Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ევა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანა ადამის და ევას შესახებ აქ არის მიმოხილვა: 10 000 წლის წინ ჯერ კიდევ იდგა ვედური ეპოქა, მთელ პლანეტას მართავდა ერთი მეფე, მას ერქვა ბჰარატა. ყველა ელოდებოდა კალი-იუგას, დეგრადაციის ერას, ჩვენს ეპოქას, როდესაც ადამიანი სრულად კონცენტრირდება ოთხ ძირითად თვისებაზე, ცხოველურ თვისებებზე, როგორიცაა ძილი, სექსი, საჭმელი, თავდაცვა... და ერთ დღეს ბრაჰმანები იკრიბებიან, ისინი მეფეს ეუბნებიან: "გველი კალის ეპოქა ახლოვდება, ის დაიწყება 5 ათასი წლის შემდეგ, ეს არის დრო, აბსოლუტური დეგრადაციისა, როცა არის ხორცის ჭამა, თვალთმაქცობა, ომები, ცრუ სწავლებები, სრული დაცემა სულიერების! მეფეო, ჩვენ უნდა შევასრულოთ გარკვეული რიტუალები, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მლეჩხა-იაგია კალი-იუგას გავლენის შესაჩერებლად, დარჩა მხოლოდ 5 ათასი წელი" ყველა ბრძენმა იცოდა, რომ ესაა ეპოქა დეგრადაციისა, და მეფე ამბობს, "კარგით, აღასრულეთ მლეჩხა-იაგია" რა არის ეს მლეჩხა? მლეჩხები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ დაცემული ცნობიერება, ისინი იწყებენ ხორცის ჭამას, და დეგრადაცია იწყება. იაჯნა – ვედური პროცედურაა ახდენს კომპენსაციას უარყოფითი პლანეტარული გავლენისა და აძლიერებს დადებით გავლენას. და მლეჩხა-იაგია ეს არის რიტუალი აღწერილია წმინდა გასუფთავების. ამგვარად, მეფე იყო გაწმენდილი, ხალხი განიწმინდა, და ტენდენციები დეგრადაციისა, რომლებმაც უკვე დაიწყეს გამოჩენა, როგორც ჩანს, გაქრა. მაგრამ დრო გავიდა და მოვიდა მაჰარაჯა იაიატის დინასტიის დრო, ამ მეფის სახელი იყო იაიატი, ის იყო ბჰარატას ძე, ბოლო მაჰარაჯა ვედური კულტურისა. და მას ჰყავდა 5 ვაჟი, მათ ნელ-ნელა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი იყვნენ პირველი მლეჩხები ამ პლანეტაზე. და როცა ბრაჰმანებმა მისტიკური ძალებით შეიტყვეს, რომ მეფის ვაჟებმა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: "ოჰ, მეფე, ჩვენ მოვედით და მოვიტანეთ ძალიან ცუდი ამბები, თქვენმა შვილებმა დაიწყეს კალი-იუგა, ისინი გახდნენ მლეჩხები, მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა!"და მაშინ მაჰარაჯამ დაწყევლილები შეკრიბა, მთელი მათი გარემოცვა, და რადგან თითოეულ შვილს ჰყავდა რამდენიმე მილიონი მსახური, და ყველა მათგანი ბაძავდა მლეჩხ მეფეებს, მლეჩხების რაოდენობა იყო ძალიან დიდი. მაგრამ რიტუალის დროს დადგა იუგა-პრალაია - ნგრევის პერიოდი და მოხდა დიდი წყალდიდობა. სუპერ-კონტინენტზე, რომლის სახელიც იყო ბჰარატა-ვარშა, იგი მოიცავდა ინდოეთს, ავსტრალიას, ორივე ამერიკას, ეს იყო უზარმაზარი მიწა, ეს ყველაფერი იყო ინდური კონტინენტი, და რომ მთელი ეს ფართობი თანდათან დაიშალა და ამაღლდა წყალი. დედამიწა წავიდა წყლის ქვეშ,და მაშინ მაჰარაჯა იაიატიმ შეიკრიბა ჯარი და ყველა მლეჩხა გაყარეს ვარნა – აშრამადან ე.