Search the Community
Showing results for tags 'მეტაფიზიკა'.
-
რატომ არსებობს სამყაროში ბოროტება, თუ არსებობს ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი უფალი-ღმერთი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ფილოსოფოსმა ეპიკურემ. მან შეიმუშავა შემდეგი ვერსიები, თუ რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის. ეს ვარიანტებია: #1 ღმერთს სურს გაანთავისუფლოს ხალხი ბოროტებისგან, მაგრამ არ შეუძლია (ყოვლადძლიერი არაა). #2 ღმერთს შეუძლია მოსპოს ბოროტება სამყაროში, მაგრამ არ სურს (არაა ყოვლადკეთილი). #3 ღმერთს არც შეუძლია და არც უნდა მოსპოს ბოროტება. #4 ღმერთს შეუძლია და უნდა კიდეც გაანთავისუფლოს მსოფლიო ტანჯვისგან, მაგრამ არ შეუძლია. სხვა ფორმულირება ასეთია: #1 ღმერთი არის #2 ღმერთი ყოვლადკეთილია #3 ღმერთი ყოვლადძლიერია #4 ბოროტება არსებობს ეპიკურე თვლიდა, რომ ან ბოროტების არსებობა უნდა ვაღიაროთ და უარვყოთ ღმერთის ან ვაღიაროთ რომ ღმერთი არის ბოროტი (ან არ არის ყოვლადძლიერი). ახლა მე შევეცდები აღმოსავლური და დასავლური წარმართული რელიგიების ფილოსოფიის და თეოლოგიის, მითოლოგიის და მეტაფიზიკის დახმარებით პასუხი გავცე კითხვას "რატომ არსებობს ბოროტება, თუ არსებობს ღმერთი ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი?". ჯერ ერთი სათქმელია ის, რომ არ არსებობს ერთი ყოვლადძლიერი აბსოლუტი, რომელიც ზის ღრუბელზე სამოთხეში და ყველაფერს მართავს, ასეთი რამ ბუნებაში არც იყო, არც არის და არც იქნება. სამყარო (მულტისამყარო) სავსეა სხვადასხვა იერარქიის, ძალისა და ბუნების მქონე ღმერთებით ანუ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი. ამის გარდა, ღმერთებს შორის არსებობს იერარქია, ასევე, ყველა ღვთაებას, ღმერთების რასას, გააჩნია საკუთარი პლანეტა ან სამყარო. ისინი არ არიან ყოვლისშემძლეები და ყოვლადკეთილები, ხშირ შემთხვევაში მათი ძალები შეზღუდულია მათი სამყაროთი და როდესაც შემოდიან ჩვენს სამყაროში, ჩვენი მხრიდან იაჯნებით (მსხვერპლშეწირვებით) და მანტრებით (ლოცვებით), ასევე რწმენით (შრადჰა) სერიოზული მხარდაჭერის გარეშე მათი სულიერი ძალა საგრძნობლად მცირდება, ხშირად მინიმუმამდე და საფრთხეს უქმნის მათ უკვდავებას ანუ მათი უკვდავება უმეტესად მხოლოდ მათ სამყაროში მოქმედებს სრული ძალით. ღმერთებს ხშირ შემთხვევაში აქვთ არასრული ცოდნა ანუ არ არიან ყოვლისმცოდნენი. ჩვეულებრივ რაც უფრო მაღლა დგას ღვთაება იერარქიულად, მით უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან და ზოგადად დაბალ სამყაროებთან. ღმერთებს, თითოეულ ღვთაებას გააჩნია ვიწრო სპეციალიზაცია, საკუთარი ინდივიდუალური პროფილი და პროფესია ასევთქვათ. მაგალითად ჰეფესტოსი პასუხს აგებს მჭედლობაზე, ჰერა - ქორწინებაზე, პოსეიდონი - წყალზე (ზღვაზე), აპოლონი - მზეზე და ხელოვნებაზე, აფროდიტე - სიყვარულზე და გამრავლებაზე, არესი - სამხედრო სფეროზე, დემეტრა - მაგიაზე და მიწათმოქმედებაზე (ზოგადად მიწის სტიქიაზე), ჰადესი - მიცვალებულთა სულებზე, ასკლეპიოსი - მედიცინაზე და ა.