Search the Community
Showing results for tags 'მცნებები'.
-
თავი მეთვრამეტე 9. არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს. 22. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. 23. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა. თავი მეოცე 13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი. 14. ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება. ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენს შორის. 15. ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ. 16. თუ ქალი საქონელთან სამაკინტლოდ მივა, მოკალი ქალიც და საქონელიც. უნდა დაიხოცონ. მათზეა მათი სისხლი. 17. ვინც წაიყვანს თავის დას, თავისი მამის ასულს, ან თავისი დედის ასულს, და ორივენი დაინახავენ ერთმანეთის სიშიშვლეს, სამარცხვინოა და უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის თვალწინ. თავის დას სიშიშვლე აჰხადა. ცოდვა აწევს. კომენტარი: ააა... თურმე საიდან მოდის ეს „გენიალური აკრძალვები“, გასაგებ არს! უკაცრავად მაგრამ ეს იდიოტიზმი რატომ უნდა მიგვაჩნდეს მორალურ ჭეშმარიტებად? რატომ იდიოტიზმი? ჰა!... ეს წესები არის „ღმერთისგან“ ხომ? ასეა! და მას სურს რომ ჩვენ ისინი დავიცვათ და სწორედ ამიტომ უამრავ ადამიანს ეს მიაჩნია უდიადეს ჭეშმარიტებად და სძულს მათი დამრღვევნი ხომ? უკაცრავად მაგრამ, ჯერ ერთი რა იცის ამ „ღმერთმა“ რომ ეს წესები სწორია, მეორეც რა ვიცით ჩვენ რომ ეს სწორია და მესამეც – რატომ უნდა დავემორჩილოთ ამ წესებს? ა, თუ არ დავიცავთ მათ „ყოვლადმოწყალე ღმერთი“ ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს ხომ? და ესაა „ღმერთი“? გამოსულელდით სულმთლად?! ზოოფილია, ინცესტი და ინცუხტი და ჰო კიდევ ჰომოსექსუალიზმიც არის ცუდი იმიტომ რომ ასე თქვა „დიდებულმა ზეციურმა მამიკომ“ (ასე სჯერა მილიონობით „ჭკვიან“ ადამიანს უკვე საუკუნეები!)? და მერე მე რა აქედან? რატომ უნდა დავუჯეროთ მას? მით უმეტეს თუ ის ჯოჯოხეთით იმუქრება? რა ეს სწორედ იმას არ ნიშნავს რომ აბრაამისეული „უფალი“ არის – სადისტი და ფაშისტი მოძალადე? და ეს უნდა გვიყვარდეს? და ჯანდაბაშიც წასულა ეს „ღმერთი“ საერთოდ!!!!!!... შეიტენოს ერთ ადგილას თავისი „მორალი“!!!!!!...
-
პრაქტიკულად ყველა რელიგიას გააჩნია ეთიკურ-მორალური დირექტივები ანუ „მცნებები“ და ქრისტიანული ფუნდამენტალისტური მარაზმი არაა გამონაკლისი. არსებობენ სწორი (დჰარმული) რელიგიები, რომლებშიც კოლოსალური ეზოთერული სიბრძნეა და არასწორი (აბრაამული) რელიგიები – აღსავსე ფუნდამენტალისტური მარაზმით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პოსტმოდერნისტულ პროგრესულ ტენდენციებთან და რაციონალისტურ მეცნიერებასთან! ახლა ჩვენი მიზანია ქრისტიანული ბიბლიური „მცნებების“ კრიტიკა. იხილეთ ქრისტიანობის დირექტივები: 1. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. კომენტარი: უკაცრავად მაგრამ ისმის კითხვა; რატომ არ უნდა გავიჩინო ბიბლიური „მამაღმერთი“ იაჰვეს გარდა სხვა ღმერთები ანუ რატომ არ უნდა ავირჩიო პოლითეიზმი და არა ბიბლიური მონოთეიზმი? კი, მე მესმის რომ ქრისტიანულ სწავლებას აქვს თავისი „არგუმენტები“ იმის დასამტკიცებლად რომ თურმე ადამიანები ვალდებულნი არიან ეთაყვანებოდნენ მხოლოდ ბიბლიურ „ღვთაებას“, მაგრამ საიდან ვიცით რომ ის რასაც გვეუბნება ბიბლია არის რაციონალური ჭეშმარიტება და ლოგიკური ცოდნა? არსაიდან! იმიტომ რომ ბიბლიაში არაა არც რაციონალიზმი და არც ლოგიკა! მართლა, მითხარით ერთი, რითი სჯობია ბიბლიური „უფალი“ ვთქვათ – ბერძნულ ზევსს, ინდურ კრიშნას, სკანდინავიურ ოდინს ან იაპონურ ამატერასუს? ვთქვათ მე არ მომწონს ბიბლიური „უფალი“ და მომწონს და მეტიც, მიყვარს – ამატერასუ(იაპონური მზის ქალღმერთი)? უჰ, ძალიანაც მანაღვლებს ეხლა რომ ბიბლიურ „სამოთხეში“ ვერ მოვხდები! ვთქვათ საერთოდაც დემონები მიყვარს და ავირჩიე მათი გზა და მოვხვდი ჯოჯოხეთში, მერე რა? ნუთუ არ მაქვს უფლება არ ავირჩიო ეს ბიბლიური „ღვთაებრივი“ მონსტრი?! უკაცრავად, მაგრამ ბიბლიურმა „უფალმა“ მე ვერ დამარწმუნა, ჩემი ინტელექტი უფრო მაღლა დგას ვიდრე ეს ბიბლიური მარაზმი! და ბოლოს, თავად ამ „უფლის“ სიტყვებიდანვე ჩანს რომ ღვთაებრივ ბუნებას მარტო თავად არ ფლობს, ასე რომ მე ჩემი გზით მივდივარ! 2. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის. კომენტარი: ჯერ ერთი – მე მაქვს პიროვნული თავისუფლება და თუ მომეპრიანება გავიკეთებ კიდევაც ციურ და მიწიერ სხეულთა და არსებათა „კერპებს“ და ვეთაყვანები კიდეც! მეორეც – მე უარს ვაცხადებ შურისძიების პრიმიტიული ვნებით შეპურობილი ფსევდოღმერთის მხევალი გავხდე! მესამეც – მესამე და მეოთხე თაობებში უდანაშაულო ადამიანებს სთხოვს პასუხს მათი წინაპრების გამო?! ეს რა ბოროტი ხუმრობაა შავი იუმორის კოლექციიდან თუ რა?! მე უარვყოფ ამ სიდებილეს, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალისთვის არაფრად ღირს! 3. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი. კომენტარი: ბიბლიური „უფლის“ სახელი ჩემნაირი ინტელიგენტებისთვის არაფერს ნიშნავს და უკიდურეს შემთხვევაში ის შესაძლოა ვახსენო კიდეც და გავაკრიტიკო კიდეც მეცნიერული პოზიციიდან და რადგანაც მეცნიერება დაუმტკიცებელ რელიგიურ სიგიჟეზე მაღლა დგას, ამ მცნებასაც სანაგვეში ვაგზავნი! 4. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. კომენტარი: შაბათი დღე ხომ? უკაცრავად მაგრამ ეს ლეგენდა შაბათ დღეზე დაფუძნებულია უფრო ანტიმეცნიერულ ლეგენდაზე „ღმერთის“ მიერ მთელი მეტაგალაქტიკის (!) 6 დღეში შექმნის შესახებ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიის მიხედვით მცენარეები მზეზე ადრე შეიქმნენ „უფლის“ მიერ და ამას გარდა „დღე-ღამის“ მონაცვლეობა მზის გარეშე მიდიოდა!! და ახლა ნურავინ დამიწყებს პათეტიკურ ბუზღუნსა და ტლიკინს იმაზე, რომ „ღმერთს“ ყველაფერი შეუძლია! ჯერ ერთი ეს ასე არაა! და მეორეც მე უარს ვაცხადებ მივიღო ის რასაც მეცნიერება ვერ ხსნის და მის წესებში არ ჯდება!!! 5. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის. კომენტარი: მშობლების დიდი ნაწილი არის ფაშისტურ-სადისტური და ულტრაკონსერვატიული მიდრეკილებების მქონე გიჟები, რომლებიც ძალადობენ შვილებზე და არაფრად აგდებენ მათ პიროვნულ თავისუფლებას! ასეთი მშობლების მქონეს მტრები აღარ გჭირდება! და მეორეც – დედამიწა მე „უფალმა“ კი არა 14 000 000 000 წლის წინ დიდმა აფეთქებამ და მატერიის ბუნებრივმა ევოლუციამ მომცა! 6. არა კლა. კომენტარი: კი, ნებისმიერი სიცოცხლე წმინდაა და წარმოადგენს სულიერ საგანძურს, მაგრამ ის ადამიანები (და არა მარტო ადამიანები), რომლებიც ამას არაფრად აგდებენ და ფეხებზე იკიდებენ არ იმსახურებენ სიცოცხლეს და ასეთები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით! ასე რომ „არა კლა“ არ მოქმედებს ყოველთვის, არის მომენტები როდესაც უბრალოდ უნდა ჩააძაღლო სადისტი მანიაკი და მორჩა! სექსუალური მანიაკები, სერიული მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, რელიგიური ფუნდამენტალისტები, მილიტარისტი მეცნიერები, ტერორისტები (მაგ. ჯიჰადისტები) და მათი მსგავსი მონსტრი სადისტები უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით და არა ციხეში მყუდრო ოთახში გამოკეტვით და დღეში სამჯერადი კვებით! მართალია სიცოცხლე წმინდაა, მაგრამ ყველა არ იმსახურებს მას! ისინი ვინც მე არ მლანძღავენ, არ მაგინებენ, არ მცემენ, არ მწყევლიან და არ ცდილობენ ჩემ შეჭმას ან შუბლში ტყვიის დაჭედებას ჩემთვის მტრები არ არიან და მათ მიმართ მე მხოლოდ თბილ გრძნობებს განვიცდი რადგან ესენი არიან მშვიდობის მომხრენი, ზოგადად მშვიდობიანი არსებები იმსახურებენ კეთილ მოპყრობას, მაგრამ სიცოცხლის ყოველგვარი აგრესიული ფორმა, რომელიც უმიზეზოდ ესხმის თავს სხვას და ცდილობს ზიანის მიყენებას ჩემი აზრით კარგავს უფლებას იცოცხლოს! გააჩნია სიტუაციას, ვსო! 7. არ იმრუშო. კომენტარი: ჯერ ერთი გააჩნია რას თვლი „მრუშობად“, მეორეც – სექსუალურობა და ჰედონიზმი ბოროტება არაა და არის ადამიანის სავსებით ბუნებრივი ინსტინქტი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვმრავლდებით და ვიღებთ სიამოვნებას რაც აგრეთვე სრულებით ბუნებრივია! მესამეც – მე არ ვარ ვალდებული დავემორჩილო კონკრეტულ რელიგიურ წესებს რომლებსაც არავითარი იურიდიული ძალა არ აქვთ და ზღუდავენ ბუნებრივ ინსტინქტებზე დაფუძნებულ პიროვნულ თავისუფლებას! და ბოლოს – ქალკედონიის მეოთხე საეკლესიო კრებამ 451 წელს „,ორგაზმი“ მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადა და ქალი, რომელიც შემჩნეული იქნებოდა „ორგაზმის“ განცდის დროს, მას სჯიდნენ „გაძუყვნით“ ანუ სახალხოდ წამოხდიდნენ კაბას და ტრაკზე დასცხებდნენ „როზგს“! იმდენად შესძულდათ ქალებს ორგაზმი,რომ შვილებსაცკი ფსიქიურად ინვალიდებად ზრდიდნენ ანუ ქმართან არ გაბედო და არასოდეს არ გამოამჟღავნო სექსის დროს სიამოვნებაო! ასე იზრდებოდნენ „ინვალიდი“ თაობები და დღემდე ასე გრძელდება! ქართველი ქალების 90-% სექსი შინაგანად სძულს და მხოლოდ იმიტომ „აძლევს“ კაცს, რომ ის კაცი მას „უყვარს“! (ეს არის დაკანონებული