ი. ბჰარატა-კანდას ტერიტორიიდან, არა მხოლოდ სთხოვეს მათ დაეტოვებინათ არია-ვარტა, არამედ აიძულეს, სამხედრო გზით, იძულებით გააგდეს, იმიტომ, რომ ეს იყო დეგრადაცია, და იმისათვის, რომ გადაერჩინათ არია საზოგადოება, ეს ხორციჭამიები იყო გააგდეს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არია-ცივილიზაციის. და მაჰარაჯა იაიატის შთამომავლებმა მოისურვეს ბჰარატას მიწაზე დაბრუნება. და შემდეგ მათ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა განახორციელეს, მაგრამ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ სუფთა, რიტუალი დასრულდა არასწორად,და ნაყოფი ამისა იყო, დიდი ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ყველაფერი. და მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა, მაშინ დაუყოვნებლივ დაიწყეს სექსუალური ძალადობა ერთმანეთზე, ისინი ასევე მატყუარები, ფარისევლურები და ბრაზიანები იყვნენ, აი ეს მოხდა! ამას წმინდა წერილები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მოგვწონს ეს. ასევე გაჩნდა ქალი, იგი იყო დაბადებული ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვიდან, ეს იყო ავევატი, ეს ნიშნავს, იმას რომ ის დაიბადა ცეცხლისგან. ეს იყო ძალიან ლამაზი გოგონა, მაგრამ ის ვიკამბარა (იგივე დიგამბარა), რაც სანსკრიტზე ნიშნავს იმას რომ მას არ ჰქონდა ცნობიერებაში ფიზიკური სხეულის კონცეფცია, იმიტომ, რომ ის იყო სუფთა სული, მაგრამ ის იყო დაბადებული მლეჩხების რიტუალისგან. იყო ულამაზესი ვიკამბარა და დადიოდა შიშველი, არ იცვამდა ტანსაცმელს. იქ იყო ასევე კიდევ ერთი ვიკამბარა, ერთი იოგი, ვინც თანაგრძნობის გამო წავიდა განდევნილ მლეჩხებთან ერთად, მაგრამ ეს მისი თანაგრძნობა იყო ნეგატიური კარმის შედეგი. ამ იოგის, სახელი იყო ადჰამა, რაც ნიშნავს სანსკრიტულად "ის, ვინც ვერ აკონტროლებს გრძნობებს", იგი ასევე იყო ვიკამბარა და დადიოდა შიშველი. მაგრამ იმის გამო, რომ ეს იყო „ცივილიზებული“ კულტურა, იყო აკრძალული შიშველი სიარული, დაუძახეს მლეჩხების ლიდერებმა: "თქვენ ხართ ვიკამბარები და ჩვენ საზოგადოებაში არ გვჭირდებით, წაეთრიეთ აქედან, ჩვენ არ გვჭირდებით თქვენ!"და მათ მლეჩხების მღვდლებმა დაიწყეს უზარმაზარი ვაშლის ძებნა, აღმოაჩინეს, რომ ვაშლი ვიღაცამ მოიპარა, ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ის გაქრა. და ისტორია გვეუბნება, რომ პარალელურად, დიდი ბრძენები მსოფლიოსი შეიკრიბნენ ტყეში, რათა მოესმინათ შრიმად-ბჰაგავატამი (უძველესი წმინდა წერილი) და მოსმენის შემდეგ სხვა დონეზე, სხვა სივრცეში გადასვლა სურდათ, ეს არის, უნდა დატოვონ ეს პლანეტა რომ ეს ბრძენები შეიკრიბნენ, რათა თავიდან აეცილებინათ კალი იუგას ბოროტი გავლენა. და ადჰამა იწყებს ფიქრს ღმერთზე გულში, იმიტომ, რომ ის არის იოგი, ღმერთი ეცხადება გულში ადჰამას და ეკითხება: "რა გინდა?"ადჰამა პასუხობს: "რა არის ჩემი მისია?" არ იღელვო არაფერზე, თქვენ უნდა წახვიდეთ ტიჰინა აჩილამის (ეს არის მთის ქედის ფართი თანამედროვე ირანი) მიწაზე. იქ მე შევქმნი ბაღი, თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ ბაღში და გაარკვევთ, თუ რაა თქვენი მისია" - ასე ღმერთი (ვიშნუ) ამბობს. ტყეში, სადაც ბრძენები ისმენენ შრიმად ბჰაგავატამს რათა შევიდნენ ზე-ცნობიერებაში, რთა დატოვონ ეს პლანეტა და მოულოდნელად, მათ წინაშე, როგორც ჩანს, ნახევარღმერთი