Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'დეგრადაცია'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 7 results

  1. კაცობრიობა განიცდის აქტიურ დეგრადაციას და იყოფება დეკადანსის ტყვეობაში. თავდაპირველად, კალი-იუგას დაწყებამდე, მსოფლიოს მართავდა პანენთეიზმის პარადიგმა და ყველას ესმოდა, რომ კოსმოსი ესაა ღმერთის (აბსოლუტის) სხეული, ყველას ესმოდა, რომ აბსოლუტი არის ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც ერთდროულად. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი ყველაფერშია და რომ სამყარო, არის აბსოლუტის გაგრძელება. ეს იყო განვითარებული თეოცენტრიზმის პარადიგმა. გავიდა დრო და ადამიანებმა დაკარგეს პანენთეისტური აღქმა ყოფიერებისა, მათ დაკარგეს სულიერი ცოდნის ნაწილი და სულიერი მზერა, ისინი გადავიდნენ პრიმიტიული პანთეიზმის პარადიგმაზე და მიიჩნევდნენ, რომ კოსმოსია ღვთაებრივი, ხოლო კოსმოსის მიღმა მათი გაგებით არაფერი არ იყო. ეს იყო პრიმიტიული კოსმოცენტრიზმი. გარკველი დროის შემდეგ ადამიანები დავიდნენ პრიმიტიული პოლითეიზმის და ანიმიზმის დონეზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლითეიზმი უარყოფილი იქნა და ანტიკური ეპოქის დასასრულის შემდეგ დაიწყო არასწორი თეოცენტრიზმის (თეოკრატიის) ეპოქა, ბნელი შუასაუკუნეები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს კოსმოსის მიღმა მყოფი მონოთეისტური (ტრანსცენდენტური) ღმერთის თაყვანისცემა. შემდეგ მოვიდნენ „განმანათლებლები“ და მათ მოიტანეს ანთროპოცენტრიზმი და განაცხადეს, რომ ადამიანია აბსოლუტი. მეოცე საუკუნეში გამოჩნდნენ „ბრძენკაცები“, რომლებმაც დაიწყეს ახალი კონცეფციის - ბიოცენტრიზმის ფორმირება და განაცხადეს, რომ ბუნება, ფლორა და ფაუნა არის აბსოლუტური ფასეულობა და არა უფალი, მისტიკური კოსმიური წესრიგი ან ადამიანი („ბუნების მეფე“), მათ განაცხადეს, რომ უმაღლესი ფასეულობაა მატერიალური ბუნება (ყოველგვარი მისტიციზმის და პანთეიზმის გარეშე) და ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება არა უფლის მიერ, არამედ თავისთავად, „შიგნიდან“. ანთროპოცენტრიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ბრძენმა პროტაგორამ ბრძანა, რომ „ადამიანია ყველაფრის საზომი“. შემდგომში ანთროპოცენტრიზმმა უფრო და უფრო მრუდე და გაუკუღმართებული ფორმები მიიღო და განიცადა დეგრადაცია. ეს ყველაფერი არის ონტოლოგიური ნიჰილიზმის განვითარების ეტაპები; გადასვლა პანენთეიზმიდან პანთეიზმზე, პანთეიზმიდან პოლითეიზმზე, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე და მონოთეიზმიდან ათეიზმზე. ეს ონტოლოგიური ნიჰილიზმი შემთხვევით არ გაჩენილა ადამიანთა გულებში და ცნობიერებაში. თავდაპირველად გაუფასურდა პანენთეიზმი, რადგანაც ადამიანებს აღარ ჰქონდათ მისი აღქმის უნარი, შემდეგ გადავიდნენ პრიმიტიულ კოსმოცენტრისტულ პანთეიზმზე, მაგრამ ესეც გაუფასურდა და დავიდა ადამიანთა აზროვნება პრიმიტიულ პოლითეიზმზე და შამანიზმზე, აქედან