პროსტიტუცია, როცა რაღაცის გამო ჟიმაობ)! და თქვენ გგონიათ ყველა ქართველი ქალი ასეთი „ფსიტიანი მშიშარა“ იყო? ნურას უკაცრავად! იყვნენ უშიშარი, ნამდვილი ვნებიანი ქალები,რომელბიც ჩუმად მასტრუბირებდნენ და ,,ორგაზმს"აღწევდნენ! და როცა უნდოდადთ ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ესურვათ-მას მიმართავდნენ ასე:გისურვებ,,ქალურ ბედნიერებასო'! აი აქედან გაჩნდა ეს უნიკალური სურვილი,რომელსაც სუფრაზე ეუბნებოდნენ ქალებს,,ვნებიანი"ქალები და ზუსტადაც, რომ „ორგაზმს“ უწოდეს „ქალური ბედნიერება“ და არა ქმარშვილის ყოლას,როგორც ეკლესია უჩიჩინებს დღემდე ქალებს! ადამიანებს ისევე როგორც სხვა ცოცხალ არსებებს აქვთ უფლება დაიკმაყოფილონ სექსუალური სურვილები და მიიღონ სიამოვნება!!! 8. არ იქურდო. კომენტარი: რაღა თქმა უნდა ქურდობა ცუდია და წარმოადგენს კრიმინალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მშიერმა ადამიანმა სნიკერსის შოკოლადის ან პურის მოპარვის გამო ციხეში ან საფლავში უნდა ამოჰყოს თავი! მეორეც – არსებობენ ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც არიან კორუმპირებულნი და ისე ოსტატურად იპარავენ გადასახადების გადამხდელთა ფინანსებს რომ არც კი ისჯებიან, აქვთ რა უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა და ავტორიტეტი! თუ ღარიბმა მაგრამ სამართლიანმა ადამიანმა მდიდარ კორუმპირებულ პოლიტიკანს ან ბიზნესმენს მოპარა რაღაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანი არის ცოდვილი და კრიმინალი და უნდა დაისაჯოს! ამას გარდა – არის შემთხვევები როცა ბოროტი ადამიანები უდანაშაულო ადამიანებს ქურდობაში დებენ ბრალს, ამას რაღა ვუყოთ? ასე რომ „არა იქურდო“ არის მცნება, რომელიც არაა აბსოლუტური კონსტანტა. 9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ. კომენტარი: ჯერ ერთი – ცრუ მოწმედ არა მხოლოდ შენი თვისტომის არამედ არავის წინაშე არ უნდა გამოხვიდე, იმდენად რამდენადაც მორალს რომ შევეშვათ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! მეორეც – თუ ცრუ მოწმედ გამოსვლა დაგეხმარება ბოროტმოქმედის დასჯაში და ეს არცერთ უდანაშაულოს ზიანს არ მიაყენებს და თუ კარგად გათვლი მოქმედებებს ისე რომ ტყუილი არ გამჟღავნდება, შენ გაქვს უფლება ცრუ მოწმეობისა, გააჩნია სიტუაციას. 10. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან. კომენტარი: მე ვეთანხმები იმას, რომ მოყვასის ცოლი, მსახური ან რაიმე სახის მატერიალური უძრავი ან მოძრავი ქონება არ უნდა მოიპარო და არ უნდა შეგშურდეს ისე, რომ ზიანი მიაყენო ე.ი. არ უნდა შეგძულდეს მოყვასი ისე, რომ იძალადო მასზე, მაგრამ ჯანმრთელი შური და ინტერესი შეიძინო იგივე რაც გააჩნია შენს მოყვასს და აგრეთვე გყავდეს მის მსგავსად ლამაზი ცოლი (ან ცოლები) და მსახურები, არის სავსებით ბუნებრივი და ამაში არაფერია ცუდი! ჯანსაღი შური არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა! ამგვარად ჩვენ დავადგინეთ ბიბლიური დირექტივების აბსურდულობა და მარაზმულობა.