შ. ანუ ისინი არ არიან უნივერსალურები და განაწილებული აქვთ სხვადასხვა საქმეები, თითოეულ ღვთაებას შეუძლია პასუხი აგოს მხოლოდ საკუთარ სფეროზე და არა სამყაროულ საკითხებზე. ამის გარდა, ღმერთების უმეტესობა არის ლაუკიკა-დევა რაც ნიშნავს ამქვეყნიურ ღვთაებას, ეს ნიშნავს, რომ მათაც აქვთ პრობლემები და მათაც უდგებათ ცუდი ხასიათი, ისინი ძალიან ჰგვანან ადამიანებს. როგორც ჰერმეტისტები ამბობდნენ: "ადამიანები მოკვდავი ღმერთებია, ხოლო ღმერთები - უკვდავი ადამიანები". ეს ასეცაა. მთელი სამყარო და ყველა ცოცხალი არსება შედგება ღვთიური ენერგიისგან, მას ეწოდება - შაკტი. თითოეული კაცი არის შივას ავატარა, ხოლო ქალი - შაკტის ავატარა, როგორც წერია ტანტრებში (ტანტრიზმის წმინდა წიგნებში), მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ადამიანი ესაა მოკვდავი ღვთაება, ყველა პრობლემის დასაბამია ავიდია (არცოდნა) და აჰამკარა (ეგოიზმი). ეონები და ღმერთები დაჯგუფებულნი არიან მკაცრად იერარქიულ რანგებად. არსებობენ ჰიპერ-ურანიდები (ტრანსცენდენტური ღმერთები), რომლებიც ციურ ურანიდებზე მაღლა დგანან და არიან ეგკოსმიოი ანუ კოსმიური ღმერთები, რომელთაგან თითოეულ გააჩნია დაიმონების (ნახევარღმერთების) მთელი ლეგიონები, რომელთაგან თითოეულს თავისმხრივ ემორჩილება სტიქიის სულების ანუ ელემენტალების მთელი ლეგიონები, იგულისხმებიან წყლის, ჰაერის, ცეცხლის, მიწის და ეთერის სულები (უნდინები, სილფიდები, სალამანდრები, გნომები და ელვისმპყრობელნი). საქმე იმაშია, რომ ჩვენი დედამიწა, არის უნიკალური ზონა, სადაც ხდება ეპოქების ცვლა, რაც არ ხდება სხვა პლანეტებზე და სხვა განზომილებებში, დედამიწაზე ერთმანეთს ცვლის 5 ეპოქა: ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, გმირების საუკუნე და რკინის საუკუნე, ეგოს და კარმული კანონის გამო ადამიანები თანდათან განიცდიან სულიერ და ფიზიკურ დეგრადაციას და ქმნიან არასწორ, დეგრადირებულ ცივილიზაციას, რკინის საუკუნეში ადამიანთა ტანჯვა აღწევს მაქსიმუმს. არსებობს უფლის მრავალი ენერგია, მათ შორის უმთავრესია ორი: იოგა-მაია - სულიერი ენერგია და მაჰამაია - მატერიალური ილუზიის ენერგია, როცა ადამიანი აღარ უგდებს პარამატმას (უფლის სულს) საკუთარ გულში მყოფს ყურს და სჩადის ვიკარმას (ეგოისტურ სუბიექტურ მოქმედებებს), ის შედეგად იღებს უგრაკარმას (სასჯელს) და ღმერთები სტოვებენ მას მარტო მის ტანჯვასთან, როგორც გვახსოვს, ღმერთებს არ აქვთ უსასრულო მოწყალება და მათაც შეუძლიათ გაბრაზება და კარის მიჯახუნება. როდესაც ადამიანი ბუნების კანონებთან თანხმობაში მოქმედებს, ამას ეწოდება - კარმა, ხოლო ეგოისტურ მოქმედებას განპირობებულს უმეცრებით და ეგოიზმით, ეწოდება - ვი-კარმა, ვიკარმას