კალი-იუგა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ეპოქაში სულიერ დეგრადაციაზე, და ის ეკითხება დიდ ბრძენებს: "რატომ გეშინიათ ჩემი, მე აქ მოვედი მარადიული დროის მაჰაკალას, უზენაესი ღმრთის პიროვნების უპიროვნო ასპექტის გავლენით, თქვენ ხართ ბრძენები, ასე რატომ გეშინიათ ჩემი?" და მაშინ ბრძენებმა განუცხადეს, "ჩვენ არ გვეშინია შენი, ჩვენ გვეშინია შენი გავლენის, შენ მოიტან დეგრადაციას" შემდეგ მან განუცხადა ბრძენებს: "შეიძლება თქვენ რამეთი ხელი შეუწყოთ ჩემ მისიას?"და ბრძენებმა უპასუხეს: "ჩვენ ვერ შევუწყობთ ხელს დეგრადაციას“ და მაშინ წმინდანი გამოჩნდა მათ წინაშე, რომლის სახელი არის შუკადევა გოსვამი, ვინც პირველმა მოუყვა მათ შრიმად ბჰაგავატამი, მან განაცხადა:" თქვენ უნდა წახვიდეთ, მთიან რეგიონში ტიჰინა აჩილამ, სადაც არის ადჰამა, უნდა წავიდეთ და იქ დააკვირდეთ მესამე დონის სივრცეს, თქვენ უნდა დააკვირდეთ კალი-იუგას. თქვენ უნდა იყოთ არაოფიციალური მთავრობა კალი-იუგას დროს, მაგრამ იქნებით სხვა სივრცეში" და, აჰა, ბრძენებო, წადით და ნახეთ რა ხდება“. ადჰამა ავევატისთან ერთად მივიდა ბაღში, ეს იყო ძალიან ლამაზი ბაღი. და ბრძენებმა ნახეს, რომ კალი-იუგა იქცა გველად, ის ამ ბაღშია, და ბრძენები ასევე ხედავენ, მლეჩხების ცოდვების ვაშლი აქვს კალი-იუგას გველს. და შემდეგ დაიწყო ვედური ცივილიზაციის დაცემა ბჰარატას მიწაზე. აქ ბრძენები ჩაერივნენ ამ პროცესში და უთხრეს გველს: "რას აკეთებ?"და კალი-იუგა განმარტავს: "ვინც მლეჩხები გააძევეს გახდებიან უნაყოფოები, ისინი მოკვდებიან, და მე შევქმნი ახალ ცივილიზაციას, ადჰამას და ავევატის დახმარებით. და ცივილიზაცია რომელიც არის ინდოეთის მიწაზე, იგი იარსებებს, მაგრამ მაინც დაეცემა ახალი ცივილიზაციის ზეწოლის ქვეშ. ამდენად, კალი-იუგას განმარტებით, მისი მისია არის ადჰამას და ავევატის დეგრადაცია. და მან განაცხადა: "მე მივცემ მათ კალი-იუგას რელიგიას, ეს რელიგია გავრცელდება შექმნის ახალი ადამიანის ცივილიზაციის ცნობიერებას, მლეჩხას". ეს არის ამბავი აღწერილი ბჰავიშია-მაჰაპურანაში (პურანა მომავალზე) ხუთი ათასი წლის წინ. http://images4.fanpop.com/image/photos/23600000/Random-random-23636581-1440-900.jpg http://www.newspatrolling.com/wp-content/uploads/2441726158_6db10c9668_o.jpghttp://nanoworld88.narod.ru/data/319_files/0_87436_3d577800_L.jpg
  2. სეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე. სეფიროტი ესაა უფლის 10 ენერგია. კლიფოტი ესაა "შემეცნების" ხე. კლიფოტი ესაა დემონთა 10 ენერგია (10 სამეფო). სეფიროტი ესაა ღმერთი - სიკეთე. კლიფოტი ესაა ანტი-ღმერთი ე.ი. დემონი - ბოროტება. ედემის ბაღში იყო ორი ხე, სიცოცხლის და ცოდნის და ეს ორი განასახიერებდა და წარმოადგენდა სეფიროტის და კლიფოტის სისტემას. ცხოვრების ხე, რომლიდანაც ჭამა ადამს და ევას არ ეკრძალებოდათ იყო - სეფიროტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამი და ევა იღებდნენ ენერგიას და ცოდნას ღვთაებრივი სამყაროებიდან. როცა სატანა განუდგა ღმერთს, გახდა ადამ-ბელიალი - დემონური პირველადამიანი. ადამ-ბელიალმა ანუ გველმა კალიმ აცდუნა ადამ-აფარი და ჰავევატი, ადამ-ბელიალმა მათ აჭამა ნაყოფი ცრუ ცოდნის ე.