Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'თეოსოფია'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 8 results

  1. სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები. თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს. წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც. მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ. http://1.bp.blogspot.com/-KljpXUA-qok/UA2bpwtNw9I/AAAAAAAAAhg/NsNPNZ_qdZI/s1600/NGC7635-rev00-17-07-12.jpg
  2. თეოსოფიის მიხედვით მსოფლიოს ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების უნივერსალური მარცვალი. მსოფლიოს რელიგიებში მეორდება ერთი და იგივე სცენარი სხვადასხვა სახელებით. მაგალითისათვის ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მიხედვით კოსმოგონია ასეთია: თავდაპირველად იყო ნუნი და ნაუნეტი – პირველყოფილი ოკეანე, მათგან წარმოიშვა ხუხი და ხაუხეტი – უსასრულო სივრცე, მათგან წარმოიშვა კუკი და კაუკეტი – უსასრულო წყვდიადი, რომელთაგან წარმოიშვა ამონი და ამონეტი – დიადი ჰაერი. მათ წარმოშვეს სხვა ღმერთები, დემონები, ადამიანები, ცხოველები და პლანეტები. ესენი არიან შემოქმედებითი ძალები. მათი საპირისპირო ძალები არიან: გაქრობა და სიბნელე – ტენემუ და ტენემუიტი, არაფერი და სიცარიელე – ნიაუ და ნიაუტი და ბოლოს არყოფნა და ღამე – გერეხი და გერეხტი. ამ დიალექტიკურ ძალებს დაოსიზმში შეესაბამება ინის და იანის პრინციპი. ეს ღმერთები ყველანი ერთიანი ღვთაებრივი რეალობის – ბრაჰმანის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ. ეგვიპტური ნუნი და ნაუნეტი ბერძნულ მითოლოგიაში ესაა სკოტოსი და ქაოსი ან ოფიონი და ევრინომა, რომელთა ერთობლიობა ესაა აპეირონი, ინდუიზმში ნირგუნა შივა და ნირგუნა შაკტი, ბუდიზმში ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი, პარანიშპანა სვაბჰავატი, სვამბჰავიკაკაი ანუ ბუდას უზენაესი სხეული იგივე ტურია (ზესულიერი ზეცნობიერი). ხუხი და ხაუხეტი ესაა ბერძნული ნიქსი და ერება, ბუდისტური დჰარმაკაი და დჰიანა ბუდა (ასევე დჰარმაკაის ვაჯრას 6 ღვთაება; ვაჯრა სხეული ბრაჰმა, ვაჯრა ხმა შივა მაჰადევა და ვაჯრა აზრი ვიშნუ თავიანთი ქალური იპოსტასებით – მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი), ინდუისტური სარგუნა ბრაჰმანი, იშვარა, კარანა-ლოკა, ბჰავალინგამი, სუშუპტის მენტალური ცნობიერება, პარააპარაპრაკრიტი და მაჰატ-ტატვა, ასევე ბუდისტური პარატანტრა სვაბჰავატი. კუკი და კაუკეტი შეესაბამება ბერძნულ ეროსს და გეას, ინდუისტურ ანტარ ლოკას, პარააპარაპრაკრიტის, სვაპნა ავასტჰას ანუ ასტრალურ ცნობიერებას და ბუდისტურ სამბჰოგაკაის (ტკბობის სხეულს) და პრანალინგამს, ასევე პარატანტრა სვაბჰავატს. ამონი და ამონეტი ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია ტარტაროსის და ურანოსი სახელით, ბუდისტურ მეტაფიზიკაში ცნობილია პარიკალპიტა სვაბჰავატის და ნირმანაკაის სახელით, ინდუიზმში ამონი და ამონეტი ესაა იგივე იშტალინგამი, ჯაგრატა ავასტჰა (ფიზიკური ცნობიერება) და აპარაპრაკრიტი (უმდაბლესი ბუნება). ამონის და ამონეტის განზომილება ინდუიზმში ესაა იგივე ბჰურ-ლოკა (ფიზიკური კოსმოსი). ხუხის და ხაუხეტის დიადა შეესაბამება არუპა ლოკას სადაც სუფევს უსასრულო სივრცე და უსასრულო ცნობიერება, ხოლო კუკი და კაუკეტი + ამონი და ამონეტი შეესაბამებიან რუპა ლოკას და უმდაბლეს კამა ლოკას. ნიქსისგან და ერებასგან იშვნენ ეთერი ანუ იგივე აკაშა და ჰემერა (დღე) და სხვა ტიტანები და ტიტანიდები, ბოლოს კი ოლიმპიური დეუსები. ინდუისტური სამი ცნობიერება, სამი სამყარო, სამი ლინგამი და ბუდიზმში ბუდას სამი სხეული და ადიბუდადან გამოვლენილი სამი იერარქია: 1) დჰიანა ბუდა 2) დჰიანა ბოდჰისატვა და 3) მანუშია ბუდა, მეორდება ბერძნებში ნიქსის და ერებას, ეროსის და გეას და ტარტაროსის და ურანოსის დიადების სახით, ხოლო ეგვიპტურ მითოსში ხუხის და ხაუხეტის, კუკის და კაუკეტის და ბოლოს ამონის და ამონეტის სახით. აქედან გამომდინარე მსოფლიოს მინიმუმ 4 რელიგიაში მაინც აღწერილია ერთი და იგივე სულიერი ძალები და კოსმოგონია უბრალოდ სხვადასხვა სახელებით და მცირეოდენი განსხვავებებით. ბერძნებიც, ეგვიპტელებიც, ინდუსებიც და ბუდისტებიც საუბრობდნენ ერთი და იგივე ეონების ანუ სულიერი ძალების შესახებ. გნოსტიკური პირველეონები: პროტო-პატორი და პროტო-ენოია შეესაბამებიან ეგვიპტურ ნუნსა და ნაუნეტს, პლერომას დანარჩენი 31 ეონი შეესაბამებიან ბუდისტურ არუპა ლოკას და ზემო რუპა ლოკას და ეგვიპტურ ხუხს და ხაუხეტს. მანიქევლობაში ნუნის და ნაუნეტის წიაღიდან შობილ სამ დიადას შეესაბამებიან პირველადამიანი, ცოცხალი სული და სიცოცხლის დედა. ყველა რელიგიას ერთი საფუძველი აქვს, აქედან გამომდინარე ანალოგიური დოქტრინებიც საკვირველი არ უნდა იყოს.