ადამიანები გადავიდნენ მკაცრ მონოთეისტურ ტრანსცენდენტურ ღმერთზე, რადგანაც გაუფასურდა პოლითეიზმიც, საბოლოო კი გაუფასურდა მონოთეიზმიც და საბოლოოდ მივიღეთ - ათეიზმი, ბიოცენტრიზმი და ნეოპოზიტივიზმი. თავდაპირველად ადამიანები ხედავდნენ ფასეულობას და აზრს პანენთეიზმში, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ აღიქვამდნენ ფასეულობად პანენთეისტურ რელიგიურ ფილოსოფიას და მისტიციზმს, შემდეგ კოსმოსში ვეღარ ხედავდნენ ფასეულობას, შემდეგ მონოთეისტურ ღმერთშიც ვეღარ შეძლეს ფასეულობის დანახვა, ბოლოს კი ადამიანშიც შეწყვიტეს აბსოლუტური ფასეულობის დანახვა. ამიტომაცაა რომ დღეს აბსოლუტურ და უმაღლეს ფასეულობად (ერთადერთ ფასეულობად) გამოცხადებულია ბილოგიური სიცოცხლე, ბუნება, ფლორა და ფაუნა და არა ადამიანი („ბუნების მეფე“), კოსმიური მისტიკური წესრიგი ან ღმერთი (აბსოლუტი). სწორედ ფლორას და ფაუნას, როგორც აბსოლუურ ფასეულობას, განიხილავენ ერთადერთ ღირებულებად და ზოგიერთები, მაგ. დევიდ ორტონი, იქამდეც კი მიდიან, რომ აცხადებენ, რომ თურმე „დედამიწა არავისი არაა“. მომავალში ეს ნიჰილიზმი მიიღებს ბევრად უფრო საზიზღარ და საზარელ ფორმებს, რაც არაა გასაკვირი, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ დანავების მიერ შექმნილია ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც „ნებაყოფლობითი გადაშენებისკენ“ მოუწოდებს ადამიანთა მოდგმას, რადგანაც თურმე ადამიანი ფასეულობას აღარ წარმოადგენს, რადგანაც ბუნებას აზიანებს და კლავს. ღმერთზე აქ ლაპარაკიც აღარაა, უწყებ ეგეთ „ადამიანებს“ საუბარს ღმერთზე და მასხრად გიგდებენ, სამაგიეროდ ბიოცენტრისტულ დოგმებს ძალიან კარგადაც ეთაყვანებიან. ომ შანტი. 07.01.2021.
  2. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი. პრემოდერნი ცხოვრობდა იმ აზრით, რომ სიცოცხლის აზრი და არსია გვახსოვდეს წარსულში დარჩენილი ედემი ან სატია-იუგა, ოქროს საუკუნე და ამბობდა იმას, რომ მომავალში უარესი იქნება, ვიდრე წარსულში, ეს არის კლასიკური კულტურა. მოდერნი ამბობდა, რომ ჩვენი წინაპრები არ იყვნენ თეთრწვერა ნათელი ბრძენები, ჩვენი წინაპრები იყვნენ მიკრობები, რადგანაც არის ევოლუცია და მომავალი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წარსული, უფრო უკეთესი მეცნიერული განვითარების წყალობით. ეს იყო მოდერნისტული პარადიგმა, ნათელი მომავლის მტკიცე რწმენა. პოსტმოდერნში ადამიანმა დაკარგა ყოველგვარი აზრი, იმედი და რწმენა და ჩავარდა ნიჰილისტურ სასოწარკვეთაში, დეპრესიაში და უიმედობაში, რაც გამოვლინდა ეგსიტენციალიზმის დაბადებაში, ეგზისტენციალურ შიშებში გლობალურ დონეზე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ნიჰილისტურ პოსტმოდერნში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მორალური და ონტოლოგიური ნიჰილიზმის იდეებზე დაფუძნებულ სოციუმში, სადაც აღარ ჩანს აზრი, არსი და იმედი, გამოსავალი რთული სიტუაციიდან, კრიზისული მდგომარეობიდან. დეგრადაცია კი გრძელდება.