ი. კლიფოტის ხიდან. როგორც კი ადამმა და ჰავევატიმ შეჭამეს კლიფოტის ნაყოფი, ისინი მოწყდნენ სეფიროტის სისტემას და გახდნენ დემონურები. ადამ-აფარი, უფლის შვილი, გახდა ადამ-ბელიალის მსგავსი. ადამ-აფარი ქცეული ბელიალად და მისი ცოლი ჰავევატი გახდნენ კლიფოტის დემონური სისტემის მონები. მათ დაკარგეს სეფიროტის მადლი (ენერგია) და გადაიქცნენ დეგრადანტებად. ამიტომაც დაიწყეს სხეულის დაფარვა, რადგანაც სულიერი დაცემის შედეგად გაუჩნდათ მენტალური ბორკილები, მათ შორის - სიმორცხვე. კლიფოტის სისტემის დემონოიდებს სძულთ ღმერთი და არიან რადიკალი ჰედონისტები. ისინი ცდილობენ მიწიერი სიამოვნებებით ტვინი გამოუტენონ ადამიანებს და დაავიწყონ სულიერი განვითარება. კლიფოტის დემონები უარყოფენ იოგას და ტანტრას, ისინი უარყოფენ აბსოლუტს (ბრაჰმანს/ეინ-სოფს). ისინი არიან მატერიალისტები. კლიფოტის ხის ცოდნა არაა ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, ესაა მატერიალისტური "ცოდნა". სეფიროტი ესაა არია-დჰარმა, ხოლო კლიფოტი - ასურა-დჰარმა. ომ შანტი რატომ ჰქონდათ ადამს და ევას განსხვავებული ცნობიერება? რატომ დადიოდნენ შიშვლები და არ რცხვენოდათ? რატომ არ იფარავდნენ სხეულს? რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? ბიბლიაში წერია, რომ როცა უფალს უჯერებდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ ედემში, ადამს და ევას ჰქონდათ უფლის მადლი და იყვნენ სულიერად სუფთა არსებები. მათ ჰქონდათ განსხვავებული ცნობიერება, არა ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ - "ცივილიზებულ კულტურულ" ხალხს. ბიბლიაში წერია, რომ როცა ადამმა და ევამ დემონი გველისგან იგემეს ცრუ ცოდნის და ბოროტების ვაშლი, განიცადეს სულიერი დაცემა და აიფარეს ჯერ ლეღვის ფოთლები, შემდეგ კი უფალმა მათ მისცა ტყავის სამოსი და ჭიტლაყით ისროლა ედემიდან უბადრუკ უდაბურ უდაბნოში, სადაც ძლივს არსებობდნენ. ე.ი. მათ განიცადეს სულიერი დაცემა? ანუ რა გამოდის? ჩვენ ვართ სულიერად დაცემული ხალხი და სამოსის ტარება სწორედ ამის ნიშანია? გამოდის, რომ სამოსი სულაც არაა "მაღალი კულტურა" და "პროგრესი"? ეგრე გამოდის. ე.ი. ჰიმნოსოფისტი და ნუდისტი ადამი და ევა, იყვნენ ზე-მაღალი სულიერი ცნობიერების მქონე მადლმოსილი ზე-ადამიანები? ანუ ის "ველური" ტომებიც, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, ამაზონიაში და ავსტრალია-ოკეანიაში, არიან ადამის და ევას მსგავსად სუფთა მადლიანი სულები? ეგრე გამოდის. "ველურები" ამტკიცებენ, რომ ესმით ბუნების სულის ხმა, იქნებ ეს მართლაც ასეა? იქნებ უფლის ხმა ესმით? სულიერი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ სულზე და არ აიგივებს საკუთარ თავს მოკვდავ მიწიერ სხეულთან. სწორედ ესაა ზე-სულიერი ცნობიერება. უცნაური და სასაცილოა ის, რომ თანამედროვე "კულტურულებს" ყველაფერი პირიქით ჰგონიათ და ფეხებზე იკიდებენ ბიბლიასაც და ვედებსაც. ადამის და ევას შესახებ ვედურ ბჰავიშია-მაჰაპურანაშიც თითქმის იგივე წერია. ბიბლიაში ოდნავ განსხვავებულადაა წარმოდგენილი ვედური მითი ნუდისტი იოგების - ადჰამას