რეზულტატია - უგრა-კარმა. იოგა ეს არაა უბრალო ტანვარჯიში ან მისტიკური რელაქსაცია, ესაა "კავშირი ღვთაებასთან", იოგა არის დაკარგული კავშირების აღდგენა ღმერთებთან. ბჰაქტი-იოგა მაგალითად არის ღმერთებთან დაკავშირება სიყვარულით, ჯნანა-იოგა - ღმერთებთან დაკავშირება ცოდნით (შემეცნებით), არსებობს იოგას სხვა ფორმებიც, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან ღვთაებებთან დაკავშირებაში. მატერიალისტები ხშირად სვამენ კითხვას: "რატომ ვერ ვამტკიცებთ ღმერთების არსებობას?", საქმე იმაშია, რომ დადასტურება ღმერთების არსებობისა, რომლებსაც შეუძლიათ დროით და სივრცით მანიპულირება, პრაქტიკულად ნონსენსია, ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია მატერიალისტური ცნობიერება და რომც ჰქონდეთ ღმერთებს სურვილი, გამოეცხადონ ასეთ სულს, ასეთი ადამიანი მაინც ვერ შეძლებდა მათ დაფიქსირებას, პრობლემა მდგომარეობს ცნობიერების განვითარების დონეში. ამის გარდა, რაც უფრო დაბალია ვარნა, მით უფრო მაღალია მატერიალიზმი. ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშიები, შუდრები, მლეჩხები, იავანები, ჩანდალები და მაჰაპაშუ, ეს არაა "კასტები", როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ესენია ადამიანური ცნობიერების განვითარების საფეხურები(!). რაც უფრო დაბლა დგას ადამიანი, მით უფრო აბრმავებს მას ეგო და მატერიალური სურვილები, ესაა პრობლემა. რაც შეეხება რეინკარნაციის უნივერსალურ კანონს და კარმულ კანონს, ეს ღმერთებსაც ეხებათ, ღმერთების დიდი ნაწილი (დაბალი რანგის ღმერთები) ადამიანთა მსგავსად ემორჩილებიან კარმულ კანონს და განიცდიან რეინკარნაციას, ასეთ ღვთაებები შეიძლება ადამიანადაც იშვან დედამიწაზე და თუ რაიმე სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენენ - ცხოველადაც (ან დემონად). კარმა ხშირ შემთხვევაში მათაც ეხებათ. როცა ისმის ასევე კითხვა: "რატომ ხდება მსოფლიოში კატასტროფები? სადაა ღმერთი?", საჭიროა ითქვას, რომ როდესაც კონკრეტულ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები დეგრადაციის განსაკუთრებულ ფორმებს აღწევენ, ღმერთები (დევები) ტოვებენ მათ და მიდიან. არსებობენ ასევე ღმერთები, რომლებიც თავისუფალნი არიან კარმული კანონის ზეგავლენისგან და არსებობენ ისეთი ღმერთებიც, რომელთა მოკვლაც სავსებით შესაძლებელია გარკვეული სპეციფიკური მეთოდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთების საზოგადოება და მათი ბუნება, საკმაოდ რთული საკითხია, არაა იოლი მათ შესახებ მსჯელობა, ჩვენთვის. P.S. მთელი ჩვენი კოსმიური მულტი-სამყარო, არის ერთი დიდი ოჯახი (კაულა), ჩვენ ყველანი, მულტი-სამყაროს ბინადარნი, ვართ ერთი გიგანტური ოჯახი. იმედი მაქვს შევძელი გადმომეცა თეოდიციის ჩემი ვერსია. ომ ნამაჰ შივაია
- 13 replies
-
- ბერძნული ფილოსოფია
- ეპიკურე