  3. მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს. რელიგიები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) აბრაამული და 2) მისტიკურ ოკულტური. ინდუიზმი და ბუდიზმი განეკუთვნებიან მისტიკურ ოკულტურ რელიგიათა კატეგორიას. ოკულტურ რელიგიებში აბრაამულისგან რადიკალურად განსხვავებული დოქტრინაა. როგორ ეს? ოკულტურ რელიგიებში უარყოფილია მონოთეიზმი. ინდუიზმში არის შემდეგი განშტოებები: 1) ვიშნუიზმი 2) შივაიზმი 3) ადვაიტა სმარტიზმი 4) საურიზმი 5) განაპატიზმი 6) შაკტიზმი და კიდევ რამდენიმე სკოლა. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1) ჰინაიანა (ყველაზე მარტივი) 2) მაჰაიანა (უფრო რთული ფორმა) და 3) ვაჯრაიანა (ბუდიზმის ყველაზე ოკულტური ფორმა, ტანტრისტული ბუდიზმი). რაშია პრობლემა? რაში და იმაში რომ ეს სკოლები ერთმანეთს ებრძვიან! ეს სკოლები ვერ ხვდებიან რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ამბობენ, უბრალოდ სხვადასხვა მომენტებზე აკეთებენ აქცენტს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად ვიშნუიტები მიიჩნევენ რომ ყველაზე მთავარი და ძლიერი არის ვიშნუ, ისაა ყოფიერების ბატონი, შივაიტები მიიჩნევენ რომ შივა არის მთავარი, არა მხოლოდ როგორც პიროვნული უფალი (იშვარა) არამედ როგორც უპიროვნო სული (პარამაშივა ანუ პარაბრაჰმანი), ხოლო შაკტი არის მისი ძალა და მდედრობითი ასპექტი. შაკტისტები მიიჩნევენ რომ მთავარი არის შაკტი, ისაა ყველაფრის მბრძანებელი და ყოველივე მისგან მოდის და მისგან იმართება. საურები მზის უფალ სურიას ადიდებენ, განაპატიელნი უფალ განეშას. ჰინაიანელი ბუდისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მისტიკურ ძალებს, ღმერთებს და ა.შ. მათთვის მთავარია ის რომ ბუდა იყო ადამიანი რომელიც გახდა განათებული და გადავიდა ნირვანაში, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მაჰაიანაში და ვაჯრაიანაში არსებობს თითქმის ისეთივე რთული და დახვეწილი მეტაფიზიკური და მისტიკური თეორიები, როგორც ინდუიზმში. არსებობს უზენაესი ბუდა (ადიბუდა) და მას აქვს ორი ასპექტი; მამრობითი და მდედრობითი. ვლინდება იგი როგორც; დჰიანა ბუდა, დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში ბუდა და კიდევ მრავალი სხვა ფორმით. ყველა არსებაში არის შინაგანი ბუდა. ყველას შეუძლია გახდეს ბუდა, მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაზე მარტივია. არსებობს ერთიანი უსაწყისო და უსასრულო მარადიული კინეტიკური ცნობიერება საცავი – ალაია ვიჯნანა იგივე სარვასატვა. სარვასატვა ესაა უმაღლესი მე ყველა ცოცხალი არსებისა. ალაია ვიჯნანა ესაა ერთიანობა უქმნელი ინდივიდუალური ცნობიერებებისა. ალაია ვიჯნანა ესაა კოლექტიური ზეცნობიერი. მე არ მესმის, რა აწუხებთ ამ ფილოსოფიურ სკოლებს? ნუთუ ვერ ხვდებიან ელემენტარულს? არ აქვს მნიშვნელობა ვისზე აკეთებ აქცენტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიგაჩნია მთავრად და ყველაზე მეტად ვინ გიყვარს, ვიშნუ, შივა, შაკტი, განეშა თუ ვინმე სხვა... ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უბრალოდ არ გესმით. ახლავე ავხსნი თუ როგორ მესმის მე ეს: ღმერთს გააჩნია მრავალი ასპექტი და ფორმა, უპიროვნო ღმერთი შედგება მამრობითი ასპექტისგან და მდედრობითი ასპექტისგან, ესაა ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი. სამანტაბჰადრა ესაა იგივე პარამაშივა ან უმაღლესი ვიშნუ და საერთოდაც ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ღმერთი თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე როგორც უპიროვნო საწყისი ესაა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი მე როგორც მამრობითი საწყისი და მამრობითი ასპექტი ღმერთისა. ნირგუნა ბრაჰმანი ვლინდება როგორც პიროვნული ტრიმურტი ანუ სამი იშვარა – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელია თქვენთვის მთავარი თვითონ გადაწყვიტეთ, ისე კი სამივე თანასწორი და თანაბარია. მათ ჰყავთ მეუღლეეები ანუ მდედრობითი იპოსტასები. სამი დიადი ქალღმერთი: მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი ესენია სამი ენერგია: სრიშტი შაკტი – ემანაციის ენერგია, სტხიტი შაკტი – დაცვის ენერგია და სამჰარა შაკტი – განადგურების ენერგია. სამი შაკტი ანუ სამი ქალღმერთი (ტრიდევი) ესენია უზენაესი შაკტის ანუ უპიროვნო ღმერთის მდედრობითი ასპექტის – პარამაშაკტის ემანაციები და პიროვნული ფორმები და სამივე თანასწორია. ყველა მდედრი ესაა ტრიდევის ავატარა, ხოლო ყველა მამრი ესაა ტრიმურტის ავატარა. ჩვენ ყველანი ღმერთის პიროვნული ფორმის მამრობითი და მდედრობითი ავატარები ვართ და ვფლობთ ბუდას პოტენციალს. არსებობენ სამი ტიპის ჯივები ანუ ცოცხალი არსებები: 1) შუდჰა ჯივა – მუდმივად განათებული და სუფთა 2) სანსარინ ჯივა – დაბნელებული და დაბინდული და 3) მუქტა ჯივა – განთავისუფლებული. ჯივა ესაა ბრაჰმანის ნაწილი და ჩნდება მაშინ როცა ბრაჰმანის მესამე თვისება "ანანდა" (ნეტარება) იბინდება და ბნელდება. მატერიალურ სამყაროში არსებობს მხოლოდ "სატ" ანუ ბრაჰმანის არსებობა, ხოლო დანარჩენი ორი თვისება "ჩიტ" (ცნობიერება) და "ანანდა" (ნეტარება) დაბინდულია და დეფორმირებული. ღმერთს აქვს სიბრძნე და მოქმედების უნარი. მატერიალური კოსმოსის წარმოშობა და განადგურება აიხსნება ღმერთის ენერგიით (შაკტი). არსებობს მრავალი გზა ღმერთისკენ მიმავალი, როგორც ცოდნის ისევე სიყვარულის და ა.შ. მატერიალური სამყარო აღვსილია ბრაჰმანით. მეტიც, მატერიალური სამყარო ღმერთის იდენტურია, ღმერთი არის თავად სამყარო. მატერიალური სამყარო არის არასწორად გაგებული ბრაჰმანი (ღმერთი). სინამდვილეში სივრცე, დრო, მატერია და ა.შ. არის ბრაჰმანის (ღმერთის) განუყოფელი ნაწილები და წარმოადგენენ ღმერთის არსის ნაწილებს. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სუფთა ყოფიერება. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვამთ სამყაროს. სამყარო ესაა რეალური და ნატიფი სულიერი ბრაჰმანი. ბრაჰმანისგან განცალკევებულად არაფერი არ არსებობს და ყველა და ყველაფერი არის ბრაჰმანი და ბრაჰმანში. არსებობს სამი შაკტი: პარაშაკტი, პარააპარაშაკტი და აპარაშაკტი ანუ სულიერი, საშუალო და ფიზიკური ენერგიები. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ უმაღლეს სულს მამრობით ასპექტში ან მდედრობით ასპექტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იშვარა შივა არის უპიროვნო შივას პიროვნული გამოვლინება, მაგრამ უმაღლესი შივა არის იმავდროულად უმაღლესი ვიშნუც. უზენაესი სული და უზენაესი ენერგია აერთიანებენ ყველა ცოცხალ არსებას, ყველაფერს რაც კი არსებობს. კოსმიური სული და კოსმიური მატერია ესაა ერთი ღვთაებრივი რეალობის ორი თანამარადიული განზომილება. სულიც და მატერიაც = მარადიული უფალი. ჯივა = უფალი. კალა (დრო) = უფალი. აკაშა (სივრცე) = უფალი. უპიროვნო სული = უფალი. კოსმიური გონი = უფალი. არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. ყველაფერი = ღმერთი. არსებობს ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივატმანი) და არსებობს უზენაესი უპიროვნო ზეცნობიერება (ატმანბრაჰმანი) და ორივე რეალურია. ინდივიდი ესაა უზენაესის ფრაგმენტი და ემანაცია–რადიაცია. ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივა) და უნივერსალური ზეცნობიერი (პარაბრაჰმანი) ესენია ერთი რეალობის ორი განზომილება. ჯივა ფლობს ღვთაებრივ ბუნებას. ღვთაება არაა მხოლოდ უპიროვნო პარაბრაჰმანი. ღმერთი არის ყველა და ყველაფერი. უბრალოდ პარაბრაჰმანი ესაა უზენაესი რეალობა, მაგრამ არა ერთადერთი ჭეშმარიტი. ტრიმურტი და ტრიდევი სუფევს თითოეული ჯივას სხეულში. ნებისმიერი ჯივა ესაა ტრიმურტის და ტრიდევის ავატარა. არსებობენ სხვადასხვა ტიპის ავატარები. ყველაზე სუსტი ავატარა ესაა – ამშაავატარა. ღვთაების უპიროვნო და პიროვნული არსი სუფევს ყველაფერში. შივა ყველაფერშია, ისევე როგორც შაკტი, ვიშნუ და ა.შ. არსებობს სამი სამყარო: 1) ფიზიკური სამყარო (ბჰურ ლოკა) 2) ასტრალური სამყარო (ანტარ ლოკა) და 3) კაუზიური სულიერი სამყარო (კარანა ლოკა). ფიზიკურ რეალობაში არის ჯაგრატ – ფიზიკური ცნობიერება, ასტრალურში სვაპნა – ასტრალური ცნობიერება და კაუზიურში სუშუპტი – კაუზიური ცნობიერება. არის კიდევ უფრო მაღალი ცნობიერება – ტურია (ატმანბრაჰმანი). მატერიალური სამყაროს სამივე განზომილება არის ღმერთის სხეული. მატერია ესაა ღმერთის არსის ნაწილი. კაუზიური სამყაროს ზედა ნაწილი შედგება 4 განზომილებისგან: 1) უსასრულო სივრცის განზომილება 2) უსასრულო ცნობიერების განზომილება 3) უსასრულო არაფრის განზომილება 4) უსასრულო ერთიანობის განზომილება კაუზიური სამყაროს "მიღმა" იმყოფება ადიბუდა ანუ პარაბრაჰმანი. უფრო ზუსტად, უზენაესი რეალობა ესაა უპიროვნო ბრაჰმანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იშვარა და სამი სამყარო არაა რეალური. იშვარა ესაა პიროვნული ღმერთი, ხოლო სულიერი, ასტრალური და ფიზიკური რეალობები პიროვნული უფლის სამი მდგომარეობა, მისი სამი ფორმა.
  4. ამდენი რელიგია არსებობს მსოფლიოში და ყველა ურთიერთგამომრიცხავია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ რელიგიები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: აბრაამულად და დჰარმულად. ცხადია დჰარმულ რელიგიებში არის ურთიერთდაპირისპირება და გარკვეული განსხვავებები, მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია. პრინციპში აბრაამული რელიგიების გაერთიანებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა რომ აბრაამული რელიგიების მიმდევრები ახერხებენ ადამიანთა გაბითურებას და დარწმუნებას ისე რომ არ დაკარგონ კლიენტები. ზოგადად იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი და კონკრეტულად ამ რელიგიებში არსებული განშტოებებიც ურთიერთგამომრიცხავნი არიან ერთმანეთთან მიმართებაში და მორწმუნე ადამიანებს კიდევ სჯერათ თავიანთი სიმართლის? დაფიქრდით; ამდენი ურთიერთგამომრიცხავი სწავლება არსებობს და არც ერთს არ აქვს საკუთარი სიმართლის მტკიცებულება და მიუხედავად ამისა მორწმუნეებს სამივე აბრაამული რელიგიის კონფესიებში იმ დონეზე სჯერათ საკუთარი სიმართლის რომ მზად არიან ერთმანეთი დახოცონ! (?)... რატომ და რანაერად ხდება ასე? პასუხი: ეფექტური ზომბირება! ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა მრავალი მისტიკური სკოლა. როგორღა მოხდა ისე რომ გაიმარჯვა კათოლიკე ორთოდოქსულმა ეკლესიამ რომელიც იყო მხოლოდ ერთ ერთი მისტიკური სკოლა მრავალრიცხოვანი მისტიკური სკოლებიდან? პასუხი: იმპერატორი კონსტანტინეს არჩევანი! რომის იმპერატორმა კონსტანტინე, არჩევანი შეაჩერა ორთოდოქსებზე, მოაწყო კრება და ოფოციალური სტატუსი მიანიჭა მათ სკოლას. დანარჩენი მისტიკური სკოლები განადგურდნენ... ფიზიკურად! მოდით გავარკვიოთ, გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ფიზიკურ კოსმოსს მართავს ბოროტი დემიურგი იალდაბაოთი. იალდაბაოთს და მის ძმებს – არქონტებს აქვთ ფსიქიკური და მაგიური უნარები. მათ შეუძლიათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება. ისინი უმთავრესად მოქმედებენ არა თვითონ არამედ ფიზიკური ადამიანების და ცხოველების ან ანგელოზების (მაცნეების) ხელით. ახლა დავსვათ კითხვა: განა არქონტებს ანუ ასტრალურ პარაზიტებს, რომლებსაც აქვთ გონებაზე ზემოქმედების უნარი და ძირითადად არ გააჩნიათ ფიზიკური ფორმა, არ შეეძლოთ ვითომ ჩასახლებულიყვნენ კათოლიკე ორთოდოქსების სხეულებში და მათი ხელით ფიზიკურად მოესპოთ სხვა სკოლები? ვითომ იმპერატორის სხეულში ვერ ჩასახლდებოდნენ პარაზიტები?? ამ ტიპის ადამიანებს ეწოდებათ შეპყრობილები. ახლა ხვდებით ვინ იყვნენ ის "ქრისტიანები" რომლებიც "ერეტიკოსებს" ანადგურებდნენ? და ვინ არიან დღევანდელი იერარქები და რიგითი დამრტყმელი ძალაც? ოფიციალური ეკლესია ამტკიცებს რომ ფიზიკური კოსმოსი დასახლებულია ბოროტი სულებით. გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ კოსმოსი სატურნამდე დასახლებულია არქონტებით ანუ ასტრალური პარაზიტებით, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ იუდეველნი. მეოცე საუკუნეში ერთმა პარაფსიქოლოგმა რობერტ მონრომ აღწერა საკუთარი მოგზაურობა ასტრალში და ზეარსება რომელსაც შეხვდა და რომელსაც იმ ზეცაში მყოფი სულები მონურად ეთაყვანებოდნენ და ემორჩილებოდნენ. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ბერმა როუზმა მას უწოდა სატანა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ მართლმადიდებლებმა არ იციან ქრისტეს რეალური მამა და ქრისტეს სრულყოფილ უცნობ მამას და ებრაულ იაჰვეს ერთმანეთში ურევენ. აბრაამიტების "ღმერთი" ესაა სწორედ ის "სატანა" რომელსაც შეხვდა მონრო. ის ზეარსება არავითარი "სატანა" არ იყო, არამედ ის იყო აბრაამის და მოსეს "ღმერთი". მონრომ აღწერა და ნახა ის არსება რომელიც აბრაამიტებს "უფალი" ჰგონიათ. აბრაამიტ "ქრისტიანებს" პარაზიტებმა აურიეს ტვინი და დააჯერეს რომ ბოროტი დემიურგი = კეთილი უფალი (ქრისტეს მამა). ასტრალურ პარაზიტებს აქვთ ადამიანებით მანიპულირების უნარი. ისინი მანიპულატორები არიან. იცით რატომ არის შეუძლებელი დედამიწის ყველა რელიგიის გაერთიანება? იმიტომ რომ რელიგიურ ფილოსოფიური სწავლებები იყოფიან ორ მთავარ ჯგუფად: 1) აბრაამული მონოთეიზმი და 2) არააბრაამული (არამონოთეისტური) სწავლებები. ყველა აბრაამულ რელიგიას აქვს ერთი საფუძველი და ესაა – იუდეველთა "ღმერთი" იაჰვე. თავის მხრივ ყველა არა აბრაამულ არა მონოთეისტურ რელიგიას ასევე აქვს ერთიანი საფუძველი და ესაა – უმაღლესი უპიროვნო ზესული; პანთეოსი, ადიბუდა, პარაბრაჰმანი, ვახიგურუ, დაო, ეინ სოფი, ზურვანი, ნუნი, აპეირონი, როდი, ქაოსი, კრონოსი, ტე კორე და ა.შ. არააბრაამული რელიგიები ეთაყვანებიან ერთიან უზენაეს სულს და მის ემანაციებს სხვადასხვა ფორმებში. აბრაამული რელიგიები თავის მხრივ ეთაყვანებიან ერთ და იგივე "ღვთაებას" და ეს "ღვთაება რადიკალურად განსხვავდება იმ ღმერთისგან რომელსაც ეთაყვანებიან არააბრაამიტები. როგორ? როგორ და აბრაამული "უფალი" ესაა უმდაბლესი სეფიროტი, უმდაბლესი პიროვნული ელოჰიმი. ის არაა უმაღლესი სული. ხოლო არააბრაამიტების ღმერთი არის უზენაესი უპიროვნო სული! აქედან გამომდინარე აბრაამული და ანტიაბრაამული რელიგიების სინთეზი შეუძლებელია პრინციპში. იმიტომ რომ საფუძველია სრულებით სხვადასხვა. აბრაამული რელიგიები მოდიან იაჰვედან, ხოლო არააბრაამული რელიგიები უმაღლესი სულიდან და ეს ორი ერთი და იგივე არაა!
  5. პლანეტა დედამიწამ უკანასკნელი 600 მილიონი წელი, რაც უკვე არსებობს გონიერი ადამიანების ცივილიზაცია (უკანასკნელი არქეოლოგიური მონაცემების თანახმად), გადაიტანა ურიცხვი სტიქიური თუ ტექნოგენური კატაკლიზმა. აღსანიშნავია, რომ ყოველ 26 000 წელიწადში ერთხელ ხდება მაგნიტური პოლუსების გადაადგილება და მაგნიტური ველის სრული ინვერსია, აგრეთვე რაღა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებული ბრუნვის ღერძის დახრის კუთხის ცვლილება და მრავალი სხვა კატასტროფული ფიზიკური მოვლენა.. დედამიწაზე მრავალ რელიგიაში, მაგ. ინდუიზმში, ბუდიზმში, სიქჰიზმსა და ჯაინიზმში, დაოსიზმსა და ლამაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში და მრავალ სხვა სწავლებაში მრავლად მოიპოვება ცნობები უძველესი არქაული პროტოცივილიზაციების შესახებ, რომელნიც, დღევანდელი გადმოსახედით, გამაოგნებელ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდნენ და განადგურდნენ საზარელი კატასტროფების შედეგად. „ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი“ წერია დაბადების წიგნის (ბიბლიის პირველი წიგნის) მეთერთმეტე თავის პირველ სტროფში და ეს სულაც არ არის სიცრუე, იმ ფაქტს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებობდა ერთიანი და ერთი ზეცივილიზაცია, რომელიც საოცარ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდა, ადასტურებს დედამიწის ყველა რელიგია და მოძღვრება, როგორც აღმოსავლურები, ისევე დასავლურები. მაიას ხალხის, ძველი ბერძნების, კელტების, ინდოელების, ჩინელების და სხვა ხალხთა წინარეისტორიული რელიგიური გადმოცემების თანახმად დედამიწაზე შორეულ წარსულში არსებობდნენ მატერიკები, რომლებიც დღეისათვის ჩვენთვის უცნობნი არიან და უკვე აღარც არსებობენ. ოკულტური მონაცემების თანახმად, შორეულ ჩრდილოეთში, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ტერიტორიაზე დედამიწის ხალხთა გადმოცემებით, არსებობდა ლეგენდარული მატერიკი, სადაც ზეგონიერი მაგიური არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც კოსმიურ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ბერძნები მას ჰიპერბორეას უწოდებდნენ, რაც ნიშნავს „ყველაზე შორი ჩრდილოეთით“. ბერძენთა თქმით, ეს იყო ადგილი, სადაც თავად ღმერთები და ქალღმერთები მკვიდრობდნენ, ხოლო ძველინდოელები მას შვეტადვიპას ეძახდნენ და მიიჩნევდნენ რომ იგი უზენაესი ქალღმერთის, შაკტის ზეციური განზომილების ასევე შვეტა დვიპას, მიწიერი კორელაცია და ანალოგი იყო, გერმანელები ამ ჩრდილოეთის მატერიკს ტულეს ეძახდნენ და აგრეთვე მიიჩნევდნენ, რომ იქ ღმერთები სახლობდნენ.. მსოფლიოს ხალხთა უძველესი გადმოცემებით და ზოგიერთი მეცნიერის (მიშელ კრემო, რიჩარდ ტომსონი, არმან დე კვარტეფატე, რიჩარდ სტრატონი, კესიდი, ალექსანდრ ვლადიმიროვი, ერნესტ მულდაშევი, ერიხ ფონ დანიკენი, დევიდ აიკი, გრემ ჰენკოკი, რიჩარდ ჰოგლანდი) გამოკვლევების თანახმად, შორეულ წარსულში დედამიწას გარს ეკრა ე.