და ავევატის შესახებ. გამოდის, რომ ჩვენ, "ცივილიზებული" ადამიანები არასწორად ვცხოვრობთ და მცდარი "მორალი" გვაქვს? ასე გამოდის. გამოდის, რომ სირცხვილი და სხეულის დაფარვის სურვილი, ჰიმნოფობია, გაჩნდა სულიერი დაცემის შედეგად. ომ შანტი ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანას მიხედვით ადამი (ადჰამა) და ევა (ავევატი) იყვნენ ვიკამბარები. მათ არ გააჩნდათ სხეულის კონცეფცია და ჰქონდათ სუფთა ადვაიტური სულიერი ცნობიერება. ისინი იყვნენ ჭეშმარიტი არიელები სუფთა ტანტრისტული ცნობიერებით. მათ არ ჰქონდათ "პაშა" ე.ი. ბორკილები: შიში, ზიზღი, სიძულვილი, შფოთვა, წეს-ჩვეულებები, კლანური მენტალობა, სიმორცხვე და ეჭვიანობა. რადგანაც ეს ბორკილები ახასიათებთ მხოლოდ პაშუ-ბჰავას პრიმიტიულ ადამიანებს და ასევე ასურა-ბჰავას და მაჰა-პაშუ-ბჰავას დონის ბარბაროსებს - მლეჩხებს. ადამი და ევა არ იყვნენ პურიტანები. მათ არ ჰქონდათ სექსოფობია, ეროფობია და ჰიმნოფობია. მათ არ ჰქონდათ რეპრესიული ჰიმნოფობიური "მორალი" და "ზნეობა". ადამი და ევა იყვნენ ნაგა-სადჰუ ანუ ჰიმნოსოფისტი მაჰა-იოგინები. გველი კალის და მლეჩხების მაგიური ვაშლის გამო მათ დაკარგეს სუფთა ცნობიერება და გახდნენ დუალისტი მატერიალისტები, განიცადეს დეგრადაცია. გახდნენ მლეჩხები. თანამედროვე "ცივილიზაციის" ადამიანები უმეტესად არიან მლეჩხები და არ აქვთ ადვაიტური ცნობიერება, სამაგიეროდ გააჩნიათ ტამასიკური აზროვნება და სხეულის კონცეფცია, ისინი საკუთარ სულიერ მეს აიგივებენ სხეულთან. ცხადია მლეჩხებს ეზიზღებათ ვიკამბარები და ნუდისტები. მათ უჩნდებათ აგრესია, როცა ხედავენ ნუდისტებს და ჰიმნოსოფისტებს. მლეჩხები თვლიან, რომ "კულტურა" და "მაღალი დონე" ესაა ტანსაცმელი, ხოლო ნუდისტები არიან "გიჟები" და "ველურები". სინამდვილეში ეს ასე არაა. უბრალოდ მლეჩხებს ფეხებზე ჰკიდიათ ვედები და ტანტრები. სულ ესაა. თან, როგორც უკვე ითქვა, მლეჩხებს აქვთ ბორკილები და შებორკილნი არიან მატერიალისტური ტამასიკური რეპრესიული მორალით. მლეჩხებს აზროვნება უკუღმა აქვთ გადაბრუნებული, ისინი ფიქრობენ, რომ "თეთრი შავია და შავი - თეთრი". მლეჩხების "ცივილიზაცია" ესაა ვედურ-არიული ცივილიზაციის აბსოლუტური ინვერსია, სეფიროტის ინვერსია. მლეჩხებს არ აქვთ ეინ სოფ აურის (უსასრულო არაფრის სინათლის ე.ი. აბსოლუტის) გაცნობიერება. სეფიროტი ესაა დივია-სვარგა (ზეციური სამოთხე), ხოლო მისი ინვერსია - კლიფოტი, ესაა ბილა-სვარგა (დემონური სამეფო) საიდანაც მოვიდნენ დედამიწაზე ასურები (დემონები) და დაანგრიეს ვედური ცივილიზაცია. ასურებმა ადამიანებს დაადეს ბორკილები და აქციეს ისინი მონებად, მლეჩხებად, ჰიმნოფობებად. ომ შანტი
  3. ლილიტი (ებრ. לילית) — ებრაულ მითოლოგიაში ადამის პირველი ცოლი. ნახსენებია მკვდარი ზღვის ხელნაწერებში, ბენ-სირას ანბანში, ზოჰარში. ლეგენდის თანახმად როდესაც ლილიტი დაშორდა ადამს, ის ეშმაკი გახდა, ახლადდაბადებულებს კლავდა (მსგავსი პერსონაჟი არსებობს არაბულ მითებშიც). მესოპოტამიურ მითოლოგიაში მოხსენებულია ასევე ღამის ეშმაკი, რომელიც ახლადდაბადებულებს კლავს, მას ლილუ ჰქვია. ვიკიპედია უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს. თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც – ლილიტი. ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო. უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული. შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა. ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა – ისე, როგორც ადამი და ევა. ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს. გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ – დღემოკლე. ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი. კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს. ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი – წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი. იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების – ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ. ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა. ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად. ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა. ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში – “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც – ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით… ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება. სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა. ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ესაიას წიგნია. მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა. ”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი. “მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი. მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-სირის ანბანში”: “- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილიტმა. - არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ. - ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილიტი, – არ დაგემორჩილები! - შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.” ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ. ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი. უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო: ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას…
  4. მართლმადიდებელთა მთავარი პრობლემა იმაშია რომ მათ არ სურთ დამოუკიდებლად და თავისუფლად დოგმატიკის ფარგლებს გარეთ მეცნიერული აზროვნება და თვითშემეცნება, თვითგანსწავლა, მათ არ სურთ თავისუფლება. ეს ის ხალხია რომლებიც ამტკიცებენ რომ „ღმერთმა“ არაფრისგან შექმნა სამყარო, თუმცაღა ამ არაფრის რაობასა და არსობრიობას არც კი აკონკრეტებენ, ეს ის ხალხია რომლებიც იმასაც კი ვერ ახერხებენ სწორად გადათარგმნონ სიტყვა „ელოხიმ“, ეს ის ხალხია რომლებმაც სიტყვა „ელოხიმი“ რეალურად ქალური სქესის არსებითი მრავლობით რიცხვში, გადათარგმნეს როგორ მამაკაცური სქესის არსებითი სახელი მხოლობითში, ეს ის ხალხია, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რომ ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი(!). რეალურად სინამდვილეში მართლმადიდებელთა მიერ არაზუსტად გადათარგმნილი ბიბლიის პირველი წიგნის ე.