Search the Community
Showing results for tags 'ვაჯრასატვა'.
-
არ არსებობს არაფერი გარდა ვაჯრატმანბრაჰმანისა. ვაჯრატმანბრაჰმანი ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში, ყველა მატერიალურ ცოცხალ სუბიექტში და ობიექტში. ვაჯრატმანბრაჰმანმა ანუ ალმასივით მტკიცე სულმა ღვთიურმა არ იცის არც "ზანგი" და არც "ალბინოსი", არც "ჯუჯა" და არც "გოლიათი", არც "რუსი" და არც "ჩინელი", არც "ქართველი" და არც "ფრანგი", მან არ იცის არავითარი "ლიბერალი" და "კონსერვატორი", არავითარი "ბიოლოგი" და არავითარი "სანტექნიკოსი", არავითარი მილიონერი და არავითარი მათხოვარი. სული უფლისა უპიროვნო მტკიცე და სუფთა ალმასივით ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში და არ სცნობს ფიზიკურ შაბლონებსა და ილუზიებს. შივას და შაკტის ვაჯრატმანბრაჰმანი იგივე ადიბუდა ვაჯრადჰარა სუფევს მთელს სანსარაში და ნირვანაში და აღავსებს მადლითა და სიბრძნით ყოველ ფორმას და არსს. ერთიან არადუალისტურ ბუდას სულს არ გააჩნია არავითარი "ეროვნული იდენტობა". გსმენიათ რომ ადრე იტყოდნენ: "დაიცავ მამული, ენა და სარწმუნოება", მე კი გეტყვით: დაიცავით მხოლოდ სარწმუნოება ანუ ბუდჰა დჰარმა, რამეთუ სულერთია რა ენაზე საუბრობს და რომელი პოლიტიკოსის სამფლობელოში სახლობს სანსარული ფორმა უზენაესი ალმასისებრი ზესულიერი ზეცნობიერისა, რომლის არსი არის ბრძენი სიცარიელე და ნეტარება. არ არსებობს არც მამული და არც ენა, არის მხოლოდ უფალი ბუდას ანუ სადაშივას წმინდა დჰარმა. ჩემთვის სულერთია რა ენაზე განვადიდებ უფალ ბუდას და რომელ "ქვეყანაში" აღვავლენ წმინდა ლოცვას უზენაესი ერთიანის მიმართ. სადაც არ უნდა ვიყო და რა ენაზეც არ უნდა ვისაუბრო ჩემს გულში მუდამ იცხოვრებს დჰარმას, სანგჰას და ბუდას წმინდა სიყვარული და უპიროვნო მადლი მადლმოსილი და ნათელი ნათელმოსილი და ასევე პიროვნული ბოდჰისატვებისა და დჰარმაპალების ურიცხვი ლეგიონები ზეციური ზესულიერი განფენილი მოწყალებისა და სიყვარულის უკიდეგანო არსობრიობაში. მე განვადიდებ დჰარმას, მე განვადიდებ სანგჰას, მე ვადიდებ ბუდას. ომ მანი პადმე ჰუმ. და არ გაქრება ჩემი გულიდან სიყვარული უფალი ბუდას მიმართ და კრძალვა მისი სიბრძნის მიმართ. ჯაი მა კალი. ბუდა არის სიყვარულის სიბრძნე ყველაფერში.
-
"Это тело-ваджра есть Брахма, речь-Ваджра есть Шива (Великий Господь), мысль-ваджра, царь, есть великий волшебник Вишну" "ეს სხეული-ვაჯრა არის ბრაჰმა, ხმა-ვაჯრა არის შივა [დიადი უფალი], აზრი-ვაჯრა, მეფე, არის დიადი ჯადოქარი ვიშნუ" გუჰიასამაჯა-ტანტრა თავი 17. მუხლი 19. ეს ფრაგმენტი ამ ბუდისტური ტანტრისტული ტექსტიდან გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ შევარიგოთ ინდუისტური და ბუდისტური რელიგიები. ამ ინდუისტურ ღმერთებს ეწოდებათ დჰარმაკაის განზომილების ღმერთები, რომელთაც აერთიანებს მათზე გაცილებით მაღლა მდგომი დჰიანა-ბუდა ვაჯრასატვა, სხვა ვერსიით კი ბუდა მაჰავაიროჩანა. თუ ეს ასეა მაშინ გამოდის რომ ვაჯრაიანა აღიარებს ინდუისტურ ტრიმურტის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაერთიანოთ ინდუიზმი და ბუდიზმი ვირა-ბჰავას დონეზე.