და ბოლოს, თავად ამ „უფლის“ სიტყვებიდანვე ჩანს რომ ღვთაებრივ ბუნებას მარტო თავად არ ფლობს, ასე რომ მე ჩემი გზით მივდივარ! 2. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის. კომენტარი: ჯერ ერთი – მე მაქვს პიროვნული თავისუფლება და თუ მომეპრიანება გავიკეთებ კიდევაც ციურ და მიწიერ სხეულთა და არსებათა „კერპებს“ და ვეთაყვანები კიდეც! მეორეც – მე უარს ვაცხადებ შურისძიების პრიმიტიული ვნებით შეპურობილი ფსევდოღმერთის მხევალი გავხდე! მესამეც – მესამე და მეოთხე თაობებში უდანაშაულო ადამიანებს სთხოვს პასუხს მათი წინაპრების გამო?! ეს რა ბოროტი ხუმრობაა შავი იუმორის კოლექციიდან თუ რა?! მე უარვყოფ ამ სიდებილეს, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალისთვის არაფრად ღირს! 3. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი. კომენტარი: ბიბლიური „უფლის“ სახელი ჩემნაირი ინტელიგენტებისთვის არაფერს ნიშნავს და უკიდურეს შემთხვევაში ის შესაძლოა ვახსენო კიდეც და გავაკრიტიკო კიდეც მეცნიერული პოზიციიდან და რადგანაც მეცნიერება დაუმტკიცებელ რელიგიურ სიგიჟეზე მაღლა დგას, ამ მცნებასაც სანაგვეში ვაგზავნი! 4. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. კომენტარი: შაბათი დღე ხომ? უკაცრავად მაგრამ ეს ლეგენდა შაბათ დღეზე დაფუძნებულია უფრო ანტიმეცნიერულ ლეგენდაზე „ღმერთის“ მიერ მთელი მეტაგალაქტიკის (!) 6 დღეში შექმნის შესახებ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიის მიხედვით მცენარეები მზეზე ადრე შეიქმნენ „უფლის“ მიერ და ამას გარდა „დღე-ღამის“ მონაცვლეობა მზის გარეშე მიდიოდა!! და ახლა ნურავინ დამიწყებს პათეტიკურ ბუზღუნსა და ტლიკინს იმაზე, რომ „ღმერთს“ ყველაფერი შეუძლია! ჯერ ერთი ეს ასე არაა! და მეორეც მე უარს ვაცხადებ მივიღო ის რასაც მეცნიერება ვერ ხსნის და მის წესებში არ ჯდება!!! 5. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის. კომენტარი: მშობლების დიდი ნაწილი არის ფაშისტურ-სადისტური და ულტრაკონსერვატიული მიდრეკილებების მქონე გიჟები, რომლებიც ძალადობენ შვილებზე და არაფრად აგდებენ მათ პიროვნულ თავისუფლებას! ასეთი მშობლების მქონეს მტრები აღარ გჭირდება! და მეორეც – დედამიწა მე „უფალმა“ კი არა 14 000 000 000 წლის წინ დიდმა აფეთქებამ და მატერიის ბუნებრივმა ევოლუციამ მომცა! 6. არა კლა. კომენტარი: კი, ნებისმიერი სიცოცხლე წმინდაა და წარმოადგენს სულიერ საგანძურს, მაგრამ ის ადამიანები (და არა მარტო ადამიანები), რომლებიც ამას არაფრად აგდებენ და ფეხებზე იკიდებენ არ იმსახურებენ სიცოცხლეს და ასეთები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით! ასე რომ „არა კლა“ არ მოქმედებს ყოველთვის, არის მომენტები როდესაც უბრალოდ უნდა ჩააძაღლო სადისტი მანიაკი და მორჩა! სექსუალური მანიაკები, სერიული მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, რელიგიური ფუნდამენტალისტები, მილიტარისტი მეცნიერები, ტერორისტები (მაგ. ჯიჰადისტები) და მათი მსგავსი მონსტრი სადისტები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით და არა ციხეში მყუდრო ოთახში გამოკეტვით და დღეში სამჯერადი კვებით! მართალია სიცოცხლე წმინდაა, მაგრამ ყველა არ იმსახურებს მას! ისინი ვინც მე არ მლანძღავენ, არ მაგინებენ, არ მცემენ, არ მწყევლიან და არ ცდილობენ ჩემ შეჭმას ან შუბლში ტყვიის დაჭედებას ჩემთვის მტრები არ არიან და მათ მიმართ მე მხოლოდ თბილ გრძნობებს განვიცდი რადგან ესენი არიან მშვიდობის მომხრენი, ზოგადად მშვიდობიანი არსებები იმსახურებენ კეთილ მოპყრობას, მაგრამ სიცოცხლის ყოველგვარი აგრესიული ფორმა, რომელიც უმიზეზოდ ესხმის თავს სხვას და ცდილობს ზიანის მიყენებას ჩემი აზრით კარგავს უფლებას იცოცხლოს! გააჩნია სიტუაციას, ვსო! 7. არ იმრუშო. კომენტარი: ჯერ ერთი გააჩნია რას თვლი „მრუშობად“, მეორეც – სექსუალურობა და ჰედონიზმი ბოროტება არაა და არის ადამიანის სავსებით ბუნებრივი ინსტინქტი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვმრავლდებით და ვიღებთ სიამოვნებას რაც აგრეთვე სრულებით ბუნებრივია! მესამეც – მე არ ვარ ვალდებული დავემორჩილო კონკრეტულ რელიგიურ წესებს რომლებსაც არავითარი იურიდიული ძალა არ აქვთ და ზღუდავენ ბუნებრივ ინსტინქტებზე დაფუძნებულ პიროვნულ თავისუფლებას! და ბოლოს – ქალკედონიის მეოთხე საეკლესიო კრებამ 451 წელს „,ორგაზმი“ მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადა და ქალი, რომელიც შემჩნეული იქნებოდა „ორგაზმის“ განცდის დროს, მას სჯიდნენ „გაძუყვნით“ ანუ სახალხოდ წამოხდიდნენ კაბას და ტრაკზე დასცხებდნენ „როზგს“! იმდენად შესძულდათ ქალებს ორგაზმი,რომ შვილებსაცკი ფსიქიურად ინვალიდებად ზრდიდნენ ანუ ქმართან არ გაბედო და არასოდეს არ გამოამჟღავნო სექსის დროს სიამოვნებაო! ასე იზრდებოდნენ „ინვალიდი“ თაობები და დღემდე ასე გრძელდება! ქართველი ქალების 90-% სექსი შინაგანად სძულს და მხოლოდ იმიტომ „აძლევს“ კაცს, რომ ის კაცი მას „უყვარს“! (ეს არის დაკანონებული პროსტიტუცია, როცა რაღაცის გამო ჟიმაობ)! და თქვენ გგონიათ ყველა ქართველი ქალი ასეთი „ფსიტიანი მშიშარა“ იყო? ნურას უკაცრავად! იყვნენ უშიშარი, ნამდვილი ვნებიანი ქალები,რომელბიც ჩუმად მასტრუბირებდნენ და ,,ორგაზმს"აღწევდნენ! და როცა უნდოდადთ ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ესურვათ-მას მიმართავდნენ ასე:გისურვებ,,ქალურ ბედნიერებასო'! აი აქედან გაჩნდა ეს უნიკალური სურვილი,რომელსაც სუფრაზე ეუბნებოდნენ ქალებს,,ვნებიანი"ქალები და ზუსტადაც, რომ „ორგაზმს“ უწოდეს „ქალური ბედნიერება“ და არა ქმარშვილის ყოლას,როგორც ეკლესია უჩიჩინებს დღემდე ქალებს! ადამიანებს ისევე როგორც სხვა ცოცხალ არსებებს აქვთ უფლება დაიკმაყოფილონ სექსუალური სურვილები და მიიღონ სიამოვნება!!! 8. არ იქურდო. კომენტარი: რაღა თქმა უნდა ქურდობა ცუდია და წარმოადგენს კრიმინალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მშიერმა ადამიანმა სნიკერსის შოკოლადის ან პურის მოპარვის გამო ციხეში ან საფლავში უნდა ამოჰყოს თავი! მეორეც – არსებობენ ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც არიან კორუმპირებულნი და ისე ოსტატურად იპარავენ გადასახადების გადამხდელთა ფინანსებს რომ არც კი ისჯებიან, აქვთ რა უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა და ავტორიტეტი! თუ ღარიბმა მაგრამ სამართლიანმა ადამიანმა მდიდარ კორუმპირებულ პოლიტიკანს ან ბიზნესმენს მოპარა რაღაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანი არის ცოდვილი და კრიმინალი და უნდა დაისაჯოს! ამას გარდა – არის შემთხვევები როცა ბოროტი ადამიანები უდანაშაულო ადამიანებს ქურდობაში დებენ ბრალს, ამას რაღა ვუყოთ? ასე რომ „არა იქურდო“ არის მცნება, რომელიც არაა აბსოლუტური კონსტანტა. 9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ. კომენტარი: ჯერ ერთი – ცრუ მოწმედ არა მხოლოდ შენი თვისტომის არამედ არავის წინაშე არ უნდა გამოხვიდე, იმდენად რამდენადაც მორალს რომ შევეშვათ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! მეორეც – თუ ცრუ მოწმედ გამოსვლა დაგეხმარება ბოროტმოქმედის დასჯაში და ეს არცერთ უდანაშაულოს ზიანს არ მიაყენებს და თუ კარგად გათვლი მოქმედებებს ისე რომ ტყუილი არ გამჟღავნდება, შენ გაქვს უფლება ცრუ მოწმეობისა, გააჩნია სიტუაციას. 10. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან. კომენტარი: მე ვეთანხმები იმას, რომ მოყვასის ცოლი, მსახური ან რაიმე სახის მატერიალური უძრავი ან მოძრავი ქონება არ უნდა მოიპარო და არ უნდა შეგშურდეს ისე, რომ ზიანი მიაყენო ე.ი. არ უნდა შეგძულდეს მოყვასი ისე, რომ იძალადო მასზე, მაგრამ ჯანმრთელი შური და ინტერესი შეიძინო იგივე რაც გააჩნია შენს მოყვასს და აგრეთვე გყავდეს მის მსგავსად ლამაზი ცოლი (ან ცოლები) და მსახურები, არის სავსებით ბუნებრივი და ამაში არაფერია ცუდი! ჯანსაღი შური არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა! ამგვარად ჩვენ დავადგინეთ ბიბლიური დირექტივების აბსურდულობა და მარაზმულობა.
×
×
  • შექმენი...