წ. „დაბადების“ პირველი ორი თავი ამგვარია: ბიბლია ძველი აღთქმა (თანამედროვე ქართულ ენაზე) წიგნი პირველი დაბადება (ელენა ბლავატსკაიას, ისააკ მეიერისა და მაკ გრეგორ მატერსის შრომათა მიხედვით თეოსოფი ღვთისავარ ჩაბრავას მიერ რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია) თავი პირველი: 1. „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება. 2. ქაოსის ოკეანე იყო უსახური და არაორგანიზებული, ბნელითა და წყვდიადით იყო მოცული თავდაპირველი ქაოსის უფსკრული და ღვთაებრივი მსოფლიო სული (სული ღმერთებისა, ბინარული კინეტიკური ენერგიების სინგულარული პროტომატრიცა) იძრვოდა კაუზიური კოსმიური ოკეანის (ქაოსის ანუ ეკარნავას) წ####ბის წიაღში. 3. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი). 4. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) რომ ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება) კარგი იყო და გაყარეს ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი ღვთაება) და ბნელი (პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი). 5. ნათელს (გამოვლენილ ღვთაებას) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს დღე და ბნელს (პასიურ აბსოლუტს) უწოდეს ღამე. იყო პირველი იომი (პირველი ერა). 6. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს სივრცეთა შორის მყარი (მემბრანა) და გაყაროს სივრცენი. 7. მოხდა სასიცოცხლო ეთერული ენერგიის (პრანას, პრანაშაკტის) კოსმიური აფეთქება და გაჩნდა ნაპრალი უსასრულო სუპერსივრცეში, ამოანთხია სუპერსივრცემ მცირე სივრცე. გააჩინეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მყარი (ე.ი. მემბრანა), მოახდინეს მათ მყარის ანუ სივრცეთაშორისი ენერგეტიკული ბარიერის პროექცია და გაყარეს ერთმანეთისაგან კოსმიური სივრცე რომელიც არის მყარს (მემბრანას) ქვემოთ (შიგნით)და სივრცე, რომელიც არის მყარს ზემოთ (გარეთ). და იქმნა ასე. 8. მყარს (სივრცეთაშორის ენერგეტიკულ მემბრანას) ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს ცა. გავიდა 400 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეორე იომი (მეორე ერა). 9. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): შეგროვდეს (კონდენსირდეს) ერთგან ცისქვეშეთის წყალი (სივრცე) და გამოჩნდეს ხმელეთი (გალაქტიკები). და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ქალღმერთებმა უწოდეს მიწა (გალაქტიკური კლასტერები) და შეგროვილ წყალს (სივრცეს) ზღვა. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა) რომ კარგი იყო. 11. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყვნენ (გაჩნდნენ) მნათობები ე.ი. მზეები (ვარსკვლავები), პლანეტები და მთვარეები (ვარსკვლავური ანგელოზები). გავიდა 1 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მესამე იომი (მესამე ერა). 