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ნაწილი 1 "ქსენოფანეს წინაშე, უწინარეს ყოვლისა, პოლითეიზმის საფუძვლიანობის საკითხი დადგა. პოლითეიზმი მრავალღმერთიანობის თეორიაა, გაღმერთებულია ბუნების მოვლენებიცა და ადამიანებიც. ქსენოფანეს აზრით, ბუნების მოვლენების გაღმერთება უსაფუძვლოა, რადგან შეუძლებელია ღმერთი ცვალებადი, წარმავალი იყოს. იკი აკრიტიკებს ანთროპომორფიზმს ანუ ღმერთის ადამიანური თვისებებით წარმოდგენას. ჰომეროსისა და ჰესიოდეს ღმერთები ადამიანთა მსგავსად ცრუობენ, მრუშობენ, ქურდობენ, ერთმანეთს ებრძვიან. ამ ღმერთებს აქვთ ადამიანის მსგავსი სხეული, რომლითაც ისმენენ, ხედავენ, სუნთქვანენ და ა.შ. ქსენოფანეს აზრით, ადამიანური პრედიკატები ღმერთისთვის უცხოა. ამგვარი ღმერთები კი არ ქმნიან და მართავენ სამყაროს და ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანები ქმნიან ღმერთებს. ღმერთების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზია ადამიანთა განსხვავება: ეთიოპიელების ღმერთი შავია და პაჭუა, თრაკიელებისა ცისფერთვალა და წითელთმიანი, ხოლო ხარებს, ცხენებსა და ლომებს რომ ხელები ჰქონოდათ ან ხატვა შესძლებოდათ, ან სახის შექმნა ადამიანისებურად, მაშინ ცხენები ღმერთს ცხენისებრი, ხარები ხარისებრი სახით დახატავდნენ და ასეთი სახით წარმოადგენდნენ. ქსენოფანე უარყოფს პოლითეისტურ ღმერთს, მაგრამ ამ გზით იგი საერთოდ ღმერთის უარყოფამდე კი არ მიდის, არამედ მონოთეიზმის დასაბუთებას ცდილობს." წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 37. "იონიელებმა სამყაროს არსებად ცვალებადი და გარდაქმნადი ბუნების მოვლენები მიიჩნიეს. ქსენოფანეს აზრით, სამყაროს არსებაა უძრავი და უცვლელი ღმერთი. იგი უპირისპირდება სიმრავლეს (ბუნებას) როგორც ერთი. ღმერთი არსია სამყაროსი და შეუძლებელია მრავალი იყოს, რადგანაც მრავალი თანაბარძალოვანი ღმერთის დაშვებისას ღვთაებრივი ძალა განაწილდება სიმრავლეში და არც ერთი მათგანი არ იქნება ღმერთი (ძალის სიმცირის, ნაკლის გამო). ხოლო თუ მრავალი ღმერთი არათანაბარძალოვანია, მაშინ ყველაზე ძლიერს ექნება ღმერთის მნიშვნელობა, სხვანი კი დაქვემდებარებულნი იქნებიან, მაგრამ ასეთი ღმერთები არ შეიძლება არსებობდნენ; ე.ი. მრავალი ღმერთის დაშვებას საბოლოოდ მონოთეიზმამდე მივყავართ". წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 38. ქსენოფანეს არგუმენტები და იდეები: #01 - "მითოლოგია ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია" #02 - "ღმერთები ჰგვანან ადამიანებს, ეს აბსურდია" #03 - "უმეცრებამ წარმოშვა ზებუნებრივის რწმენა და მითები ღმერთების შესახებ" #04 - ქსენოფანეს გაგებით ზოგიერთი ღვთაებების სიკვდილი და რეინკარნაცია უაზრობაა (იგულისხმება - ადონისი, ოსირისი და ა.