წ. წყლის ორთქლის ფარი, რომელიც იმდენად თანაბრად ანაწილებდა მზის სითბოს, სინათლესა და ზომიერ რადიაციას პლანეტის მთელს გლობუსზე, რომ მთელ პლანეტაზე ზომიერი ტენიანი ტროპიკული ანუ სემიჰუმიდური კლიმატი იდგა, შესაბამისად ჩრდილოეთის ყონულოვანი ოკეანეც არ იყო ყინულოვანი და საერთოდაც იქ უზარმაზარი კონტინენტი - ჰიპერბორეა (შვეტადვიპა) მდებარეობდა. ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების თანახმად ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები. ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წ####ბში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული აპოლონის ბაღი. ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივისთავიანი და ლომისტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით. ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს. ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ. ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გორგონას ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად , როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა. გამოჩენილი მეცნიერი, ედვარდ შიურე თავის წიგნში „დიადი განდობილები“ წერს: „თეთრის რასის აყვავებას ჩრდილო პოლუსის გრილი ქროლვა უწყობდა ხელს. ბერძნული მითოლოგია მათ ჰიპერნორეელებს უწოდებს. ისინი თეთრთმიანები და ცისფერთვალებანი იყვნენ, დაიძრნენ ჩრდილოეთიდან, გამოიარეს ტყეები, გზას ჩრდილოეთის ციალი უნათებდათ“. ჰიპერბორეის შესახებ ცნობების სისტემატიზაცია მოახდინა ანტიკური ხანის ისტორიკოსმა პლინიუსმა თავის „უკიდურესი ჩრდილოეთის აღწერაში“, სადაც ნათქვამია: „მთელი ექვსი თვე გრძელდება მათთან დღე და ამდენივე ხანი ღამე. ამ ქვეყანაში სასიამოვნო ტენიანი კლიმატია. მათი ქალაქები და სოფლები ტყეებსა და მთებშია ჩამალული, სადაც თავიანთ ღვთაებებს ეთაყვანებიან, მათ არ იციან მტრობა და ავადმყფობა, ისინი არასდროს ბერდებიან და არ კვდებიან, ჯუჯები ღამით გამოქვაბულში იმალებიან“. შემდეგ მოხდა რიგითი გლობალური კატასტროფა, რომლის შედეგად არქტიკული მატერიკი წყალმა შთანთქა, გოლფსტრიმის თბილმა დინებამ, რომელიც არქტიდას ათბობდა, მიმართულება შეიცვალა. შემცირდა ატმოსფეროში სათბურის გაზები პროცენტული მაჩვენებელი, გაქრა წყლის ორთქლის ფარი, რომეიც დედამიწას გარს ეკრა, პლანეტაზე ტროპიკულ კლიმატს უზრუნველყოფდა და ადამიანთა და სხვა ცოცხალ არსებათა სიცოცხლეს ახანგრძლივებდა ზედმეტი რადიაციის ეკრანირებით. სანამ ფარი არსებობდა, ადამიანები ასობით და ათასობით წელი ცხოვრობდნენ, რასაც ადასტურებს ბიბლია და აღმოსავლური წმინდა წიგნები, რადგანაც ცნობილია, რომ რადიაცია თანდათან, სწრაფად თუ ნელა, ბიოლოგიური ორგანიზმის გენეტიკური კოდის, დნმ-ს გაცვეთას იწვევს, ააქტიურებს სიკვდილის გენს, რაც იწვევს სწრაფ დაბერებას და გენეტიკურ სნეულებებს. საბოლოოდ ჰიპერბორეისაგან თითოოროლა ერთიბეწო კუნძულების გარდა არაფერი დარჩა. ზოგიერთი მეცნიერი დღესაც ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ადგილას ადრე დიდი მატერიკი ან მსხვილი კუნძულების არქიპელაგი არსებობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 1965 წელს საბჭოთა მეცნიერი გაკელი, წერდა: „ცენტრალური არქტიკის საბჭოთა გამოკვლევების შედეგები, რომლებიც სულ სხვანაირად აშუქებენ მის ბუნებას, ლეგენდარული არქტიდის რეალურობაზე მიუთითებენ“. მეცნიერის აზრით, ყინულოვანი ოკეანის ფსკერის რელიეფის დეტალური გამკვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 5000 წლის წინ არქტიკის იერსახე სულ სხვანაირი იყო. მენდელეევისა და ლომონოსოვის წყალქვეშა მთაგრეხილები ზღვის დონის ზემოთ იყვნენ ამომართულები, ფრანც იოსების, შპიცბერგენის და ნოვოსიბირსკის კუნძულების ფართობი ბევრად მეტი იყო და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაში არსებობდა მსხვილი არქიპელაგი. დედამიწის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ყინულის ოთხკილომეტრიანი შრით დაფარული მატერიკი ანტარქტიდა. ტრადიცულად ითვლებოდა, რომ ანტარქტიდა ბოლო 50 მილიონი წელი ყინულითაა დაფარული. მაგრამ 1990 წელს გეოლოგებმა ყინულში ტროპიკული ხეების მოყინული ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 2-3 მილიონი წელია. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ უძველეს დროს აქ იყო ტროპიკულ ტყეთა სამფლობელო. ითვლება რომ ეს მიწიერი სამოთხე დაუსახლებელი იყო, მაგრამ ყველა ასე არ მიიჩნევს. ამის დასტურად გამოდგება ერთი გეოგრაფიული რუკა, რომელიც 1513 წელს ადმირალმა პირი რეისმა შეიძინა კონსტანტინოპოლში. მასზე გამოსახულია ანტარქტიდა ყინულის გარეშე, როგორც იგი გამოიყურებოდა ძველი წელთაღრიცხვით 13000-4000 წლებში, ამ რუკის სიზუსტე შეამოწმა მფრინავმა ჰაროლდ ოლმეიერმა, რომელმაც დაასკვნა, რომ „გეოგრაფიული მოხაზულობები ზუსტად შეესაბამება ყინულის ქუდის ქვეშ ჩატარებულ სეისმოდაზვერვის მონაცემებს - ეს იმას ნიშნავს რომ ზემოთხსენებული რუკა გამყინვარებამდე შედგა“. იგი ანტარქტიდის მცხოვრებლებს უნდა შეედგინათ. ორინტია ფინეიას 1531 წელს შედგენილ რუკაზე გამოსახულია მთები და მდინარეები ანტარქტიდის მიწაზე. როდესაც კლიმატური კატაკლიზმა მოხდა, არქტიდის მოსახლეობას სამხრეთით დაიძრა. ბრიტანეთში არსებობს თქმულება, თუ როგორ მოვიდნენ ბრიტანეთში ჩრდილოეთიდან ღვთიური ხალხი - ქალღმერთ დანუს შვილები და თან მოიტანეს სამი ჯადოსნური არტეფაქტი: ძალის შუბი (კვერთხი), სიცოცხლის თასი და დაუმაცხებელი მახვილი, ეს უკანასკნელი შემდგომში წოდებულ იქნა ექსკალიბურად და ბრიტანეთის მეფის ლეგანდარული მეფის - არტურ პენდრაგონის ხელში ჩავარდა, რომელიც გახლდათ დიადი მეფის, უტერ პენდრაგონისა და ლედი იგრეინას ძე. არქტიდელთა ნაშთები ნაპოვნი იქნა რუსეთშიც, ოცდამეერთე საუკუნეში მეცნიერებმა ურალისპირეთში აღმოაჩინეს არქტიდელთა ქალაქის არკაიმის ნაშთები.. ლეგენდარული ჰიპერბორეა ანუ არქტიდა იყო ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურიაზე. ლემურია ანუ კუმარი კანდამი იყო მი6თიური კონტინენტი ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული. ლემურია — დაკარგული კონტინენტია. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში მცხოვრები გამოჩენილი ანთროპოსოფის რუდოლფ შტაინერის მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავი — აკაშის ქრონიკები — გვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ. ლემურია _ მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ლემურია, როგორც მიწა განვითარებული ცივილიზაციით, ინდოეთის ოკეანეში, მოხსენიებულია სხვადასხვა ხალხების მოთოლოგიებში. სახელი მომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: ბევრი ცხოველი და მცენარე გავრცელებულია ზოგიერთი კონტინენტის მხოლოდ სამხრეთ სანაპიროებზე. მე–19 საუკუნეში (მანამ სანამ ტექტონიკური ფილების მოძრაობას აღმოაჩნდნენ), მეცნიერები ვარაუდოდნენ, რომ ამ სახეობებმა იქ მათი თანამედროვე “დროებითი სახმელეთო ხიდების” მეშვეობით შეაღწიეს. ამის პირველი მაგალითია ლემურია _ თეორიული მიწა ინდოეთის ოკეანეში, რომელიც ზოოლოგმა ფ. სკლეიტერმა მოიგონა 1864 წელს, რათა პირდაპირ გადაეყვანა ლემურები აფრიკიდან ინდოეთში. ჩარლზ დარვინმა შენიშნა რომ ამ მიმდინარეობის მომხრეები ძალიან შეიჭრნენ როლში და დაიწყეს მსგავსი ხიდების დიდი რაოდენობით “აღმოჩენა”. შედეგად ეს დასახელება სამეცნიერო სპეკულაციების საბაბი გახდა. ინდური მითოლოგია “მაჰაბჰარტაში”, “მატსია-პურანაში” და სხვა ძველ ტექსტებში ლაპარაკია, ღმერთების მტრებით, დემონი ასურებით დასახლებულ ქალაქზე, რომელიც ” ჩაიძირა ოკეანის წ####ბში და გაქრა ღმერთების თვალთახედვიდან”. შეიძლება ეს გახდა მიზეზი მითისა დვარაკზე, ქალაქაზე, რომელიც ზღვამ ჩაყლაპა კრიშნას სიკვდილიდან 7 დღის შემდეგ. დვარაკა უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბომბეის ტერიტორიაზე. ამ მითებმა, მიზეზი მისცეს შუა საუკუნეებში სამხრეთ კონტინენტის შესახებ მითებს გაჩენას, სადაც იყო პირველი პოეტური აკადემია (სანგა) შივას თაოსნობით. თქმულების თანახმად ამ აკადემიამ 4400 წ. იარსება. მადაგასკარის მითოლოგია მადაგასკარი ლემურიის ჰიპოთეზაში ცალკე ადგილს იკავებებს. კუნძულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შემონახული აქვთ პოეტური ხელოვნების უძველესი ტრადიციები, სადაც მოთხრობილია კუნძულის ისტორია. ადგილობრივი მითების თანახმად, კუნძული ადრე შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობდა. ასევე მოხსენიებულია დიდი წყალდიდობაც. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ძალიან ახლოსაა აფრიკასთან, მადაგასკარზე არსებული ცხოველებისა და მცენარეების უმეტესობა ენდემურია, მათი რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ სავსებით შესაძლებელია, კუნძული რომელიმე კონტინენტის ნაწილად ჩაითვალოს. ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ნეგროიდულ რასას არ განეკუთვნებიან. ევროპული მითოლოგია მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვერსიები, რომ აფრიკას სამხრეთიდან ჯერ კიდევ ეგვიპტურმა, რომაულმა და ფინიკიურმა ექსპედიციებმა შემოუარეს, ევროპელებმა ინდოეთში რეგულარულად ცურვა მხოლოდ მე–15 საუკუნეში დაიწყეს. ევროპაში ლემურიის შესახებ ლეგენდებს იშვიათად აღიქვამდნენ სერიოზულად. მოგვიანებით ეგვიპტელები ლემურიას მოიხსენიებდნენ როგორც ატლანტიდის საპირწონეს (ან პირიქით _ ატლანტიდის დამატებად). უკვე მე–20 საუკუნეში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მადაგასკარსა და ინდოეთს შორის არანაირი კონტინენტი არ არსებობდა, ლემურიის თეორიის მომხრეებმა გამქრალი კონტინენტი წყნარ ოკეანეში “გადაიტანეს”, თუმცა ამ ვერსიამ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა, რადგან იქ უკვე “არსებობდა” პაციფიდა. ელენა ბლავატსკაიას მითოლოგია ელენა ბლავატსკაიამ ლემურის წარმოშობის თავისი ვერსია წარმოადგინა. მან ივარაუდა, რომ ლემურიის მაცხოვრებლები კაცობრიობის საწყისი რასა იყო. პროფესორი რუდოლფ შტაინერი ამტკიცებდა, რომ სამყაროს ისტორიის საიდუმლო საცავი “აკაშას ქრონიკები” ასევე ასახელებენ ლემურიის მაცხოვრებლებს ადამიანების წინაპრებად. ბლავატსკაია “საიდუმლო დოქტრინაში” ცხადად და არაორაზროვნად მიანიშნებს კონტინენტ ლემურიაზე, რომელიც არსებობდა ატლანტიდამდე ბევრად ადრე. ლემურია, როგორც ჩვენ ვეძახდით მესამე რასის კონტინენტს, მაშინ გიგანტური ქვეყანა იყო. ის ფარავდა მთელ სივრცეს ჰიმალაის ძირიდან, რომელიც მას შიდა ზღვებისგან ჰყოფდა (მდებარეობდა დღევანდელი ტიბეტის ადგილას), მონღოლეთამდე და შამოს დიდ უდაბნომდე; ჩიტაგონგიდან დასავლეთის მიმართულებით ჰარვარდისკენ და აღმოსავლეთ მიმართულებით ასსამისკენ. შიდა ზღვიდან ლემურია ვრცელდებოდა სამხრეთისკენ იმის გავლით, რასაც დღეს ჩვენ სამხრეთ ინდოეთს, ცეილონსა და მუმატრას ვეძახით. შემდეგ სამხრეთისკენ შეიცავდა მადაგასკარს მარჯვნიდან და ტასმანიას მარცხნიდან. და ანტარქტიდის არქტიკულ სარტყელამდე რამდენიმე გრადუსითის მოშრებით. შვედეთი და ნორვეგია იმ დროს ლემურიის განუყოფელ ნაწილს შეადგენდნენ. ასევე ატლანტიდა ევროპის მხრიდან და აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირი, და კამჩატკა აზიის მხრიდან წარმოადგენდნენ ლემურიის ნაწილებს. მეცნიერული კვლევები ატლანტიდისაგან განსხვავებით, ლემურიის შესწავლაზე ექსპედიციები პრაქტიკულად არ გაგზავნილა, რაც სულაც არაა