12. [გაჩნდნენ თუ არა მზეები, პლანეტებს მოეფინათ ნათელი და პლანეტებზე დაიწყო კოკისპირული წვიმები, ამოხეთქა წყალმა მიწიერმა მიწისქვეშიდგან და გადმოხეთქა ციური ღრუბლებიდან, წვიმდა 100 000 წელი, ბოლოს შეწყდა წვიმა თავსხმა და თანდათან დაიწია მიწიერმა ოკეანემ წყლისამ, და გამოჩნდა მიწიერი ხმელეთი და გახდა იგი ნაყოფიერი და აღმოცენდა მასზე მცენარეები მას მერე რაც წარმოიშვა ოზონის შრე პლანეტათა და მთვარეთა გარშემო. და მოიტანეს ნაყოფი პირველმა მცენარეებმა. გავიდა 3 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეოთხე იომი (მეოთხე ერა). 13. წარმოშვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მიკროორგანიზმები, მათგან წარმოშვეს უმარტივესი ფეხსახსრიანები და რბილტანიანები, მათგან გიგანტური მწერები და პირველყოფილი თევზები, ხოლო თევზთაგან ამფიბიები, მათგან ქვეწარმავლები, მათგან კი ფრინველები. გაჩნდნენ ტირანი ანგელოზები (უმდაბლესი ბოროტი ელოჰიმები). შექმნეს აგრეთვე უმდაბლესმა ელოჰიმებმა (ტირანმა ანგელოზებმა) პირველყოფილი ურჩხულები - ლევიათანები. გავიდა 9 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეხუთე იომი (მეხუთე ერა).] 14. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): გავაჩინოთ ადამიანები ჩვენს ხატად (ფორმად), ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ზღვაში თევზს და ამფიბიებს, ჰაერში ფრინველს და მიწაზე პირუტყვს, მთელს სამყაროს და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს. 15. შექმნეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ადამიანები, თავის ხატად (ფორმისამებრ) შექმნეს ისინი, ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამაკაცად და დედაკაცად) შექმნეს ისინი. მთვარის ანგელოზებმა, ტირანმა ანგელოზებმა (უმდაბლესმა ელოჰიმებმა) მისცეს პირველ ადამიანებს ეთერულ-ასტრალური ფანტომური სხეულები. 16. აკურთხეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ისინი და უთხრეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ სამყარო, დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს და ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავენ. 17. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): აჰა მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო. 18. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის საფშვინველი (ნეფეშ), ბალახი ქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. გავიდა 11 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეექვსე იომი (მეექვსე ერა). თავი მეორე: 1. ასე აღსრულდა ცა (365 სულიერი ცა, სუპერკოსმოსი) და მიწა (365 მატერიალური ცა, კოსმოსი) მთელი მათი ანგელოზთა მხედრობით. 2. დაასრულეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) სამყაროთა ფორმირება მეექვსე იომში (მეექვსე ერაში). 3. გამოსახა მეექვსე იომში უმდაბლესმა ელოჰიმმა, სახელად ილდაბაოთმა (ფსიქიკურმა ძალამ, ფსიქიკურმა კინეტიკურმა ენერგიამ) ანდროგენი ადამის, ადამ კადმონის სხეულებრივი არსება ასტრალური ენერგიისაგან (კოსმიური ეთერისაგან) და შთაბერა მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (სასიცოცხლო ეთერული ენერგია – პრანა შაკტი) და გახდა ადამი ცოცხალ მშვინვად (ცხოველური სამშვინველი – ნეფეშ).
×
×
  • შექმენი...