შ.) #05 - "ტიტანები, გიგანტები და კენტავრები ძველი ხალხების ფანტაზიის ნაყოფია". #06 - ქსენოფანე ებრძოდა მკითხავებს და ორაკულებს. #07- "რეინკარნაცია არ არის" #08 - "თუ დავუშვებთ, რომ არის მრავალი ღმერთი, გამოვა, რომ თითოეული მათგანი რაღაცაში სხვებზე მეტი და ძლიერი იქნება, რაღაცაში კი ნაკლები, სუსტი, ასეთი არსებები კი ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღვთაება ვერ აიტანს, რომ ვინმე მასზე მაღლა იდგეს და მასზე ბატონობდეს" #09 - "თუ ღმერთები ძალით თანასწორები არიან, მაშინ ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღმერთი სხვებზე უკეთესი და აღმატებული უნდა იყოს" #10 - "მრავალი ღმერთი რომ არსებობდეს, მათგან არც ერთს არ ექნებოდა ყოვლისშემძლეობა" #11 - "ღმერთები (ღმერთი) არც იბადებიან და არც კვდებიან" #12 - "შეუძლებელია ღმერთი დარბოდეს სამყაროში სხვადასხვა საქმეებზე, როგორც ადამიანი" ქსენოფანეს კრიტიკა (ჩემი კონტრარგუმენტები ქსენოფანეს წინააღმდეგ): #01 - საიდან ვასკვნით, რომ მითოლოგია მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და სხვა არაფერი? და რა არის წარმოსახვა? ქსენოფანე აბსურდად მიიჩნევს მითოლოგიას და ვერ ხედავს რომ მითები და ლეგენდები ესენია ძველი ისტორიები, ადამიანების და ღმერთების კონტაქტის შედეგი. ესაა ინფორმაციული არქივი ძველი ეპოქების შესახებ. ქსენოფანე საერთოდ არ იცნობდა დჰარმულ რელიგიებს და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოგზაურობდა, მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა და შესაბამისად ყველა რელიგიასაც ვერ შეისწავლიდა, მის დროს ბერძნული გეოგრაფია უაღრესად პრიმიტიულ დონეზე იყო და განათლების ზოგადი დონეც. წარმოსახვა ესაა გონება (მანასი", რომელიც დაკავშირებულია წინა ინკარნაციებთან და ადამიანის გულში მსუფევ ზესულთან (პარამატმასთან). დევები (ღმერთები) გავლენას ახდენენ ადამიანურ ემოციებზე და შთაგონებაზე (იხ. მუზები და მოირები). #02 - დჰარმული და ჩინური რელიგიების მიხედვით ჰუმანოიდური ფორმა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, სხვადასხვა ზებუნებრივი არსებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამის გარდა, სხვადასხვა განვითარების და ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ევლინებიან განსხვავებული ფორმებით. ანთროპომორფული (ჰუმანოიდური) არის სამყაროში მცხოვრები მრავალი რასა (დევები, ასურები, პრეტები, ბჰუტები, ნარაკები, ბოდჰისატვები და ა.შ.). ვედების მიხედვით სამყაროში გავრცელებულია 400 000 ჰუმანოიდური ფორმა. #03 - უმეცრება ესაა სულიერი ცოდნის უარყოფა და ურწმუნოება და არა რწმენა. ეს მხოლოდ ქსენოფანე ფიქრობდა, რომ ძველი მსოფლიოს მისტიკოსები "უმეცრები" იყვნენ, დასაბუთება ცხადია ვერ შეძლო. #04 - ღვთაებებს შეუძლიათ სიკვდილი დ მკვდრეთით აღდგომა. ვერაფერს წინააღმდეგობრივ და უაზროს ამაში ვერ ვხედავ. სული უკვდავია, ხოლო ასტრალური სხეულის და ფიზიკური ხორციელი გარსის მოსპობა ძალიან მარტივად შეიძლება. ღვთაების