გასაკვირი. არამრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინეს დიდი კონტინენტის ან კუნძულის არსებობის ვერანაირი კვალი. ლემურია მხატვრულ ლიტერატურაში ამერიკელი დრუნვალო მელქისედეკის წიგნში “ცხოვრების ყვავილის ძველი საიდუმლო” ნათქვამია, რომ “ლემურიის არსებობის ფაქტი აღიარებულ იქნა 1910 წელს და დაკავშირებულია მარჯნებთან. წყნარ ოკეანეში 550 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა მარჯნის რგოლები, რომლებიც აღდგომის კუნძულიდან უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი”. ფანდრე ნორტონის ფანტასტიკურ რომანში “ოპერაცია ძიება დროში” (1967 წ.) მთავარი გმირი ხვდება 1980 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე12 ათასწლეულში ატლანტიდაში, შველის ლემურიელ მებრძოლს და შედეგად გადაარჩენს სამყაროს დატბორვსაგან. ატლანტიდა და ლემურია რჩებიან მსოფლიო რუქაზე. ლემურიის კონტინენტი სავარაუდოდ აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების - ”დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული ”სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე. ცნობილი ფსიქოლოგი და ოკულტისტი ელენა ბლავატსკაია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა კავშირი მაჰატმას საძმოსთან (ეთერულ არსებებთან, რომელთა შტაბიც ტიბეტში მდებარეობს). მათ გაუმხილეს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ნამდვილი ისტორია. ბლავატსკაია წერდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სულ შვიდმა რასამ უნდა იცხოვროს. თანამედროვე ადამიანები მეხუთე რასას მივეკუთვნებით, ჩვენს შემდეგ კიდევ ორი განსხვავებული რასა დასახლდება. მეექვსე რასა იქნება ჩვენზე მეტად განვითარებული, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ლემურიაზე, ხოლო ბოლო - მეშვიდე რასა საერთოდ დატოვებს დედამიწას და ცხოვრებას თვიდან დაიწყებს პლანეტა მერკურზე. დედამიწაზე ასევე არსებობენ ქვე-რასები, რომლებიც მთავარი რასებისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად, მეოთხე რასის (ატლანტიდელების ) შთამომავლები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები და ჰოტენტოტები. ბლავატსკაიას თქმით ზოგ ლემურიელს ოთხი ხელი ჰქონდა, ხოლო სხვებს კეფაზე ჰქონდათ მესამე თვალი, რომლითაც გონებით ხედვა შეეძლოთ. მათ ჰქონდათ ტელეპატიის უნარი და შეეძლოთ მთების გადადგმა მხოლოდ ნების ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ფლობდნენ სისტემატურ (მყარ) ტვინს, ჩვენეული გაგებით. ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 წ.), მისმა მოსწავლემ ანა ბეზანტმა განაგრძო წერა ლემურიასა და მისი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ლემურიელებს ათვისებული ჰქონდათ მთელი სამხრეთ ნახევარსფერო ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალური ნაწილი. იგივე საკითხზე წერდა ბრიტანელი თეოსოფი ვ. სკოტ-ელიოტი. მან მნიშვნელოვნად შეავსო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნი ”ამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისა” სადაც გამოაქვეყნა მსოფლიო რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მიაწოდეს ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა. 1932 წელს ”ლოს-ანჯელეს თაიმსის” ჟურნალისტმა ედუარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მიიპყრო მთაზე უცნაური ფერის სინათლემ. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი დააინტერესა ამან და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც იყვნენ დედამიწის პირველი მოსახლეების შთამომავლები. მთასთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიდში, უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო. თუმცა ერთმა ადგილობრივმა ”მკვლევარმა” გაიგო უფრო მეტი მათ შესახებ, იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ეშინოდა ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა ჩანდა ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყვნენ. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკენაში ჩაძირვამდე. საგაზეთო წერილში ლანსერი წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხვდებოდნენ ლემურიელებს და აღწერდნენ მათ, როგორც ფეხშიშველ, მაღალ, ლამაზ, კეთილშობილ მამაკაცებს, მოკლედ შეჭრილი თმით, ატარებდნენ თეთრ მოსასხამებს. სოფლელებს ისინი მოსწონდათ, რადგან ყიდულობდნენ მათგან დიდი რაოდენობით გოგირდს, მარილს და ღორის ქონს და გულუხვად იხდიდნენ სუფთა ოქროთი, რასაც მოიპოვებენ შანტას მთის მაღაროებში. ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა, თუ როგორ არხერხებდნენ ”ლემურიელები” ყველასთვის შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ. თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ, ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და ატარებენ მას მთაზე. სხვა მკველვარების ჩვენებებმა გული გაუტეხეს ხალხს, ვისაც ლანსერის მონათხობი სჯეროდა. მათ მთაზე მსგავსი დასახლების კვალიც ვერ იპოვეს. ”გამოჩენილი პროფესორი” ლარკინი ადგილობრივი დილეტანტი ოკულტისტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი მცირემასშტაბიანი ტელესკოპით ვარსკვლავებს აკვირდებოდა. მიუხედავად ამისა შანტის მთა და ლანსერის ისტორია ხშირად ხდება ოკულტისტთა დავის საგანი. ზოგი თვლის, რომ მან ისტორია შეთხზა ფრედერიკ. ს. ოლივერის წიგნის ”ორი პლანეტის ბინადარნი” გავლენით. წიგნი გამოიცა 1894 წელს. ავტორმა გამოიყენა ფსევდონიმი "Phylos The Tibetan". მთხრობელი მოულოდნელად ხვდება ერთ-ერთ ოსტატს (ჩინელ ბრძენს, სახელად ქუონგს) იმავე მთაზე, სადაც სასულიერო საზოგადოება ინახავდა წინაპართა ცოდნას. იგი მიიღეს