  3. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.
  4. ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბიოცენტრისტებს (ინვირომენტალისტებს). შენ შეგიძლია გსურდეს ბუნების დაცვა, მაგრამ ბუნება მუდამ შეეცდება დაგახრჩოს, დაგწვას, შეგჭამოს ან შიმშილით მოგკლას. ბუნება არაა ადამიანის მეგობარი და არც თანასწორობა და დემოკრატია არსებობს ცხოველთა, მცენარეთა, ფრინველთა და ადამიანთა სამყაროში. თანასწორობა არსად არ არის, სამაგიეროდ ყველგან არსებობს მკაცრი იერარქიული სუბორდინაცია, სადაც არ უნდა წახვიდეთ; სამსახურში, სკოლაში, არმიაში, ბაგა-ბაღში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, ცხოველებში და ა.შ. თვით ანარქისტულ და ულტრა-ლიბერალისტურ საზოგადოებებშიც კი არის სუსტი და მკრთალი, მაგრამ მაინც იერარქია. პოლითეისტურ რელიგიებში ასევე, მკაცრი იერარქია და სუბორდინაცია ღვთაებებს შორის. როცა ეკოლოგი იცავს ნიანგს, საზარელ მტაცებელ რეფტილიას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ყველა ცოცხალი არსება თანასწორია, როგორღა დაიცავს იმ ანტილოპას ან კამეჩის უფლებებს, რომელსაც ადრე თუ გვიან წყალში ჩაითრევს ნიანგი და ნაკუწებად აქცევს? ნუთუ პლაკატებით ხელში მიტინგს დაიწყებენ ნიანგის ცხვირწინ? სრული უაზრობაა ეგალიტარიზმი. ერთმა რუსმა ეკოლოგმა ერთხელ ბრძანა, რომ ცხოველის მოკვლა იგივეა, რაც ბავშვის... ვინმეს სჯერა ამ უაზრობის? ბავშვი ადამიანის და ძაღლი ერთი და იგივეა? ნიუტონი და ქუჩაში მცხოვრები ოლიგოფრენი ბომჟი ერთი და იგივეა? ბეთჰოვენი და ჰიტლერი ერთი და იგივეა? მაჰათმა განდი და რუსთაველი მანიაკი ერთი და იგივეა? მარტინ ლუთერ კინგი და ჰანიბალ ლექტერი კრავთა დუმილიდან თანასწორები არიან? "კანონის წინაშე თანასწორი"? ეს როგორ? სრული აბსურდია ეგალიტარიზმი, ტკბილი სიზმარი ფსიქიურად დაავადებული ლიბერალების დამჭკნარ ტვინში.