რეინკარნაცია სულაც არ არის უსაფუძვლო და აბსურდული, ქსენოფანეს არ ესმის მისტიციზმი, ღვთაებათა ბუნება. #05 - ტიტანების, გიგანტების და კენტავრების ძვლებს მთელ პლანეტაზე პოულობენ, ამის გარდა უაზრობა იქნებოდა გვემტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან რომ ნახეს ეს არსებები, ყველანი არიან "შეშლილები", აბსურდი ის იქნებოდა, რომ სხვა ჰუმანოიდური და მისტიკური რასების არსებობის უარყოფა მიგვეჩნია მართებულად. ადამიანთა მსგავსი ცოცხალი არსებები, დაჯილდოვებულნი არაადამიანური უნარებით და ძალებით სავსებით შეიძლება არსებობდნენ, ამის გამორიცხვა ნონსენსია. #06 - ნუთუ ქსენოფანე ვერ ხედავდა, რომ მკითხაობა და ორაკულობა რეალურად მოქმედებს? ცხადია არსებობენ შარლატანებიც, მაგრამ, რის საფუძველზე უწოდებდა მკითხავებს და ორაკულებს, ყველას უკლებლივ, შარლატანებს? ეს გაურკვეველია. #07 - რეინკარნაციის იდეა არის მრავალ რელიგიაში, განსაკუთრებით კი დჰარმულ რელიგიებში, სადაც სულთა გადასახლება იდეად კი არა, ბუნების აბსოლუტურ კანონად ითვლება. დოქტორი იან სტივენსონი აშშ-დან ამტკიცებს, რომ მან შეძლო რეინკარნაციის ფაქტის დადასტურება, მსოფლიო ისტორიაში იყო მრავალი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახსოვდათ წინა ცხოვრება და ამას ასაბუთებდნენ კიდეც, შეუძლებელია ყველა გიჟი იყოს. სული (ატმანი) რეალურად გადადის სხეულიდან სხეულში კარმული კანონის ზეგავლენით და ეს ფაქტი სავარაუდოდ გაუგებარი ან სულაც უცნობი იყო სკეპტიკურად განწყობილი ქსენოფანესათვის. #08 - თითოეულ ღვთაებას აქვს საკუთარი სფერო და კონკრეტული ტალანტები. რა არის აქ გაუგებარი? რა იცოდა ქსენოფანემ, რომ ღვთაებათა შორის გარკვეული იერარქია ვერ იარსებებს? #09 - ღმერთები არ არიან ერთნაირი ძალის. #10 - ყოვლისშემძლე არავინაა. უმაღლესი ღმერთიც კი შეზღუდულია საკუთარივე კოსმიური კანონებით (ეთიკით). ყოვლისშემძლეობა უეჭველად გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას მოქმედებაში და შესაბამისად მორალურ ნიჰილიზმს. "თავისუფალ" ღმერთს გამოდის რომ შეეძლება რაც მოესურვება ყველაფრის გაკეთება ანუ არ ექნება ეთიკური საზღვრები. #11 - არავინ არ იბადება და არ კვდება. იბადება და კვდება სხეული, სული (ატმანი) - არა. დაბადება და სიკვდილი მოჩვენებითია, სული მარადიულად უსაწყისო და უსასრულოა. რა არის აქ გაუგებარი? კარგი იქნებოდა ქსენოფანეს შეესწავლა შაივა-სიდჰანტას ფილოსოფია ან შანკარას ადვაიტა. #12 - ვითომ რატომ არის შეუძლებელი, რომ სხვადასხვა რანგის ღვთაებები ფლობდნენ ადამიანის მსგავს ფორმას და "დარბოდნენ" სხვადასხვა პლანეტებზე და სამყაროებში საქმეზე? ვერ ვიგებ ქსენოფანეს უსაფუძვლო მტკიცებებს. მისი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. P.S. ეპილოგი. ღმერთები არიან ადამინის მსგავსი სულიერი არსებები, რომელთა შორისაც არსებობს უმკაცრესი იერარქიული სისტემა. პარაბრაჰმანიდან ჩნდება ტრიადა (ტრიმურტი), ხოლო ტრიადა წარმოშობს ღვთაებათა მთელ მირიადებს, იერარქიებს, ეს არსებები ქმნიან ადამიანურ რასას და პლანეტებს. თითოეულ პლანეტას და ვარსკვლავს ჰყავს თავისი ასტრალური ღვთაება (ჰუმანოიდური ავატარა), რომელსაც გააჩნია კონკრეტული ემოციები, იდეები და გონება. ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ზოგადად ბიოსფეროზე. ღმერთების სიმრავლის მიზეზია ის, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წარმოშობენ ემანაციებს და ექსპანსიებს და ეცხადებიან სხვადასხვა ფორმით და სახით სხვადასხვა აზროვნების მქონე ხალხებს. ამის გარდა ისიც ნათქვამია მითებში, რომ ღმერთებმა გაინაწილეს დედამიწის ხალხები და სამეფოები (!). ბასილიდე გნოსტიკოსიც ამ აზრზე იყო. წარმავალია მხოლოდ მატერია და არა სული. რაც შეეხება ღმერთების ქცევას და სხეულის ქონას, ბუდისტური, ჯაინისტური, დაოსური, შინტოისტური და ვედური (ინდუისტური) რელიგიური ფილოსოფიის მიხედვით, დაბალი იერარქიის, დაბალი რანგის ღმერთებს (ღვთაებებს) გააჩნიათ ადამიანთა მსგავსი ემოციები და გარეგნული ფორმა, რაც სავსებით ბუნებრივია. რა არის აქ გასაკვირი? არაფერი. ქსენოფანე იმყოფებოდა მანუმაიას დონეზე და მთელი მისი "ფილოსოფია" ესაა პრიმიტიული მენტალური სპეკლაციები, სხვა არაფერი. ქსენოფანეს არ ჰქონდა სიყვარული და სულიერი სიახლოვე უფალთან (უზენაესთან). მისი კრიტიკა ესაა აგრესიული ღვარძლი და სხვა არაფერი. მას საერთოდ არ ესმოდა თუ რას წარმოადგენს მატერიალური ბუნება და კოსმიური იერარქია. ომ შანტი ნაწილი 2 ვედანტა, მაჰაიანა და ქაშმირული შივაიზმი ქსენოფანე კოლოფონელის წინააღმდეგ რა არის ღმერთი? ყველას თავის ჭკუაზე ესმის ეს, თუმცა არსებობს ობიექტური ცოდნაც (გნოზისი). ქსენოფანე კოლოფონელი აშკარად მოკლებული იყო გნოზისს. ღმერთის (ღვთაების) რაობა და არსი შეგვიძლია გავიგოთ ორგვარად: #1 ღმერთი არის უსასრულო მულტისამყარო (ცოცხალ არსებათა და ციურ სხეულთა ერთიანობა) და ამ მულტისამყაროს კოლექტიური (აბსოლუტური) ზეცნობიერება. #2 ღმერთი ესაა ღვთაება, ჰუმანოიდური არსება, რომელიც ფლობს ადამიანურის მსგავს სხეულს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერს, შეუძლია სივრცეში მყისიერად გადაადგილება ეთერული პორტალების დახმარებით, ფორმის შეცვლა, შემცირება და გადიდება, დროის და სივრცის გამრუდება, მატერიის შექმნა ენერგიიდან და სხვა მსგავსი სიდჰები (სრულყოფილებები, უნარები). დაცემულ ღმერთებსაც (ასურებს) შესაძლოა გააჩნდეთ მსგავსი უნარები, თუმცა უფრო შემცირებული. ღმერთების გონება, სული და სხეული შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლევამოსილი, ვიდრე ადამიანის. სხვადასხვა რანგის ღვთაებებს (ღმერთებს) შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ძალა და ფსიქოლოგია, მენტალიტეტი. ომ შანტი