თავიანთ წრეში, შემდეგ კი, სულიერი სხეულით წაიყვანეს სამოგზაუროდ პლანეტა ვენერაზე. მათ ასევე ასწავლეს როგორ გაეხსენებინა წინა ინკარნაციები ატლანტიდადან მოყოლებული. ასევე ლანსერი ალბათ იცნობდა სკოტ-ელიოტის წიგნებსაც, მისი ისტორია ლემურიაზე მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო . სკოტ-ელიოტი ახსენებს არსებებს იმდროინდელ ვენერადან, როცა პლანეტა თავის ძველ ორბიტაზე მოძრაობდა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელსაც უწოდებდნენ „"Lords of The Flame" . ვენერიანებს მაღალი ცივილიზაცია აქვთ თავიანთ პლანეტაზე, მათ ასწავლეს ლემურიელებს როგორ მიეღწიათ უკვდავებისთვის ინკარნაციათა განმეორებით. შესაძლებელია ვენერიელებს ასევე უწოდებდნენ ”ასტეროიდელებს”, რომლებსაც აღწერდნენ როგორც პატარა ადამიანებს, მცხოვრებს ”მეხუთე პლანეტაზე”, რომლის ორბიტა იყო ახლანდელ ასტეროიდთა ქამრის ადგილას. კონტინენტ მუს (პაციფიდის) ზეცივილიზაცია 1880 წელს ბრიტანეთის არმიის ახალგაზრდა ოფიცერმა (შემდგომში ადმირალმა) და ოკულტისტმა ჯეიმს ჩერჩვორდმა ინდოეთში აღმოაჩინა უძველესი თიხის ფირფიტები ე.წ. „ნააკალას ცხრილები“, რომლის თანმხლები ტექსტები გვამცნობენ, რომ პირველი ადამიანები კონტინენტ მუზე (პაციფიდაზე) ჯერ კიდევ 50 000 000 წლის წინ გამოჩნდნენ. მუს მატერიკი გადაჭიმული იყო ჰავაის არქიპელაგიდან აღდგომისა და გალაპაგოსის კუნძულებამდე, ამგვარი თეორია აშკარად უპირისპირდება ოფიციალურ დარვინისტულ და აგრეთვე აბრაამულ რელიგიურ თეორიებს. თუმცა ჩერჩვორდის გულწრფელობა ეჭვს არ იწვევდა, არქეოლოგებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი სიხარული არ გაიზიარეს, საქმე ისაა, რომ ჩერჩვორდმა არც არტეფაქტის აღმოჩენის ზუსტი ადგილის მითითება ისურვა და არც თავად არტეფაქტი უნახავს ვინმეს. ჩერჩვორდი იმასაც ამტკიცებდა, რომ მექსიკაში ნაპოვნი წარწერებიანი ქვის ობიექტების ტექსტები „მუს წმინდა ხელნაწერთა“ ფრაგმენტებს მოიცავდა. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ ლე პლონჟენმა 1880 წელს გაშიფრა ერთ-ერთი მექსიკური ტექსტი ე.წ. „ტროანოს კოდექსი“. ტროანოს კოდექსი (ფრაგმენტი): „კანის 6 წელი, საკის თვის მულუკის მეთერთმეტე დღეს დაიწყო საზარელი მიწისძვრები, რომლებიც ჩუენის მეცამეტე დღემდე განუწყვეტლივ გრძელდებოდა, სანამ ჭაობიანი გორაკების ქვეყანა – მუს კონტინენტი მსხვერპლად არ შეიწირა. იგი ორჯერ ამოიზიდა და მერე ერთ ღამეში გაუჩინარდა, წყლისქვეშა ვულკანთა განუწყვეტლივ ცეცხლის ფრქვევით შეძრული მატერიკი მრავალგზის ამოიმართებოდა და ისევ უჩინარდებოდა, ბოლოს ათი შეუკავშირებელი ქვეყნის მიწა გაირღვა და გადაადგილდა სხვადასხვა მხარეს, რის მერეც ჩაიძირა და თან ჩაიტანა 7 აყვავებული ქალაქი თავის 64 000 000 მაცხოვრებელთან ერთად. ეს მოხდა ამ წიგნის დაწერამდე 8060 წლის წინ“. ასე იქნა აღწერილი მუს დაღუპვა მაიას ტომის ამ მატიანეში. ამ მატიანეს მიხედვით, მუს ხალხი 10 ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ ემორჩილებოდა ერთ მმართველს, რომელსაც ერქვა რა-მუ. იგი მართავდა სახელმწიფოს, რომელსაც „მზის იმპერიას“ ეძახდნენ. იმპერატორს თვლიდნენ მზის განსახიერებად, თუმცა ესმოდათ, რომ ღმერთი არ იყო. ძირითადი მოსახლეობა თეთრკანიანი იყო, მაგრამ სხვა რასების წარმომადგენლებიც ბინადრობდნენ. საინტერესოა, თუ როგორ მიაგნეს მეცნიერებმა მუს კვალს. ცნობილმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა იპოვა „ტიბეტური ლჰასის მატიანე“, რომელშიც წააწყდა ცნობებს მუს არსებობის შესახებ. „ტიბეტურ ლჰასის მატიანეში“ ნათქვამია: „ამ ქვეყნის მდიდარი ხალხი თავს ირთავდნენ თხელი ტანსაცმლით და უიშვიათესი ძვირფასი ქვებით“. ძველინდურ წიგნში „ვალმიკები“ მოთხრობილია იმაზე, რომ მუელები მშვენიერი მეზღვაურები იყვნენ და მათი გემები მთელს მსოფლიოს უვლიდნენ „დასავლეთის ოკეანიდან აღმოსავლეთის ოკეანემდე, ჩრდილოეთის ზღვიდან სამხრეთის ზღვებამდე... ისინი იყვნენ მშვენიერი არქიტექტორები და ქვით აგებდნენ უზარმაზარ სასახლეებს, გოდოლებსა და ტაძრებს“. წიგნში „ტიმეოსი“ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი წერს: „მუს ქვეყანაში 10 ერი ცხოვრობდა“. ანტიკურმა ისტორიკოსმა პლუტარქემ აღწერა კანონდმდებელი სოლონის შეხვედრა ეგვიპტელ ქურუმ სანხისთან, რომლის თქმითაც, მათ ჰქონიათ კულტურული და სავაჭრო კონტაქტი როგორც ატლანტიდელებთან ისე მუსთან, თუმცა მას მერე, რაც ორივე კონტინენტი ოკეანის სიღრმეში ჩაიძირა, ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილა იმ დღემდე დაახლოებით 9000 წლის წინ. ყველაზე საინტერესო ცნობები მუს შესახებ ნაპოვნია ფირფიტებზე, რომლებიც აღდგომის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მასში ნათქვამია: „როდესაც კუნძ
  6. რა უნდა ადამიანს (ისევე როგორც ნებისმიერ არსებას)? პასუხი: 1) საკმარისი რაოდენობის გემრიელი საკვები 2) კარგი ტანსაცმელი 3) კარგი სახლი 4) ტრანსპორტი 5) კარგი და ხელმისაწვდომი განათლება 6) უსაფრთხოების შეგრძნება 7) სიყვარული 8) სექსი 9) დეფიკაცია (მოჯმა–მოფსმა) 10) გართობა ახლა მითხარით; რა ხდება როცა ადამიანს ეს არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი დოზით და დაბალი ხარისხით? მე გეტყვით: ასეთ დროს ადამიანი ივსება ნეგატიური ემოციებით. ვის აწყობს ნეგატიური ემოციები? პასუხი: არქონტებს (დემიურგებს) და მათ აგენტებს დედამიწაზე – სიონისტ–ხასიდებს (ბილდერბერგებს). აქედან გამომდინარე, ხვდებით რატომ არის რომ არათუ არ არსებობს დედამიწაზე აბსოლუტური სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ მიდის იმისი პროპაგანდა რომ აბსოლუტური კეთილდღეობა (უტოპია) არის შეუძლებელი და ადამიანი არც უნდა ცდილობდეს მის შექმნას დედამიწაზე?? მე ვხვდები...
×
×
  • შექმენი...