  5. მეზიზღება კაპიტალისტური მორალი და სოციუმი! გული მერევა ისე მეზიზღება! პირდაპირ ძღნერში მინდა დავმარხო ეგ სირები! რატომ? გსმენიათ ოდესმე "საავტორო უფლებების" და "ინტელექტუალური საკუთრების" შესახებ? ეს ყველაზე უსაზიზღრესი გამოვლინებაა კაპიტალისტური მესაკუთრეობის და ეგოისტური მეშჩანობის! აგიხსნით; კაპიტალისტური აზროვნების მიხედვით, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი საზოგადოება უკვე 12 000 წლის მანძილზე, ქადაგებს, რომ ის რაც "შექმნილია" კონკრეტული ადამიანის მიერ წარმოადგენს მის "ინტელექტუალურ საკუთრებას" და "საავტორო უფლებით" დაცულია მისი კერძო საკუთრება ანუ "კაპიტალი", დიახ არ მოგჩვენებიათ, კაპიტალისტური აზროვნებით ყველა და ყველაფერი დაიყვანება ფინანსურ კაპიტალზე ანუ ფულზე, როგორც ჟაკ ფრესკო და პიტერ ჯოზეფი ამტკიცებენ თანამედროვე საზოგადოება არის დეგრადირებული და აქვს მახინჯი და არასწორი ფასეულობები, რას ნიშნავს ეს?? ეს ნიშნავს იმას რომ მერკანტილური კაპიტალისტები "ქმნიან" "ახალ იდეას ან საგანს" იმისათვის რათა მერე ეს იდეა ან საგანი გაყიდონ, იშოვონ ფული და შეჭამონ საჭმელი და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ კაპიტალისტური "ზნეობა" ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანის სულიერებაზე და დეგრადაციის გზით აქცევს მას მერკანტილურ მიზანთროპად. სხვაგვარად შეუძლებელია იმიტომ რომ კაპიტალისტურ რეალობაში თითქმის არავინ (კომუნისტების გარდა) არ "ქმნის" არაფერს ისე უბრალოდ რათა ეს რაღაც გაუზიარონ დანარჩენ კაცობრიობას სრულიად უსასყიდლოდ და გაავრცელონ სიკეთე და ბედნიერება დედამიწაზე. სწორედ ესაა კომუნიზმი. ქრისტეც, ბუდაც და კრიშნაც და ყველა სულიერი ლიდერები იყვნენ გასხივოსნებული სულიერი კომუნისტები რომლებმაც სრულიად უანგაროდ უბოძეს ადამიანებს, მოკვდავ არსებებს უზენაესი სულიერი სამყაროს სიბრძნე და ცოდნა ანუ მისცეს ინფორმაცია! გასცეს უანგაროდ თავიანთი "ინტელექტუალური საკუთრება"! რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ კეთილი ზესულები რომლებიც იდგნენ მიწიერ სანსარულ მერკანტილიზმზე მაღლა მდგომნი! ადვაიტა ტანტრა ქადაგებს რომ ყოველივე არსებული არის უნივერსალური ღვთაებრივი ცნობიერების და ენერგიის ილუზორული ვირტუალური ფორმა, ჩვენ ვართ უზენაესი უფლის ვირტუალური მოდიფიკაციები და ავატარები, სამყაროს ნებისმიერ არსებაში სუფევს ანტიმერკანტილური უპიროვნო უფლის ზესულის მადლი და პოტენციალი! მატერია = ილუზია! და შესაბამისად კაპიტალისტური მერკანტილური ეგოიზმიც ანუ იგივე "საავტორო უფლებები" = ილუზია! რადგანაც არ არსებობს არავითარი ავტორი! ერთადერთი ვინც რეალურად ფლობს ყველა იდეას და საგანს ესაა ღმერთი ანუ ადიბრაჰმანი! ყველაფერი სხვა ესაა მოჩვენებითი რეალობა რომელსაც ებღაუჭებიან კაპიტალისტი ღორები დაბნელებული ეგოიზმის და ილუზიის წყვდიადით. კაპიტალისტი გეუბნება: ან ნუ "მომპარავ" ანდა თუ წაიღებ რამეს რაც "მე შევქმენი" ჯერ ნებართვა მთხოვე და მერე კი ფული მიხადე ანუ წილში ჩამსვი! ე.ი. კაპიტალისტი ესაა სულიერად გაპარტახებული მეშჩანი რომელმაც არ იცის სულიერი ჭეშმარიტება. ასეთია კაპიტალისტური მარაზმი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია სხვა ყოფა. მათი ლოგიკით ქრისტეც, ბუდაც, კრიშნაც და ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიც უნდა უჩიოდნენ სასამართლოებში პრაქტიკულად დედამიწის მოსახლეობის მინიმუმ 79%–ს! უაზრობა არ გამოდის?? ქრისტემ ადამიანებს მისცა ცოდნა და სანაცვლოდ არაფერი მოსთხოვა და როცა სიმონ მოგვი მივიდა მოციქულ პეტრესთან და უთხრა რომ უნდოდა ფულით ეყიდა სულიწმინდის მადლი, პეტრემ დასწყევლა და გააგდო რის მერეც სიმონმა მოინანია ცოდვა და გახდა მოციქულთა მიმდევარი! გესმით? სიმონს ჰქონდა მერკანტილური კაპიტალისტური აზროვნება და ვერ წარმოედგინა რომ მოციქულები ჩვენი დიადი უფლისა უანგაროდ ასწავლიდნენ უბრალო კეთილ ხალხს სულიწმინდის ნიჭებს! მან იფიქრა ფულით უნდა ვიყიდო ეს ძალაო! რადგან აზროვნება არ უვარგოდა და მატერიალურ ილუზიებში იყო ჩაძირული! პეტრემ მას ჭკუა ასწავლა! ასე არიან ეს "შექმნელი" ავტორებიც რომლებიც რეალურად არაფერსაც არ ქმნიან! როგორ ასე? როგორ და როცა ვიღაცა რაღაცას "ქმნის" ის "ქმნის" არა არაფრიდან როგორც ეს გონიათ ფანატიკოს მორწმუნეებს უფალზე არამედ სხვისი დახმარებით! სხვის იდეებზე და გარემომცველ ბუნებაზე დაყრდნობით! ბუნებაც და ნებისმიერი ადამიანის ტვინში გაჩენილი აზრიც არის მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი უფლის საკუთრება და სხვისი არავისი რადგანაც ყველა და ყველაფერი სამყაროში ეკუთვნის მხოლოდ უფალს და სხვას არავის!!! უფალი მოქმედებს კომუნისტური მისტიკის პრინციპებით! უფალი = კომუნიზმი! ბუნება ესაა უფლის მისტიკური სხეული და მაგ ლოგიკით ნებისმიერი ადამიანი რომელიც იგონებს რაღაცას ვალდებულია პროცენტები უხადოს უფალს ან უბრალოდ მადლობა შესწიროს! ყველაფერი სამყაროში ღმერთიდან მოდის!!! ღმერთი ბადებს მატერიას და მატერიაში იბადება ადამიანი რომელიც ხედავს მატერიას და "იგონებს" რაღაცეებს, რომლებიც მიღებულია შთაგონებით! შთაგონება ესაა როცა უფალი შენს სულში დავანებული მუზების სახით გიგზავნის სულიერ იდეას ანუ ეიდოსს! დაიხსომე ადამიანო შენ არაფერი არ გეკუთვნის! ყოველივე ღმერთშია და ღმერთიდან და ღმერთთან!! და უფლის გარეშე არაა არაფერი! თვითონ მარქსის და ლენინის იდეებიც კი უფლის მიერ იყო შთაგონებული! ხოლო ბოროტი და აგრესიული იდეები იბადება ილუზიებისგან დეგრადირებული უღმერთოების ტვინებში როგორც უფლის სიბრძნის არასწორი გაგება! კომუნიზმი ესაა უფლის სიბრძნე! კაპიტალიზმი = უფლის სიბრძნის დამახინჯება. ადამიანებმა შექმნეს უღვთო კაპიტალისტური რეჟიმი და გაიმრუდეს გონებაში სამყაროს სურათი!! სულელი ადამიანის "შექმნილ" ანტი ღვთიურ იდეებს ფასი არ აქვთ! ვიმეორებ ერთადერთი ინტელექტუალური მესაკუთრე და ავტორი არის – უფალი!!!!!!! ხოლო უფალი = ბუნება რომელმაც შვა ადამიანები!!!! ანუ ადამიანი პარავს ბუნებას და უფალს!!!!
×
×
  • შექმენი...